საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ჯვართამაღლება
4 (ახალი სტილით 27) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას - მსოფლიო ამაღლებას ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა.

306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს, ვინაიდან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავად მოინათლა და ყოველნაირად ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას...

მისმა ღვთისნიერმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, თავისი სურვილით და ძე-იმპერატორის ნებით იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ჯვარზე მიამსჭვალეს ქრისტე.

სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ აღემართა ცხოველი ჯვარი.

პატრიარქმა და სხვა მამებმა აღმართეს ჯვარი. ისევ აღსრულდა არა ერთი სასწაული. ბევრმა ირწმუნა ქრისტე, მათ შორის მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელიც დაეხმარა ელენე დედოფალს წმინდა ჯვრის მოძიებაში.

ეს ის წმინდა დედოფალი ელენეა, რომლის შესახებაც იოანე-ზოსიმე გვეუბნება: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, რომელნი არიან ორნი დანი“. ქართველთა შორის ქრისტიანული რწმენის განმტკიცების საქმეში წმინდა ნინოს, მირიან მეფესა და ნანა დედოფალს დაეხმარნენ ელენე დედოფალი და მისი ძე, იმპერატორი კონსტანტინე, რომლებმაც ჩვენს მეფეს ძღვნად გამოუგზავნეს წმინდა ჯვრის ნაწილი და წმინდა სამსჭვალი.

იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, იგი გარდაიცვალა 327 წელს. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მომდევნო დღეს კი - 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამავე დღეს იხსენიება სხვა დიდი მოვლენა. იმპერატორ ფოკას დროს (602-610) სპარსეთის მეფე ხოსრო მეორემ დაამარცხა ბიზანტიური ჯარი, აიღო იერუსალიმი, გაძარცვა და თან გაიყოლა ცხოველსმყოფელი ჯვარი. ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარიაც (609 – 633). 14 წელი ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე სპარსეთში გახლდათ. იმპერატორმა ჰერაკლემ ((610-641) დაამარცხა სპარსელები და საზავო ხელშეკრულებით წმინდა ჯვარი უკან დაიბრუნა. ჯვარი დიდი პატივით შეაბრძანეს იერუსალიმში. თავად იმპერატორი მიაბრძანებდა მას გოლგოთისაკენ, სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული, გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. უეცრად იმპერატორმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. წმიდა ზაქარიამ უთხრა, რომ წინ უფლის ანგელოზი ეღობებოდა, რადგან იესომ ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. ჰერაკლე კეისარმა მოისხნა გვირგვინი, სამეფო სამოსი გაიძრო და უბრალო ტანსაცმლით შეაბრძანა წმინდა ჯვარი ტაძარში.

ვულოცავთ ქართველებს ჯვართამაღლების დღესასწაულს! ცხოველსმყოფელი ჯვარი იფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს!

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

უწმიდესა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგება 1986 წელს ჯვართამაღლების დღესასწაულზე

დღეს არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა. დღეს ყოველი მორწმუნე განსაკუთრებით გამოხატავს ჯვრის თაყვანისცემას და სასოებით მიმართავს უფალს: „ჯვარსა შენსა თაყვანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენთა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

ჯვარი ერთ-ერთი უსაშინლესი იარაღი იყო, რომელიც ადამიანმა თავის დასასჯელად შექმნა. ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენთ რომის იმპერიაში ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ. მაგრამ შემდეგში ჯვარი, რადგან მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს, რომელმაც თავი ნებაყოფლობით მიიტანა მსხვერპლად კაცობრიობის სულიერი განთავისუფლებისათვის, სულიერ ტრაპეზად იქცა, რის გამოც მას თაყვანს ვსცემთ.

მაცხოვრის წამებიდან თითქმის სამი საუკუნე იყო გასული, როცა კაცობრიობამ მისი პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალა გაიგო და ირწმუნა. სამი საუკუნის მანძილზე არავინ იცოდა, სად ინახებოდა ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს, IV საუკუნეში, როცა კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული ედიქტების შედეგად სახელმწიფოს მხრიდან ქრისტიანობის დევნა შეწყდა, კონსტანტინეს დედამ, დედოფალმა ელენემ იერუსალიმში წასვლა და მაცხოვრის ჯვრის მოძებნა გადაწყვიტა. დედოფალს ბეთლემშიც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და გოლგოთაზეც, სადაც მისი საფლავი იყო, წარმართული ტაძრები დახვდა, რომელნიც იმპერატორი ადრიანეს ბრძანებით ქრისტიანობის კვალის წასაშლელად აეშენებინათ. ელენეს ბრძანებით წარმართული ტაძრები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა. დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილ-სამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც აღმოაჩინეს სამი ჯვარი, მაგრამ წარწერა, რომელიც უფლის ჯვარს ჰქონდა: „იესო ნაზარეველი მეფე ჰურიათა“, განცალკვვებით იდო. ამიტომ ამ სამი ჯვრიდან საჭირო გახდა ამოეცნოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა. როცა დედოფლის ბრძანებით ეს ჯვრები სათითაოდ შეახეს ავადმყოფ ქვრივ ქალს, ერთ-ერთმა მათგაბმა იგი განკურნა, ხოლო როცა ამ ჯვრის შეხებამ მკვდარი გააცოცხლა, სასწაულის მხილველნი დაარწმუნა, რომ სწორედ იგი იყო ჯვარი უფლისა. სასწაულმოქმედი ჯვრის სანახავად გოლგოთაზე არა მხოლოდ იერუსალიმის მკვიდრნი, არამედ ახლო-მახლო ქალაქების მოსახლეობაც შეიკრიბა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ჯვარი უფლისა. მაშინ ელენე დედოფალმა და იერუსალიმის ეპისკოპოსმა ჯვარი მაღლა ასწიეს, რათა იგი ყველას დაენახა. აქედან მოყოლებული დაწესდა დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენისა და ამაღლებისა – ჯვართამაღლება. მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ჯვრით განკურნება სნეულისა და გაცოცხლება მკვდრისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იწამა და მოინათლა, რის შედეგაც მას კვირიაკე უწოდეს. როგორც ისტორია გვამცნობს, შემდეგში იუდა იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა.

ამავე საუკუნეში, როცა საქართველოში ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადდა, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ კონსტანტინეპოლში დელეგაცია გაგზავნეს, რომელმაც კონსტანტინე დიდს საქართველოში ეპისკოპოსისა და სამღვდელოების წარმოგზავნა სთხოვა. იმპერატორმა სასულიერო პირებს საქართველოში ერთ-ერთი სამსჭვალი გამოატანა, რომლითაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული. ეს ლურსმანი საუკუნეების განმავლობაში საქართველოში, მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ინახებოდა.

VII საუკუნეში სპარსეთის მეფე ხოსრომ იერუსალიმი აიღო და უფლის ჯვარი სპარსეთში წაიღო. 14 წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ირაკლიმ სპარსეთზე გაილაშქრა, ხოსრო მეფე დაამარცხა და მაცხოვრის ჯვარიც უკან დააბრუნა. როდესაც გამარჯვებული იმპერატორი იერუსალიმის ჭიშკარს მიუახლოვდა, უხილავმა. ძალამ ის ეტლი, რომელშიც ჯვარი იყო დასვენებული, ქალაქში არ შეუშვა. მაშინ იერუსალმის პატრიარქმა ზაქარიამ იმპერატორს აუხსნა, რომ მას სამეფო შესამოსელი მდაბიორის სამოსით უნდა შეეცვალა, ჯვარი თავისი მხრებით ეტვირთა და ისე შეებრძანებინა ქალაქში. ეს მოხდა 628 წელს. ამის შემდეგ ყველას სურდა, თუნდაც მცირე ნაწილი მაინც ჰქონოდა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარისა. მისი რამდენიმე ნაწილი საქართველოშიც წამოასვენეს, სადაც იგი დღემდე ინახება.

განუზომლად დიდია ჯვრის ძალა ადამის მოდგმის მტერთან ბრძოლაში. საქართველოში შემოსულ წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ჯვარი გადასცა და უთხრა, რომ ამ ჯვრით გაიმარჯვებდა. როცა რომის იმპერიას დაშლის საფრთხე დაემუქრა, გადამწყვეტი ბრძოლის წინ იმპერატორ კონსტანტინეს ცაზე ჯვარი გამოესახა წარწერით, რომელიც იუწყებოდა, რომ იმპერატორს ეს ჯვარი დროშებზე უნდა გამოესახა და გაიმარჯვებდა. იგი ასეც მოიქცა, ქვეყნის ერთიანობის მტრები დაამარცხა და იმპერია გააერთიანა.

ჯვარი უპირველესი იარაღია მორწმუნისა, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრების შემოტევისაგან. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ ქვეყნის არსებობაც ჯვარმა უნდა დაასრულოს. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება.

ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკეთებთ და მისი ძალა დაგიცავთ თქვენ. ჯვრის ძალა გიცავდეთ აწ და მარადის თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი, ამინ!

27 სექტემბერი, 1986 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq