საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმინდა მეფე ვახტანგ III (1302 – 1308 წწ. )

როგორც იწინასწარმეტყველა წმინდა ბერმა ბასილიმ, მეფე დემეტრე თავდადებულის სიკვდილის შემდგომ მიმოიფანტნენ მისი შვილები. დემეტრეს უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც მას ჰყავდა ტრაპიზონის მეფის ასულისაგან, თან ახლდა მამას ურდოში. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და აღიზარდა ნოინ ტაჩარის კარზე. მისი ძმები – ვახტანგი და მანუელი, საქართველოში დარჩნენ, ხოლო ნახევარძმა გიორგი (შემდგომში ბრწყინვალედ წოდებული), დედამ, ბექა ჯაყელის ასულმა წაიყვანა ახალციხეში, მამის მამულში და იქ აღიზარდა. დემეტრეს მესამე ცოლი, სორღალი კი შვილებით, - ბაადურით და იადიგარით, სამშობლოში დაბრუნდა.

შემდგომში უფალმა დემეტრეს შთამომავალთაგან სამს არგუნა მეფობა: დავითს, ვახტანგს და გიორგის. მათგან ვახტანგმა მეფობის გვირგვინთან ერთად მოწამეობაც შეიმოსა.

მას მერე, რაც ძმები, დავითი და ვახტანგი ერთმანეთს დაშორდნენ, დავითი აღიზარდა უცხო მიწაზე, ურჯულოთა შორის, ხოლო ვახტანგი საქართველოში – ქრისტიანთა გარემოცვაში.

ყაენმა საქართველოს მეფედ დემეტრე თავდადებულის მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ დავით რუსუდანის ძის შვილი, ვახტანგი, დაადგინა. "საღმრთო და საკაცობო" ღირსებებით "სრულმა" და შემკობილმა" მეფე ვახტანგმა სამიოდე წელი იმეფა. შემდგომ მცირე რამ სენი "შეედვა" და გარდაიცვალა. ვახტანგ დავითის ძის შემდგომ გამეფდა დავით დემეტრეს ძე. მონღოლთა დასტურით გამეფებული დავითი, იგულისხმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ყაენთა მორჩილი. როგორც მოგვითხრობს ჟამთააღმწერელი, მონგოლთა ბატონობის ჟამს მეფე "შემცირებული იყო "მძლავრებისაგან თათართასა". ყაენმა რამდენიმეჯერ დაიბარა დავითი თავისთან. მეფეც ურდოში წასვლას გადაწყვეტდა, თუმცა უმალვე გადაიფიქრებდა. რამეთუ "აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა". მეფის ყოველ გადაფიქრებას კი ყაენის დამსჯელი რაზმების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს აოხრება მოჰყვებოდა ხოლმე. ამ მოფიქრება – გადაფიქრებას შეეწირა სახელმწიფო მოღვაწე იოანე ბურსელი, რომელიც დავით მეფის პირობათა დესპანი იყო ყაენთან. იგი განრისხებულმა ყაენმა ერთ-ერთი დესპანობის ჟამს საკუთარი ხელით მოჰკლა. მონღოლები დავითს აღარ ენდნენ და სამართლიანობით ცნობილმა ყაზან ყაენმა მეფობა დავითის ძმას - ვახტანგს უბოძა.

"ყოვლითურთ სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ" ასე ახასიათებს მეფე ვახტანგს ჟამთააღმწერელი, მეფე ვახტანგი ხალხმა კეთილად შეიწყნარა. "ქართლის ცხოვრების" თანახმად, "დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, ამას მოსცეს ყოველი საქართველო, დაიპყრა თბილისი და ყოველი სომხითი (ქვემო ქართლი), დმანისი და სამშვილდე, ხოლო არა წინააღუდგებოდა ძმასა თვისსა დავით მეფესა".

ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას ერთვოდა მეფის და ქართველთა ლაშქრის იძულებითი ყოფნა საქართველოს გარეთ, მონგოლთა შორეულ ლაშქრობებში.

ყაზან ყაენის სიკვდილის შემდეგ მისი ძე ხარბადი გახდა ყაენი. მან მოისურვა გილანის დაპყრობა და მოკავშირეებად ქართველები მოიხმო. გაიმართა ძლიერი ბრძოლა. ჯარს ვახტანგი ხელმძღვანელობდა. ტყეში ლამიან, ვიწრო გზაზე ლაშქარს უჭირდა სიარული. ხარბად ყაენი თავად ხედავდა, როგორ მამაცურად ერკინებოდა მტერს ვახტანგი და მისი სპა. ფიცხელი შეტაკების დროს მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა ბარძაყში. ყაენი მიხვდა, რომ გილანელების სიმაგრეს ვერ გატეხდა. ღამით აიყარა და ბრძოლის ველი დატოვა.

ყაენი დამარცხდა. მაგრამ დაუმადლა ვახტანგს და მის ლაშქარს საარაკო თავგანწირვა და დასაჩუქრებულები გამოისტუმრა საქართველოსაკენ.

ყაენის დამარცხებით ისარგებლეს მაჰმადიანებმა და დაარწმუნეს ხარბადი: "თუ შენ არ დაატევებინებ ქრისტიანეთ სჯულს და არ გაამაჰმადიანებ მათ, თუ არ მოაოხრებ მათ ეკლესიებს, ვერასოდეს დაამარცხებ მტერს და შენი ხელმწიფობაც არ წარგემართებაო".

დაიჯერა ყაენმა და ერთ-ერთი ნოინი გამოაგზავნა საქართველოსაკენ ქართველთათვის სჯულის შესაცვლელად და ეკლესიათა მოსაოხრებლად. ნოინმა დაიწყო ეკლესიების ნგრევა და ნახჭევანში ვახტანგ მეფეს წამოეწია. როდესაც მეფემ ეს ამბავი შეიტყო, კი არ შედრკა, არამედ უმეტესად გამხნევდა და განამხნევებდა თავის სპათა, შეახსენებდა ქრისტეს მცნებებსა და აღთქმასა, მოწამეთა მხნეობას და მოუწოდებდა მათ, რათა წარმდგარიყვნენ ყაენის წინაშე, იქ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ მისთვის.

"კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო!" - მიმართა ვახტანგ მეფემ ლაშქარს. უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღვაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხუნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა" და კუალად: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ". და აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და დავდვათ სული ჩვენი მისთვს, რომელმან დადვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩუენ მოვსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერე იყავნ ნება ღმრთისა და მან დაიცვას სამწყსო თვსი" ლაშქარმა სიხარულით მოუსმინა მეფეს და ეახლნენ ყაენს.

ყაენი ძალიან გააკვირვა ვახტანგ მეფეს ლაშქრითურთ უკან მობრუნებამ, "რქუა მეფემან ხმითა მადლითა: "ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო. მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დავუტევოთ სჯული ჩუენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროას საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოსწყვდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათმავალ და კაცის მკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილად სჯულისათვს ქრისტიანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენს წინაშე მყოფნი ქრისტიანენი, აჰა, თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ. და წარუპყრაცა ქედი."

ჟამთააღმწერლის მიხედვით, ყაენი განკვირდა ამ სიტყვით, პატივისცა მეფესა, "სიტყვითა ტკბილითა აღადგინა" და შეინანა და "წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკუდა".

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი ყაენი განურისხდა ვახტანგს. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევებისათვის ქრისტესა. ამისთვის მოკლა ყეენმან მეფე ვახტანგ ტანჯვითა.

მეფობის გვირგვინით შემკული ვახტანგი "წარმოიყვანეს და დამარხეს დმანისს (დმანისის სიონის ტაძარში. -ნ. ტ)."

არსებობს მოსაზრება, რომ ვახტანგი ადრიდანვე ყოფილა შერაცხული ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად. ეს მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრების" არშიაზე მინაწერს, რომელზეც ავტორი პარალელს ავლებს ვახტანგ გორგასალსა და ვახტანგ III-ის სულიერ ღვაწლს შორის. წარწერა შემდეგი სახისაა: "გარნა იცნობების (იცნობის) მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს, გარნა გორგასლან ღირს ქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ (III) სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის".

ვახტანგ III-ის აღსასრული თვალნათლივ წარმოაჩენს მის სარწმუნოებრივ ღვაწლს, რომელიც ჟამთააღმწერლის მიხედვით განეკუთვნება აღმსარებლისას, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის რედაქციით აღწერილი ღვაწლი მოწამებრივია.

საქართველოს მართმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის სინოდმა მეფე ვახტანგი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დაადგინა ახ. სტ. 23 დეკემბერი (ძვ. სტ. 10 დეკემბერი).

წმინდაო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! 

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq