საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

სქიზმა, მისი წინაპირობები და შედეგები
ელენე ჭირაქაძე, გიგი გივიშვილი


ქრისტეSობიდან პირველი ათასწლეულის ათვლა მეტaდ საინტერესოდ და დაძაბულად დაიწყო. ათასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქრისტიანობის გავრცელება, როგორც ერთადერთი ჭეშმარითი რელიგიის, იმ ხანად. შესაბამისად დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის, თუ ვინ იქნებოდა ამ რელიგიის მქადაგებელი, უზენაესი ძალა და უფლის წარმომადგენელი დედამიწაზე. ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქრისტიანული დასავლეთი და აღმოსავლეთი.

დიდი სქიზმა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, მართმადიდებლურად და კათოლიკურად, გაყო და გათიშა ერთმანეთისაგან. იგი უპირველესად ნიშნავდა ძლევამოსილებისა და პირველობისთვის ბრძოლას რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის. ბრძოლას მათი უზენაესობისთვის და საერთო ქრისტიანულ სამყაროზე გავლენის მოპოვებისთვის.

საერთო რელიგიის ქონა საერთო ინტერესებს, სურვილებს, მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, თითქოს ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, მაგრამ ვინაიდან მისი გავრცელების მასშტაბები და არეალი დიდია, შესაბამისად რელიგიაც მორგებულია უკვე იმ ქვეყანაზე, მოსახლეობაზე და ამას ესისხლხორცება.

თუმცა, არსებობდა მრავალი განსხვავება „ბიზანტიურ და რომაულ“ ქრისტიანობას შორის: საუბრობდნენ სხვადასხვა ენაზე, რაც საკმაოდდიდი ბარიერი იყო. ლოცვის დროსაც იყო განსხვავება- დასავლეთში ქრისტიანები მუხლმოყრილი ლოცულობდნენ, აღმოსავლეთში კი ფეხზემდგომელები. ასევე ბიზანტიელ სასულიერო პირებს ოჯახის შექმნა შეეძლოთ. ევროპელებს ამის უფლება არ ჰქონდათ, მათ არც წვერის ტარება  შეეძლოთ. ძალაუფლების გადანაწილება და ფლობაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნიდა. მაშინ როდესაც, რომის პაპი სრული დამოუკიდებლობით სარეგებლობდა და სრულ ძალაუფლებას ფლობდა, ბიზანტიის პატრიარქი კი დამოკიდებული იყო იმპერატორზე, რადგან მას იმპერატორი ნიშნავდა და არა სასულიერო პირთა საერთო კრება თუ კოლეგია. არსებობდა კიდევ რამდენიმე საყურადღებო განსხვავება, რომელთაც შემდგომ შევეხებით.

ეს მოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ, რომაელთათვის და ბიზანტიელებისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. მისი მნიშვნელობის სიდიდეზე დავაც კი ზედმეტია. ამიტომ, ცოტა მეტად ისტორიული კუთხით, რომ მივუდგეთ და რეალურად გავიგოთ ისტორიული პროცესების განვითარება ამ მოვლენამდე, თუ რამ და როგორ გამოიწვია ეს ყოველივე, უდაოდ საინტერესო იქნება.

IX საუკუნემდე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები, მიუხედავად სხვადასხვა საკითხებში სხვაობისა, ერთმანერისგან სრულ თანაზიარებაში იყვნენ, თუმცა ამ დრომდე იყო ისეთ ფაქტები თუ მოვლენები, რომელიც ამ ორი მხარის დაპირისპირების საკითხის უფრო ამწვავებდა. თუნდაც ჯერ კიდევ V საუკუნეში. უფრო კერძოდ კი ქალკედონის კრებაზე, რომელიც რიგით მეოთხე საეკლესიო კრებად ითვლება და ჩატარდა 451 წელს, იმპერატორ ზენონის ზეობის ხანაში. ამ კრებაზე გარდა იმისა რომ დაგმეს ევტიხი ( სწორედ მას ედებოდა ბრალი იმ იდეის ქადაგებაში, რომ ქრისტეს ერთი ბუნება ჰქონდა),ასევეუარყვეს ნესტორიანული დოქტრინა და ამავედროს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მიანიჭეს პატრიარქის წოდება, რაც გახდა დასავლეთთან განხეთქილების ერთ-ერთი საბაბი. საუკუნეების განმავლობაში კი მიზეზები უფრო გამწვავდა.

   პირველი სერიოზული კონფლიქტი 857 წელს დაიწყო. იმპერატორმა მიქაელIII-მ პატრიარქი ეგნატე I გადააყენა და მისი ადგილი დაიკავა სომხური წარმოშობის თეოლოგმა- ფოტიოსმა. შემდგომ უკვე 861 წელს, კრებაზე იგი აღიარებულ იქნა თვით რომის პაპის ლეგატების მიერაც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომის პაპამა ნიკოლოზ პირველმა 862 წელს რომში კიდევ სხვა კრება მოიწვია, რომელმაც ფოტიოსი გადააყენებულად სცნო. ეს გადაწყვეტილება პაპმა კონსტანტინეპოლში გააგზავნა,რასაც იმპერატორმა და პატრიარქმა ყურადრება არც კი მიაქციეს.

   მორიგი კონფლიქტი ფოტიოსსა და პაპს შორის წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზ პირველმა მორავიაში, სადაც ამ დროს ფოტიოსი ხელს უწყობდა სლავების გაქრისტინებას (ამ მიზნით თესალონიკელი ძმებიც კი ჰყავდა გაგზავნილი) მისიონერები მიავლინა, რომლებიც ხალხს მრწამსს ასწავლიდნენ. ფოტიოსმა შეიმუშავა ეპისტოლე და მოიწვია კრება კონსტანტინეპოლში, სადაც პაპი ნიკოლოზი განკვეთეს. 867 წელს ფოტიოსი პატრიარქობიდან გადააყენეს,ნიკოლოზიც გარდაიცვალა, თუმცა 12 წლისშემდეგ კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა მორიგმა კრებამ ფოტიოსი სრულიად აღადგინა თავის ხარისხში. ამავე დროს დროებით „შერიგდნენ“ რომი და კონსტანტინეპოლი. ამ კრებამ, აგრეთვე, აღიარა რომის ტრადიციული პირველობა დასავლეთში, მაგრამ ამასთან პაპის ყოველგვარი იურისდიქცია აღმოსავლეთზე უარყოფილ იქნა.


ამრიგად, „ფოტიოსის სქიზმამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა მზარდი დაძაბულობა რომსა და კონსტანტინეპოლს შორის. პაპი ცდილობდა კონტროლი დაემყარებინა აღმოსავლეთზე, ხოლო აღმოსავლეთი ყოველ ასეთ მცდელობას უარყოფდა.

    შემდეგი მნიშვნელოვანი კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა ნორმანები მეთერთმეტე საუკუნეში გაბატონდნენ ბიზანტიურ და დიდწილად ბერძნულენოვან სამხრეთ იტალიაში. ისინი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ ბიზანტიისთვის და შემდგომ უკვე ევროპისთვისაც. პაპმა ლეო IX-მ პროვინციის ბიზანტიელ მმართველს დახმარება აღუთქვა იმ პირობით რომ ამ ტერიტორიის ეკლესიები ბიზანტიურიდან რომაულ მსახურების წესსზე გადავიდოდნენ, რაც გულისხმობდა ზიარებისას უსაფუარო პურის გამოყენებას, ლათინურ ენაზე ლიტურგიასა და მრწამსსში ცვლილებების შეტანას. ამ შეთავაზებას რეგიონის მმართველი დათანხმდა, თუმცა წინააღმდეგი იყო სამღვდელობა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მიქაელ პირველმა, თავის მხრივ, ბიზანტიურ წესსზე გადაიყვანა კონსტანტინეპოლის ლათინური ეკლესიები, თუ რომელი ეკლესია შეეწინააღმდეგებოდა უნდა დახურულიყო.


ვფიქრობთ, აღსანიშნავია ის 4 ძირითადადიგანსხვავება ეკლესიებს შორის, რომელიც გაყოფის პროცესში უპირველესად მიიჩნიეს. ესენი იყო: 1- ზიარებისას დასავლეთში უფუარი პური გამოიყენებოდა. 2- დასავლეთში მარხვას აწესებდნენ ასევე ნებას რთავდა დასავლური ეკლესია, ეჭამათ დაკლული ცხოველის ხორცი. 3- დიდხმარხვის დროს ალილუიას გალობას კრძალავდნენ დასავლური ეკლესიები და 4- აღმოსავლეთში მღვდლებს ნება ეძლეოდათ ჰყოლოდათ ოჯახი, მაგრამ ეპისკოპოსები ვერ გახდებოდნენ.


   რომის პაპსა და მიქაელს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად კონსტანტინოპოლში გამოგზავნეს კარდინალი ჰუმბერტ სილვა, რომელიც პაპის შეუზღუდავი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი თეორიტიკოსი იყო. მან კონსტანტინოპოლში სინამდვილეში ჩაიტანა მის მიერვე დაწერილი წერილი ლეგიტიმაციის სახით, სადაც  „პაპი“ განმარტავდა რომ მისი იურისდიქცია კონსტანტინოპოლის პატქრიაქზეც ვრცელდებოდა. იგი უარყოფდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის წოდებას და ეჭვი შეჰქონდა მის მადლმოსილებაში, მოითხოვდა იმ მრავალ „ცდომილებათა“ შესწორებას, რომლებიც რომის ეკლესიამ დიდი ხნის წინ უარყო. გასაგები მიზეზების გამო, კრება რა თქმა უნდა, წარუმატებელი გამოდგა. 1054 წელს ჰუმბერტმა, ერთ-ერთი კამათისას, აია სოფიას საკურთხეველზე დადო ბულა, რომელიც რომისაგან განკვეთილად აცხადებდა მიქაელს და სხვა მართმადიდებელ სასულიერო პირებს. ამ ბულაში მართმადიდებლური ეკლესია მოხსენიებული იყო, როგორც „მწვალებლობის ბუდე“. ჰუმბერტმა მოითხოვა იმპერატორისა და სამღვდელოებისგან ცდომილებათა“ მყისიერად აღმოფხვრა, რასაც ჰუმბერტის კინაღამ ლინჩის წესით გასამართლება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც იგი გაემგზავრა რომში, მიქაელის მიერ მოწვეულმა კრებამ იგი და მისი თანამოზიარენი განკვეთა.

   საერთო ჯამში კი მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მრავალი ფაქტისა და მიზეზისა, სქიზმა, გამოიწვია მზარდმა გაუცხოებამ, რომელსაც თან დაერთო პაპის ავტორიტეტის ზრდაც. გაუცხოება კი თავის მხრივ პირველ რიგში გამოწვეული იყო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენის სხვაობით. ევროპაში უფრო და უფრო მეტად მცირდებოდა ბერძნული ენის მცოდნეთა რაოდენობა. ამან შეაფერხა თეოლოგიურ მოძღვრებათა ურთიერთგაცვალა. რომის პაპებმა აღარ იცოდნენ ბერძნული და არც ბერძენმა პატრიარქება იცოდნენ ლათინური ენა. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობები მუდმივად დამყარებული იყო თარჯიმნებზე.


   მეორე ფაქტორია, კულტურული სხვაობა, რაც მოიცავდა სხვადასხვა სულიერ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს. ბერძენები რომაელებს გაუნათლებლებად და ბარბაროსებად თვლიდნენ, რომაელები კი მათ ცხვირაწეულ პიროვნებებად მიიჩნევდნენ. დასავლეთის არაერთ გავლენიან თეოლოგს ჰქონდა რომაული კულტურისთვის ჩვეული იურიდიულ-პოლიტიკური განათლება. აქედან გამომდინარე მათთვის თეოლოგიაში მნიშვნელოვანი იყო იურიდიული და ორგანიზატორული ასპექტები. ხოლო აღმოსავლეთში კი მეტი  მნიშვნელობა ენიჭებოდა კლასიკურ განათლებას. ამიტომაც აღმოსავლური თეოლოგია უფრო მეტად ისეთ სიღრმისეულ ფილოსოფიურ საკითხებს ეხებოდა როგორიცაა-ქრისტოლოგია.


   მწვალებლობებიც სხვადასხვა საფუძვლებით აღმოცენდა ორივეგან. დასავლეთში- დონატიზმის მწვალებლობის საფუძველი უპირველესად საეკლესიო სამართლებრივი შეუთანხმებლობა იყო, ხოლო აღმოსავლეთში მწვალებლობები-არიანულობა თუ მონოფიზიტობა, დაკავშირებული იყო ქრისტოლოგიურ კითხვებთან, რწმენასთან და  ფილოსოფიასთან.
პოლიტიკური გავლენაც აქვეა აღსანიშნავი, რომელიც კიდევ ერთი ნიშანია ამ პროცესის. აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალაუფლებას იმპერატორი ფლობდა, საეკლესიო ძალაუფლება კი გადანაწილებული იყო ერთნაირი რანგის რამდენიმე პატრიარქს შორის, რომელთაც თანაბარი უფლებები ჰქონდათ. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში, ცენტრალური პოლიტიკური ხელისუფლება საუკუნეთა განმავლობაში აღარ არსებობდა, სამაგიეროდ დასავლეთ ევროპას ერთი „პატრიარქი“, რომის პაპი, ჰყავდა,  ერთადერთი იყო ვისაც ევროპის სტაბილურობისა და ერთიანობის უზრუნველყოფა შეეძლო. ამის მშვენიერ მაგალითია რომის პაპი  ლეო I  , რომელმაც იხსნა რომი ატილასგან 452 წელს. ამ შემთხვევაში იმპერატორ ვალენტიანე III-ის უნიათობამ   პაპის ხელისუფლება  ცენტრალურ ავტორიტეტად აქცია.აღმოსავლეთში იყვნენ ისეთი პაპები რომელთა წინააღმდეგ ძლიერი მონარქებიც კი უძლურები იყვნენ. ასევე აღსანიშნავია,  კარლოს დიდი, რომლის იმპერატორად კურთხევამ, ბიზანტიისაგან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და „ბარბაროს მეთაურს“ რომის იმპერატორად არ სცნობდნენ. მათი შეხედულებით ეს იყო ღალატი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე. 



ზემოთ აღნიშნული ფაქტები, მოვლენები, სქიზმის, როგორც წინაპირობები ასევე შედეგებია. ამ ამბის შემდეგ ბევრი უარყოფდა სქიზმის ფაქტს და მიიჩნევდენენ, რომ ეს არ ყოფილა ეკლესიების ერთმანეთისგან გათიშვა, არამედ განიკვეთნენ ცალკეული პირები, თუმცა თავის დროზე მაინც ნამდვილად განხეთქილება იყო, რადგან ბიზანტიურ ლიტურგიაში აღარ მოიხსენიებოდა პაპი და კონსტანტინოპოლის ტაძრებში ლათნური წესის მსახურება აიკრძალა. აგრეთვე აღსანისნავია რომ 1054 წლის მოვლენა მხოლოდ პატარა ნაწილი იყო დიდი მოზაიკისა, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ვითარდებოდა და ამ პროცესამდეც იყო განხეთქილება თუ დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის.

   ფაქტი კი ისაა, რომ სქიზმის შედეგად მივიღეთ ქრისტიანული ეკლესიის ორი გათიშული ნაწილი. გაერთიანების მცდელობა კი უშედეგო იყო სხვადასხვა მიზეზების გამო: პრეტენზია პაპის პრიმატზე, ნორმანთა ანტიბიზანტიური პოლიტიკა სამხრეთ იტალიაში, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლითაც მოხდა დასავლელი ქრისტიანების სამხედრო-პოლიტიკური შეჭრა აღმოსავლეთში. ასევე დოგმატური და ლიტურგიული განსხვავებები.

   განხეთქილებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები. ამრიგად, განსხვავება უფრო მეტად ტრადიციებსა და კულტურაში იყო ვიდრე სარწმუნოებაში.


გამოყენებული ლიტერატურა:

1)      შარლ დილი - „ბიზანტიის იმპერიის ისტორია“

2)      „შუა საუკუნეების ისტორია“ გ. კუტალიას რედაქტორიბით 


ავტორები: ელენე ჭირაქაძე

გიგი გივიშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq