საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილი გაბედულად ქმნიდა ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა გამო შეეძლოთ დაეხვრიტათ მტარვალებს
გია მამალაძე
 ყოველი ქართველისთვის გასაგებია ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი, ჩვენი დიდი მწერალი. მაგრამ, მოვინდომე კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი და ზოგადად ერთ-ერთი უდიდესი ქართველი.

დიახ, ამისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, ვინაიდან ამ ბოლო დროს გამოჩნდა ნაბეჭდი პროდუქცია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს დიდი მწერალი მშიშარა და ჩამშვები იყო. რა საკვირველია, ამაზე პასუხს აზრიც არ აქვს, ვინაიდან ეს ტყუილია.


მხოლოდ ერთს ვიტყვი, როდესაც მილიონობით ადამიანი, იდეურად თუ შიშით, ბოლშევიკებს ემსახურებოდა, ჩამშვებად (ფიზიკურად თუ დუმილით), "მწერლად" თუ "პოეტად",  მიხეილ ჯავახიშვილი გაბედულად ქმნიდა ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა ერთი სტრიქონისათვისაც კი შეეძლოთ დაეხვრიტათ და ეს კარგად იცოდა.

 

დიახ, მიხეილ ჯავახიშვილი იყო უდიდესი გაბედულების ადამიანი, რომელიც ამხელდა "დამპატიჟეებს" თუ ვაი მოძმე ჩამოსახლებულებს (ყველას არ ვეხებით, რა თქმა უნდა). მიხეილ ჯავახიშვილის თითოეული სტრიქონი უმძიმეს და უსასტიკეს ბრძოლაში სამშობლოსათვის მოქნეული მახვილის მსგავსია. XX საუკუნეში ასეთი მარტო იგი არ იყო, საბედნიეროდ.

 

XX საუკუნემ დიდი საჩუქარი მოგვართვა ქართველებს მწერლობაში (კულტურაში საერთოდ). ჩვენ გვყავდა რამდენიმე დიდებული, უდიდესი მწერალი (და სხვა ხელოვანი). მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია მიხეილ ჯავახიშვილი.

 

მიხეილ ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ დიდი ან დიდებული ან ერთ-ერთი დიდი მწერალი - ის დიდი ქართველია. მსოფლიოს ისტორიაში ჩვენ ვიცით მწერლები, რომლებიც დიდი პატრიოტიზმით ვერ გამოირჩეოდნენ. საბედნიეროდ, მე ჯერ არ მსმენია ისეთი დიდი ქართველი ხელოვანის (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) შესახებ, რომელიც პატრიოტი არ ყოფილიყოს.

 

დიახ, დიდი ხელოვანი საქართველოში არის დიდი მამულიშვილიც. ჩვენ არ გვაქვს იმის "ფუფუნება" სამშობლოსადმი ნიჰილისტურად განწყობილი მწერალი გვყავდეს და მან შეძლოს "დიდის" ტიტულის "მოპოვება". განსაკუთრებით მწერლობაში. მწერლობა ხომ ჩვენი იდეოლოგიაა, ჩვენი განმკურნავი წამალია, რომელსაც შეძლებია, არაერთხელ, თითქმის უსიცოცხლო ქართული საზოგადოება დიდი აღმშენებლობისათვის დაერაზმა (იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, იოანე ზოსიმე, დავით გურამიშვილი, ილია და არაერთი სხვა).

 

სწორედ მათ რიცხვშია მიხეილ ჯავახიშვილი - ერთ-ერთი უდიდესი ქართველი, უშიშარი და ღირსეული.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული (+303)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის (+303) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე პლატონი (+302 ან 306)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამე პლატონის (+302 ან 306) ხსენების დღე.
gaq