| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: "არისტოკრატიული თუ სახალხო მონარქია". მსოფლიოში მონარქიის რამდენიმე სახეა გავრცელებული. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიაა (აზიის ქვეყნები), ზოგიერთ სახელმწიფოში შეიხებს, ამირებს და სხვა არისტოკრატებს დიდი უფლებები აქვთ (აზია), ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში კი სახალხო მონარქიაა. ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ, რათა შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მზად ვიყოთ, იქნებ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოში მონარქიის აღდგენა. პირველად გთავაზობთ ჩემს წერილს, რომელიც გამოქვეყნდა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე და შესულია ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". წიგნი გამოიცა 2007 წელს. გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით contact@georoyal.ge. სახალხო მონარქიისათვის შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ჰკითხეს, მომხრე იყო თუ არა მონარქიის აღდგენისა საქართველოში. პასუხი უარყოფითი გახლდათ, თუმცა რესპოდენტმა დაამატა: "პრინციპში, თუ აღდგება მონარქია, მაინც მივესალმები, მე ხომ თავადი ვარო". თავიდანვე უნდა განვაცხადო, სჯობს არასდროს აღდგეს მონარქია საქართველოში, თუკი იგი იქნება ყოფილი არისტოკრატების შთამომავლების, ან ნებისმიერი სხვა ფენის პრივილეგიების აღმდგენი და
| ეს წიგნი იხილეთ საიტზე: georoyal.ge | ინტერესების დამცველი. მონარქია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი, სახალხო. მემკვიდრეობით არისტოკრატიას მრავალი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. თაობათა მანძილზე მემკვიდრეობით გადასული წოდების წარმომადგენლები დიდი ძალისხმევით ემსახურებოდნენ სამშობლოს, ქართულ კულტურას, სამხედრო საქმეს, რწმენას, ხალხს... არ შეიძლება ამ ინსტიტუტს, მემკვიდრეობით არისტოკრატიის ინსტიტუტს დამსახურება დავუკარგოთ. მაგრამ საქართველო გაცილებით ძლიერი იყო მაშინ, როცა ქართველი მეფეების ძალაუფლება მაქსიმალურად შეუზღუდავი იყო სხვადასხვა არტისტოკრატიული საგვარეულოების მხრიდან, მაგალითად, დავით აღმაშენებლის დროს და გიორგი ბრწყინვალის პერიოდში. დავით აღმაშენებლისათვის მთავარი იყო ადამიანის პირადი მონაცემები და არა მისი გვარიშვილობა. მის დროს დიდ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, დღევანდელი ტერმინები რომ ვიხმაროთ, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები. ამან მოგვცა დიდი შედეგი: ერის კონსოლიდაცია და ქართული იმპერიის დაარსება. გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს გამოხსნა მონღოლთა ბატონობისგან და იმპერიის აღდგენა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ცივის მთაზე გაზულუქებულ, გათავხედებულ, "გაულუსებულ" მოღალატეებს თავები დააჭრა და ქვეყნის სამსახურში ჩააბა სხვადასხვა ფენის ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები. საქართველოში პატრონყმური წყობილების დროს აზნაურობა იყო ქართულ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ი ჯარის ოფიცრობა. პატრონყმობა განსხვავდება ბატონყმობისაგან, პატრონყმობის დროს გლეხთა მდგომარეობა არ იყო არაადამიანურად კაბალური. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ქართული პატრონყმობა განსხვავდებოდა ევროპული პატრონყმობისაგან. ევროპაში ფეოდალს ყველა უფლებები ჰქონდა გლეხზე, მათ შორის სასამართლო. საქართველოში პატრონყმობის დროს გლეხის გასამართლება მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა იყო. შემდგომ პერიოდებში, როცა არისტოკრატიამ მაქსიმალურად დაასუსტა მეფის ხელისუფლება და დააყმევა გლეხები, სასამართლო ხელისუფლება მაინც მეფის ხელში დარჩა. ამით განსხვავდება ქართული ფეოდალიზმი ევროპულისგან და განსაკუთრებით რუსულისგან. თუმცა არისტოკრატიის საკმაოდ დიდი ნაწილი, ღიად თუ ფარულად, მაინც ძალადობდა მეფეზე და გლეხზე (ძლიერი მეფეები ახერხებდნენ აელაგმათ გათავხედებული ფეოდალები). აზნაური იყო ოფიცერი, დიდაზნაური (თავადი) იყო დიდი ჩინის ოფიცერი, რომელთაც განსაზღვრული ფუნქცია ჰქონდათ - ეს იყო ქვეყნის თავდაცვა (ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ თავადაზნაურები იბრძოდნენ ომებში. ეს არ არის სწორი, გლეხობა არანაკლებ მონაწილეობდა ბრძოლებში). მეფე მიწას (სოფლებს გლეხებიანად) რაიმე დამსახურებისთვის გადასცემდა რომელიმე წარჩინებულ, გამორჩეულ პიროვნებას, "მსახურეულ აზნაურს". ამას "შეწყალება” ერქვა. შეწყალება შეიძლება ყოფილიყო "საპატიო" ან "სამამულო". სამამულოდ შეწყალებულის მემკვიდრეობით გადაცემა შ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ეიძლებოდა. საპატიოდ გადაცემული არ გადადიოდა მემკვიდრეობით. მას "გასაკარგავი" ეწოდებოდა. ერთიანი საქართველოს ძლიერი მეფეები ცდილობდნენ ძალიან არ გაეძლიერებინათ დიდებული აზნაურები და მათ ქონებას და გავლენას აბალანსებდნენ დროებით შეწყალებულებზე დაყრდნობით. უფრო ხშირი იყო სწორედ ამგვარი შეწყალება. საქართველოს მეფეს იურიდიულად შეეძლო ნებისმიერი სახის მფლობელობის (საკუთრების) ჩამორთმევა. სრულ სუზერენად მხოლოდ მეფე ითვლებოდა. შეწყალებული სხვა საქმიანობისგან თავისუფლდებოდა. მისი ერთადერთი საქმე მსახურება, ოფიცრობა თუ თანამდებობის ("სახელოს") გაძღოლა იყო. აზნაური თავისუფალს ნიშნავს. აქ იგულისხმება მისი შრომისაგან გათავისუფლება და არა სრული თავისუფლება. ყველას, მათ შორის დიდაზნაურებს (თავადებს) ჰყავდა პატრონი, ბატონი, სუზერენი - მეფე. სრული სუზერენი მხოლოდ მეფე გახლდათ, სხვა ყველა მისი ყმა იყო. აზნაური ვალდებული იყო დაეცვა "გასაკარგავ" ("სახარაჯო") თუ "სამკვიდრო” მიწებზე წესრიგი, აეკრიფა გადასახადი და სახელმწიფოსთვის გადაეცა განსაზღვრული ნაწილი (სრული შეუვალობა მხოლოდ საეკლესიო ქონებას ჰქონდა), შეედგინა სამხედრო რაზმები და გამოეყვანა საჭიროების შემთხვევაში. გაეწია პატრონობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, დიახ, პატრონობა და არა მონათმფლობელობის მსგავსი ბატონობა (მართალია ბატონი რომაული სიტყვა პატრონისაგან არის წარმომდგარი, მაგრამ შინაარსი ოდნავ განსხვავებული აქვს ქა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | რთულ სინამდვილეში (სანამ პატრონი შემოვიდოდა ქართულ ენაში, მანამდე ამ მცნების აღსანიშნავად უფალი გამოიყენებოდა). პატრონყმობის დროს არსებობდა ყმათა სხვადასხვა კატეგორია. ხშირად, რაიმე მიზეზის გამო, დაწინაურებულ, აღზევებულ, ძლიერ, შეძლებულ პიროვნებას - პატრონს (და არა ბატონს) საპატრონოდ თავისი თავისუფლების, სუვერენიტეტის, შრომის თუ ქონების ნაწილს დაუთმობდა ომში დაღუპული ან დაინვალიდებული გმირის ოჯახი. მერე ასეთები სრულიად დააყმევეს, თითქმის დაამონეს, ყოველგვარი სუვერენიტეტი, უფლებები წაართვეს (დე ფაქტო მაინც). საქართველოში ფეოდალ მფლობელებს, თავად-აზნაურობას, მიწა-წყალი და გლეხი, რიჩარდ პაიპსის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მხოლოდ "დე-ფაქტო" მფლობელობაში ჰქონდათ და არა "დე-იურე" საკუთრებაში. დე-იურე საკუთრება მხოლოდ მეფეს შეიძლებოდა ჰქონოდა. (საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებამდე ასე იყო). გასაკარგავი მიწა-წყალი და გლეხები, მეფის მიერ, ხშირად გადაეცემოდა გამკარგველის შთამომავლობას, ასევე განკარგვის უფლებით და არა მემკვიდრეობით. განმკარგველები ხშირად ივიწყებდნენ, რომ მხოლოდ დამსახურების გამო, დროებით მიიღეს შეწყალება და ცდილობდნენ ქონება მემკვიდრეობითად ექციათ. თანდათანობით მოხდა ამ საკუთრების მითვისება, რადგან მეფის ხელისუფლება დასუსტდა და როტაცია აღარ მიმდინარეობდა განმკარგველებისა, ოფიცრებისა, თანამდებობის პირთა. თითქმის ყველაფერი მემკვიდრეო
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ბითად იქცა, განსაკუთრებით მიწა-წყალი და გლეხობა. ოფიცრებს (არისტოკრატიას) იმიტომ ჰქონდათ მიწა და ჰყავდათ გლეხები, რომ უზრუნველყოფილიყო მათი მომარაგება სურსათით, საჭურვლით, მიწაზე მუშაობისგან გათავისუფლებით. უზრუნველყოფილიყო მათი ცოლ-შვილიც საკვებით და სხვა სახმარით, რათა აზნაურებს (არისტოკრატიას) შეძლებოდათ ქვეყნის თავდაცვის საქმეში მოღვაწეობა, ორგანიზატორობა, თანამედროვე სიტყვებით - ოფიცრობა. სამშობლომ თავისი ინტერესების გამო დროებით დაუთმო მათ მიწა და, განსაკუთრებით, გლეხები. თავადაზნაურობამ ეს "ქონება" მემკვიდრეობით საკუთრებად მიიჩნია და პრეტენზია გაუჩნდა მათ ბატონობაზე, სრულ მფლობელობაზე. ამგვარად მოხდა სახელმწიფო, ეროვნული მიწების მითვისება, სათავადოების და სამთავროების ჩამოყალიბება. სათავადოების და სამთავროების არსებობა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის დეგრადაცია. ცენტრალიზებული სახელმწიფოს არარსებობამ დაანგრია ჩვენი სამშობლო (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი თავადი თუ აზნაური დიდი პატრიოტი იყო (ისევე როგორც ბევრი გლეხი), ხანდახან სათავადოებს შესანიშნავი მმართველებიც ჰყავდა და სამართლიანობა არ ირღვეოდა, მაგრამ მაინც სჯობდა გვქონოდა ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო). გლეხის ნამდვილი პატრონი და დამცველი იყო მეფე, ყველა ეპოქაში. ასე დაამახინჯა პატრონყმობა და სამშობლოს ინტერესებისადმი მსახურება სახელმწიფო-სამეფო მიწებზე და ქართველ კაცზე მემკვიდ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | რეული საკუთრების ამბიციამ. ასე დაინგრა საქართველოც. საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როდესაც როტაცია მიმდინარეობდა ჯარში, როცა დამსახურების მიხედვით წინაურდებოდა ოფიცერი (ასისთავი, ათასისთავი, სპასალარი თუ ამირსპასალარი). როტაცია ყოველ არმიას და ჯარს სჭირდება დროთა განმავლობაში. ჩვენ ვიცით მრავალი დამცრობილი გვარი და ასევე, ვიცით აღზევებული გვარების ისტორია. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხშირად ნიჭიერ სტრატეგ მამებს, ჰყავთ სტრატეგიაში გაუთვითცნობიერებელი შვილები და ხომ გაუმართლებელი იქნება მამის დამსახურების გამო, არაპროფესიონალ შვილებს ჩავაბაროთ ომში სარდლობა. გვიან შუა საუკუნეებში როტაცია თითქმის შეწყდა. გლეხი, თუნდაც უნიჭიერესი იშვიათად აზნაურდებოდა, აღზევდებოდა, მხოლოდ აზატდებოდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა). აზატი თავისუფალს ნიშნავს, მაგრამ არა აზნაურს, არა არისტოკრატს. აზნაური კი ემცრობოდა, თავადისშვილიც ეშვებოდა აზნაურობამდე, მაგრამ მათი დამცრობა, უმეტესად, გაღარიბების შედეგი იყო (იყო უკანონო შვილობის ფაქტორიც და სხვა). ხშირად მდიდარი, შეძლებული, მაგრამ უნიჭო, ნაკლებად ერთგული და უზნეო თავადი ან აზნაური პოზიციებს ინარჩუნებდა უცხოელი დამპყრობლის მეშვეობით. ყველაფერი "დააგვირგვინა" რუსეთის გაბატონებამ ჩვენში. ადრე თუ მემკვიდრეული თავადაზნაურობა იბრძოდა, რუსეთმა ეს ფუნქცია მოუშალა და უძრაობის მდგომარეობაში ჩააგდო. მართა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ლია, ქართული არისტოკრატიის დიდი ნაწილი რუსეთის არმიაში შევიდა, მაგრამ ამით სამშობლოს დამცველის ფუნქცია დაკარგა... ძლიერი მეფეები ევროპის ქვეყნებშიც ებრძოდნენ მემკვიდრეობით არისტოკრატიას, თუმცა იქ გაცილებით ნაკლები მასშტაბები ჰქონდა თანამდებობათა მემკვიდრეობით მითვისებას და ამის გამო ქვეყნის "სათავადოებად" დაქუცმაცებას. პროცენტულად ევროპაში გაცილებით ნაკლები იყო არისტოკრატია, ვიდრე საქართველოში. წინა საუკუნის დასაწყისში პოლონეთში იყო მხოლოდ 4 % შლიახტა (არისტოკრატია), საქართველოში კი 6 %. საფრანგეთში პირველი რევოლუციის დროს არისტოკრატია ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1 % გახლდათ (ევროპაში პოლონეთი ითვლება ყველაზე მრავალრიცხოვანი მემკვიდრეული არისტოკრატიის ქვეყნად). ევროპელი მამულიშვილები ყოველთვის ცდილობდნენ არისტოკრატიის, უფრო თუ დავაზუსტებთ, ელიტის როტაციას და შესაბამისად მიაღწიეს კიდეც განვითარებას. მართალია, მათ გეოგრაფიული მდგომარეობაც უწყობდათ ხელს, არ ჰყავდათ ისეთი ბარბაროსი მეზობლები, როგორც ჩვენ (თურქეთი, ირანი, რუსეთი), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ევროპამ ელიტაში შეიყვანა ბურჟუაზიის წარმომადგენლები და ამით გაცილებით მოიგო. ბურჟუაზია ერთგვარად ახალი აღზევებული საგვარეულოებია. ძველ დროში მათ არისტოკრატიულ წოდებებს მიანიჭებდნენ, ახალ დროში ეს არ გახდა საჭირო. ევროპამ მოახერხა და მემკვიდრეული არისტოკრატიის პრობლემა ახალი ა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | რისტოკრატიის, ახალი ელიტის შექმნით გადალახა (არ ვეთანხმები იულიუს ევოლას). შედეგად იგი სწრაფად განვითარდა და გაძლიერდნენ ევროპული სახელმწიფოებიც. მიგვაჩია, რომ მემკვიდრეული არისტოკრატიული წოდების აღდგენა, იურიდიულად, ქართულ მონარქიას არაფრით გამოადგება. ეს კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც თავადაზნაურობის არსებობა იქნება დემოკრატიის პრინციპების დამრღვევი და თავადაზნაურობაც ვერ შეასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ვერ იქნება მეომარი ფენა, ვერ დააკომპლექტებს, სხვა ფენების წარმომადგენელთა გარეშე ქართულ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას. თავადაზნაურთა მისია დიდი ხანია დასრულდა საქართველოში. საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომელთაგან ზოგი გლეხთა, ზოგი აზნაურთა შთამომავალია, ისინი შესანიშნავად ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინათ წარსულში აზნაურებს, მსახურობენ სამშობლოს არმიაში. დასასრულ, მინდა გავიმეორო ზემოთ ნათქვამი, უამრავი თავადი და აზნაური ოქროს ასოებით არის შესული საქართველოს ისტორიაში. შეუძლებელია არ აფასებდე, მეტიც, არ გიყვარდეს ისინი - შალვა და ივანე ახალციხელები, იოათამ ზედგინიძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და სხვა მრავალი და მრავალი. მაგრამ მათი დამსახურება არ არის საკმარისი მათი შთამომავლების გამორჩეულობისათვის (ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენ უსახელო
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | გმირს, რამდენ უცნობ წმინდანს, სამშობლოსათვის, რწმენისათვის თავდადებულ, თავგანწირულ ადამიანს ჰყავს გლეხური წარმოშობის შთამომავლობა). გამორჩეულობას სჭირდება პირადი დამსახურება უფლის, ქვეყნისა და ერის წინაშე. ამიტომ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს. ასე რომ, საქართველოს სჭირდება არა არისტოკრატიული მონარქია, არამედ დემოკრატიული, თანამედროვე, ცივილიზებული, კულტურული მონარქია. საქართველოს სჭირდება სახალხო მონარქია. |