თეოდოსიუს I, თეოდოსიუს დიდი (ლათ: Flavius Theodosius Augustus; 11 იანვარი 347 – 17 იანვარი 395) — რომის იმპერატორი 379-395 წლებში. თეოდოსიუსი იყო ბოლო იმპერატორი, რომელიც როგორც, აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ რომის იმპერიას მართავდა. მან გამოაცხადა ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად. მართლმადიდებელი ეკლესია მას წმინდანად რაცხავს და წმინდა თეოდოსიუსის სახელით მოიხსენიებს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერია სამუდამოდ გაიხლიჩა მის ორ ვაჟს არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის, რომელთაც შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიები ხვდათ წილად. * * * ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელმა იმპერატორმა, წმიდა თეოდოსიუს დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპების ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. 380 წლის 28 თებერვალს, მისი იმპერატორად გამოცხადების ერთი წლის შემდეგ, თეოდოსიუსმა გამოსცა ფუძემდებლური ედიქტი - ”de fide catholica”, ნიკეის კრებაზე მიღებული დადგენილების საფუძველზე: ”ჩვენი განკარგულების თანახმად ყველა ხალხებმა, რომლებიც ჩვენი მწყალობლობის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, უნდა მისდიონ რწმენას, რომელიც რომაელებს გადმოცემული აქვთ პეტრე მოციქულისაგან, რამეთუ ის განწმენდს დღევანდლამდე... მოციქულთა და სახარების სწავლებათა მიხედვით, ჩვენ გვწამს წმიდა სამება: მამა ღმერთი, ძე-ღმერთი და სულიწმინდა - რადგან ღმერთი ერთია თავისი არსებით, სამების წევრები: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა თანასწორნი არიან”. ამგვარად, თეოდოსიუსმა დაამტკიცა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად და აღკვეთა არიანელობა. 381 წლის იანვარში გამოიცა ახალი ედიქტი თესალონიკური დადგფნილების დაზუსტებით. ’”ნიკეელთა” გამარჯვება იდეოლოგიურად განმტკიცდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე 381 წლის ივლისში, რომელიც თეოდოსიუსმა მოიწვია და მას შემდეგ ადმინისტრაციულად დამკვიდრდა არანიკეური ორიენტაციის მღვდელმთავრების მიერ ეკლესიების სათავეში მოსვლის აკრძალვა. არიანული მიმართულების სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ თავისი ეკლესიების დაარსება და დასახლებულ პუნქტებში ერთად თავშეყრა. იმპერატორმა შეავიწროვა სხვა რელიგიური მიმდინარეობანი ქრისტიანობაში და აკრძალა წარმართული კულტები. თუმც კი მანამდეც, პირველ ქრისტიან იმპერატორებს დიდი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ზოგიერთი წარმართული ტრადიციის წინააღმდეგ (სახელდობრ, სიკვდილით ისჯებოდა მკითხაობა), მაგრამ მხოლოდ თეოდოსიუს I-ის დროს დაისახა სახელმწიფომ მიზნად წარმართული კულტებისა და რელიგიების ამოძირკვა. როგორც ”სააღდგომო ქრონ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | იკაშია” აღნიშნული: ”სახელგანთქმულმა კონსტანტინემ, თავისი მეფობისას, ოდენ ჩაკეტა ელინთა სიწმინდეები და ტაძრები, ხოლო თეოდოსიუსმა - გაანადგურა”. 381 – 385 წლებში რიგი დადგენილებებით, სიკვდილით დასჯის შიშით, აიკრძალა მსხვერპლშეწირვა და გაიცა განკარგულება წარმართული ტაძრების გასანადგურებლად. 391 წლის ედიქტმა მორიგი დარტყმა მიაყება წარმართობას - მძიმე ჯარიმები დაწესდა ძველი ღმერთების თაყვანისცემისათვის: ”არავისა აქვს მსხვერპლშეწირვის უფლება, არავისა აქვს უფლება წარმართული ტაძრების გარეშეშემოვლისა, არავინ უნდა მიაგოს პატივი საკერპეებს. ყველამ უნდა იცოდეს,რომ ჩვენი კანონი კრძალავს წარმართულ ტაძრებში შესვლას, ხოლო თუ ვინმე ეცდება, აკრძალვის მიუხედავად, რაიმე საკულტო მოქმედების აღსრულებას ღმერთებთან დაკავშირებით, დაე იცოდეს, რომ ის ვერ დაუსხლტება სასჯელს, კიდეც რომ სარგებლობდეს საიმპერატორო კეთილგანწყობით. მოსამართლემ უნად აიძულოს კანონის უღირსი დამრღვევი, რომელიც შევა შებილწულ ადგილას, შეიტანოს ჩვენს ხაზინაში ჯარიმა თხუთმეტი ფუნტი ოქროს ოდენობით”. 393 წელს უკანასკნელად ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, რაც ძველ საბერძნეთში მთავარი სპორტული დღესასწაული იყო მთელი 11 საუკუნის მანძილზე. თეოდოსიუსის დადგენილებების საფუძველზე, 393 წელს აიკრძალა ოლიმპიური თანაშები, როგორც წარმართული სანახაობა. შემდგომში ეს თამაშები ვეღარ განახლდა 1896 წლ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ამდე. მაგრამ ქრისტიანობის განმტკიცებას თეოდოსიუსის დროს არ ახლდა თან სხვაგვარად აზროვნების ტოტალური განადგურება, რაც შუა საუკუნეებისათვის იყო დამახასიათებელი. აგრძელებდა თავის საქმიანობას ათენის სახელგანთქნული ფილოსოფიური სკოლა. ალექსანდრიაში ქრისტიანები ინტერესით სწავლობდნენ კლასიკურ ანტიკურ ფილოსოფიას, საკუთარი რელიგიური აზროვნებისათვის ვნების მიუყენებლად. რომის ცნობილი სენატორები მისდევდნენ თავიანთ წარმართულ ტრადიციებს, იღონდ წინანდებურად საჯაროდ ვერ ასრულებდნენ ცერემონიებს. წარმართული სადღესასწაულო კულტები გადაჯაჭვული იყო ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებთან და გზას უხსნიდნენ ახალ სინკრეტიზმს. მემატიანეები აღწერით: თეოდოსიუსი ტანად იყო ახოვანი და ხასიათით ჰგავდა ტრაიანს - იყო მოწყალე, ლმობიერი, გულითადი ურთიერთობაში... ის თვლიდა, რომ სხვა ადამიანებისგან მხოლოდ სამოსით განირჩეოდა; კეთილად იყო განწყობილი ყველას მიმართ, განსაკუთრებით, ღირსეული ადამიანებისადმი - უყვარდა პატიოსანი და ალალი ადამიანები და მასაც სიყვარულითვე პასუხობდნენ მისი გულუხვობისა და კეთილშობილებისთვის. თუმცა თავად სამეცნიერო განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ჰქონდა გასაოცარი ალღო და აფასებდა წარმატებულ მეცნიერთა ღვაწლს. გამუდმებით ვარჯიშობდა ფიზიკურად, საკვებს იღენდა ზომიერად. თეოდოსიუსის საქმიანობამ განსაზღვრა ევროპის რელიგიური განვითარების მიმართულება, რ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ისთვისაც ქრისტიანი მწერლებისაგან მან დაიმსახურა ”დიდის” ეპითეტი.მის დროს ბიზანტიაში ჩავიდა მომავალი დიდი ქართველი მოღვაწე, უფლისწული მურვანოსი - პეტრე იბერი, რომელსაც ახლდა ასევე დიდი ქართველი - იოანე ლაზი.
როგორც წერს ლევან სანიკიძე: "იმპერატორი თეოდოსი და დედოფალი ევდოკია დიდი პატივით შეხვდნენ ქართველ უფლისწულს, მკერდში ჩაიკრეს, ამბორჰყვეს და მოუალერსეს. მურვანოსს შეეძლო თავი ეგრძნო, ვითარცა კონსტანტინოპოლის გვირგვინოსანთა შვილსა და ტახტის მემკვიდრეს." |