საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კოლხური კოშკის ციხისთავი
გაიოზ მამალაძე

მისივე ანდერძის მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდია დაკრძალულია კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში, იმიტომ, რომ არ უნდოდა ილიას მკვლელების გვერდით დაეკრძალათ.

ისე, კოლხური კოშკი იმავე მთის – მთაწმინდის დასავლეთ ფერდობზეა, რომელზეც ბოლო ასწლეულის ქართული მწერლობისა და ეროვნული მოძრაობის ყველაზე უმთავრესი პერსონები განისვენებენ, მათ შორის მისი სათაყვანებელი ვაჟი და სულიერი შვილი – ზვიადი და მერაბი (ილისა მკვლელები კი მოაშორეს იქაურობას).

ქართველი მკითხველისათვის, ზოგადად ქართველი კაცისათვის კოლხური კოშკის ეზო, – მას მერე რაც იქ დასახლდა უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გამორჩეული კოლხი (რა თქმა უნდა, კოლხი და იბერი ერთი და იგივეა), – ისეთივე შარავანდედითაა მოსილი, როგორც ჩვენი ტკბილი და უძვირფასესი მთაწმინდა. იქ, კოლხურ კოშკშიც, იქმნებოდა მეოცე საუკუნის საგმირო ეპოსი, იქ ცხოვრობდა ახალი დროის დიდოსტატი, შემოქმედი არა მარტო დიდი ლიტერატურული ნაწარმოებებისა, არამედ მატარებელი ქართული იდეოლოგიისა და კიდევ, მოძღვარი ახალი ქართული ეროვნული მოძრაობის მზეჭაბუკების – ზვიადისა და მერაბისა, და მათი თანამზრახველებისა, თაობათა და თაობათა გაგრძელებაში…

ბევრჯერ მითქვამს, შესაძლოა რომელიმე მრავალრიცხოვანი და კმაყოფილი ერის დიდი მწერალი იყოს ეროვნული ნიჰილისტი, გულგრილი თუ „ნეიტრალური“ ეროვნული „პრობლემატიკის“ მიმართ, მაგრამ საქართველოში ეს ოდითგანვე შეუძლებელი იყო, იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლოს წინაშე მუდამ იდგა რომელიმე დიდი ამოცანა – ან გადარჩენისა ან სხვა ხალხთა, ანუ ღვთის სამსახურისა.

ჩვენ მუდამ გადარჩენისთვის ვიბრძოდით… მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ გადარჩენა, ჩვენ გვინდოდა იმ ერთი ლამაზი, ქართული ფერის შენარჩუნება ხალხთა უთვალავფერიანი სამყაროსთვის, რომელიც, კაცთათვის ღვთის მიერ იყო მოცემული…

ეს ერთი „ფერი“, ერთი ერი კი, ჩვენი წარმოდგენით, სწორედ უფლის საქმეთათვის ერთ-ერთი ყველაზე თავდადებულია, ღმერთისთვის რაღაც სამსახურის გამწევია, მისიის მატარებელია – მუდამ გვწამდა ჩვენ, და ამიტომ განსაკუთრებით ვცდილობდით, ღვთიური ფერი, იერი შეენარჩუნებინა ჩვენს ერს…

დამარცხების ხანს, ჩვენი წინაპრები ჩაიკეტებოდნენ ხოლმე კოშკებში და ციხე-სიმაგრეებში. მერე იქიდან არა მარტო ისრებს უშენდნენ მტერს და კუპრს ასხამდნენ, არამედ მომხვდურისათვის გულისმომკვლელ ლექსებს ქმნიდნენ ან წინაპრების სიმღერებს მღეროდნენ პროფეტული ოპტიმიზმით და ახალ მზეჭაბუკებს ზრდიდნენ.

სწორედ ამგვარი მისტერიის ციხე-გალავანია კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკი.

ძალიან უნდოდათ ნანგრევებად ექციათ…

ხშირად ნანგრევები უფრო მეტის მთქმელია, უფრო მეტის მქმნელია, უფრო მეტის შემძლებელია, ვიდრე გაზულუქებულთა და ნიჰილისტთა, თუ მომხვდურთა სასახლეები და ოფისები…

დღესაც დგას კოლხური კოშკი, როგორც ძველი და ახალი, უფრო სწორად, მომავალი საქართველოს ერთიანობის იდეური სახე და დღესაც აღაფრთვანებს ახალგაზრდობის გულებს…

საბედნიეროდ, მე ვიცნობ ასეთებს…

და იქვე, მის ეზოში, ხალხის თვალთაგან მოფარებულ ადგილას, გალავანს იქეთ განისვენებს დიდოსტატი, კოლხური კოშკის ციხისთავი…

დიდოსტატი არა მარტო კალმისა, არამედ გულთა აღფრთოვანებისა, თაობათა აღზრდისა, ალგეთელი ლეკვების წვრთნისა…

 ღმერთმა აცხონოს დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სული!

დღეს და მომავალში ყოველი დღე, მისი გამარჯვების დღე იქნება, როდესაც გავიხსენებთ, თუნდაც, ტეტრალოგიას „დავით აღმაშენებელი“, ან ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი ტაძრის, უფლის კვართის სავანის – სვეტიცხოველის ქებას: „ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია…

ან თუნდაც ამ სიტყვებს:

„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწა
ვლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან.

არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი:

“შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”…

ან თუნდაც ამ წერილს ვაჟისადმი:

“… ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შესძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრება რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი. შენი მამიკო. 1955.”

დიახ, მომავალი თაობები შეითვისებენ ამ სიტყვებს, და ამიტომ, მისი გამარჯვების დღეები მრავლად იქნება. მისი და ქართველთა მომავალი თაობებისა!..

ახლა, მოკლედ, გავიხსენოთ დიდი მწერლის ბიოგრაფია.

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 3 (ახალი სტილით 15) მაისს სოფელ ძველ აბაშაში.

1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშე. დიდი წვლილი შეიტანა ჰამბურგიდან 3000-მდე ტყვედ ჩავარდნილი ქართველების შეკრიბისა და სამშობლოში ჩამოყვანის საქმეში.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლიდან მონაწილეობდა პატრიოტულ მოძრაობაში. რამდენჯერმე იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. კონსტანტინე გამსახურდია გარდაცვალების მერეც რეპრესირებული იყო. ჩვენს ბავშვობაში, რომ შეხვიდოდი წიგნების მაღაზიებში თუ ბიბლიოთეკებში, ვერ ნახავდი კონსტანტინეს სურათს, ისევე როგორც გრიგოლ რობაქიძისას. გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იყო… პრინციპში,ასევე გასაგები იყო კონსტანტინე გამსახურდიას შემთხვევაშიც ყველაფერი..

კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1909 წელს, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. იყო რედაქტორი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ. ტაბიძესა და ლ. ქიაჩელთან ერთად), “ილიონი”, „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.

ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "გოეტეს ცხოვრების რომანი", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის ყვავილობა"; ასევე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეტეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი – „ჯოჯოხეთი“ კონსტანტინე ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს, ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq