საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ეკონომიკური ვითარება საქართველოში (მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი) - ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან
ნინო ჩუთლაშვილი, მარი ჭოჭუა
ნინო ჩუთლაშვილი, მარი ჭოჭუა
ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                      ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტი                                         მიმართულება: ეკონომიკა

საკონფერენციო ნაშრომი თემაზე: 
ეკონომიკური ვითარება საქართველოში (მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი)

მომხსენებლები: 
ნინო ჩუთლაშვილი (20 წლის)                      მარი ჭოჭუა (19 წლის)
II კურსი
თბილისი 2016

შ ი ნ ა ა რ ს ი 
საქართველოს ეკონომიკა,როგორც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ნაწილი

90-იანი წლები საქართველოში

დ  ა  ს  კ  ვ  ნ  ა

გამოყენებული ლიტერატურა


საქართველოს ეკონომიკა,როგორც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ნაწილი

მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო გამოირჩევა უძველესი კულტურითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, რომლის განმავლობაშიც ერთმანეთს პერიოდულად ენაცვლებოდა ექსპანსია და რეცესია. ბუნებრივია, ქვეყნის ისტორიულ განვითარებაზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესოა გასული საუკუნის საქართველოს ეკონომიკა, რომელმაც მოცემულ პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პერიოდი ხასიათდება სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ძვრებითაც. 

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა საბჭოთა კავშირის გეგმური ეკონომიკის ნაწილი გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ რამდენიმე წელიწადში ომამდელ დონეს გადააჭარბა. მწყობრში ჩადგა ახალი მსხვილი საწარმოები, ჰიდროელექტროსადგურები, შახტები, სარწყავი არხები და სხვა. მაგრამ ამასთან ერთად ხელისუფლება კვლავ მძიმე იდეოლოგიური პრესის ქვეშ ამყოფებდა საზოგადოებას. ისევ იწყება რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა (1953).

60-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო ეპოქა, რომელსაც შემდეგ „უძრაობის“ პერიოდი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მიმდინარეობდა „კომუნიზმის“ გრანდიოზული მშენებლობები, სახელმწიფო მეთაურების სიტყვები ახალ–ახალი მიღწევების შესახებ სულ უფრო ცილდებოდა რეალობას. იზრდებოდა კორუფცია. საქართველოში, ისევე როგორ სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებში ფართოდ ვრცელდებოდა „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, რაც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის ქვეყანაში ეკონომიკის ობიექტური კანონების უგულებელყოფის შედეგი იყო.  

საბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა მხოლოდ მიწოდების არსებობა და მოთხოვნის არარსებობა. ამ ბაზრების არსის გასაგებად, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ამ ტიპის ეკონომიკის ძირითად თავისებურებათა განხილვა:  

• საბჭოთა იმპერიამ თავიდანვე საფუძველი ჩაუყარა ე.წ. ნატურალური ტიფის ეკონომიკას, სადაც პრაქტიკულად გამორიცხული იყო საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და ყოველივე ის, რაც საჭიროებას წარმოადგენდა მომხმარებლისთვის, მის შიგნით იწარმოებოდა. უმტავრეს ეკონომიკურ დოქტრინად ეკონომიკის გეგმაზომიერი განვითარება იქნა აღებული.


• კონკურენციის საყოველთაო უარყოფისა და ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონის პირობებში საბჭოთა იმპერიაში წარმოებული წარმოების საშუალებები ხარისხობრივი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.


• საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე მიწა და კაპიტალი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, შედეგად დაიწყო ნაციონალიზაციის პროცესი.

• ეკონომიკის გაძღოლის მბრძანებლურ–ადმინისტრაციულმა მეთოდებმა ადამიანები სახელმწიფოსადმი უშუალო დამოკიდებულებაში ჩააყენა, რაც შრომის არაეკონომიკურ იძულებაში გამოიხატა.

საზოგადოებრივ–ეკონომიკური სისტემის ეს ოთხი ნიშანი ერთობლიობაში იძლევა საშუალებას, რომ მთლიანად სისტემა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო მონოპოლისტური ფეოდალიზმი.

80–იანი წლების დამდეგისათვის უმრავლესობისათვის უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა წყობილებას მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა. საბოლოოდ, 1991 წელს სისტემა დაინგრა. პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის ურთულესი ამოცანა გახდა კომუნისტურ პერიოდში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების საბაზრო ინსტიტუტებად გარდაქმნა.

90-იანი წლები საქართველოში

XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში, რომელიც გეგმურეკონომიკას ეფუძნებოდა, ეკონომიკის დაბალი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარდა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მართვის პირდაპირი ადმინისტრირების დონის შესუსტებას ემსახურებოდა. გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური ტიპის მმართველობაზე დაფუძნებული მბრძანებლური ეკონომიკა არაკონკურენტუნარიანობის გამო დაინგრა და ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში დღის წესრიგში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა დადგა, რაც საბაზრო ტიპის ეკონომიკური რეფორმების გატარებას გულისხმობდა. ეს უკანასკნელი ემსახურებოდა შემდეგი მიზნების მიღწევას:

1. მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია;2. ფასების ლიბერალიზაცია;3. საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმდინარე ოპერაციების მიხედვით კონვერტირების უზრუნველყოფა;4. საწარმოთა რეფორმა, უწინარეს ყოვლისა, პრივატიზაციის გზით;5. დაზღვევაზე დაფუძნებული სოციალური დაცვის ქსელის შექმნა;6. საბაზრო ეკონომიკის ინტსიტუციურ-სამართლებრივი სტრუქტურის (და მასში საბაზრო ფინანსური სისტემის) ფორმირება.

თუმცა ეკონომიკური რეფორმების გატარება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, რადგან არ არსებობდა პოლიტიკური გარანტია და ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის საკუთარი ძალებით. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილი ქვეყნის წინაშე მრავალი ეკონომიკური ხასიათის პრობლემა წამოიჭრა. ყველაზე დიდი სირთულე კი, რაც ეკონომისტთა წინაშე დადგა, ის იყო, რომ მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლის თეორია არ არსებობდა, რაც შეცდომების დაშვების ალბათობის ზრდას უწყობდა ხელს. 

როგორც პრაქტიკოსი რეფორმატორები, ისე მეცნიერ-ეკონომისტები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: პოსტკომუნისტურ ეკონომიკურ რეფორმებში „შოკის“ მომხრეებად და „გრადუალისტებად“ 1. პოლონეთის ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველომ დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე „შოკური თერაპიის“ მეთოდით გადასვლა, რასაც სათავეში ჩაუდგა ვიცე-პრემიერი რომან გოცირიძე. ამ მეთოდის რეალიზაცია სახელმწიფოში, სადაც ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტები მიზანმიმართულად არ გამოიყენება,  წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამ დებულების ჭეშმარიტებას, სამწუხაროდ, საქართველოს იმდროინდელი გამოცდილებაც ამტკიცებს. ამის მაგალითია „ბალცეროვიჩის გეგმა“ 2 , რომელიც 1992 წელს ქვეყანაში დამახინჯებით გატარდა.  

1993 წელს აუცილებლობა გახდა დროებითი ვალუტის შემოღება, რადგან ვერ ხერხდებოდა ფულის ნიშნების რუსეთიდან ჩამოტანა. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ქართული კუპონის გამოშვება, რომელმაც მოსახლეობის ნდობა ვერ მოიპოვა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ქართული კუპონი თავიდანვე არ გამოცხადდა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად.

1993-1994 წლებში პარლამენტის წინასწარ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს არ გააჩნდა და მთავრობა გაწეულ ხარჯებს ძირითადად ეროვნული ბანკიდან აღებული კრედიტებით აფინანსებდა, რის შედეგადაც 1994 წლის შემოდგომისთვის ოფიციალურად 1 აშშ დოლარი 2,5 მლნ კუპონი ღირდა. ამავე პერიოდში ინფლაცია თვეში საშუალოდ 50-70%-ს აღწევდა, საშუალო ხელფასი 1,5 აშშ დოლარის, ხოლო პენსია 10 აშშ ცენტის ეკვივალენტი იყო.

1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა სამჯერ და მეტად შემცირდა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსოფრმაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც გეგმიურობიდამ ჰიპერინფლაციაზე გადასვლა (1994 წელს ინფლაციის წლიურმა დონემ 7 840 %-ს გადააჭარბა) 3 . 

1994 წლის მეორე ნახევარში კრიზისული მოვლენები შეჩერდა, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზე განახლდა. ამავე წლის ბოლოდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, მან გააუქმა საბანკო ანგარიშებიდან ფულის გატანის შეზრუდვა, კომერციულ ბანკებს ოვერდრაფტის რეჟიმში მუშაობა აეკრძალა. ამ ღონისძიებათა შედეგად 1995 წლისთვის 1 აშშ დოლარის კუპონში გაცვლის კურსი სტაბილურად 1,3 მლნ კუპონს შეადგენდა, ხოლო წლიური ინფლაცია 50%-ს მცირედით აღემატებოდა. 1995 წლის შემოდგომაზე კი ლარი, როგორც ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება შემოიღეს ბრუნვაში და დროში გაწელილი „შოკური თერაპიის“ სქემის რეალიზაციის შედეგად 5 წლიანი ეკონომიკური ვარდნა ზრდით შეიცვალა. აღნიშნულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 3 პროცენტმდე გაიზარდა, ხოლო 1996-1997 წლებში ეს მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 10-11%-ს შეადგენდა. 

90-იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთში მომხდარმა დეფოლტმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დინამიკაზე. საქართველოს მდგომარეობა, სხვა თანაბარ პირობებში, იმანაც დაამძიმა, რომ უკონტროლოდ შემოტანილი გაუფასურებული რუბლით ხდებოდა აშშ-ის  დოლარის ბანკნოტების რუსეთში გატანა და ასევე, გაიზარდა იაფფასიანი კონტრაბანდული ტვირთების იმპორტი. ყოველივე ამან საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა ლარის კურსზე. რუსეთის დეფოლტის უარყოფითი ზეგავლენის დაძლევის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გატარება, სამწუხაროდ, საერთოდ შეჩერდა.

დ  ა  ს  კ  ვ  ნ  ა

საბაზრო ეკონომიკური რეფორმების გატარების დაწყებიდან ორ ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხსენებული ექვსი მიზნიდან (იხ. გვერდი 5), მეტ-ნაკლებად წარმატებით, ექვსივე მიღწეულია და ამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი დასრულებულია. იმავდროულად, ისიც აშკარაა, რომ საქართველოში შექმნილი საბაზრო ეკონომიკა, სამწუხაროდ, შორსაა დასავლური, კერძოდ, ევროპული სტანდარტებისგან. თუ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებმა იმდენად წარმატებით ჩაატარეს ეკონომიკური რეფორმები, რომ დღეს ევროკავშირის წევრები არიან, საქართველო, სამწუხაროდ, შედის იმ „აუტსაიდერ“ პოსტკომუნისტური ქვეყნების ჯგუფში, რომელთაც ევროპული ტიპის კაპიტალიზმის ნაცვლად ე.წ. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმი შექმნეს 4 .

საქართველოს ისტორიულად გააჩნია მისწრაფება იყოს ევროპის არამარტო გეოგრაფიული ნაწილი. სამწუხაროდ, გასულ საუკუნეებში ასეთი სურვილის ცალმხრივობის გამო მისი აღსრულება ვერ მოხერხდა. იმისათვის, რომ ევროპის ნაწილად იქცე, მხოლოდ სურვილი სულაც არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ აუცილებელი პირობაა. საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს აღიარებულ დასავლურ სტანდარტებს და მისი შემოერთება ევროპისთვის ეკონომიკურადაც ხელსაყრელი უნდა იყოს. 

გამოყენებული ლიტერატურა

• „საქართველოს ეკონომიკა“, ვლადიმერ პაპავა, 2015 წელი;• „არატრადიციული ეკონომიკსი“, ვლადიმერ პაპავა, 2011 წელი;• „ პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა“, ვლადიმერ პაპავა, 2005 წელი;• „საქართველოს ისტორია, მოკლე ნარკვევი“, გიორგი ანჩაბაძე, 2005 წელი, http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1875/1/saqarTvelos_istoria.pdf• „საქართველოს ისტორია, მეოცე საუკუნე“, ივანე ჯავახიშვილი, http://www.bu.org.ge/x2254?lang=geo&navBack


----
1 -  გრადუალ - თანდათანობითი
2 - „შოკური თერაპიის“ თანამედროვე, კლასიკური სქემა, რომელსაც ეს სახელწოდება ეწოდა პოლონელი ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის პატივსაცემად.
3 -  ხადური, 2010, გვერდი 71
4 -   ვ. პაპავა, 2002; პაპავა, ბერიძე 2005 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq