საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი – ხელმწიფების სიმფონია


,,ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა - მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“.

ღირსი თეოდორე სტუდიელი


მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივ ცხოვრებასთან ზიარებით, რომელიც მან თავის თავში იწყო დედამიწაზე. შეურევნელი და განუყოფელი შეერთება ქრისტეში ღვთიური და ადამიანური საწყისისა საუკუნოდ განსაზღვრავს მართებულ იდეალს და ამდენად სამღვდელო დასისა და სახელმწიფოს ჯეროვან ურთიერთმიმართებას. სახელმწიფო კი ნაყოფია ადამიანის შეგნებული და მიზანდასახული მოღვაწეობისა და არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც სამართლის მიხედვით თავისუფალი იქნებოდა ღვთისა და მისი კანონებისაგან: ,,ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისაგან“ (მათე 12,27), მთელი ცხოვრება უნდა ემორჩილებოდეს ღვთიურ სჯულს.

მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას, სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, მღვდელობისა და მეფობის ჰარმონიურ ერთობას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთისგანკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასოდეს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, უფრო ზუსტად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს.

,,დროებითსა და ადამიანურ, მიწიერ სფეროში განხორციელება და განმტკიცება სხვაგვარი სამეფოსი - ზეციური სასუფევლისა, მარადიული, ღვთიური სამეფოსი, ქრისტეანობის სანუკვარი მიზანია. ამაზე ძველთაგანვე საკვირველად წინასწარ გვამცნობდნენ წინასწარმეტყველნი, მათ შორის წინამორბედი ქრისტესი. ამაზედვე უქადაგებდნენ თითოეულ ქალაქსა და სოფელს და ყოველსა ქუეყანასა მაცხოვარი და მისი მოციქულები. ადამიანური სამეფოს გზით მივაღწიოთ ღვთიური სასუფევლის მიზნებს, განვახორციელოთ ცხოვრებაში სახელმწიფო და სახელმწიფოს გზით ქრისტიანობის საკითხები - სიყვარული, მშვიდობის, გამოხსნის რელიგია; სახელმწიფოებრიობის გზით გავატაროთ ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები; ვაქციოთ ღვთიური სასუფეველი მიზნად, ხოლო ადამიანური სამეფო საშუალებად, გავაერთიანოთ ისინი როგორც სული და სხეული, - აი, იდეალი და აღთქმანი, აი, საიდუმლო ლტოლვა და სასოება ჩვენი! - გვმოძღვრავს წმ. ახალმოწამე მამა იოანე ვოსტორგოვი, - ღვთივგვირგვინოსანი მეფე თავის ხალხთან შედის საღვთო-საიდუმლო კავშირში, ერწყმის ერთმანეთს, როგორც იდეალურ ქრისტიანულ ოჯახში, სადაც წარმოუდგენელია განყოფა, დაუშვებელია უნდობლობა, სხვაგვარი დამოკიდებულება, გარდა ურთიერთსიყვარულისა, ერთგულების, თავგანწირვისა და მზრუნველობისა.

,,ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო - მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა

უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება“ - ვკითხულობთ წმ. ტიხონ ვორონეჟელთან. მაშასადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანთა და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ.

,,წმ. იმპერატორი იუსტინიანე თავის VI ნოველაში უფრო მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ შეხედულებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით: ,,ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდელობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანურ საქმეებზე, ორივე კი, მომდინარეობს რა ერთი და იგივე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს“, - ნათქვამია ,,მართლმადიდებლურ საეკლესიო სამართლის“ ფურცლებზე.

ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს: შინაგანი, საკრალურ-ევქარისტული, მიმართული წმინდა ბარძიმისაკენ, და გარეგანი - ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან (I იოანე 5,19) ურთიერთობის განხორციელება.

პირველი ამოცანის განსახორციელებლად ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც სათავეში ეპისკოპოსი უდგას, ანუ ზედამხედველი; ხოლო მეორე ამოცანის გადასაწყვეტად ეკლესიაში დაწესებულია იერარქია საეროთა, ანუ მეფობა, რომელსაც ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი უდგას სათავეში - ცხებული ღვთისა.

სიტყვა ,,მეფე“ თავისი უძველესი წარმოშობით არამეულსა და სანსკრიტში ნიშნავს ,,დამცველს, მფარველს, ხელმძღვანელს“, ხოლო სიტყვა ,,მეფობა“ - ეს, რაღა თქმა უნდა, ხალხისა და სარწმუნოების ,,დაცვა, ზღუდეა“. მაგრამ უნდა განვასხვავოთ მართლმადიდებელი თვითმპყრობელი, რომელიც ქრისტეს სხეულშია მღვდლობის ელემენტთან სიმფონიური სახით და წარმართი კეისარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვთის ეკლესიის გარეთაა. ეპისკოპოს ნიკოდიმოს დალმატინელს მოჰყავს ისტორიული ფაქტი მეფე კონსტანტინეს საეკლესიო სამსახურში შესვლისა და ამიტომ ,,მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მამები აღფრთოვანებით შეხვდნენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უწინდელი ურთიერთობის აღდგენას და ჩვენ კრების აქტებში ვკითხულობთ შემდეგს: ,,მღვდელი საიმპერატორო ძალაუფლების კურთხევა და განმტკიცებაა, ხოლო საიმპერატორო ძალაუფლება მღვდლობის ძალა და მხარდაჭერა... სამღვდელოება იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, ხოლო იმპერატორის ძალაუფლება სამართლიანი კანონების გზით განაგებს მიწიერს. ახლა ზღუდე დაირღვა, ხოლო სასურველი კავშირი აღსდგა“. ამ აქტით კანონიკური ბეჭედი დაესვა სწავლებას ორი ხელისუფლების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელსაც ძველი დროის ეკლესია ქადაგებდა და რომლითაც გამსჭვალულნი იყვნენ როგორც ეკლესიის მამები, ასევე ქრისტიანი ხელმწიფენი“.

მართლმადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ: მეფე თვითმპყრობელი - სახეა ქრისტეს, როგორც მეფის, მსახურებისა, ხოლო პატრიარქი - ქრისტეს მღვდელთმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში. მაგრამ (მისტიურად) მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს, იმდენად რამდენადაც მეფეცა და პატრიარქიც ერთი და იგივე ჩვენი უფლის ცოცხალი ხატებანი არიან.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-17
დიდმოწამისა ბარბარესი და მოწამისა იულიანასი (დაახ. 306); ღირსისა იოანე დამასკელისა, ოქრონეკტრად სახელდებულისა (დაახ. 780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა (VIII).
ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
4 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი, ვისი ხსენების დღეც არის 17 დეკემბერს, სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
gaq