საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

აბაშიძეები
ლევან ბერაია, ვალერიან ხიმშიაშვილი

                     

 

             აბაშიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. იგი წარმოშობილია მამაკაცის  საკუთარი სახელისაგან: აბაშ, აბაში. საქართველოში გვხვდება  ამავე ძირის  ტიპონიმები: აბაშა, აბაშეთი.აბაშიძის წარმომავლობას ზოგიერთი მეცნიერი ეთიოპიის  ტოპონიმს-აბაშს უკავშირებს.თითქოს აქედან მურვან-ყრუს ლაშქართან ერთად 678 წელს შემოვიდა   ამ გვარის  მამამთავარი; მურვანის უკუქცევის  დროს მისი ერთი მოლაშქრე-აბაში  „თავისი ნებითა“ დარჩენილა საქართველოში. მეფეს ის პატივით მიუღია და თავადობა უბოძებია  და ამიერიდან აბაშიძეებად  იხსენიებოდნენო.  ეს  ლეგენდა,  ისტორიულ წყაროებს არ  ეყრდნობა  და სინამდვილედ არ ჩაითვლება. გვარის მამამთავრად მიჩნეულ უნდა  იქნას-აბაში, რომელიც 1448 წელს  მოწმედაა დასახელებული  ფალავანდიშვილების  სასისხლო სიგელში. ის დიდ საამშენებლო საქმიანობას ეწეოდა იმერეთში. საჩხერის რაიონის, სოფ. ჭალაში ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის კედელზე გამოსახულია  თვით აბაში, მისი  მეუღლე-კეკლუცი, ძმა  ლომინი, მეუღლე  გულნარასთან ერთადს და ძმები-იანქო და შერმაზანი.  ქართული წერილობითი წყაროების  მიხედვით,  ფეოდალური  საგვარეულო იმერეთში, ქართლა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ  გვარის შესახებ  XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძენი  განსაკუთრებით  დაწინაურდნენ  იმერეთის სამეფოში,  XV- XVI სს. მიჯნაზე. ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს-ის მიწურულსა და XVIII ს-ს პირველ ნახევარში. ამ  დროს აბაშიძეთა სახლი  ფლობდა 78 სოფელს, რამოდენიმე  ეკლესია  მონასტერს. 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე  ასვლა-დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი-მალაქია 1701-1707 წლებში  იმერეთის  ფაქტობრივი მმართველი იყო.                                                                       &n

bsp;                                                

           1774 წელს ერეკლე II-მ თავის  სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს უბოძა ყმა-მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ,XVII საუნიდან თავად აბაშიძეთა ერთი შტო ზემო ქართლში გადავიდა და ხაშურ-სურამის მხარეში რამდენიმე სოფელს დაეუფლა. აბაშიძეთა მფლობელობაში აღმოჩნდა: ქვიშხეთი,ტაშისკარი, ციხისძირი, წიქარაული, ცხრამუხა და სხვა.XVIII  საუკუნეში იმერელ აბაშიძეთა  ერთი შტო დამკვიდრდა გურიაში და აჭარაში. თავადი აბაშიძეები გურიაში აზნაურებად, იქცნენ.ხოლო აჭარაში სანჯაყბეგებად.  იმერეთის,ქართლ-კახეთის თავად  აბაშიძეებს,  გურიის აზნაურ  აბაშიძეებს და აჭარის სანჯაყბეგ აბაშიძეებს საერთო წარმომავლობა აქვთ.იმერეთში  აბაშიძენი: გელათის ღვთისმშობლის წინამძღვრად, მთავარეპისკოპოსად, კათოლიკოსად, მდივან-მწიგნობრად, ბოქაულუხუცესად და სახლუხუცესად ემსახურებოდნენ მეფეს და საქართველოს.ქართლ-კახეთში აბაშიძენი: სახლთუხუცესად, მსაჯულუხუცესად, მდივანბეგად, ქეშიკჩიბასებად, მილახვარბაშად, ალისა და ბორჩალოს მოურავებად ემსახურებოდნენ მეფეს და  საქართველოს.                                                                                                                

           აბაშიძეების გვარმა საქართველოს მისცა მრავალი გამორჩეული პიროვნება მეცნიერების,ხელოვნებისა  თუ  პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროში. მწერლები თუ საზოგადო მოღვაწენი: მემედ აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე. ხელოვნების მოღვაწენი: ვასო აბაშიძე, დავით(დოდო) აბაშიძე, ანასტასია(ტასო) აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, გოჩა აბაშიძე.  სახელმწიფო  და&nbs

p; პოლიტიკური მოღვაწენი: გიორგი-მალაქია აბაშიძე, ვახუშტი  აბაშიძე, ვახუშტი აბაშიძე, ქაიხოსრო აბაშიძე, ასლან აბაშიძე,გიორგი მალაქია, იგივე გიორგი V  XVII-XVIII სს. იმერეთის  სამეფოს  პოლიტიკური მოღვაწე. პირველად იხსენიება 1658-1676 წწ. „საღიცრის წიგნში“. აქტიური  პოლიტიკური მოღვაწეობის  დაწყებამდე  ბერად იყო  აღვკვეცილი.  დაახლოებით 1784 წ. საერო  ცხოვრებას  დაუბრუნდა, პოლიტიკური  მოსაზრებებით დაუმეგობრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალურეი ომების შედეგად  სამეფო  ხელისუფლების დასუსტებით და  საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ  იგდო  ჩხეიძეთა ციხე  ქალაქი  შორაპანი, მიითვისა  მეფის  სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე 1701-1907 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში  ერთგვარი  წესრიგი  დაამყარა და ოსმალეთსაც შეუწყვიტა ხარკის გაცემა. გიორგი-მალაქია კულტუტულ სააღმშენებლო  მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი  განკარგულებითა და „საფარით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი,  შეიმკო  და მოიჭედა  არაერთი  ხატი და  ჯვარი. 1700 წ. მისივე სახსრით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ  მოსწონდათ  გიორგი მალაქიას გაძლიერება,  მიემხრნენ ოსმალთა მიერ გამეფებულ გიორგი VI-ს და  გიორგი-მალაქიას საგვარეულო ციხესიმაგრეები  წაართვეს. 1711 წ. გიორგი-მალაქია ქართლის  ჯანიშინს  ვახტანგ VI-ს შეეკედლა  და  სიცოცხლის ბოლო  წლები  თბილისში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.                                                         

            აბაშიძე ვახუშტი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. პირველ ნახევარში,ვახტანგ VI-ის პოლიტიკური მიმდევარი. 1711წ. იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო  და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა  აბაშიძის მამული ( ქვიშხეთი,  ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვა). ამასთან ვახუშტის მამულიც ( იმერეთის  სოფ.  ვახანი  ციხით,  მიმდგომი  ადგილებით  და

  ყმებით )  ქართლის  სამეფოს  ფარგლებში  შევიდა  ამ ფაქტს დიდი  მნიშვნელობა ჰქონდა  ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთი  საზღვრების  დასაცავად. 1717 წ. ვახტანგ VI-მ ვახუშტი  აბაშიძეს თავისი ასული  ანუკა ბატონიშვილი. XVIII ს. 40-იან წლებში ვახუშტი სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ.                                                                   

           იოვანე აბაშიძე-ბორჩალოს  მოურავი და  ქართლ-კახეთის  სამეფოს  ქეშიკბაში 1769-1799 წლებში, ერეკლე II-ს მეუღლის ანა დედოფლის ძმა, იოვანე აბაშიძე ერეკლე II-ის პოლიტიკის  ერთგული  მიმდევარი იყო,  მონაწილეობდა  კრწანისის  ბრძოლაში,  როგორც კახეთის მკვიდრს „კახთა აბაშიძეს“ უწოდებდნენ, ასევე იხსენიებს მას ნ. ბარათაშვილი პოემაში „ ბედი ქართლისა“.                                                                      

          ლევან აბაშიძე- გიორგი-მალაქიას ძე.  XVIII ს. პირველ  ნახევრის  იმერეთის სამეფოს პოლიტიკური   მოღვაწე. მისი ასული  თამარი იყო ალექსანდრე V-ის დედა და  სოლომონ I-ის დედა. მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან  გადააყენა.  მალე სოლომონმა  ტახტი  დაიბრუნა, შეთქმულები დასაჯა, პაპამის (ბაბუამის) ლევან აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა.ლევან აბაშიძე ხრესილის  ბრძოლაში დაიღუპა, სადაც სოლომონ I-ის მოწინააღმდეგეთა        ბანაკში იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.                          &

nbsp;              

          იმერელ  თავად  აბაშიძეთა  აზნაურები  იყვნენ: მაჭავარიანები, წერეთლები ( აზნაურთა               შტო), კიკნაძეები, ასათიანები (ქვიტირის), გაბეხაძეები.აბაშიძეების  გვარმა  საქართველოს  მისცა მრავალი  გამორჩეული პიროვნება, მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროში. მწერლები თუ საზოგადო მოღვაწენი:  მემედ აბაშიძე,  ჰაიდარ აბაშიძე,  გრიგოლ აბაშიძე,  ირაკლი აბაშიძე. ხელოვნების მოღვაწენი: ვასო აბაშიძე, დავით (დოდო) აბაშიძე, ანასტასია (ტასო) აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, გოჩა აბაშიძე, ლევან აბაშიძე. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი: მალაქია  აბაშიძე, ვახუშტი აბაშიძე, ქაიხოსრო აბაშიძე, ასლან აბაშიძე და სხვა.                                                                                                                   

          მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე, მემეგ   ბეგი დაიბადა 1873 წელს ბათუმში, დახვრიტეს 1937 წელს. სტალინური  რეპრესიების მსხვერპლი. საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი.  სანჯაყბეგ აბაშიძეთა ჩამომავალი.                                                                                                               &

nbsp;                                   

          ასლან ბეგ აბაშიძე, დაიბადა 1877 წელს, გარდაიცვალა 1924 წელს სტამბულში. გენერალი,ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. მემედ აბაშიძის ძმა.სიჭაბუკიდანვე ჩაება ეროვნულ-გამანთავისუფლებელ ბრძოლაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლებში რევოლუციურ გამოსვლებში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. რეაქციის წლებში იძულებული გახდა სტამბულში წასულოყო, სადაც მიიღო სამხედრო განათლება ოტომანთა უმაღლეს სკოლაში.1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.  მხარს  უჭერდა  საქართველოს  დემოკრატიულ  რესპუბლიკას  და  პრო -ქართულ  ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918  წელს ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხებთან ომში. იყო  საქართველოს ეროვნული არმიის გენერალი აჭარიდან. საქართველოს  იძულებით  გასაბჭოების  შემდეგ (1921) თურქეთში გადასახლდა.  იყო სტამბულის  ქართული  სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.    ვასილ (ვასო) ალექსის ძე აბაშიძე დაიბადა 4 დეკემბერს 1854 წელს, დუშეთში.  გარდაიცვალა 9 ოქტომბერს 1926 წელს  თბილისში. ქართველი  მსახიობი,  ქართული  რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922). ვასო აბაშიძის სახელი  მიკუთვნებული  აქვს  თბილისის  მუსიკალური კომედიის თეატრს. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა

           დავით(დოდო) ივანის ძე აბაშიძე დაიბადა 1 მაისს 1924 წელს თბილისში, გარდაიცვალა     26 იანვარს 1990 წელს. მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი(1967).    დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და).  ოჯახში. ივანე აბაშიძე დახვრიტეს 1937 წელს.  დაამთავრა  რუსთაველის  სახელობის   თეატრაინსტიტუტი (1949)  და  ჩაირიჩხა  რუსთაველის  თეატრის  დასში. 1956  წლიდან მუშაობდა „ქართულ ფილმში“. 1970 წელს მინსკის  საკავშირო  ფესტივალზე მიიღო პრემია  მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ფილმში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დიდუბეში. თბილისში არსებობს მისი სა

ხელობის ქუჩა.                        ლეილა აბაშიძე დაიბადა 1 აგვისტოს 1929 წელს თბილისში. გარდაიცვალა 8 აპრილს 2018 წელს თბილისში. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. შექმნა მრავალი კომედიური  და  დრამატული სახე.  პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“. იყო  მხატვრული  ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები დუმან“ (1978) სცენარის ავტორი და რეჟისორი.             1966 წელს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო ფესტივალის პირველი პრემია მიიღო. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958).საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965).ჩეჩენ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964).დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით (1961).მეორე მსოფლიო ფესტივალის პირველი პრიზი. ტოკიო (1997).საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ (2009)თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).                                                                                                                                

             ლევან აბაშიძე დაიბადა 22 მაისს 1963 წელს თბილისში. დაიღუპა 7 სექტემბარს 1992 წელს               სოხუმში. ქართველი მსახიობი.1980 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის                 თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტ

ეტზე. 1985 წელს დაამთავრა იგი და დაიწყო მუშაობა  კინომსახიობთა  სტუდიაში. 1884  წელს  ბერლინის  კინოფესტივალზე,  ერთ -ერთი მთავარი პრიზი „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. გადაღებულია ორ ათეულ ფილმში. დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებულ კონფლიქტის დროს (1992-1993), ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის  პანთეონში.  შთამომავლობით ლევან აბაშიძე, ერეკლე  მეორის  პირდაპირი  შთამომავალი  იყო თეკლა  ბატონიშვილის შტოდან.                                                      

              ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე დაიბადა 10 სექტემბერს 1909 წელს, ხონში. გარდაიცვალა 14 იანვარს 1992 წელს. ქართველი პოეტი. აკადემიკოსი 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი და თავჯდომარე (1953-1967). მისი  ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. 1960 წელს მისი  ინიციატივით  და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში  აღმოაჩინა რუსთაველის  ფრესკა. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959)წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახალხო პრემია (1972) და „ პალესტინა, პალესტინა“  შოთა  რუსთაველის პრემია (1966). მისი ინიციატივით 1966 წელს მოეწყო რუსთაველის დაბადების 800-წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში. ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდიუმთან  არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური  ტექსტის დამდგენი კომისიის თავჯდომარე (1963-იდან). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან) დაჯილდოებულია 3 ლენინის  ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და  „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით. დაკრძალულია&nbs

p; მწერალთა  და საზოგადო  მოღვაწეთა  დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.                                                                                       

            კიტა (ივანე) გიორგისძე აბაშიძე დაიბადა 28 იანვარს 1970 წელს, სოფელ ლესაში.  ცვალა 30 დეკემბერს 1917 წელს, თბილისში. ქართველი ლიტერატურეთ მცოდნე,  კრიტიკოს პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.  ქართველ  სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი.ამჟამად აბაშიძეები ერთ-ერთი ყველაზე გამრავლებული გვარია საქართველოში.                                                                                                                                                              

             აბაშიძეები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში, ვანში, ზესტაფონში, არგვეთაში, ზედა საქარაში,  კინოთში, მარტოთუბანში,  სვირში,  კვალიათში, შიმშილაქედში,  საზანოში,  თერჯოლაში, სომონეთში, თუზში, ძევრში, ტელეფაში, ჯგელათში, ღვანკითში, ბაღდადთში, საკრაულაში, ობჩაში, ხარახაულში, ვარძიაში, ხემაღალში,  უბისაში,  სარგვემში,  ვერტყვიჭალაში,შუხურაში, ხრესილში, ოჯოლაში, ციხიაში, ორპირში, კორეეთში, 

ჭიათურაში,  ბუნიკაურში, რგანში, დარკვეთში, ზოდში, კაცხში,  ითხვისში,  პერევისაში, ჭალაში, ქვაციხეში, უსახელოში, ხრეითში, შუქრუთში, ხონში, ახალსოფელშ, ხამისქურში და სხვაგან.ქართლში: თბილისი, ხაშური, ალში, გვერდისუბანში, ბაისუბანში, ბორჯომში, გორში, შინდისში, ახალქალაქში, მცხეთაში, წიწამურში, მანგლისში, თამარისში და სხვაგან.                                                   კახეთში: თელავში, წინანდალში, კონდოლში, გურჯაანში, შაშიანში, დედოფლისწყაროში,ყვარელში, სიღნაღში, ალვანში, სართიჭალაში, გომბორში, ლაგოდეხში, ბაისუბანში და სხვაგან.ლეჩხუმში:  ცაგერში,  ჭალისთავში,  ღორიშში,  ლესინდში, წილამიერში, ლაცურიაში, და სხვაგან.ოდიშ-სამურზაყანოში:  ვეშკუდელში,  სამქვარაში,  ოხურეთში, კოხორაში, ლეკუმხარაში,ოჩამჩირეში, კინდღში, ცაგერაში, კოპიტში და სხვაგან.გურიაში:  ოზურგეთში, ხრიალეთში, ასკანაში, ბახვში, ძიმითში, ლაითურში, ხვარბეთში,              ორმეთში, ნასაკირალში, ლიხაურში, მრიაში, მშვიდობაურში, ლანჩხუთში, თაბანათში, ლესაში, ჩოჩხათში, ჯიხანჯირში, ხაჯალიაში, ჭინათში და სხვაგან.აჭარაში: ბათუმში ხელვაჩაურში, მახვილაურში, ავგიაში, გონიოში,ერგეში, ამაღლობელში,      ჯოჭოში, თოდოგაურში, ინჯალოში, თხინლარში, კაპრეშუმში,  კახაბერში,  მარადიდში, კირნათში, მასურაში, უხერში, მინდაში, სამებაში, ფერიაში, ახალშენში, მახოში, ქოქოლეთში, შავლიძეებში, ყოროლისთავში, ჭარნალში, ძაბლავეთში, ცხემლათში,  ჩაისუბანში,  ხულოში, კალოთაში, ვერნებში, კვატიაში, მახლაკურში, სკვანაში, ოქრუაშვილებში,  ოშანახევში,  ხიხაძირში, ფუშრუკაულში, წაბლანაში, ძირკვაძეებში,  ყინჩაურში,  შურმულში,  ქედაში,  ზღვარში, ჭინკაძეებში, ძეწმანში, კოკოტაურში, ცხემნაში კანტაურში, ცხმორისში, შუახევში, ქიძინიძეებში, გოგაძეებში, დარჩიძეებში, ფურტიოში, კვიახიძეებში, ნიგაზეულში და სხვაგან.სამცხეში: ახალციხეში, ადიგენში, ზარზმაში, აბასთუმანში და სხვაგან.       

ლევან ბერაია                                     ვალერიან ხიმშიაშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq