საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დედოფალი ელისაბედ II 91 წლის გახდა
georoyal.ge

21 აპრილი მისი სამეფო უდიდებულესობის,  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღეა.

დედოფალი ელისაბედ II  უინძორი (Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი) —  ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდგომ, 1952 წლის 6 თებერვალს. მისი კურთხევა მოხდა 1953 წლის 2 ივნისს.

გარდა დიდი ბრიტანეთისა იგი გახლავთ თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა).

ასევე, ტრადიციისამებს დიდი ბრიტანეთის მონარქი არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

მომავალი დედოფალი 1947 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდა პრინც ფილიპეზე, საბერძნეთის ყოფილი მეფის კონსტანტინე II-ის ძმის, ანდრიას შვილზე. იმ დროს საბერძნეთს დანიური დინასტიის, გლიუკსბურგების გვარი მართავდა, რომელნიც მართლმადიდებლობას აღიარებდნენ. პრინც ფილიპეს დედა ბათენბერგის საგვარეულოდან იყო. 

პრინც ფილიპეს ამ ქირწინებისათვის მოუწია უარი ეთქვა დანიიისა და საბერძნეთის პრინცის ტიტულზე. მან შეიცვალა სარწმუნოებაც, ვინაიდან ბრიტანეთის ს

ამეფო ოჯახში, კანონით, მხოლოდ ანგლიკანური ეკლესიის მიმდევარი შეიძლება შევიდეს. ქორწინების შემდგომ მას  ედინბურგის ჰერცოგის წოდება მიანიჭეს. 

1948 წელს სამეფო წყვილს პრინცი ჩარლზი შეეძინა, ერთი წლის შემდეგ კი პრინცესა ანა. მათი მესამე შვილი, პრინცი ენდრიუ დაიბადა 1960 წელს.

2012 წელს დიდი ბრიტანეთში ზეიმით აღნიშნეს დედოფლის ტახზე ასვლიდან 60 წელი - ბრილიანტის იუბილე.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-29
მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (1558); წმ. ტიხონისა, ამათუნტელი ეპისკოპოსისა (425); მღვდელმოწამისა ტიგროს ხუცისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (დაახ. 404).
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq