საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

Various branches of Bagrationi family have not lost royal dignity (From the book “For the constitutional public monarchy” by Gaioz Mamaladze, 2007)
Gaioz Mamaladze
 
This article had been written in the beginning of the century and in 2007 included into my book “For the constitutional public monarchy”. I have added the remark at the end. 

Various branches of Bagrationi family have not lost royal dignity (From the book “For the constitutional public monarchy” by Gaioz Mamaladze, 2007). If somebody wants to prove something different I have nothing against.

Some persons used to state that the family of Bagrationi had lost their royal dignity, for they served to other monarchy.  
For example the part of Russian monarchists did not wanted Vladomor Kirillovich Romanov, the crown prince of Russia to be married with Leonida, daughter of George Bagrationi-Mukhranbatoni. 

For Russian crown prince it is forbidden to marry the noble person of non-royal origin. In the case of morganatic marriage crown prince and his children lose right for crown and the title of prince of royal blood. Russians meant under suspicion the royal dignity of not only Mukhranbatoni, but also Gruzinski and whole Bagrationi family.

This view is not true. There are several dynasties in Europe who often used to be meant as subjects of various emperors against will.  But under various circumstances representatives of these families used to accessed to the throne of other even foreign kingdoms.
For example, nobody suspected about royal dignity of Wittelsbachs, kings of Bayern, subjects of Hohenzollerns.    
 
Gruzinskis of Kakheti (there were Gruzinskis of Kartli too), legatees of united Kartl-Kakheti kingdom, never agreed with cancellation of their kingdom, never recognized it.

True, begun from the 2nd half of 19th century they had no attempts to return their throne but royal dignity is defined not by concrete deeds of concrete persons but by tradition and nlood of dynasty. 

Especially, Russian Empire broke conditions of Georgievsk treatise and forced cancellation of Kartl-Kakheti kingdom. Later it broke treatise of Elaznauri and cancelled Imereti kingdom.        By the way, the head of Romanov’s emperor’s house Vladimir Kirillovich recognized royal dignity of Bagrationis.

Traditionally we know that direct ancestors of modern Gruzinski family begun from George the 8th were kings in Kakheti and finally in Kartl-Kakheti. So, we may conclude that Gruzinskis have the royal dignity.   

This branch comes from the third son of Alexander 1st the great. But if this branch will rule the country before invading country by outer aggression, or deprivation the throne by other branch, this branch is the bearer of the royal dignity (like Bonapartes, for example).We may also speak the same about the branch of Imereti Bagrationis. All the descendants of Imereti kings are bearers of the royal dignity. 

 Unfortunately, king Irakli 2nd refused Imereti kingdom in joining. Because of it his descendants are not able to pretend for the legatee on the throne of Imereti. Besides, though Russia cancelled kingdom of Kartl-Kakheti, it recognizes Solomon 2nd as the king of Imereti. Not only Russia, all the world recognized him. He is known as the holy king.

King of Imereti legally was the ruler of the whole Western Georgia. Princes of Abkhazia, Samegrelo and Guria formally were meant as subjects of the king of Imereti. Accordingly, the descendent of the whole Western Georgia is Irakli Bagrationi, living in Ghvankiti (born in 1925).

Existence of Imereti kingdom and Imereti Dynasty is real, notwithstanding that four kings of Imereti were born illegal. It is impossible to say about illegal born descendant of the throne and his family that they have no royal dignity.  

Each from the Bagrationi family, begun from David Ulu are descendants of illegal born prince but nobody took under suspicion their royal dignity, including David himself. Nobody took under suspicion royal dignity of David’s son – holly Dimitry the Devoted, his grandson – George the Splendid, grand grandson – Alexander the Great. Nobody suspected for the dignity of the great Georgian scientist, prince Vakhushti. I repeat again, that all the Bagrationis are descendants of David Ulu but nevertheless they represent great and splendid royal family.  

Descendants of the second son of Alexander the great were kings of Kartli, kings from the Mukhrani family and modern Mukhranbatonis (the elder son died without descendant).

Mukhranbatonis were the minor branch in Kartli and became kings after expiring of the senior branch. There are known seven kings from the Mukhrani branch of the Bagrationis. 

The royal branch of the Bagrationis from Mukhrani stopped in 1919. Their desc
endant became the side branch of the Bagrationis of Kartli – the Mukhranbatonis. They have the royal dignity for the royal heredity goes to the minor branch when the king or the main descendant of the throne dies without son, as it happened in cases of the Gruzinskis and the Bagrationis of Imereti.

The direct descendants of the Kartli kings are the modern Mukhranbatonis, who come from the main branch of the kings of Georgia (from Constantine 2nd). Furthermore, as the main branch of the Bagrationis, they will become descendants of Kartl-Kakheti king’s branch if it expires without direct descendant.

So we may conclude that in Georgia we have three branches with the royal dignity.

Besides, if these branches will not have direct descendants, the right for the throne will turn to the branch of the Bagrationi-Davitashvilis.

Remark:Often is said that the branch of the Mukgranbatois is the branch of noblemen but not of kings’.

Reply – Shahnavaz was a nobleman, not a king’s son (but his ancestors were kings). But when the male line of kings of Kartli became over, he became the king as a relative and stepson of king Rostom. So, nobleman became the king, or the representative of noble branch became enthroned. After this his descendants became of king’s not of noblemen. It sometimes happens in history that the noble branch may become the king’s branch.

By the way, in the history of Britain’s royal family present representatives not only noble but even peasant’s families. Because of the relationship with royal family they belong to the royal blood. Of course their rank is lower than king’s one.   

The Bagrationis must state their ranks themselves. I just say that if because of the Lord’s will one branch is over, the whole dynasty will not be expired. There are other branches of Bagrations. They will continue family’s existence and receive legacy of the dynasty, as is happened after king Rostom. 

By the way, when Juan Carlos was enthroned he was not the main representative of the royal family. But it happened so, because they decided Juan Carlos was worth of the throne, not his father, uncle or cousin. So, everything is possible at this world.
The king of Georgia will become the person who will be worthy from Lord and Nation.


ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)


ეს წერილი დაიწერა საუკუნის დასაწყისში და 2007 წელს შევიდა ჩემს წიგნში : "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007. ბოლოში ერთი შენიშვნა დავურთე.
გ. მ.


ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს* (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)


თუ ვინმეს სურს დაამტკიცოს სხვა განსხვავებული რამ, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.
ზოგი პიროვნება აცხადებდა, რომ ბაგრატიონებს მეფური ღირსება დაკარგული აქვთ, რადგან ისინი სხვა მონარქის სამსახურში იდგნენო.


მაგალითად, რუსი მონარქისტების ერთი ნაწილი წინააღმდეგი იყო რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს ცოლად მოეყვანა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ასული ლეონიდა.


რუსეთში არამეფური, არამთავრული წარმოშობის ადამიანზე, თავადზე დაქორწინება ტახტის მემკვიდრისთვის აკრძალულია. მორგანატული ქორწინებისათვის ტახტის მემკვიდრე და მისი შვილები ტახტზე ასვლის უფლებას, დიდი მთავრის და საიმპერატორო სისხლის თავადის წოდებას კარგავენ. რუსები არა მარტო მუხრანბატონების, არამედ გრუზინსკებისა და საერთოდ, ბაგრატიონების გვარის მეფურ ღირსებას აყენებდნენ ეჭვქვეშ.


ეს თვალსაზრისი არა არის სწორი. ევროპაში არსებობს არა ერთი და ორი დინასტია, რომლებიც ხშირად, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა იმპერატორების ქვეშევრდომად ითვლებოდნენ

, მაგრამ სხვადასხვა ვითარების დროს ასეთი საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელი ასულა სრულიად სხვა ქვეყნის სამეფო ტახტზეც კი.გერმანიის იმპერიაში, ჰოჰენცოლერნების ქვეშევრდომი, მაგალითად, ბავარიის მეფეების, ვიტელსბახების, მეფური ღირსება არავის დაუწუნებია.
გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეების მემკვიდრეებს, კახელ გრუზინსკებს (არსებობდნენ ქართლელი გრუზინსკებიც) არასოდეს პირდაპირ არ უცვნიათ, თანხმობა არ განუცხადებიათ, თავისი სამეფოს გაუქმებაზე.
მართალია, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მათ თითქმის აღარ ჰქონიათ მცდელობა ტახტის დაბრუნებისა, მაგრამ მეფურ ღირსებას განსაზღვრავს არა რომელიმე კერძო პიროვნების კერძო საქციელი, არამედ ტრადიცია და დინასტიის სისხლი.
მით უმეტეს, რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და ნაძალადევად გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, მერე კი დაარღვია თვით ელაზნაურის ტრაქტატიც კი და გააუქმა იმერეთის სამეფო.
სხვათა შორის, 1946 წელს რომანოვების საიმპერატორო სახლის მეთაურმა, ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა ბაგრატიონთა სამეფო ღირსება.
ტრადიციულად, ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი გრუზინსკების პირდაპირი წინაპრები მოყოლებული გიორგი მერვედან, მეფ
ეები იყვნენ კახეთში, ბოლოს ქართლ-კახეთში. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, ბაგრატიონ-გრუზინსკებს მეფური ღირსება აქვთ.
ეს შტო შთამომავალია ალექსანდრე I დიდის მესამე შვილ

ისა. მართალია, თუ შტო უმცროსია, მას არ ეკუთვნის მეფობა, მაგრამ რაიმე მიზეზების გამო, თუ ეს შტო იმეფებს გარე აგრესიით ქვეყნის დაპყრობამდე, ან სხვა შტოს მიერ ტახტის წართმევამდე, ეს შტო სამეფო ღირსების მატარებელია (როგორც, მაგალითად ბონოპარტები). ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბაგრატიონების იმერეთის შტოზე. იმერეთის მეფეთა ყველა შთამომავალი სამეფო ღირსების მატარებელია.
იმერეთის სამეფოს შეერთებაზე ერეკლე II-მ, სამწუხაროდ, უარი განაცხადა. ამ ვითარების გამო მის მემკვიდრეებს იმერეთის ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ვერ ექნებათ. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც რუსების მიერ გაუქმებული იყო ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის მეფე სოლომონ II რუსეთმა ცნო მეფედ. და არა მარტო რუსეთმა, მას მეფედ მთელი ყველა აღიარებდა და ისტორიაში შესულია წმინდა მეფის სახელით.
იმერეთის მეფე იურიდიულად იყო მთელი დასავლეთ საქართველოს ხელმწიფე. გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრები ფორმალურად იმერეთის მეფის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. აქედან გამომდინარე, მთელი დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე არის ღვანკითში მცხოვრები ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი (დაბადებული 1925 წელს).
იმერეთის სამეფოსა და იმერული დინასტიის არსებობა არის რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის ოთხი მეფე უკანონოდ იყო შობილი, უკანონოდ შობილ ტახტის მემკვიდრეზე, ან მის შთამ

ომავლებზე თქმა იმისა, რომ ნაკლები ღირსებისა არიან, არ შეიძლება.ყოველი ბაგრატიონი, მოყოლებული დავით ულუდან არის უკანონოდ შობილის შთამომავალი, მაგრამ მათი სამეფო ღირსება არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. მათ შორის არც თვით დავით ულუსი, რომელსაც ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ თვლიდა თვით სარგის თმოგველი. არავის დაუყენებია ეჭვქვეშ სამეფო ღირსება დავით ულუს შვილისა _ წმიდა დემეტრე თავდადებულისა, შვილიშვილისა _ დიდი გიორგი ბრწყინვალისა, შვილთაშვილისა _ ალექსანდრე დიდისა. არავის დაუყენებია ეჭვქვეშ დიდი ქართველის, ვახუშტი ბაგრატიონის ბატონიშვილობა.
ვიმეორებ, ყველა ბაგრატიონი არის დავით ულუს შთამომავალი, მაგრამ მაინც დიდებული და შესანიშნავი სამეფო გვარისა.
ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის შთამომავლები იყვნენ ქართლის მეფეები, ქართლის მუხრანელი მეფეები და არიან დღევანდელი მუხრანბატონები (უფროსი ვაჟი უძეოდ გარდაიცვალა).
მუხრანბატონები, რომლებიც უმცროსი შტო იყო ქართლში, უფროსი შტოს შეწყვეტის მერე გამეფდნენ. მუხრანელი ბაგრატიონების შვიდი მეფეა ცნობილი.
`მუხრანელი~ ბაგრატიონების მეფეთა შტო შეწყდა 1919 წელს. ამის მერე მათი მემკვიდრე გახდა ქართლის ბაგრატიონთა გვერდითი შტო, მუხრანბატონთა შტო. მათ სამეფო ღირსება მაინც აქვთ, ვინაიდან, უძეოდ გადაგებული მეფის ან უძეოდ გადაგებული ტახტის მემკვიდრის მერე, გვარის უმცროს შტოზე გადადის სამეფო მემკვიდრეობა, რო

გორც გრუზინსკებში და იმერლებში გადავიდა.ქართლის მეფეთა ტახტის პირდაპირი მემკვიდრეები არიან ახლანდელი მუხრანბატონები, რომლებიც ერთიანი საქართველოს უფროსი შტოს (კონსტანტინე II) გაგრძელებას წარმოადგენენ. მეტიც, ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრეები ქართლ-კახეთის მეფეთა შტოს მამრობითი ხაზის შეწყვეტის შემდეგ ხდებიან მუხრანბატონები, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ბაგრატიონთა ყველაზე უფროსი შტოს მეთაურები.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გვყავს სამი შტო, რომელთაც გააჩნიათ სამეფო ღირსება.
გარდა ამისა, თუ ამ შტოებს არ ეყოლებათ ვაჟი მემკვიდრეები, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადავა ბაგრატიონ-დავითიშვილთა შტოზე.


--------


* - ხშირად ამბობენ, რომ მუხრანელთა შტო არის სათავადო და არა სამეფო შტოო. 


პასუხი - შაჰნავაზი იყო თავადი და არა სამეფო ოჯახის შვილი (თუმცა მისი წინაპრები მეფეები იყვნენ). მაგრამ ქართლის სამეფო შტოს მამრობითი ხაზის შეწყვეტის გამო, ის გახდა ქართლის მეფე, როგორც როსტომ მეფის მოგვარე და შვილობილი. ანუ თავადი გახდა მეფე, ანუ თავადური შტოს წარმომადგენელი ავიდა ტახტზე... ამის მერე მისი შთამომავლობა იყო სამეფო და არა თავადური. ანუ ისტორიაში ხდება ხოლმე, რომ თავადური შტო შეიძლება გახდეს სამეფო შტო. 
სხვათა შორის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ტახტის მემკვიდრებაში არა მარტო სა

თავადო, არამედ საგლეხო გვარების წარმომადგენლებიც არიან, სამეფო ოჯახთან ნათესაობის გამო, მათში ურევია სამეფო სისხლი. რა თქმა უნდა, რიგით უფრო ქვემოდ, ვიდრე თვითონ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. 

რიგითობა თვითონ დაადგინონ ბაგრატიონებმა, თვითონ შეთანხმდნენ. მე კი ვამბობ, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, ერთი სამეფო ოჯახის შეწყვეტით მთელი დინასტია ბაგრატიონებისა არ წყდება, არიან სხვა შტოები და ისინი გააგრძელებენ გვარს და დინასტიის მემკვიდრეობასაც მიიღებენ, როგორც მოხდა როსტომ მეფის დროს.


სხვათა შორის, ყველაფერი ხდება, ესპანეთში ტახტზე ავიდა ხუან კარლოსი, ის არ ყოფილა დინასტიის უფროსი, მაგრამ, ასე მოხდა, რადგან ჩათვალეს, რომ ხუან კარლოსმა დაიმსახურა და არა მისმა მამამ, ბიძამ თუ ბიძაშვილმა... ამქვეყად ყველაფერი ხდება.
საქართველოს სამეფო ტახტზე ავა ის, ვინც დაიმსახურებს ღვთისა და ხალხის წინაშე.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-19
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I).
gaq