საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რატომ არ აწყობს საქართველოს ორპალატიანი პარლამენტი
ნოკა მამალაძე

1921 წლიდან მოყოლებული საქართველოში განხილვის საგანი იყო, თუ რამდენად შესაძლებელი და გონივრული იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში ორპალატიანი პარლამენტის, იგივე ბიკამერალიზმის, დამკვიდრება. ზოგადად, პარლამენტის პალატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობასა და დემოგრაფიულ მრავალრიცხოვნებაზე. ბიკამერალიზმი ყველაზე მეტად პერსპექტიულია ტერიტორიულად დიდ, ფედერალური მოწყობის სახელმწიფოებში, ვინაიდან პარლამენტის ზედა პალატა ორიენტირებულია რეგიონულ ინტერესებზე და ამიტომაც მის შემადგენლობას ქმნიან სახელმწიფოში არსებული თითოეული ფედერაციის (ან კონფედერაციის) სუბიექტის წარმომადგენლები - პლურალისტული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წევრები. ისინი აბალანსებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. ზედა პალატა, როგორც წესი, აირჩევა მაჟორიტარული წესით. რაც შეეხება ქვედა პალატას, ის ძირითადად პარტიული სიებით ყალიბდება.

საქართველოში 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად დღევანდელი რედაქციის კონსტიტუციის მესამე თავში საქართველოს პარლამენტის შესახებ განმტკიცდა კონსტიტიუციური კანონი (37-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“. კონსტიტუციის ეს მუხლი ცალსახად მოკლებულია გონივრულობას.

ბიკამერალიზმი მიღებულია დიდ და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებში. მეტიც, ზოგიერთი ასეთი სახელმწიფოც, მაგალითად უკრაინა, თურქეთი და სხვ., ერთპალატიანი პარლამენტით შემოიფარგლება. ოთხ მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველოს მსგავსად დემოგრაფიულად მცირერიცხოვანი სახელმწიფოსათვის ორპალატიანი პარლამენტის აუცილებლობა არ არსებობს.

საქართველოში ბიკამერალიზმის არაპერსპექტიულობის ერთ-ერთი მარტივი მიზეზი არის აგრეთვე ფინანსური მხარე. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისეთი სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა, პარლამენტის ორი პალატის არსებობა დიდი ფუფუნებაა - ზედა პალატის შენახვა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. მისი ასეთი ხარჯები მისივე შედეგიანობასთან შეუსაბამო იქნება ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობაში, ამიტომაც არაგონივრული უნდა იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის მოხმარება ისეთი საკითხისათვის რაც, არა თუ მხოლოდ უპერსპექტივო, არამედ ამავდროულად საფრთხის შემცველიცაა.

საქართველოში ბიკამერალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტში ზედა პალატის არსებობა სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის - უნიტარიზმის ფედერალიზმით ჩანაცვლების საჭიროებას არ ქმნის. ამ შემთხვევაში მით უმეტეს კარგავს აზრს პარლამენტში ზედა პალატის არსებობა, რადგან, ზოგადად, ის პერსპექტიული და შედეგის მომცემი არის მხოლოდ ფედერალური მოწყობის პირობებში, როდესაც ფედერალური სუბიექტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხელშეკრულებით შეთანხმებულნი არიან, რომ შედიან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაში, თუმცა გააჩნიათ დამოუკიდებლად არსებული გარკვეული სახის უფლებები.

როგორც წესი, ორპალატიანი პარლამენტი გვხვდება სახელმწიფოებში, რომლებიც წარმოადგენენ მაქსიმალურად ერთიან დემოგრაფიულ სივრცეს ეთნიკური თვალსაზრისით ან უბრალოდ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სეპარაციულ-სეცესიური განწყობებისა და ინტერესების რეალური საფრთხე არ არის მოსალოდნელი, არ ემუქრებათ მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებული პროვოკაციები შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების გზით და ა.შ. მაგალითისათვის ავიღოთ გერმანია, სადაც არ არსებობს სეცესიისადმი მიდრეკილება. გერმანიას არ ჰყავს მისი მიწების მიტაცებისა თუ დაშლის მოსურნე მეზობლები, და, ჰიპოთეტურად, რომც ჰყავდეს, მათ ამ მიზნების განსახორციელებლად არც საყრდენი ექნებოდათ მრავალრიცხოვანი, კომპაქტურად დასახლებული არაგერმანული ეთნიკური ჯგუფების სახით. იმავეს თქმა შეგვიძლია აშშ-ს შესახებაც. აქ ისტორიულად, სხვადასხვა შტატების შეკავშირების შედეგად, ჩამოყალიბლა ერთი - ამერიკელი ერი, შესაბამისად, აშშ-ში არ არსებობს რაიმე საფრთხე დემოგრაფიული, და ამავდროულად გეოპოლიტიკური, თვალსაზრისით, რაც აშშ-ს სახელმწიფოებრივ ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. 1776 წელს ცამეტმა ამერიკულმა შტატმა, როგორც ამერიკულმა ნაციამ, მიაღწია დამოუკიდებლობას, მოგვიანებით კი მათ შეუერთდნენ სხვა შტატებიც.

გერმანია და აშშ ძლიერი და მტკიცე სახელმწიფოები არიან, რომელთათვისაც საფრთხეს არ წარმოადგენს თანაბარუფლებიანი ფედერალური სუბიექტების არსებობა, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები და ამბიციები, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სეპარატიზმისა და სეცესიისთვის შიდა თუ გარე დესტრუქციული ძალების მიერ.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა ტერიტორიული ერთიანობის საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც მას არც ბერკეტები გააჩნია და არც გეოპოლიტიკური მდებარეობა უწყობს ხელს. ამის მაგალითია აფხაზეთში 1992 წელს წამოწყებული სეპარატიული მოქმედებები იქ არსებული უმაღლესი საბჭოს ანტიქართული ნაწილის მიერ და მათ მიერ „დამოუკიდებლობის“ სრულიად უკანონოდ გამოცხადება, რასაც ცენტრალურმა ქართულმა სახელმწიფომ რეალური წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ზოგადად, სახელმწიფოებრივი ერთიანობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს განსხვავებული ეთნოსის მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები, რომლებიც ესაზღვრებიან შესაბამისი ეროვნების სახელმწიფოებს. საქართველოს ისტორიაში ამის მაგალითი იყო სომხეთ-საქართველოს ომი. 1918 წელს სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირების გზით სცადა ჯავახეთის ტერიტორიის მიერთება, რომელიც სომხებით მჭიდროდაა დასახლებული. განსხვავებით ჯავახეთის ომისაგან, სომხეთმა გაიმარჯვა მთიანი ყარაბაღის ომში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაში შედიოდა. 1992 წელს აქ ჩამოყალიბდა დე-ფაქტო დამოუკიდებელი არცახის რესპუბლიკა.

რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს რეალობას, მსგავსი პრობლემის მაგალითია ჩრდილო ქართლის პრობლემური რეგიონი. სეპარატისტულმა ძალებმა იმდენს მიაღწიეს, რომ ხშირად საქართველოს ეს ტერიტორია შეცდომით „სამხრეთ ოსეთად“ მოიხსენიება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაშიც კი, რასაც ყველა ვიმედოვნებთ, მსგავსი რეგიონები მუდმივი მოფრთხილების ობიექტი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თავიდან წარმოიშვება დეცენტრალიზაციის პრობლემის საფრთხე, რაც, თავისთავად, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. პარლამენტში ზედა პალატის არსებობა კი ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი ნამდვილად არ არის.

აღსანიშნავია, რომ ბიკამერალიზმი არ არის ერთადერთი საშუალება ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად. მაგალითისათვის ავიღოთ 1991 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი, რომლითაც მან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 65 მანდატის კვოტირება მოახდინა 28 აფსუა-აფხაზზე, 26 ქართველსა და 11 სხვა ეროვნების წარმომადგენელზე. როგორც ვხედავთ, თუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგება საქართველოს იურისდიქცია, პარლამენტში ზედა პალატის შექმნის გარდა სხვა უფრო მეტად მიზანშეწონილი, გონივრული და ამავდროულად ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივები იარსებებს და შეიძლება გამოიძებნოს, რაც სრულებით დემოკრატიული და აგრეთვე ქმედითი იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უნიტარულ სახელმწიფოში თავისუფლად არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკებს ისედაც გააჩნიათ საკუთარი საკანონმდებლო ორგანო, რაც ჩვენი, როგორც უნიტარული ქვეყნის რეალობაში სრულებით საკმარისია, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს სულ ორი ავტონომია - აჭარისა და აფხაზეთის, ხოლო საქართველოს პარლამენტში ზედა პალატის შექმნის შემთხვევაში ის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიების წარმომადგენლებთან ერთად უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებით, რაც იქნება სრული ნონსენსი, ვინაიდან დღეს საქართველოს რეალობაში ამის საჭიროება არ არსებობს.

მსჯელობისას არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტორიც, რომ საქართველო ახლად დემოკრატიზებული სახელმწიფოა, დემოკრატიულ პროცესებში ჯერჯერობით „გამოუცდელი“, ამიტომაც ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროსაც, როგორიცაა პარლამენტში ზედა პალატის ჩამოყალიბება, გათვალისწინებული უნდა იქნეს უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები, რომლებიც არ გვირჩევენ ბიკამერალიზმს და ამის მიზეზად, ზემოთ უკვე ხსენებულ მიზეზებთან ერთად, ასახელებენ პრაქტიკულ გამოცდილებებს, რომლებიც გვიჩვენებს ზედა პალატის არსებობის შედეგად დასუსტებულ პარლამენტს.

საქართველოში ბიკამერალიზმის იდეის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სახეზე არ გვაქვს ზედა პალატის არსებობის „დროით ნაკარნახევი აუცილებლობა“, რაიმე კონკრეტული სახის პრობლემა, რაც მხოლოდ ამ გზით შეიძლება იქნეს მოგვარებული. თუ პარლამენტში იარსებებს ორი პალატა, ისინი უნდა იყონ თანასწორუფლებიანი, ამ შემთხვევაში კი კანონპროექტის მიღება ხშირად დროში გაწელილი პროცესია, რაც ხელისშემშლელია საკანონმდებლო ორგანოს ქმედითად ფუნქციონირებისთვის.

            საბოლოო ჯამში, მსჯელობისას გამოიკვეთა ბევრი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, რაც აჩვენებს, რომ ბიკამერალიზმი საქართველოსათვის სასურველ მოვლენას არ წარმოადგენს. როგორც უკვე ვახსენეთ, უნიტარული მოწყობის სახელმწიფოსათვის სავსებით საკმარისია ერთპალატიანი პარლამენტი, მეტიც საქართველოს პარლამენტში ზედა პალატის არსებობა იქნება არა მხოლოდ არასაჭირო, არამედ დამატებითი პრობლემების გამომწვევიც. 37-ე მუხლის პირველი ნაწილი არის კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ხარვეზი, ხოლო თვითონ ბიკამერალიზმის იდეა ქართულ სახელმწიფოებრივ რეალობაში - უდიდესი შეცდომა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq