საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ელიას კანეტი - „ეროვნული სიმბოლოები“
გაიოზ მამალაძე


მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი მწერლის, დრამატურგის, კულტუროლოგის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ელიას კანეტის ესეს - „ეროვნული სიმბოლოები“. 

ელიას კანეტი დაიბადა 1905 წლის 25 ივლისს ოსმალეთის იმპერიის ქალაქ რუსჩუკში (ამჟამად რუსე, ბულგარეთი). წარმოშობით იყო ებრაული, სეფარდული, - პირინეის ნახევარკუნძულიდან გაფანტული ებრაელების, - ოჯახიდან, რომელშიც ლადინოზე (ესპანურთან დაახლოებული ენა) საუბრობდნენ. მეთხუთმეტე საუკუნეში პირინეის ნახევარკუნძულიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან განდევნის მერე, სეფარდების ნაწილი გაიფანტა, ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკაში დასახლდა და შეერია იქაურ ებრაელებს, ზოგი კოლუმბთან ერთად გაემგზავრა ახალ მიწებზე, ნაწილი საფრანგეთში, ჰოლანდიაში, მცირე აზიაში, აპენინებზე და სხვაგან გადასახლდა. თურქეთის იმპერიის ტერიტორიაზე გადასახლებულებმა შეინარჩუნეს ლადინო ენა. 

ელიას კანეტიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა ბულგარეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1938  ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსისადმი (გერმანიისათვის სწრაფი შეერთება) პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და ჯერ პარიზში, შემდგომ კი ლონდონში გადასახლდა. რა თქმა უნდა, ჰიტლერის პოლიტიკას არ ვიწონებთ, მით უმეტეს რასისტურ თეორიას და იმპერიალიზმს, მაგრამ, ავსტრია, რომ გერმანიის ნაწილია, ფაქტია. 1952 წლიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო. 
ელიას კანეტი ნაწარმოებისთვის "დაბრმავება" 1981 წელს გაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დაგში. 
ელიას კანეტი გარდაიცვალა 1994 წლის 13 აგვისტოს. 

ელიას კანეტისეული დახასიათებანი სხვადასხვა ეროვნებისა, ძალიან საინტერესოა. მაგალითად ინგლისი საზღვაო სახელმწიფოდ ითვლება გეოპოლიტიკაში, ჰოლანდიაც საზღვაო სახელმწიფო გახლდათ, და ამან ძალიან იმოქმედა მათ ხასიათზე. თუ მათმა ხასიათმა განსაზღვრა ეს. გერმანელები, მეომარ ხალხად ითვლებოდნენ ყოველთვის, მათ ეროვნულ თვითშეგნებაში კი ბუნებას უდიდესი ადგილი უკავია. კარგადაა დახასიათებული შვეიცარიის ფენომენი, ებრაელები და სხვა... 

მკითხველებს ვთავაზობთ ასევე მოკლედ დაგვიხასიათონ ქართველები, გნებავთ სხვა ეროვნებები და გამოგვიგზავნონ (gaiozmamaladze@yahoo.com). საუკეთესო ვარიანტები გამოქვეყნდება. 

ელიას კანეტი

ეროვნული სიმბოლოები 

ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ კონკრეტულ ერს მიეკუთვნება, მარტოხელად არ იგრძნობს თავს. ერს, რომლის თანაზიარიც ადამიანია, აქვს თავისი მასობრივი სიმბოლო. ამ სიმბოლოს მუდმივობით, იმით, რომ იგი ყოველთვის საჭირო მომენტში წამოტივტივდება ხოლმე, გამოიხატება ერის თვითშეგნების უწყვეტობა. 
შევეცდებით ზიგიერთი ერის დახასიათებას მათი სიმბოლოების მეშვეობით. 

ინგლისელები. 

უფრო გონივრული იქნება, თუ ისეთი ერით  დავიწყებთ, რომელიც თავის თავზე არ ყვირის, მაგრამ, ეჭვსგარეშეა, დღეს დედამიწაზე არსებულ ხალხთაგან ყველაზე უფრო მტკიცე ეროვნულ გრძნობას ავლენს. ეს ერია ინგლისელები. ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ინგლისელისთვის ზღვა. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, როგორ კავშირშია ერთმანეთთან ინგლისური ინდივიდუალიზმი და ინგლისელთა  დამოკიდებულება ზღვასთან. ინგლისელი თავის თავს ხედავს გემზე, ადამიანთა ჯგუფთან ერთად. იგი კაპიტანია. მის ირგვლივს და მის ქვეშ კი ზღვა არის. იგი თითქმის მარტოა, მრავალი თვალსაზრისით ეკიპაჟისგანაც კი იზოლირებულია, ვინაიდან კაპიტანია. მაგრამ ზღვაზე მბრძანებლობს და ამაშია გამოხატული მთელი მისი არსი. 

ჰოლანდიელები.  

ჰოლანდიას მოუხდა ზღვისთვის წაერთმია მიწა, ვიდრე მასზე დამკვიდრდებოდა. ნაპირი იმდენად დაბალი იყო, რომ საჭირო გახდა ზღვისგან მისი კაშხლით დაცვა. მამაკაცთა მასა თვითონაც დაემსგავსა კაშხალს. ისინი ყველანი ერთად დგანან ზღვის პირისპირ და კაშხალი მათ შეგნებაშიც განაგრძობს არსებობას. ჰოლანდიელებს აქვთ საოცარი და მარადიული უნარი იმისა, რომ საშიშროების ჟამს თავიანთი საზღვაო საზღვრები თავიანთ სულში დაიცვან. ჰოლანდიელისათვის საფრთხე მუდამ ზურგს უკანაა. მისთვის ზღვა არასოდეს დამორჩილებული სტიქიონი არ ყოფილა. იგი ბეჯითად კვალავდა მას ყველა მიმართულებით, მაგრამ როგორც კი სახლს დაუბრუნდებოდა, ყოველთვის შეიძლებოდა მისი მსხვერპლი გამხდარიყო. ჰოლანდიელს შეეძლო შეგ
ნებულად შემოებრუნებინა ზღვა თავის თავისვე წინააღმდეგ, ოღონდ კი ამით მტრის შეტევა მოეგერიებინა. 

გერმანელები. 

გერმანელთა მასობრივი სიმბოლო იყო ჯარი. მაგრამ ჯარი ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ჯარს. ეს იყო მარშით მიმავალი ტყე. მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში არ შემორჩენილა ტყის ისეთი ცოცხალი გრძნობა, როგორიც გერმანიაშია. აშოტილი ხეები, მათი სიმტკიცე და სიხშირე, მათი აურაცხელობა გერმანელის გულს ღრმა და იდუმალი სიხარულით ავსებს. იგი დღესაც იმ ტყეში ეძებს თავშესაფარს,  სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და გრძნობს, რომ ხეებთან ერთად არსებობს. აქ ას არაფრის არ ეშინოდა; მწყობრში იგი უშიშრად გრძნობდა თავს. ხეთა სისწორე და უდრეკობა სამაგალითო იყო თვის მისთვის. არ უნდა უგულებელვყოთ ტყის რომანტიკის ზეგავლენა გერმანელებზე. ამას ისინი ისისხლხორცებდნენ ასობით სიმღერასთან და ლექსთან ერთად და ტყეს, რომელზეც აქ იყო ლაპარაკი, გერმანული ტყე ეწოდებოდა. 

ფრანგები. 

ფრანგების მასობრივი სიმბოლო ისტორიულად ახალია.  ეს არის მათი რევოლუცია. ყოველ წელიწადს ზეიმობენ თავისუფლების წლისთავს.  ადამიანებს, რომლებიც, კაცმა რომ თქვას,  სულაც არ არიან უფრო თავისუფალნი და თანასწორნი, არ არიან ერთმანეთისთვის იმაზე უფრო ახლობლები, ვიდრე სხვა ქვეყნების მკვიდრები, შეუძლიათ ამ დროს ჩათვალონ,  მართლაც თავისუფალნი და თანასწორნი ვართო… წარსულის უაღრესად პოპულარული მოვლენა ფრანგების თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. ეს იყო ის დამახასიათებელი რამ, რაც მათ სხვებისგან განასხვავებდა… და როცა მოხდა სხვა რევოცულია  - რუსეთის, ფრანგების ეროვნულ განწყობილებაში სიცარიელე გაჩნდა. 
შვეიცარიელები. 

თუ არსებობს სახელმწიფო, რომლის ეროვნული მონოლითურობა არ შეიძლება სადავო გავხადოთ, ეს არის შვეიცარია. პატრიოტული გრძნობა შვეიცარიელებში უფრო ძლიერად არის განვითარებული, ვიდრე ერთ ენაზე მოლაპარაკე ერებში. ვერც ერთიანი ენის არქონამ, ვერც ქვეყნის შიდა ტერიტორიულმა დაყოფამ, ვერც სოციალური სტრუქტურების განსხვავებამ, ვერც რელიგიურმა საზღვრებმა და თვით ომებმაც კი, რომელთა ხსოვნა ჯერ კიდევ ცოცხლობს,- ვერაფერმა ვერ შეარყია შვეიცარიელთა ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობა… მთები – დაშორიშორებულ მწვერვალთა თხემები ქვემოთ ერთიან გიგანტურ სხეულად იკვრებიან. ეს ცოცხალი სხეული ქმნის ქვეყანას. 

ესპანელები. 

როგორც ინგლისელი ხედავს თავის თავს კაპიტნად, ისე ხედავს ესპანელი თავის თავს მატადორად. მაგრამ ზღვის მაგივრად ხართან შეჭიდებულ ადამიანს გარს აღტაცებული ხალხი ახვევია. მხეცი, რომელიც მან უნდა განგმიროს კეთილშობილი ხელოვნების ყველა წესის დაცვით, ლეგენდიდან მოსული ვერაგი ურჩხულია. მებრძოლი შიშმა არ უნდა შეიპყროს: აქ თავდაჭერილობა ყველაფერია. ათასობით თვალი უჭვრეტს და განსჯის მის ყოველ მცირე მოძრაობას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს დრომდე შემორჩენილი რომაული არენა… 

იტალიელები. 

იტალია შეიძლება იმის მაგალითად გამოდგეს, თუ როგორ უჭირს ერს, რომლის ქალაქები დასახლებულია წარსული დიადი მოგონებებით, როგორც აჩრდილებით და დღევანდელობა არეულია ამ მოგონებებში. ამფითეატრი კარგად შემონახული ნანგრევებია, მაგრამ მის შიგნით ადამიანი მიტოვებულად და უსარგებლოდ გრძნობს თავს.  სამაგიეროდ მეორე რომს – წმინდა პეტრეს რომს – სულაც არ დაუკარგავს თავისი ადრინდელი მიმზიდველობა. 

ებრაელები. 

არ არსებობს ხალხი, რომლის გაგება უფრო ძნელი იყოს, ვიდრე ებრაელებისა. ისინი მთელ დედამიწაზე დაიფანტნენ, როცა საკუთარი სამკვიდრო დაკარგეს. რაში გამოიხატება  მათი განსაკუთრებულობა, რა ხდის მათ ებრაელებად, რა არის ის მთავარი რამ, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებს, როცა ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან: “მე ებრაელი ვარ!” ეს მთავარი რამ მათი ისტორიის დასაწყისს  უკავშირდება და უცნაურად მეორდება მთელი ისტორიის მანძილზე: ეს არის ეგვიპტიდან გამოსვლა. უდაბნოში წლობით მოხეტიალე ხალხის სახება იქცა ებრაელთა მასობრივ სიმბოლოდ. იგი ისეთივე ნათელი და ხელშესახები რჩებოდა, როგორიც უძველეს დროს იყო. ხალხი თავის თავს ერთად ხედავს ჯერ კიდევ მანამდელს, ვიდრე დაიფანტებოდა, ხედავს თავის თავს გზაში, ხეტიალში, ამ მდგომარეობაში მყოფი იღებს იგი თავის კანონებს. მის წინაშე იკვეთება მიზანი, რომელიც მთელი მასისთვის საერთოა…

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq