ეროვნებით სომეხი ქართველი თავადები. იყვნენ მარიობიზის აგძენების (სომხური ტომი) ძველი თავადები. საქართველოში გადმოსახლდნენ XV-საუკუნეში (1421წ)-კახეთში. თავიდან ჩანან აზნაურებად, 1788 წლის 29 მარტის სიგელში, რომელიც გაცემულია ერეკლე II-ის მიერ. 1794 წლის 1მარტის ერეკლე II-ის ბრძანებით, სიმონ აქანის ძე აბამელიქს ებოძა თავადობა.1800 წლის 8 იანვარს, გიორგი XII-ის შვილმა დავით გიორგის ძემ ცოლად მოიყვანა ელენა, სიმონ აბამელიქის ასული.XIX-ე საუკუნის დასაწყისში მოხდა თავადი აბამელიქების გადასვლა რუსეთში. ერთ-ერთი ვერსიით მიხედვით, ისინი აცილებდნენ ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალს-მარიამ ციციშვილს რუსეთში. 1823 წელს აბამელიქები აღიარეს რუსეთის თავადებად. ეკატერინე II-მ 1850 წლის 6 დეკემბერს თავად აბამელიქებს (აბამელიქოვებს) უბოძა საგვარეულო გერბი. XVIIსაუკუნეში ირანიდან რუსეთში გადასახლდა მდიდარი სომეხი ლაზარევების ოჯახი, რომელთაც რუსეთში ებოძათ თავა
| სიმონ დავითის ზე აბამელიქი | დის ტიტული. ამ ლაზარევების ოჯახიდან იყო გენერალი ივანე ლაზარევი, რომელმაც გაბედა და ქართ-კახეთის უკანასკნელ დედოფალს მარიამ ციციშვილს შეურაცყოფა მიაყენა-1803 წელს. ის, იქვე მოკლული იქნა დედოფლის ყულუხჩის ( პირადი მცველის), სამეფო კარის ერთგული თავადის ნიკოლოზ ხიმშიაშვილის მიერ.გენერალ-მაიორ სიმონ დავითის ძე აბამელიქს ჰყავდა მეუღლე, ქრისტოფორ აკიმის ძე ლაზარევის ასული-მარფა. 1850 წელს სიმონ დავითის ძე აბამელიქის ცოლის ძმა-ივანე ქრისტოფორის ძე ლაზარევი გარდაიცვალა უცოლშვილოდ. პრაქტიკულად ლაზარევებს გვარის გამგრძელებელი არ დარჩათ. დარჩენილ ლაზარევებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გვარს არ შეეწყვიტა არსებობა, გენერალ-მაიორ სიმონ დავითის ძე აბამელიქს და მის შვილს სიმონ სიმონის ძე აბამელიქებს ოფიციალურად მიეცათ უფლება ეტარებინათ ლაზარევების გვარი 1873 წელს. მის შემდეგ აბამელიქები თანდათან გადავიდნენ ლაზარევის გვარზე. 1887 წლის 7 დეკემბერის სენატის გადაწყვეტილებით აბამელიქ-ლაზარევები შეყვანილნი იყვნენ 5-ე ნაწილის საგვარეულო წიგნში, მოსკოვის, პოლტავის და ტულის თავადთა სიაში. ელენე სიმონის ასული აბამელიქი (21.05.1770-20.03.1836). გიორგი XII-ის შვილის დავით გიორგის ძე ბაგრატიონის მეუღლე (09.01.1800).&n
| ელენე სიმონის ასული აბამელიქი | bsp; სიმონ დავითის ზე აბამელიქი (1816-1885). გენერალ-მაიორი, 21-ე დივიზიის უფროსი, ყარსის სამხედრო გუბერნატორი (1878). სომხური წარმოშობის ქართველი თავადი. ვალერიან ხიმშიაშვილი ლევან ბერაია |