საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მოციქულები და წმიდა მამები მეფობის შესახებ

ქვემოთ მოტანილია იმ მოციქულებისა და წმიდა მამაების გამონათქვამები სამეფო ხელისუფლების შესახებ, ვის დარიგებასაც მიჰყვება მთელი მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი:

           

პეტრე მოციქული:

”პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს”. (პირველი პეტრესი, 2 : 17).

პავლე მოციქული:

”დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.  

რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. (რომაელთა მიმართ,13 : 1-4).

წმიდა იოანე ოქროპირი:

”ღმერთმა მთავართა და მეფეთა ხელისუფლება დააფუძნა, როგორც საჭენი ხომალდის სამართავად”.  

“...დიდი მადლიერება უნდა აღვუვლინოთ ღმერთს იმისთვისაც, რომ  არსებობენ მეფენი და იმისთვისაც, რომ არსებობენ მსაჯულნი”.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი:

 “ნეტარია, ვინც დიდად დაშვრომილი ხელებით მიაგებს პატივს მეფეს  და მრავალთ ემსახურება ცხოვრების კანონად”.

წმიდა ისიდორე პელუსიოტი:

"სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია".

წმიდა გრიგოლ ხანძთელი:

”...ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვაჲ ესე: „სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ“. რამეთუ თქვენ, ხელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქვეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა ვჰყოფთ კეთილის ყოფასა ღმრთისასა ჩვენდა მომართ მეფობითა შენითა”.

წმიდა დიმიტრი როსტოველი:

”ქრისტიანი მეფის სახე და წოდება არის ცოცხალი ხატი და მსგავსება ცათა შინა მყოფი ქრისტესი”.

წმიდა სერაფიმე საროველი:

“უფლის თვალში არ არსებობს მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლებაზე უმჯობესი ხელისუფლება“.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-04-28
მოწამეთა: სუქიასი და მისთანა 16-თა ქართველთა: ანდრიასი, ანასტასისა, თალალესი, თეოდორიტესი, ივქირიონისა, იორდანესი, კონდრატესი, ლუკიანესი, მიმნეოსისა, ნერანგიოსისა, პოლიევქტოსისა, იაკობისა, ფოკასი, დომენტიანესი, ბიქტორისა და ზოსიმესი (100-130); მოციქულთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (დაახ. 67); მოწამეთა: ბასილისასი და ანასტასიასი (დაახ. 68); მოწამისა საბა გუთელისა (372).
მოციქულნი: არისტარქოს, პუდი და ტროფიმე
15 (28) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოციქულთა: არისტარქოს, პუდის და ტროფიმეს (+დაახლ. 67) ხსენების დღეს.
gaq