საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

კავკასიის გმირის, ჯოხარის ვერაგულად მოკვლის დღე
გია მამალაძე

1996 წლის 21 აპრილს რუსეთის იმპერიის ხელმძღვანელობის ბრძანებით, ვერაგულად მოკლეს ჩეჩენი ხალხისა და მთელი კავკასიის საამაყო შვილი ჯოჰარ დუდაევი.

 ჯოჰარ მუსას ძე დუდაევი (Дуди Муса кант Джохар) დაიბადა 1944 წლის 15 თებერვალს. ოჯახში ცხრა შვილიდან მეშვიდე იყო. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა ლამ-ახიელთა თუხუმის იალხოროს ტეიფს. ოჯახი, თითქმის მთელ ჩეჩენ და ინგუშ ხალხთან, ერთად შუა აზიაში იყო გადასახლებული, კეძოდ ყაზახეთში, პავლოდარის მხარეში. 1957 წელს დაბრუნდნენ სამშობლოში და ცხოვრობდნენ გროზნოში.

 

სკოლა გროზნოში დაამთავრა, პარალელურად მუშაობდა. 1960 წელს ჩააბარა ჩრდილო (ნამდვილი ოსეთის) პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ერთი წლის მერე ჩააბარა ტამბოვის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში მფრინავი-ინჟინრის სპეციალობაზე. სადაც 1966 წლამდე სწავლობდა. შემდეგ კალუგის მხარის აეროდრომზე მსახურობდა. 1971-1974 წლებში სწავლობდა სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტზე.

 

1970 წლიდან სხვადასხვა სამეთაურო პოსტები ეკავა მაშინდელ არმიაში.

1986-1987 წლებში ავღანეთში გააგზავნეს, თუმცა ავღანელი ხალხის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობას არ იღებდა. 1989 წელს მიანიჭეს ავიაციის გენერალ-მაიორის წოდება. 1990 წელს, ესტონეთში, სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჯოჰარ დუდაევმა უარი განაცხადა  მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება.

 

ამის შემდეგ, დატოვა თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. მავლადი უდუგოვისა და ზელიმხან იანდარბიევის ინიციატივით, 1990 წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის მიერ შექმნილ საერთო ეროვნულ კონგრესზე არჩეული იქნა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი ჯოჰარ დუდაევი. კონგრესმა 27 ნოემბერს გამოაცხადა დეკლარაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ჩეჩენმა ხალხმა გამოხატა თავის ნება და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩია ჯოჰარ დუდაევი. საპასუხოდ იმპერიის ხელმძღვანელობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ჩეჩნეთში. დუდაევი ნიჭიერი და გამოცდილი სამხედრო იყო და დაიწყო საყოველთაო მომზადება საომარი მოქმედებებისათვის.

 

1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა თავი მოიყარა გროზნოს ცენტრში. ისინი მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის თავისუფლება.

 

რუსეთის იმპერიის ამ პროვოკაციულმა და ავტურისტულმა ნაბიჯმა მთელი ჩეჩნეთი გააერთიანა. 1991 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიოს წინაშე გამოაცხადა ჩეჩენი ხალხის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება. კრემლი გაიტრუნა. თუმცა დროებით. როცა ბორის ელცინს ჰკითხეს, რატომ მაშინვე არ დაიწყო სამხერდო მოქმედებები? უპასუხა: "მაშინ საქართველოში განსახურდია იყოო".

 

1992-1993 წლებში საქართველოს ავბედობის გამო მომიწია ორჯერ ჩასვლა გროზნოში. ოცნება მქონდა გამეცნო ჯოჰარ დუდაევი, მაგრამ ერთი-ორი დღით ჩასული ამას როგორ მოვახერხებდი. ქუჩაში კი დავინახე მისი ავტომობილი, ქართველმა ბიჭებმა დამანახეს, გვერდით ჩაგვიარა. გაზ-31-ში იჯდა, უკანა სავარძელზე. თავზე ცილინდრი ეხურა. წინ მხოლოდ მძღოლი იჯდა. არავითარი დაცვა, არც უკან მოჰყვებოდა ექსკორტი.

 

მრავალი წარუმატებელი პროვოკაციის მერე, 1994 წლის დეკემბერში, რუსეთის იმპერიამ ფართომაშტაბიანი ომი დაიწყო ერთი ციცქნა ჩეჩნეთის წინააღმდეგ. 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა. ავიაცია ბომბავდა გროზნოს. გაიცა განსაკუთრებული ბრძანება ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის შესახებ. მაგრამ, ჩეჩნეთმა, ჯოხარ დუდაევის ხელმძღვანელობით ყველა შეტევა მოიგერია. გაწბილებული რუსული იმპერიის არმია სულ უფრო და უფრო დიდ დანაკარგებს ნახულობდა.

 

1996 წლის გახაფხული იყო. რა საოცარიც უნდა იყოს, დამესიზმრა ჯოჰარ დუდაევი, თავზე კავკასიური ფაფახი ეხურა და თეთრი, სპეტაკი ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული, როგორც ჰაჯის შესრულების მერე კავკასიელებს. რაღაც ხმამ ჩამძახა: "ჯოჰარ დუდაევი კავკასიის წმინდა გმირი არისო". ძალიან ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. გავიდა ერთი თვე. იქნებოდა დაახლოებით 15 აპრილი, სიზმარი განმეორდა და ვიღაცის ხმამ მითხრა, ჯოჰარს მოკლავენო. გასაგები რომ იყოს ჩემი, როგორც ჯოჰარ დუდაევის ავტორიტეტის თაყვანისმცემლის განცდები, მხოლოდ ერთს ვიტყვი. ჩეჩნებისა და კავკასიელების მთლიანად, მათ შორის ჩვენი, ქართველების, რუსებისაგან გათავისუფლების მეთაურად და სიმბოლოდ მაშინ მხოლოდ ჯოჰარ დუდაევი მეგულებოდა. პრესით გავაკეთე განცხადება ჯოჰარ დუდაევის მკვლელობა მზადდება-მეთქი. თუმცა, ვინ მიაქცევდა ამას ყურადღებას. ჯოჰარის ლიკვიდაციის ბრძანება რამდენი ხნის წინ იყო გაცემული...

 

ადრე, ჯოჰარ დუდაევზე სამი თავდასხმა წარუმატებლად დაუსრულდათ რუსებს. მერე კი მიაღწიეს მიზანს, მაინც მოკლეს ვერაგულად, სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს, გროზნოდან 30 კილომეტრში. დუდაევი სათანამგზავრო ტელეფონით ელაპარაკებოდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატს კონსტანტინე ბოროვოის. როგორც ჩანს, იქნებ ბოროვოის ზურგს უკან, მაგრამ ეს ვერაგულად გათვალეს იმპერიალისტებმა და გამოიცნეს დუდაევის ადგილდებარეობა ზარის გადატაცვის მიხედვით. ჰაერში აფრინდა ორი რუსული "შტუმავიკი" Су-25. სატელეფონო ზარის მიმართულებით გაისროლეს ზესიზუსტის მქონე ორი რაკეტა, რის შედეგადაც ჯოხარი სასიკვდილოდ დაიჭრა. მხოლოდ სამი სიტყვის თქმა მოასწრო თურმე: "მიიყვანეთ საქმე ბოლომდე!"

 იმედია, კავკასიელები საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაძევებთ ოკუპანტებს სრულიად კავკასიიდან.

 ჩეჩენმა ხალხმა დედაქალაქ გროზნოს ჯოჰარ-ყალა უწოდა. მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშის ქალაქებში არსებობს ჯოჰარ დუდაევის სახელობის ქუჩები და მოედნები. მთელი მსოფლიოს თავისუფლების მოყვარე ადამიანებისთვის ძალიან ახლობელია სახელი ჯოჰარი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-17
დიდმოწამისა ბარბარესი და მოწამისა იულიანასი (დაახ. 306); ღირსისა იოანე დამასკელისა, ოქრონეკტრად სახელდებულისა (დაახ. 780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა (VIII).
ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
4 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი, ვისი ხსენების დღეც არის 17 დეკემბერს, სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
gaq