10 ივლისს (ძველი სტილით 27 ივნისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს დიდი ქართველის, სახარების კანონიკური ტექსტის რედაქტორის, პოეტის, მწერლის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს. 1065 წელს ბიზანტიაში გარდაიცვალა ჩვენი მნათობი გიორგი მთაწმინდელი.10 ივლისვე, ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მღვდელმოწამე კათალიკოს-პატრიარქის, ავტოკეფალიის აღდგენაში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანის, დიდი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, კირიონ II საძაგლიშვილის ხსენების დღეს. 1918 წლის 27 ივნისს, მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოკლეს ჩვენი დიდი კათალიკოსი კირიონ II. ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ისეთი პუბლიკაცია, მასალა, რომელიც ორივეს შეეხება. ამისთვის ყველაზე კარგი, ვფიქრობ, არის ნაწყვეტი წმიდა კირიონ II წიგნიდან "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" - "გიორგი II მთაწმინდელი". დღევანდელი ქართველები ამ ორი დიდი მოღვაწის მადლითაც ვცხოვრობთ, გიორგი მთაწმინდელმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქართულ ენაზე სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის სათარგმნელად,, შექმნა ორიგინალური ნაწარმოებები და საბოლოოდ დაადგინა ქართული სახარების კანონიკური რედაქცია (ნაწყვეტი სახარებიდან 7 ივლისს შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღის აღსანიშნავად). გარდა ამისა, გიორგი მთაწმინდელი გახლდათ გამოჩენილი საზოგადო მოღვა წე, რომელიც იცავდა საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს მაშინდელ ქრიასტიანულ სამყაროსა და მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბით. გიორგი მთაწმინდელი არ ერიდებოდა თვით მეფეებსა და საეკლესიო იერარქებს და სიმართლეს პირდაპირ ამბობდა. მან დიდი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის განვითარებაში თავისი რჩევებითაც. სიცოცხლის ბოლოს მან შეკრიბა ოთხმოცი ნიჭიერი ობოლი ქართველი ბავშვი და სასწავლებლად წაიყვანა უცხოეთში.გიორგი მთაწმინდელზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, თქვენს მონა-მორჩილს ჩაფიქრებული აქვს ერთი წერილის დაწერა ამ დიდ მოღვაწის რჩევების გასათვალისწინებლად დღევანდელ საქართველოში. კირიონ II წიგნი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" დაიწერა ქართულად, მეგობრების რჩევით ჩვენმა წმინდა მღვდელმთავარმა ის რუსულად თარგმნა, რათა რუსებს ბევრი რამ გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ. დღეისათვის ქართული დედანი დაკარგულად ითვლება. არსებობს მხოლოდ მისი რუსული რედაქცია "Культурная роль Иверიи въ исторიи Руси", რომელიც 1910 წელს გამოიცა. დღეს გვაქვს ამ წიგნის ზურაბ თორიასეული ქართული თარგმანი, საიდანაც ვბეჭდავთ ნაწყვეტს (ქართული მწერლობა, ტ 23). ყოველმა ქართველმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. ეს არის ყველა ქართველისათვის აუცილებელი სახელმძღვანელო. ეს წიგნი უნდა წავაკითხოთ რუსებსაც, რათა მათ ჯეროვნად დააფასონ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული, ქართული კულტურა, რომლის გადა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ღებისა და გათავისების საფუძველზეც, დიდწილად, ამოიზარდა რუსული ქრისტიანული კულტურა. ეს ყველაფერი შესანიშნავად აქვს არგუმენტებით განმტკიცებული ჩვენს წმინდა მოწამე კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც აღნიშნული წიგნი დაწერა იმიტომ, რომ ვერ აიტანა თავისი სამშობლოს კულტურისა და ღირსების დამცირების მცდელობანი რუსი საეკლესიო და სამეცნიერო ჩინოვნიკების მიერ.ჩვენს მკითხველს ვულოცავ გიორგი მთაწმინდელის, ლუკა იერუსალიმელის კირიონ II - კათოლიკოს-პატრიარქის, ანეკტ კესარიელის, სამსონ უცხოთშემწყნარებლის იოანა მენელსაცხებლისა და სევირე ხუცესის ხსენების დღეს და ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ გიორგი მთაწმინდელზე და კირიონ II-ზე საუბარს. გიორგი II მთაწმიდელი. XI საუკუნეში განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ბიზანტიის იმპერიაში ფართო საღვთისმეტყველო განათლებით, ქართული, ბერძნული და ლათინური ენების ღრმა ცოდნით ივერიის მონასტრის წინამძღვარი, წმ. გიორგი მთაწმიდელი. ბიზანტიაში XI საუკუნის დასაწყისში შემოსული ულტრარიტუალური მიმართულების საწინააღმდეგოდ, რაც ეკლესიათა განყოფის შედეგად დამკვიდრდა, იღუმენი გიორგი თავის შეხედულებებში კონსპირაციულ- სპირიტუალურ მიმართულებას იცავდა. ამ წმიდა ბერს ღვთისმეტყველური სახის საუბრის გამართვა იმდროინდელ იმპერატორ კონსტანტინე დუკასთან (1059-1067), უმაღლეს მართლმადიდებელ იერარქთა, ი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მპერიის წარჩინებულთა და უცხო ქვეყნების ქრისტიანთა თანდასწრებით მოუხდა. ამ საუბარში მან ცხადად გამოხატა თავისი ჭეშმარიტად ქრისტიანული შეხედულებები, რომელთა შორის გამოირკვა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების წეს-ჩვეულებათა სხვაობის საკითხებში იმავე აზრისაა, რაზეც ცოტა ხნით ადრე პატრიარქი პეტრე იდგა. იმპერატორმა, სხვათა შორის, ღირს გიორგის ასეთი კითხვა დაუსვა: “მითხარი, რატომაა, რომ ჩვენ და თქვენ ზიარებას (წმ. საიდუმლოს) საფუარიანი პურითა და წყალშეზავებული ღვინით ვასრულებთ, ხოლო რომაელები ხმიადებით, წყალშეუზავებლად, რას ნიშნავს საფუარიანი პური და წყლის შერევა მასთან?” პასუხად გიორგიმ მიუთითა, რომ საფუარიანი პურით უფლის სხეულის გასულიერება აღინიშნება, ხოლო ღვინოში წყლის გაზავება ქრისტეს განგმირული გვერდიდან სისხლისა და წყლის გადმოდინებას გვაგონებს. ლათინელთა შესახებ კი თქვა: “რომაელებმა როგორც კი ჭეშმარიტი უფალი ცნეს, არასოდეს განსდგომიან და როგორც უდიდესმა მოციქულმა პეტრემ უსისხლო კვეთა შეასრულა, ანდა უკეთ, როგორც თვით უფალმა საიდუმლო სერობისას თავისი მოწაფეები აზიარა, ასევე იქცევიან ისინიც; ჩვენ მათთან არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს, მთავარია, იყოს ჭეშმარიტი რწმენა”.შემდეგ იმპერატორმა სომხებზე ჰკითხა: “არიან თუ არა ისინი ქრისტიანებთან რაიმეთი დაკავშირებული?” ამაზე წმიდა მამამ მოკლედ უპასუხა: “ბოროტ აღმსარებლობას დაე ნურც ექნება სახელი”. იმპერატორი სწავლული ბერის
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ღრმააზროვანი და ზუსტი პასუხებით მეტად კმაყოფილი დარჩა.გიორგი მთაწმიდელი ეკლესიაში წეს-ჩვეულების სიზუსტეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, როგორც პატრიარქი ნიკოლოზი, ნიკიტა სტიფატი და მიქაელ კერულარი, მზად იყო შემწყნარებელი ყოფილიყო უცხო ეკლესიათა მიერ აღმოსავლეთის ეკლესიის წეს-ჩვეულებათაგან გადახვევებისათვის. წეს-ჩვეულებებზე უფრო ჭეშმარიტ-ქრისტიანულ, ნამდვილ-ქრისტიანულ განწყობილებასა და სულიერებას აფასებდა, ქრისტიანულ სიყვარულში ერთიანობის გულისთვის მზად იყო იმ თავისებურებების მიმართ შემწყნარებლური ყოფილიყო, რაც სხვა ხალხთა ეკლესიებს ახასიათებდა, თუნდაც ეს თავისებურებები აშკარად თვალში საცემი ყოფილიყო. ის უფრო ღრმა და ჰუმანურ იდეებს ემხრობოდა, რაც სახელგანთქმული პატრიარქის, ფოტის მიერ 861 წლის საეკლესიო კრების შემდეგ პაპ ნიკოლოზისადმი გაგზავნილ მიმართვაში იყო გამოთქმული. ღირსი გიორგი მთაწმიდელი წმ. ექვთიმეს მთარგმნელობითი საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იყო. წმიდა-საღვთისმსახურო წიგნების, საღვთო წერილების განმარტებებისა და პატრისტიკის თხზულებათა მისეული მრავალრიცხოვანი თარგმანია ცნობილი. მისი შრომებიდან ჩვენამდე სხვათა შორის ლათინურიდან ბერძნულზე თარგმანმაც მოაღწია. ეპისკოპოს დოროთეოსის ცნობილი თხზულება “უფლის 70 მოწაფის შესახებ” გიორგი მთაწმიდელის მიერ ლათინურიდან ბერძნულ ენაზეა თარგმნილი”. შესანიშნავი თარგმანებით სახელმოხვეჭილი გიორგი მთაწმიდ ელი ასევე ცნობილია, როგორც სასულიერო პოეტი. ათონის წმ. მთას მან სახელი გაუთქვა თავისი მშვენიერი საგალობლებითაც, რომლებიც ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი. “ქართული პოეტური ნატურა ბერ-მონაზვნის ანაფორამაც კი ვერ დათრგუნა. კოზლოვის შესანიშნავი ლექსი “მწუხრის ზარები, მწუხრის ზარები...” რომელსაც ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს, ჩვენი თანამემამულის პოეტური აღმაფრენის ნაყოფია. პროფ. ა. კალინოვსკის ცნობით გიორგი მთაწმიდელის პოეტური შემოქმედების ორიგინალური ნიმუშები გელათის მონასტრისწიგნსაცავებში ინახებოდა. ელინური სიტყვიერების დოქტორს, ჩიგირინის ეპისკოპოსს, უგანათლებულეს პორფირის, როცა ექვთიმე მთაწმიდელის (უფრო სწორად, გიორგი მთაწმიდელის) ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დუკასადმი მიძღვნილი წერილის ქართული თარგმანის თაობაზე ბერძნულად გალექსილი წერილი მოჰყავს, შემდეგ აზრს გამოთქვამს: “ნაკლები მნიშვნელობა აქვს ამ (სალექსო ფორმის) წერილის შინაარსს, რომელშიაც ათონელ მოღვაწე დუკას ჯანმრთელობას, წელთა სიმრავლესა და მტრებზე გამარჯვებას უსურვებდა და სთხოვდა მიმოწერის გაგრძელებას, და ათონის მთის მონასტრის სანახებში მუშაკობისას ავად გახდომის გამო შესჩიოდა; მთავარი ისაა, - აგრძელებს პორფირი, - რომ ექვთიმე (ანუ გიორგი) ელინურ ენას ისე ზედმიწევნით ფლობდა, რომ ამ ენაზე ლექსის თხზვაც ძალუძდა; მაშასადამე, ჩვენს თანამემამულე ქართველებს თავისუფლად შეუძლიათ ენდონ აღნიშნული ენიდან საღმრთო წერილის იმ თარგმანებს, რომლებიც მან ათონზე შეასრულა”. ქართული ეკლესია მას აქამდე უგალობს: “ორათეულ თანავარსკვლავედთა შორის მთიებივით მბრწყინავო, სამყაროს მანათობელო, ღმრთისმეტყველების სიბრძნევ, გიორგი”. |