საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამეფო გვირგვინის მცველია
გაიოზ მამალაძე

ჩვენმა მეზობელმა, თბილისელმა მამუკა ბატონისაშვილმა გვიამბო:

 

  - რამდენიმე წლის წინ საქმიანი ვიზიტით ვიყავი იტალიაში, ქალაქ პასტოიაში. ეს ქალაქი მდებარეობს ფლორენციასთან ახლოს. ჩემმა მასპინძლებმა ბინა აკურთხებინეს. ბინის კურთხევის დროს გავიცანი ოდესელი მართლმადიდებელი მღვდელი, მამა ვიტალი, რომელიც მოღვაწეობს პისტოიას მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი წარმოშობით სომეხია. მან არ იცის თუ როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები უკრაინაში.

 

  მრევლში, ძირითადად, რუსი და უკრაინელი ემიგრანტები ჰყავთ, ცოტა იტალიელიც. ლოცვა ბერძნულ ენაზე აღევლინება.

 

  მამა ვიტალიმ ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო. ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი, თუ ყველაზე ძველი არა. მან გვითხრა, რომ ჩახვალთ საქართველოში, დააკვირდით თქვენი პატრიარქის მიტრას, მასზე ასახულია ორი ხელისუფლების სიმბოლო, მეფისა და პატრიარქისა. ერთ-ერთი ტელეგადაცემის დროს უნახავს მამა ვიტალის ჩვენი პატრიარქის მიტრა და უკითხავს ერთ-ერთი ბერძენი ეპისკოპოსისათვის, რატომ არის ქართველი პატრიარქის მიტრა ასეთიო.

 

  ბერძენ ეპისკოპოსს უთქვამს, რომ ქართველი პატრიარქი არის ერთადერთი, რომელიც ატარებს ასეთ მიტრას და იგი არის სამეფო გვირგვინის მცველიო.

 

  მამა

ვიტალის ვუთხარი, რომ ევროპელები დავით აღმაშენებელს მეფე-მღვდელმთავარ იოანესთან აიგივებდნენ. მან იცოდა ამის შესახებ და მიპასუხა: თქვენი პატრიარქის მიტრაში ზუსტად ეგ აისახება, ყოველ შემთხვევაში, სიმბოლურადო. მან თქვა, რომ საქართველოს პატრიარქის მიტრა აერთიანებს მეფის გვირგვინს (გარეთა, ქვედა მხარე) და პატრიარქის, მღვდელმთავრის მიტრას (შიდა, ზედა მხარე), ანუ ეს არის მეფე-მღვდელმთავართა, მეფე-პატრიარქთა გვირგვინიო.

 

  საქართველოში რომ ჩამოვედი, დავაკვირდი უწმინდესის სურათებს და დავიჯერე მამა ვიტალის ნათქვამი“.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq