საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

გაიოზ მამალაძის პირადი გერბი
უპრაძეები — მოკლე ვერსია კუპრაძე ძველი ქართული გვარია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია გურიაში — ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში, ასევე იმერეთსა და სამეგრელოში. გვარის ფუძედ მიჩნეულია ძველი საკუთარი სახელი „კუპრა“, საიდანაც წარმოიშვა ასევე ფორმები: კუპრავა, კუპრაშვილი და კუპრასძე. კუპრაძეთა გვარის უძველესი კვალი XIII საუკუნეში ჩანს, როდესაც „კუპრასძე“ მოხსენიებულია გელათის მონასტრისადმი შეწირულების საბუთში. XVII საუკუნის დოკუმენტებში კუპრაძეები უკვე იმერეთსა და ზემო ქართლშიც ფიქსირდებიან როგორც მიწის მფლობელები და სამართლებრივი აქტების მოწმეები. გურიაში კუპრაძეები განსაკუთრებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ეკლესიასთან. გვარში მრავლად იყვნენ მღვდლები, დიაკვნები, მედავითნეები და ბერდიაკონები, რომლებიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის ეკლესიებში მსახურობდნენ. XIX საუკუნის საბუთებში ჩანს კუპრაძეთა სამამულო და სისხლის სამართლის საქმეებიც, რაც ძველი ქართული თემური სამართლის საინტერესო სურათს გვაძლევს. მოგვიანებით გვარის ნაწილი თავადაზნაურობის საქმეებშიც ფიგურირებს. კუპრაძეთა გვარში განსაკუთრებით აღსანიშნავია აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე — ქართველი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. დღეს გვარი ფართოდ არის გავრცელებული გურიაში, იმერეთში, თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq