საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნა ყოველი მოქალაქისთვის აუცილებელი უნდა იყოს
გაიოზ მამალაძე

არც ერთ სახელმწიფოში მოქალაქეობას არ აღირსებენ ადამიანს, თუ მან არ იცის  სახელმწიფო ენა და ქვეყნის ისტორია. არც ერთ ქვეყანაში არ დაუშვებენ, რომ მოსწავლეებს სიზარმაცისკენ უბიძგონ და გამოცდები გააუქმონ, განსაკუთრებით ამ საგნებში.

განათლების სისტემას აუცილებლად სჭირდება რეფორმა. გასაუმჯობესებელია სახელმძღვანელოები, სწავლების მეთოდიკა და სხვა. მეთორმეტე კლასის არსებობის მიზანიც გაუგებარია. მეთორმეტე კლასში გაკვეთილები, ფაქტობრივად, არ ტარდება და რისთვისაა შემოღებული, კაცი ვერ გაიგებს.

საქართველოს სამეფო კლუბი განათლების სისტემაში რეფორმების უფრო დეტალურ კონცეფციას სხვა დროს გამოაქვეყნებს.

ახლა კი მოვითხოვთ - ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის ცოდნა სავალდებულო გახდეს თითოეული მოქალაქისათვის. ამიტომ, მეტი ყურადღება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას. ისტორიის პროგრამა კი უნდა შეიცვალოს, უნდა დაემატოს საკითხები საქართველოს ისტორიიდან.

სკოლაში უნდა აღდგეს გამოცდები, განსაკუთრებით ქართულში და ისტორიაში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ გაზარმაცებულ თაობებს და ვერც არაქართული სათვისტომოების წარმომადგენლებს მივცემთ საშუალებას ჩაებან საქართველოს  ცხოვრებაში სრულყოფილად. ჩვენ ხელი არ უნდა ვკრათ სხვა ეროვნების ადამიანებს და კარგად უნდა ვასწავლოთ ქართული ენა და საქართველოს ისტორია.

გამოცდა საქა

რთველოს ისტორიაში სავალდებულო უნდა იყოს ყველა უმაღლეს სასწავლებლისთვის, ისევე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურისა!

ქართული სალიტერატურო ენა უნდა ისწავლებოდეს უკეთ (გარდა ამისა, უნდა დაემატოს შემადგენელი ნაწილების (დიალექტებისა და მეგრულის, სვანურის და ლაზურის) ერთიანობის საფუძვლების შესწავლა. ახსნა-განმარტება, თან სრულიად საქართველოს ტეროტორიაზე). როგორც ვთქვით, საქართველოს ისტორიასთან ერთად. საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ქართველმა უცხოეთში (ემიგრანტებმა, ლაზებმა და მესხებმა) უნდა იცოდნენ, რა არის ჩვენი მტკიცე ერთობის საფუძველი.

ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ საქართველოს მეორე სახელმწიფო ენას, აფხაზურს (აფსარულს, აფსუურს) და აფხაზეთის ისტორიას. კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ისტორიას უფრო დაწვრილებით ვასწავლით სკოლებში   (როგორც ვთქვით, სასკოლო პროგრამაში საქართველოს ისტორიის წილი უნდა გაიზარდოს) და უმაღლეს სასწავლებლებში. ხოლო აფსარულის სწავლის მსურველებს კი პედაგოგებს მოვუმზადებთ და საათებს დავუნიშნავთ. 

თუ გვინდა სახელმწიფოს აშენება, ეს უნდა გავითვალისწინოთ.

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq