საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მამალაძეთა გვარის წარმოშობის ორი ვერსია (სამუშაო ვარიანტი)
გაიოზ მამალაძე

მამალაძეთა გვარის წარმოშობის ორი ვერსია (სამუშაო ვარიანტი)

(ეს არის სამუშაო ვარიანტი, ნებისმიერს შეუძლია რაიმე ცნობა მომაწოდოს მამალაძეების წარმოშობის შესახებ გადმოცემებიდან, დამსახურებული მამალაძეების შესახებ ცნობები და ამ წერილს დავამატებ მომწოდებლის ვინაობის მითითებით)

 

დღეისათვის, მამალაძეების ფუძე სოფლად ითვლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხევი.

არის ცნობა, რომ აღნიშნულ სოფელს, გადმოცემით, ძველად მამალაძე რქმევია. ასეთი პრეცედენტები ხშირია დასავლეთ საქართველოში, როცა გვარის სახელი ეწოდება სოფელს. ხევი ეტიმოლოგიურად უკავშირდება ხეობას, ხევს.  

დიმიტრი ბაქრაძე, 1878 წელს, გურიაში თავისი მოგზაურობის ჩანაწერებში, ახსენებს სოფელ ხევს (ასევე მის ძველ სახელს - მამალაძე), სახალხო გმირს, ბუღარა მამალაძეს და მღვდელმონაზონ მაკარიოზ მამალაძეს, რომელსაც „ღარიბობით“ შეუსყიდია სახარება და დაუდვია წმიდა გიორგის საყდარში, ხევში (დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ 1987. გვ. 189.).

საუკუნის დასაწყისში სულ სამი მოსახლე იყოო

დიმიტრი ბაქრაძე შეიძლება ამ მონაცემის გადმოცემისას ცშეცდა, რადგან დღევანდელი სოფელი ხევს აქვს უბნები, სხვადასხვა სახელწოდებებით, შეიძლება ისინი იმ დროს სხვა სახელწოდებთ იყვნე ცნობილი.

მამალაძეთა გვარის წარმოშობაზე არის ორი ვერსია.

პირველი ვერსია:

პირველი ვერსია უკავშირდება გურიაში გავრცელებულ ლეგენდას, რომლის მიხედვით ლეჩხუმში,  ალავიძეების ოჯახს, შემოკვდომიათ თავადი, შურისძიების შიშით აყრილან და გადმოსახლებულან ჯერ საჯავახოსთან, იქიდან კo, სადაც ახლა სოფელი ხევია.

ერთ-ერთი  ბრძოლაში გურიელს შეუმჩნევია მეომარ ალავიძის მიერ გამოჩენილი სიმამაცე და გამარჯვების მერე გვარი უკითხავს მისთვის.

მეომარს უპასუხნია - დამალაისძე ვარო.

გურიის მთავარს შეუქია სიმამაცისთვის და უთქვამს, შენ დამალაისძე კი არა, მამალი კაცი, მამალაისძე ხარო! და მამალაძის გვარი და სოფელი ხევი უბოძებია მათთვის.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ აღნიშნული მეომარი იყო ცნობილი სახალხო გმირის, ბუღარა (გაბრიელ) მამალაძის მამა, ოტია (ოთია), რომელსაც სამი ვაჟი ჰყოლია: გაბრიელი, რომელიც ფოლკლორში ბუღარას სახელითაა ცნობილი, გიორგი და იესე.

განსაკუთრებით სახელგანთქმულია ბუღარა მამალაძე, მასზე არაერთი ლექსი, გადმოცემა თუ სიმღერაა შექმნილი. მეოცე საუკუნეში დრამატურგმა კობახიძემ პიესაც კი დაწერა სახალხო გმირზე.

ზოგი თვლის, რომ ოტია და მისი სამი ვაჟი გახდნენ მამალაძეთა გვარის ფუძემდებლები.

ჩვენ ვიცით, რომ სახალხო გმირი ბუღარა (გაბრიელ მამალაძე) გარდაიცვალა დაახლოებით 1840 წელს. თუ მან იცოცხლა დაახლოებით 80 წელი, მაშასადამე, უნდა დაბადებულიყო დაახლოებით 1760 წელს. შესაბამისად, მამამისის, ბუღარასა და მისი ძმების ხევში მოსვლა მოხდებოდა დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლოს.

ბუღარა მამალაძის გმირობების შესახებ გადმოცემები ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლას, გურიისა და ახალციხის საფაშოს საზღვრზე მყოფი გუბაზეულის ხეობის ოსმალთა მძარცველი რაზმებისაგან დაცვას უკავშირდება.

1990 წლების მონაცემებით, საქართველოში არსებობდა 1800 მამალაძეზე მეტი. გარდა ამისა, თურქეთშიც ცხოვრობენ ჩვენი მოგვარეები. ძალიან პროდუქტიულობის შემთხვევაშიც კი სამი ადამიანისგან ორიოდე საუკუნეში ასეთი გამრავლება შეუძლებლად მეჩვენება.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით (იხ. ქვემოთ), რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში გვარი მამალაძე არსებობდა (საამილახოროს საბუთი).

არის ვარაუდი, რომ ოტია, ბუღარას მამა, შესაძლოა მართლა იყო ალავიძე. მან იქორწინა ხევში მცხოვრებ მამალაძის ქალზე, დასახლდა ხევში, გახდა ადგილობრივი ხატის ყმა და ამგვარად, გურიელისგან და მამალაძეებისგან მიიღო მამალაძის გვარი. ამ ვერსიას არ გამორიცხავენ იური სიხარულიძე და სოსო მამალაძე.

ამ ვარაუდის გარკვევა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ალავიძეების დნმ იქნება ცნობილი. თუ ის დაემთხვევა მამალაძეების მთლიანად, ან მამალაძეების ბუღარაშვილების განშტოების დნმ-ს საკითხი გადაწყეტილად ჩაითვლება (მამალაძეების სხვადასხვა განშტოებას როგორი დნმ აქვს, ჯერ ცნობილი არ არის, გარდა ერთისა - J2B2).

მეორე ვერსია.

1904 წელს, ნიკო მარმა შავშეთში მოგზაურობის დროს, სოფელ ოქრობაგეთში იპოვა სომხების მიერ გადაკეთებული ქართული ეკლესია, რომელსაც შემორჩენილი ჰქონდა ქართული ტაძრის სააღმშენებლო წარწერა. ნიკო მარის წაკითხვით, ეს ეკლესია შესაძლოა აეშენებინათ მამალაისძეთ. მისი ანგარიშით, ან 935 წელს, უფრო 1466 წელს („Дневник Поездки в Шавшетию и Кларджетию“, 1904, გვ. 8).

შემდგომში ნიკო მარის თვალსაზრისი სააღმშნებლო წარწერაში მამალაისძეების მოხსენიების შესახებ გაიზიარა ნოდარ შაშიაშვილმა. ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილი მიმოიხილავს სოფელ ოქრობაგეთის (შავშეთში) მამალაისძეთა წარწერის შინაარსს და თარიღს. იგი წარწერას ათარიღებს 935 წლით.

(ქართული წარწერების კორპუსი, I, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 307).

ნ. შოშიაშვილის წაკითხვით წარწერის შინაარსი ასეთია:

„ქ. ს(ა)ხ(ე)ლით|ა ღ(მრთისაჲთ)ა აღ|ვ(ა)შ(ე)ნეთ წ(მიდ)ა| ეკ(ლე)ს(ი)ა ჩ(უე)ნ, მ(ა)მ(ა)|ლ(აჲ)სა ძ(ე)თ, ქ(რონი)კ|ო(ნ)სა /რმიდ/(934წელსა), მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა კ(ურა)პ(ალა)ტ(ი)ს(ა)სა, | უფლ(ე)ბ(ა)სა ბ(ა)გრ(ა)ტ(ი)სა, მ(ა)მ(ა)ს(ახლის)ობ(ა)სა მ|არკ(ო)ზ(ი)საჲ ძმ(ი)სა მ|აკ(ა)რ(ი)სა.მწ(ერა)ლ(ი) და მკ(ი)თ`ი`ხვ(ელ)ი და მწ(ირვე)ლი ღ(მერთმა)ნ შ(ე)იწყ(ალე)ნ.“ (იქვე).

მაშასადამე, თუ ნიკო მარისა და ნოდარ შაშიაშვილის წაკითხვა სწორია, მამალაძეთა გვარი პირველად მოხსენიებულია ოქრობაგეთის 946 წლის წარწერაში.

 

ახლა ეს ქვა დაკარგულად ითვლება. თუმცა, როგორც მიამბო ლევან მამალაძემ, მას 1990-იან წლებში თურქეთიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აღნიშნული ქვა შემორჩენილია. თუმცა, სოფელ ოქრობაგეთში რამდენჯერმე ქართული ექსპედიცია იყო ჩასული და მამალაისძეთა სააღმშებლო ქვა ვერ ნახეს.

 

მამალაძეთა წარმომავლობის შესახებ ისტორიკოსი იური სიხარულიძე წერს:

„თუ ნ. შოშიაშვილის წაკითხვას ვერწმუნებით, მაშინ ოქრობაგეთი (მთელ შავშეთთან ერთად) X საუკუნეში ბაგრატ კურoპალატის “უფლებასა” ქვეშაა საგულვებელი, ეს კურაპალატი კი ტაო-კლარჯეთის მეფე ჩანს.

მეფის ქვემოთ მდგომარე პირი კი წარწერაში მარკოზ მამასახლისია (ძმა მაკარისი)(იქვე, გვ. 308).

 წარწერა არც ოქრო ბაგეთის ეკლესიის მშენებლებს (მამალაის ძეთ) ივიწყებს (იქვე).

სადაური არიან მშენებელნი, ძნელი სათქმელია. არაა გამორიცხული, რომ თუ საკუთრივ ოქრობაგეთის მკვიდრნი არ იყვნენ, საერთოდ, შავშნი ან რომელიმე მეზობელი თემიდან (კლარჯეთი, აჭარა, სამცხე, არტაანი) ყოფილიყვნენ. გვიანა ხანაში მამალაისძენი აღმოსავლეთ გურიაში (გუბაზეულის ხეობა) სხედან და თავს მოსულებად თვლიან. მამალაძეთა ერთ ნაწილში მათი ლეჩხუმიდან წარმომავლობის ვერსიაა შემონახული (ასახელებენ ძველი გვარსაც - ალავიძე) ამ ვერსიის უარსაყოფად ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია და შეიძლება სწორიც იყოს ალავიძის გამამალაძება, მაგრამ ეს იმ გზით კი არაა საგულვებელი (თითქოს გურიელს შეეცვალოს ალავიძისათვის გვარი), არამედ - ზედსიძეობით. ასეთი ინსტიტუტი უკანასკნელ დრომდე არსებობდა აჭარაში (ვლ. მგელაძე, ზემო აჭარული სოფელი ძველად, ბათუმი, 1973, გვ. 24, 25 და შმდ).

ეს წესი არც ძველი გურიისათვის უნდა ყოფილიყო უცხო ((იური სიხარულიძე, შავშეთ-იმერხევი, ბათუმი, 1988, გვ. 25-26)“.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ იური სიხარულიძე გახლავთ ბუღარას ძმის, იესეს ქალიშვილისა და ბუღარას თანამებრძოლისა და სახალხო გმირის, ივანე ფარეშის (სიხარულიძის) შთამომავალი.

მართლაც, სავსებით შესაძლებელია, მამალაძეები შავშეთში ან მის მეზობელ, რომელიმე თემში ცხოვრობდნენ და მერე მოხვდნენ გურიაში. შეიძლება გურიაშიც კი იყვნენ, რადგან გურიაც ახლოსაა შავშეთთან და იქიდან მოხვდნენ ოქრობაგეთში, ტაძრის ასაშენებლად.  

სავსებით შესაძლოა ოქრობაგეთის ეკლესიის ქტიტორები ყოფილიყვნენ მამააისძენი.

ჩემი აზრით კი, ოქრობაგეთის წარწერაში მოხსენიებული მამასახლისი მარკოზი და მისი ძმა მაკარი, შესაძლოა იყვნენ სწორედ ის მამალაისძენი, რომელიც ასევე ნახსენებია წარწერაში. სოფლის მამასახლისი და მისი ძმა - ოქრობაგეთის ეკლესიი ქტიტორები.

ასეთ შემთხვევაში ადგილობრივები ყოფილან ოქრობაგეთიდან. საინტერესოა, რომ ოქრობაგეთის ახლოს მდებარე ერთი სოფლის სახელწოდებაც - მამანელისი. იქვე არის მდინარე სათლელისწყლის შენაკადი, სახელწოდებით - მამანელისწყალი. სოფლისა და მდინარის შენაკადის სახელწოდების ეტიმოლოგია უცნობია, მაგრამ, ჰგავს მამალაისძეთა გვარის ფუძეს (მამალ - მამან) და შესაძლოა, საკუთარ სახელ, ან მეტსახელ მამალადან იყოს ნაწარმოები.

ჟან კრისტოფორო დე კასტელს ნახსენები ჰყავს ვინმე მამალო, შეიძლება ასეთი მეტსახელები ან სახელიც არსებულიყო კასტელამდელ საქართველოშიც. როგორც დადასტურებულად ვიცი, მამალაძეებს შორის, უფრო გვიან, გავრცელებული ყოფილა სახელები: ირემა, შევარდენა.



მაშასადამე, რაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე გვიან მამალაძის გვარი მოხსენიებულია, როგორც აღვნიშნე, სოფელ ოქრობაგეთის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში (თუ წაკითხვა სწორია) ანუ 936 წელს.

არის კიდევ 1119 წლის ერთი წარწერა, სადაც თითქოს, ეჯიბი მამალაისძე მოიხსენიება, მაგრამ, არ მგონია სწორი წაკითხვა იყოს.

შემდეგში ჩემთვის ცნობილი ყველაზე ძველი მოხსენიება მამალაძის გვარისა არის საამილახოროს დავთარში (1656-1696 წწ.).

საამილახვროს დავთარში მოხსენიებულია ირემა მამალაძე, ღარიბი გლეხი, რომელიც საამილახვროს ლაშქარში შუბით გამოდიოდა. საამილახვროს დავთარი შედგენილი უნდა იყოს 1656 წლიდან 1696 წლებს შორის, ქართლის მემარჯვენე სადროშოს სარდლის, გივი ამილახორის სარდლობისას (და გვარის უფროსობისას, ამილახორობისას). გივი ამილახორი გორის მოურავიც იყო. ხელმძღვანელობდა 1688 წლის აჯანყებას სპარსეთის წინააღმდეგ. თუმცა, დამარცხდა და რაჭაში გაიხიზნა.

როგორც ჩანს, საამილახოროში, მამალაძის ერთი კომლი ცხოვრობდა  და ორი თავი (ორი მეომარი) გამოჰყავდა. ალბათ, თვითონ ირემა (შესაძლოა, მისი ნათლობის სახელი იყოს იერემია) და ალბათ, მისი ვაჟი. როგორც ჩანს, ირემა მამალაძე ცხოვრობდა სოფელ ძევერაში (ლიახვის ხეობაში, გორიდან 14 კმ.). შესაძლოა, ამილახორს იყო შეხიზნული. იმ მხარეებში მამალაძები, ჩემი ინფრმაციით არ ცხოვრობენ, შეიძლება შუბოსან ირემა მამალაძეს შთამომავლობა შეწყდა ან სხვაგან გადასახლდა.

შემდეგში მამალაძეთა გვარის მოხსენიება, რაც მე თვითონ ვნახე, არის ხევის წმიდა გიორგის ეკლესიის დავთარი (1840 წლიდან). იქ ხევში მცხოვრები არაერთი მამალაძეა მოხსენიებული.

მამალაძეთა გვარმა არაერთი შესანიშნავი პიროვნება აღუზარდა სამშობლოს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ცნობები შევაგროვე. უფრო, მეომრებისა და რაც შევაგროვე, ჯერჯერობით, მამალაძეები მოხსენიებულნი არიან:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი:

პორველ მსოფლიო ომში ავსტრიაში ტყვე ქართველებს შორის იყო ბაბუაჩემის, აფრასიონ მამალაძის ძმა, ლავროსი ანტონის ძე მამალაძე (დაბადებული 1889 წელს). ავსტრიელებს მოუსმენიათ მათი ნამღერი და გადაუწყვეტიათ სიმღერების ჩაწერა. ასე შემოინახა რამდენიმე ათეული ქართული სიმღერის სხვადასხვა ვერსიები ავსტრიამ და გადმოსცა საქართველოს. როგორც ვფიქრობ, ავსტრიაში ლავროსის გარდა სხვა მამალაზეებიც იყვნენ ტყვედ.

რ. ბ-ლი (ბებიაშვილი, რ.) გაზეთ „სახალხო საქმის“ 1918 წლის 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ კორესპოდენციაში „ცხინვალის ამბები“, ახსენებს ვარლამ მამალაძეს, რომელიც, საქართვეოს დემოკრატიული რესუბლიკის მთავრობის დავალებთ ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) იცავდნენ წესრიგს და 1918 წლის 23 მარტს სხვა ქართველებთან ერთად მოკლეს ოსებმა ცხინვალში (გამოქვეყნებულია ნუგზარ წერეთლის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან“ (სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისიის დასკვნა). გამოიცა ქართულად და რუსულად. თბილისი, 1991, გვ. 27. ეს ინფორმაცია (ოსების ვერაგული გამოსვლა ცხინვალში 1918 წელს) გადავბეჭდე გაზეთ „საქართველო XXI-ში“ # 0029, გვ. 4. „ღია წერილი ტალიავინის კომისიის წევრებს“.

ლევან უმიკაშვილს დოკუმენტურ ფილმში (გადაიცა ტვ „საქართველოს“ მიერ), რომელიც ეხება პოლონეთში ქართველთა ემიგრაციას 1921 წლიდან, მოთხრობილი აქვს გიორგი მამალაძის შესახებ. მას ჰყოლია პოლონელი ცოლი. კონსპირაციის მიზნით, ატარებდა მალინოვსკის გვარს, მაგრამ საბჭოელებს მაინც გამოურკვევიათ, დაუჭერიათ  და დაუხვრეტიათ კატინში, სადაც ათასობით პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. ამავე პიროვნების შესახებ გამოქვეყნებული აქვს ცნობა ამბროსი გრიშიკაშვილს, თავის წიგნში: „ქართველი ოფიცრები პოლონეთში / (I და II მსოფლიო ომებს შორის და II მსოფლიო ომში)“. ამბროსი გრიშიკაშვილის ცნობით, მაიორი გიორგი მამალაძე (მეორე სახელი იეჟი) დაბადებული ყოფილა 1895 წელს. საქართველოს გასაბჭოების მერე წასულა პოლონეთში. „გიორგი მამალაძე მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და ქართველთა წვეულებების სული და გული ყოფილა“. ავტორი მას პოლონეთის ქართველ ოფიცერშა შორის „ყველაზე კოლორიტულ ფიგურას უწოდებს“. აღმჩენილია მისი ფოტო ალბომი, რომლიც წყალობითაც ვიცით როგორ გამოიყურებოდნენ სხვა ქართველი ოფიცრები პოლონეთში.

საქართველოს ტელევიზიის მიერ 1937 წლების რეპრესიებზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალში. არიც ცნობა, რომ 1930-იან წლებში კგბ-მ დაატყვევე თბილისში, აწამა და მოკლა ექიმი გიორგი მამალაძე.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ახსენებს მამალაძეს აგარის სოფსაბჭოს ძველ ზუკალიაში. ესენი უნდა იყვნენ ქართველი მუსულმანები, 1939 წლისათვის მცხოვრებნი ახალციხის რაიონში („მესხეთი / ქართველების გამაჰმადიანება“, თბილისი, 2008, გვ. 40). 

შალვა მაღლაკელიძე თავის მოგონებებში იხსენებს: „ფრიდონ (წულუკიძესთან) ერთად არის მამალაძე, ისიც კავალერისტი, იშვიათად უკრავდა „გარმოშკაზე“, ე. ი. მოქეიფენი არიან, მათთან ერთად არის კიდევ დანელია“ („ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში“, გამოსაცემად მოამზადა ვიქტორ რცხილაძემ, თბილისი, 1994, გვ. 192).

ამავე წიგნში ნახსენებია ჟერომი მამალაძე, რომელიც სხვა 10 ქართველთან ერთად ტყვედ იყო იტალიის საკონცენტრაციო ბანაკებში (გვ. 579).

მხატვარ ვახტანგ მამალაძეს ჰქონია ჩანახატები სხვადასხვა ეკლესიების, მათ შორის, ხევის წმიდა გიორგის ეკლესიის. არის ვარაუდი, რომ ის დარბაზული ტიპის იყო. მოსაძებნია ნახატიც.

ჩემთვის ცნობილია არქიტექტორი მამალაძე

ენციკლოედია უნდა ვნახო

როგორც მახსოვს, ჩვენი მოგვარე დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში.

თხოვნით მივმართავ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია სხვადასხვა დამსახურებული მამალაძეების შესახებ. გთხოვთ მომაწოდოთ, და თქვენი სახელით იქნება დამატებული წინამდებარე წერილს.

ასევე, კარგი იქნება, თუ მამალაძეების გარდა, ინფორმაციებს მომაწვდით სხვა გვარის ხეველების შესახებ.

...

არქეოლოგიური კვლევა არის ჩასატარებელი სოფელ ხევში (სადაც ახალბრინჯას ხანის განძია აღმოჩენილი ხევში, სატობიეს ღელესთან. განძი ინახება ჩოატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), განსაკუთრებით სკოლის ეზოში და მის გაშემო, სადაც იდგა, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. და სხვა ადგილებში.

კარგი იქნება, მოვიძიოთ პიესა „ბუღარა მამალაძე“. თუ მისი დადგმა განხორციელდება რომელიმე თეატრის სცენაზე - მთლად უკეთესი.

...

იური სიხარულიძეს თავის წიგნებში:

 „სახალხო გმირები“, 1995 წელი. მთელი თავია ბუღარაზე გვ. 17. აქვეა ნაწყვეტები ერთ-ერთი ხალხური ლექსიდან ბუღარაზე.

გარდა ამისა, სხვა სახალხო გმირების ამბების თხრობისას არის ნახსენები ბუღარა: ბუკარია ადეიშვილთან გვ. 4-5; ივანე ბარამიძესთან გვ. 6-7; დავით გურგენიძესთან გვ. 13; ოტია რამიშვილთან გვ. 22; ივანე ფარეშთან გვ. 25. იქვე ლექსია ივანეზე და ამ ლექსშია ნახსენები ბუღარა;

ბუღარა მამალაძე მოხსენიებული ჰყავთ

მამია დუმბაძეს (ი. სიხარულიძის მიხედვით აღნიშნული წიგნიდან. გვ. 19):

გიორგი კეკელიძეს (იქვე);

ომეხი უჯმაჟურიძეს (იქვე);

ჭიჭიკო მამალაძეს (იქვე);

შეიქმნა სიმღერა (დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ (იქვე)

დაიწერა პიესა (დრამატურგი მიხეილ ჯაფარიძე (იქვე)

 მანანა ხომერიკს, რომელმაც გამოსცა იაკინთე ლისაშვილის „გურული ესკიზები“, რედაქტორის ბოლოსიტყვაში ის ახსენებს თურქებთან მებრძოლ „კიჩილა“ ხომერიკს, რომელმაც  მიაძახა მტრებს
„თურქებს გადაეცი, აქეთ მე ვარ, იქით კი ბუღარა მამალაძეო“ (იაკინთე ლისაშვილი, „გურული ესკიზები“, რედაქტორ-გამომცემელი მ. ხომერიკი, თბილისი, 2005, გვ. 27).

აქვე გთავაზობთ, გ. მამალაძის (აბათ გიორგი მამალაძე) მიერ ჩაწერილ ლექსს ბუღარაზე

 

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq