საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

იმამყული ხანი - შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

       იმამყული-ხანი იყო ირანის ყულარაღასის, ალავერდი ხანის ვაჟი –  უნდილაძეთა საგვარეულოდან – სეფიანთა ირანის კარზე დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწე. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ.

      იმამყული-ხანის დედაც ქართველი ყოფილა. მას მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანდუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე ქალიშვილი დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგის, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმის ცოლი იყო.

     ცნობილია, რომ უნდილაძეებს, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა შაჰის კარზე, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში.       ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა, თვითონ კი თავრიზში დარჩა. შაჰი პატიობდა მას, რადგან იგი მისი დასაყრდენი იყო სამხრეთ ირანის სამხედრო პრობლემის მოგვარებაში – კერძოდ, ქიშმის და ჰორმუზის დაპყრობასა, დამოუკიდებელი სამთავროების გაუქმებასა და ირანთან შეერთებაში. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. იმამყული-ხანი ხელმძღვანელობდა საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას ისპაჰანის მახლობლად, კაშხლებისა და ხიდების მშენებლობას.

       იმამყული-ხანის ბეგლარბეგობის დროს შირაზში დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს თეიმურაზის დედა ქეთევანი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. უაღრესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გამაჰმადიანებული ქართველისა და შაჰის ერთგული ბეგლარბეგისათვის:

        “მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,

         ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”.

      ქეთევან დედოფალი იმამყული-ხანის ძმის, დაუდ-ხანის სიდედრი იყო, მისი მეგობრის, თეიმურაზის დედა და საქართველოს დედოფალი. პიეტრო დე ლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს; იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი. არსებობს საინტერესო ცნობა: შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის, თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო. მას შეუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებე“. როგორც ჩანს, თეიმურაზ პირველისათვის ცნობილი იყო იმამყულის მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. მის პოემაში ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ამბები:

         “იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

          მეტად გაკვირდა, ესა თქვა: “მისი რა საკადრონია?        

          ვიცი რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

          თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

       ხანი მოუწოდებდა დედოფალს, “სატანჯველს ნურას იკადრებო”, “შენცა მოიქეც, გათათრდიო”, მაგრამ ქეთევანმა რჯულის გადაგდებაზე მტკიცე უარი თქვა. იგი შაჰის ბრძანებით აწამეს.

                1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I, ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის), ისპაჰანის ტარუღას დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი.  შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები, დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

      როსტომ-ხანი იმამყულის სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა როსტომ-ხანმა კავკასიაში მყოფ თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაპირისპირებით დაიწყო. სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურაზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა დაუდ-ხანის ოჯახის წევრებს. ფაქტიურად ეს გახდა იმამ-ყული-ხანის განადგურების საბაბიც. ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. ჯალათობა შაჰ-სეფიმ იმამყული-ხანის ახლო ნათესავებს, მის სიძეებს, ქართველებსა და ერთ ყიზილბაშს დაავალა. შაჰს ამით სურდა თავიდან აეცილებინა შურისძიება ქართველთა მხრიდან, ხოლო ქელბალი-ბეგ ეშიკაღასის მონაწილეობა კი ამ აქტში ყიზილბაშთა მხრიდან შურისძიებად აღიქმებოდა. ფარსადან გორგიჯანიძე იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტას მთლიანად დაუდ-ხანის მოღალატეობით ხსნის: “შაჰ სეფი ყაენმან დაუდ-ხანის ჯავრით მისი ძმა  იმამყული-ხან შვილებიანად დახოცა. დაუდ-ხანი იმამყული-ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა. . . უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა”

       ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.

        აღსანიშნავია იმამყული-ხანის განსაკუთრებული დამსახურება ირანის წინაშე სამხედრო სფეროში. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განედევნა პორტუგალიელები. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ქუხდა. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ახლა, ამ ბოლო წლებში ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგეს.

       იმამ ყული-ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი, რა ხდებოდა იმხანად ირანში და სწორედ ამ ქრონიკაში,  ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი 1623 წელს წერს, იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა.   ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის შესახებ წერდნენ ქართველი და სპარსელი პოეტები.

      იმამ ყული-ხანის სახელი ირანში იმდენად განთქმული იყო, რომ სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგნამა“ და „ჯარუნნამა“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.

      1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
gaq