საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხისათვის)
გაიოზ მამალაძე
1223 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა დიდი საქართველოს მეფეთა-მეფე, იმპერატორი გიორგი IV ლაშა. „მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა. ქრონიკონი იყო ოთხას ორმოცდაორი“ (ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, „ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა“ - „ქართლის ცხოვრება“).

იგი სულ 30 წლისა იყო მაშინ. მისი სიკვდილი საქართვლოსთვის დიდი უბედურება გახლდათ. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა (განძელებთან ომის ეპიზოდი), სამეფო და საეკლესიო კანონებისადმი დაუმორჩილებლობისა (სხვისი ცოლის შეყვარება და უქორწინებლობა), თავისუფალი ხასიათისა (რინდების ეპიზოდი) და სხვა, ლაშა-გიორგი დიდი მეომარი გახლდათ, უშიშარი და მოსიყვარულე გულის პატრონი და კარგი ორგანიზატორი. მან არა ერთი ქვეყანა კვლავ შემოუმტკიცა საქართველოს.

ლაშას („განმანათლებელი ქვეყნისა“) დაბადებას ქართველები დიდი „მესიანისტური“ (გადაჭარბებულიც) იდეოლოგიით შეხვდნენ, მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი იმდოინდელ მსოფლიოში. ევროპელ და აზიელ ქრისტიანებს ქართველი მეფე უფლის საფლავის გამომხსნელად, „ქრისტიანობის ბურჯად“, „ახალ ალექსანდრე მაკედონელად“ ესახებოდათ.

მისი გამეფების ხანაში დიდგვაროვნები ძალიან გაძლიერებულები იყვნენ და უკვე საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფოს. ზოგიერთ გვარს ხელში ჰქონდა ჩაგდებული არა ერთი უმაღლესი სახელო (თანამდებობა), დიდი ქონება და ძალაუფლება. როგორც ჩანს, ლაშა-გიორგის უნდოდა ხელში აეღო ინიციატივა და პოლიტიკური დაპირისპირებაც ჰქონდა ამ დიდებულებთან.
არა ერთხელ მითქვამს, ჩემი აზრით, საქართველოს უბედურება იწყება 1177 წლის დემნას აჯანყების შემდეგი დროიდან (ან მისი გამომწვევი მოვლენებიდან), როდესაც დაირღვა ლეგიტიმიზმის კანონი საქართველოში. გიორგი III-მ, ლაშას პაპამ, სასტიკად დასაჯა თავისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე დემნა. დათხარა თვალები, რომ ვეღარ ემეფა და დაასაჭურისა, რომ შთამომავლობა ვერ გაეგრძელებინა.

გიორგი მესამემ კარგად იცოდა, თუ დემნას ვაჟი შეეძინებოდა, ის უსათუოდ პრობლემას შეუქმნიდა მის ქალიშვილს, თამარს, რომლის გამეფებასაც აპირებდა, არა მხოლოდ როგორც პრეტენდენტი ტახტისა, არამედ, როგორც ტახტის კანონიერი მემკვიდრე. 

ბაგრატიონთა მიერ სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ, არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ტახტზე ასულიყო ქალი, ან სამეფო დინასტია გაგრძელებულიყო ქალის ხაზით. არა ერთხელ მითქვამს და ახლაც უნდა გავიმეორო, რომ ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმიზმის პრინციპი ძალიან განსხვავდება ევროპული და მით უმეტეს, რუსული ლეგიტიმიზმისაგან. ბაგრატიონები თავს მიიჩნევდნენ ბიბლიური მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლებად და მისდევდნენ ბიბლიურ სამეფო ლეგიტიმიზმს. ვერსად ვერ ნახავთ ბიბლიაში, რომ იესეან, დავითიან, სოლომონიანების (დავითიანების), ისრაელის მეფეების გვარი გაგრძელებულიყოს ქალის ხაზით...

ამგვარი ლეგიტიმიზმის პრინციპის მკაცრი მიმდევრები იყვნენ ბაგრატიონები და, როგორც ჩანს, გიორგი მესამის წინააღმდეგ აჯანყებულებიც, რომლებიც მოითხოვდნენ კანონიერი მემკვიდრის, ვაჟის - დემნას (დიმიტრის), ტახტზე აყვანას. ეს ყველაფერი უფრო ვრცლად მაქვს განხილული ჩემს წიგნში „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“ (2007).
არის ვარაუდი, რომ ლაშა-გიორგი გახდა მსხვერპლი შეთქმულებისა. ასახელებენ რამდენიმე მოტივს (სომხური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ცდა; დიდგვაროვნების მხრიდან ლაშას დის გამეფების სურვილი და ამის მეშვეობით მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სხვა). ეს ვარაუდი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდია... ეს თემა არ არის ჩვენი დღევანდელი წერილის მიზანი... ასეა თუ ისე, ლაშას სიკვდილი დიდი უბედურება იყო სახელმწიფოსათვის.

როგორც ვთქვით, ლაშა-გიორგი იყო კარგი ორგანიზატორი, მიუხედავად მონღოლებთან პირველი შებრძოლებისას განცდილი მარცხისა, 1221 წლის ბოლოს, მიუხედავად ამ ბრძოლაში მიღებული ჭრილობისა, მეფემ შეძლო ჯარის სწრაფო რეორგანიზება და წინ დაუდგა მონღოლებს. მონღოლებმა ვეღარ გაბედეს მათი ხრიკის მცოდნე, გამოცდილ, სახელგანთქმულ ქართულ ჯართან შებროლება და დარუბანდის გზას გაუყვნენ. ჯერ გაანადგურეს ალანთა ჯარი, მერე ყივჩაღები დაამარცხეს. შემდეგ ყივჩაღებმა დახმარებისათვის მიმართეს რუს მთავრებს. მონღოლებმა, 1222 წლის 31 მაისს, მდინარე კალკასთან, რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ჯარი დაამარცხეს, რომელიც გადმოცემით 80 000 - 100 000 მეომრით იყო დაკომპლექტებული. ჰენრიხ ლატვიელი, 1225 წელს, „ლივონიის ქრონიკაში“ წერს, მონღოლებმა რუსებს და ყივჩაღებს 100 000-მდე ადამიანი მოუკლესო, ზუსტი რიცხვი არ იცის (თუმცა, ზოგიერთ ისტორიკოს ეს გადაჭარბებულად მიაჩნია).

მეტიც, ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანეს ისიც კი უწერია, რომ ლაშამ პირველი მარცხის შემდგომ, უმალვე, მოახერხა და დაამარცხა მონღოლები და დიდი ზიანი მიაყენა: 

„შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერ-ქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყჳდნეს გაქცეულნი (ხაზგასმა ჩემია - გ. მ.). მეორესა წელიწადსა კულა-ცა მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედა-მისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლეს დარუბანდისა გზა“.

პირველ ბრძოლაში ლაშას ჯარის დამარცხებაც, მონღოლებმა მხოლოდ ხრიკით შეძლეს, ვითომ გაიქცნენ, ქართული ჯარი გაიშალა, არაორგანიზებულად გამოეკიდა მტერს. ამ დროს მონღოლები მობრუნდნენ და დაუშინეს ისრები ქართველებს, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს. მონღოლთა ჩასაფრებული ნაწილებიც გვერდიდან დაესხა თავს გაშლილ ქართულ არმიას... შეიძლება, სხვა სამხედრო ტაქტიკაც ჰქონდათ, რაიმე სიახლე...

რომ არა ეს ვერაგული ხრიკი, რომელსაც მონღოლები ხშირად იყენებდნენ, ლაშას ჯარი არა მარტო გაუმკლავდებოდა მონღოლებს, არამედ დაამარცხებდა კიდეც (როგორც უწერია მის მემატიანეს, რაც მართალი უნდა იყოს).

არ არის მართალი, თითქოს მონღოლთა რაოდენობა მხოლოდ 24 000 იყო, ორი დუმანი (დუმანი 12 000). ზოგი მხოლოდ 20 000 ამბობს. ეს წყარო, განსაკუთრებით სებასტაცი, (სებასტიელი სომეხი ისტორიკოსი) არ უნდა იყოს ზუსტი. სინამდვილეში მათ სარდლობდნენ ორი ნოინი, სუბუდაი და ჯებე, და ეს შეცდომაც, თუნდაც წყაროებში გადმოცემული (ორი დუმანი), შესაძლოა აქედან მომდინარეობს (მათ შორის სომხური წყარო). ნოინები დიდი ძალაუფლების მქონე სამხედრო ფეოდალები, სარდლები იყვნენ, მაგრამ დუმანის მეტსაც ედგნენ სათავეში, მათთან ერთად ხშირად არამონღოლი ეროვნების არა ერთი ათასი ადამიანიც იბრძოდა, რომელთაც სათვალავში არ მიიჩნევდნენ... ასე რომ, მონღოლებს 24 000 გაცილებით მეტი მეომარი ჰყავდათ იმ მომენტში, ჯებე და სუბუდაი ბაღათურების, ნოინების არმიაში.

როგორ უნდა დაემარცხებინა, 24 000 მონღოლს 90 000 ქართული არმია, როგორც ამბობენ ქართველი ისტორიკოსები? ლაშას კი შეეძლო გამოეყვანა 90 000-იანი ჯარი, მაგრამ, არა მგონია იმ ბრძოლაში ქართველებმა ამდენი სამხედრო გამოიყვანეს და 24 000 მონღოლებთან ასე იოლად დამარცხდნენ. როგორც ქართველთა ჯარის რიცხოვნობაა გაბერილი, ისე მონღოლთა ჯარის სიმცირე ხელოვნურია...

გარდა ამისა, როგორ უნდა დაემარცხებინა 24 000 მონღოლს, ასე ადვილად, ასე სასტიკად და სრულიად გაერთიანებული რუსულ-ყივჩაღური 80 000 არმია? 

მონღოლები, მართალია, კარგად ორგანიზებულნი იყვნენ, კარგი სტრატეგები და მეომრები, მრავალრიცხოვანნიც გახლდნენ, მაგრამ დაუმარცხებელნი არ იყვნენ. ასე, რომ ლაშა გიორგის ჯარს, და მერე რუსებსა და ყივჩაღებს, 24 000 გაცილებით მეტი მონღოლთა ჯარისკაცი დაუპირისპირდა.

ლაშამ, როგორც ვთქვით, პირველი შეცდომის შემდეგ, სწრაფად მოახერხა ჯარის ხელახალი ორგანიზება... „დაუმარცხებელი“ მონღოლებიც გაერიდნენ, ვერ შებედეს ჩვენს ჯარს შებმა. სინამდვილეში, მართლაც, მონღოლების ის არმია, ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით დაუმარცხებელი არ იყო, რუსთა და ყივჩაღთა ჯარის დამარცხების მერე, მონღოლების არმია სასტიკად დაამარცხეს ვოლგის ბულგარებმა, დონის შესართავთან, სამარის ლუკთან, იმავე 1222 წელს.
(რუსებზე ძალიან გამწარებული იყვნენ მონღოლები 1222 წელს, ამ ამბავს სხვა დროს გიამბობთ)
გავიდა სულ ცოტა ხანი და ლაშა-გიორგის დის, რუსუდანის მეფობისას, ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დროს, ქართული სახელმწიფო უკვე მოშლილი იყო. ვერც სარდლობამ ივარგა გარნისის ბრძოლაში და ვერც სახელმწოფოს მესვეურებმა ვარ დაახვედრეს ჯარი (არ დაახვედრეს? ისევ შეთქმულება?) ტფილისისაკენ წამოსულ ხვარაზმ-შაჰს. მარტო ქალაქის გამაგრება რას უშველიდა, გამაგრება ქალაქისა მხოლოდ სუსტი სახელმწიფოების ტაქტიკაა...

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიდი, წმინდა მეფე, ჩვენი სიამაყე - თამარი, დედასავით უყვარდა მთელს ერს. ქალის ტახტზე აყვანის კანონი ვერ დამკვიდრდა ქვეყანაში. არც ქალით გვარის გადაცემის პრაქტიკა შემოვიდა დინასტიაში. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას მერე მისი და რუსუდანი გამეფდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსუდანის შვილები ბაგრატიონებად იწოდებოდნენ (დავით ნარინი „ქართლის ცხოვრებაში“), ბაგრატიონთა გვარი მხოლოდ მამრობითი ხაზით გაგრძელდა ამის შემდგომ.

სამწუხაროდ, დიდი ხელმწიფის, დავით ნარინის შთამომავლობა რამდენიმე თაობის მერე შეწყდა (შესაძლოა შთამომავლობა რომელიმე მათგანს კი ჰყავდა, მაგრამ გვარი აღარ გაუგრძელდათ ბაგრატიონისა. დავით ნარინის შთამომავლობა რამდენიმე თაობაში აღარ ჩანს.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსუდანი გახლდათ დ რ ო ე ბ ი თ ი მეფე. ლაშას ანდერძი ამას კარგად გვიჩვენებს. დედის შესანიშნავი მეფობის მაგალითისა და შვილის მცირეწლოვნობის გამო ლაშამ ანდერძით მეფობა დაუტოვა თავის დას, რუსუდანს, მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მისი ვაჟი, დავითი (მომავალში დავით ულუ) სრულწლოვანი გახდებოდა. ეს კარგად ჩანს ლაშა გიორგის ანდერძში, რომელიც ქვემოთ მოგვყავს.

რუსუდანი, მეფე კი გახდა, მაგრამ, მას ფაქტიურად, რეგენტობა დააკისრა ლაშამ. ტერმინი და მოვლენა, თამამდებობა - რეგენტი მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა (თუ არ ჩავთვლით ლიპარიტ ბაღუაშის მიერ „რეგენტობის“ მსგავს სურვილს მცირეწლოვან გიორგი მეორესთან მიმართებაში. თანაც, ლიპარიტი არ იყო ბაგრატიონი). გარდა ამისა, რუსუდანის არა სრულფასოვანი (არა სიკვდილამდე, არამედ დავით ლაშას ძის სრულწლოვანობამდე), თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, დროებითი მეფობა, ირიბად მტკიცდება მის საქციელში, რომელიც ასევე გადმოცემულია „ქართლის ცხოვრებაში“. ვგულისხმობ დავით ლაშას ძის მკვლელობის სურვილს რუსუდანის მხრიდან, რათა თავისი შვილისათვის ტახტი დაემკვიდრებინა („განიზრახა მეფემან რუსუდან, თავით თჳსით დამტკიცებად მეფობისა ძისა თჳსისა“ - ჟამთააღმწერელი).

ამგვარი რამე ჩანს ერთ სომხურ წყაროში, სადაც მინიშნებაა, რომ რუსუდანი დაახლოებით „ტახტის, სამეფოს მცველია“. 
რუსუდანის, დროებითი მეფობა, ძმისშვილის წამოზრდამდე, კარგად ამტკიცებს ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპს, ტახტზე ქალის ასვლა შეუძლებელი იყო საქართველოში. არც ქალით გადადის სამეფო მემკვიდრეობა, არც სამეფო გვარი. დაახლოებით ასე ამბობს დიდი სარგის თმოგველი, დავით ულოსა და დავით ნარინის გამეფების პერიოდში, ურდოში მყოფი. „თმოგუელი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თჳთ ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანაზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა: „არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თჳთმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან“ (ჟამთააღმწერელი).

ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, ლაშას ვაჟი არ იყო კანონიერი მემკვიდრე, ვინაიდან ქორწინების გარეშედ იყო შობილი და თანაც ქვეშევრდომი ქალისგან, მაგრამ, ქალ ქვეშევრდომთაგან შობილ მეფის შვილებს არ ეკრძალებოდათ ტახტზე ასვლა, თუ მამა ცნობდა შვილად. არც ამგვარი ქორწინება იყო აკრძალული. ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს, ვარაუდის გარდა. 

ამგვარი ქორწინებისგან თავს იკავებდნენ ჩვენი მეფეები, უფრო სწორად არც სჭირდებოდათ დიდი საქართველოს არსებობის დროს. ქვეშევრდომთან ქორწინებისგან თავშეკავება კარგი იყო და ჩანს კიდეც ჩვენ ისტორიაში, ერთიანობის ხანაში, რათა დედოფლის ოჯახის წევრები არ გამორჩეულვნენ სხვა დიდებულებისაგან, არ გაძლიერებულიყვნენ ძალიან, არ დარღვეულიყო ბალანსი. აკრძალვა კი ნამდვილად არ ჩანს. 

მოკლედ, მამის ქორწინება ქვეშევრდომთან, ერთიანი საქართველოს დროს, ქართველი მეფის შვილებს არ უკრძალავდა ტახტზე ასვლას. საწინააღმდეგო ვარაუდი არასწორადაა დამკვიდრებული ერთი-ორი ისტორიკოსის მიერ, განსაკუთრებით, როცა იკვლევდნენ დემნას აჯანყებას და უნდოდათ გაემართლებინათ გიორგი მესამე.

დღეს, მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, გავიხსენოთ ჩვენი უშიშარი მეომარი მეფეთ-მეფე, იმპერატორი - ლაშა-გიორგი და მისი ანდერძი. 

ლაშა-გიორგის ანდერძი (ჟამთააღმწერელი - „მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი“)

მაშინ ვითარცა ცნა აღსასრული თჳსი მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თჳსისათა, შევედრა დაჲ თჳსი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქუა: 

„უწყი უმანკოება და ერთგულობა მეფეთა ნათესავისაგან თქუენ მკჳდრთა საქართველოსათა, შეხედვებითა ღმრთისათა მიგათუალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩუეულება ნათესავისა თქუენისა. 
ერთგულობით მონებდით და სიმჴნითა თქუენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. 

თქუენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გაჴსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოჴსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქუენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. 

ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქუენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მჴედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკჳდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომელ შემძლებელ იყოს პირობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან“. 

ვითარ დაასრულა ბრძანება ესე, შეისუენა...

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-11
ღირსმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა (767); მოწამისა ირინარხესი და მისთანა შვიდთა წმიდათა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq