საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ტაძრელების ისტორია საქართველოში უძველესი დროიდან (მ. სურგულაძის წიგნიდან)
მერაბ სურგულაძე
ტაძრის რაინდები, ანუ სხვაგვარად, „ტაძრელები", „ტაძრეულები", „ტაძრეულნი", „ფუსტელები" („ფუსტები") მოიხსენებიან: წმიდა მეფე არჩილის დროიდან (VII-VIII საუკ.); დავით IV-ის პერიოდში XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისში; XIII საუკუნეში სამცხის ოლქში (სამხრეთ საქართველო); XV საუკუნეში გიორგი VIII-ის მმართველობის დროს; XVI საუკუნეში ქართლის მეფის დავით X-ის მეფობის პერიოდში; XVII საუკუნეში ამ რაინდებს მოიხსენიებს და მათი პორტრეტები დახატა იტალიელმა მოგზაურმა დონ ქრისტოფორო დე კასტელიმ; ქართლის მეფის გიორგი XI-ის დროს, როდესაც ის იმყოფებოდა ირანში XVIII საუკუნის ბოლოს; XIX საუკუნის დასაწყისში.ვინ იყვნენ ეს „ტაძრელები", „ტაძრეულები", „ტაძრეულნი", „ფუსტელები" („ფუსტები")?

 ამასთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა აზრი არსებობს. საინტერესოა ერთი ფაქტი: ამ რაინდ-მებრძოლებს დიდი თავადიშვილის არჩილის დროიდან და XIX საუკუნის დასაწყისამდე ქონდათ ერთი მტკიცე ტრადიცია - მათ რიცხვში ითვლებოდა არა მხოლოდ აზნაურები, არამედ თავისუფალი, არათავისუფალი გლეხები და მონებიც კი! „ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ საზოგადოების ყველა ფენიდან: თავისუფალი, არათავისუფალი და მონებიც კი" (რ. არსენიძე. მეფე ვახტანგ VI-ის კანონმდებლობის განხილვა, 1963, 205-6). მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მათგანმა მიიღო აზნაურობა, მათ ადგილზე მოდიოდნენ სხვა - უბრალო მოსამსახურეები ან გლეხები. ყველაზე მეტად საინტერესოა ის რომ, რაინდთა რიგებში შესაძლოა შესულიყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიიც! ქართველი მეცნიერისტორიკოსები ს. კაკაბაძე და ს. ჯანაშია თვლიან, რომ მათი უმეტესობა იყო სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები, აგრეთვე არათავისუფალი (იძულებითი) და მონებიც კი. შ. ჯანაშია ამტკიცებს, რომ ეს ელიტარული მებრძოლები არსებობდნენ ჯერ კიდევ ძველ ქართლში და მეფეს ყავდა მონებისგან შემდგარი ლაშქარი, ხოლო დავით IV-მ აღადგინა „ტაძრეულების" ინსტიტუტი (კ. ჩხატარაშვილი. ნარკვევები საქართველოს შუა საუკუნეების სამხედრო საქმის შესახებ. 1979. გვ. 51). ასეა თუ ისეა - „ტაძრეულებს", „ტაძრელებს" თავის რიგებში ყავდათ სხვადასხვა ეროვნების და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. მსგავსი შეგვიძლია ვნახოთ ევროპის „ტაძრელების" („ტამპლიერების") ორდენის იერარქიაში, სადაც იერარქიის კიბის ზედა ნაწილში იმყოფებოდნენ რაინდები, ხოლო ქვედაში გლეხები და მონები! ამ ორდენში, ანუ საძმოში, შედიოდნენ აგრეთვე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ის თავის რიგებში იღებდა არა მარტო აზნაურებს, არამედ გლეხებსა და მონებს!საინტერესოა ისიც, რომ ქართველი „ტაძრელები" ისტორიულ სცენაზე ჩნდებიან საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდებში. მაგალითად, VII-VIII საუკუნებში, როდესაც ქართველებს მოუხდათ არაბი თავდასხმებისაგან არა მარტო სამშობლოს, არამედ ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა; XI საუკუნის ბოლოს - XII საუკუნის დასაწყისში, როდესაც დავით IV უძღვებოდა თურქ-სელჯუკებს წინააღმდეგ ბრძოლას და შეუერთდა ჯვაროსნულ მოძრაობას; მათ შესახებ მოიხსენიება XIII საუკუნეში, როცა საქართველოში თათარ-მონღოლების წინააღმდეგ იწყებდნენ ამბოხებას თამარ მეფის შვილიშვილები უფლისწული დავითი (ნარინ - უმცროსი) და დავითი (ულუ - უფროსი). პირველი იყო თამარ მეფის ქალიშვილის რუსუდანის ვაჟი, ხოლო მეორე მისი ძმის, მეფე ლაშა გიორგის ვაჟი. 1259 წელს დავითმა (ნარინი) დაამარცხა თათარ-მონღოლები, მაგრამ ამის შემდეგ თავისი ლაშქრით წავიდა დასავლეთ საქართველოში. 1260 წელს ამბოხებას შეუერთდა მისი ბიძაშვილი დავითიც (ულუ), რომელსაც მხარს უჭერდა სამცხის მთავარი სარგის ჯაყელი. ამბოხებულებმა ვერ შეძლეს სამხრეთ საქართველოში გამაგრება და იძულებილნი იყვნენ წასულიყვნენ დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამ პერიოდში იქნა მტრის მიერ დანგრეული სამცხეში ხერთვისის ციხე-სიმაგრე, რომელიც ძალიან გვაგონებს ჯვაროსნების ციხე-სიმაგრის ნაგებობას.XV საუკუნეში „ტაძრელების" რაინდები მოიხსენიებიან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ის კარზე. გვინდა ავღნიშნოდ, რომ ამ პერიოდში ჩნდებიან თურქული წარმოშობის ახალი დამპყრობლები - თურქი-ოსმალები. 1453 წელს ისინი შტურმით იღებენ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს - კონსტანტინოპოლს. ამ შემთხვევამდე ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI უნდა დაქორწინებულიყო ქართველი მეფის გიორგი VIII-ის ქალიშვილზე, მაგრამ ამ ქორწინებას არ ეწერა განხორციელება კონსტანტინოპოლში ოსმალების მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორის დაღუპვის გამო.
 იმ პერიოდში საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ევროპასთან, განსაკუთრებით გენუასა და ვენეციასთან, რომელთაც ჰყავდათ მის ტერიტორიაზე თავიანთი სავაჭრო წარმომადგენლობები. 

XV საუკუნის 50-იან წლებში ევროპაში დაიწყო მსხვილი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყო საქართველოც. რომის პაპმა პიი II-მ ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების კოორდინაციისთვის გაგზავნა თბილისში თავისი ელჩი ლუდოვიკო ბოლონსკი. გიორგი VIII-მ და სხვა ქართველმა თავადებმა განუცხადეს მას თანხმობა ამ კოალიციაში მონაწილეობაზე, და ამ მიზნით ლუდოვიკოსთან ერთად ევროპაში გაგზავნეს ქართული საელჩო. დაცულია წერილი სამცხის მფლობელის (ათაბაგის), დიდი თავადის ყვარყვარესი ვენეციის დოჟისადმი: „გაცნობებთ, თქვენი უდიდებულესობავ, რომ ჩვენ გთავაზობთ შემდეგს: მე, ყვარყვარე გამოვიყვან 20.000 კაცს, ძირითადად ცხენოსან კავალერიას, მეფე გიორგი გვპირდება 40.000 მებრძოლს, გურულების და აფხაზების ჩათვლით, მის ქვეშევრდომებს, რომლებმაც გადაწყვიტეს გამოვიდნენ დაუნდობლების წინააღმდეგ; სამეგრელოს მმართველი ბედიანი და ქუთაისის მეფე ბაგრატი გვპირდებიან გამოიყვანონ იმდენივე მებრძოლი, რამდენსაც მეფე გიორგი. ტრაპეზუნდის იმპერატორი (დავითი), მისი სიძე უზუნ-ჰასანი და ბერდიბეკ არმინიელი (სომხეთის ნაწილის მმართველი) დამოყვრდნენ და დაგვპირდნენ გაგვიხსნან გზა ზღვისკენ და ხმელეთზე და მთელი ძალებით გამოვიდნენ ჩვენთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ლაშქრობაში". ასე რომ, ამ კოალიციას შეეძლო გამოეყვანა საშუალოდ 150.000 მებრძოლი!ევროპაში საქართველოს ელჩები შეხვდნენ უნგრეთის მეფეს, რომის წმინდა იმპერიის იმპერეტორს, საფრანგეთის მეფეს და მის კორონაციას კი ესწრებოდნენ. იყვნენ აგრეთვე რომის პაპტან და მილანის ჰერცოგთან. მაგრამ ყველა ამ შეხვედრებმა და მოლაპარაკებებმა ვერ მიაღწიეს სასურველ მიზანს - იმ პერიოდში ვერ მოხერხდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. სწორედ ამან დაღუპა პრაქტიკულად აღმოსავლეთის ქრისტიანები და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. მსგავსი რამ არ მომხდარა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში, როდესაც სწორედ მთელი ქრისტიანობის გაერთიანებამ განაპირობა არაბების და თურქ-სელჯუკების შემოსევის მოგერიება. XV საუკუნეში საქართველოში ნაცვლად თურქ-ოსმალების მოგერიებისა, დაიწყო ბრძოლა ძალა-უფლებისთვის სამცხის დიდ თავად ყვარყვარეს, დასავლეთ საქართველოს მეფე ბაგრატ VI-სა და მეფე გიორგი VIII-ს შორის, რომელიც საბოლოოდ გამეფდა კახეთში. საქართველო ფაქტიურად დაიშალა გიორგი VIII-ის მეფობის დროს.ტაძრელები მოიხსენიებიან აგრეთვე XVI საუკუნეშიც ქარტლის მეფის დავით X-ის კარზე. ამ პერიოდში საქართველო ხდება გააფთრებული ბრძოლის არენად ირანსა და თურქეთის შორის სამხრეთ კავკასიაში. ეს ომები 200 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა! სწორედ ამ პერიოდში 1525 წელს მეფე დავით X-მ გაანთავისუფლა თბილისი ირანელებისაგან, რის შემდეგაც უარი თქვა ტახტზე და აღიკვეცა ბერად. 

XVII-ში „ტაძრელების" („ფუსტელების") ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა ქრისტოფორო დე კასტელიმ მოასწრო რაინდების პორტრეტების დახატვა, მით უმეტეს, რომ მათ შეძლეს საეკლესიო რელიკვიების მორიგი გადარჩენა მათი საქართველოს მთიან რეგიონებში გადატანით. XVII საუკუნის ბოლოს, XVIII საუკუნის დასაწყისში „ტაძრელები" კვლავ თავს იჩენენ ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის საელჩოსთან ერთად გაემგზავრა ირანში, საიდანაც ირანის შაჰის მიერ საბოლოოდ იქნა გაგზავნილი ავგანეთში მთავარსარდლის თანამდეობაზე ირანის ჯარისა, რომელშიც ბევრი ქართველი მებრძოლი იყო. „ტაძრელები" ალბათ მუდამ მეფესთან იმყოფებოდნენ და მონაწილეობდნენ ავგანეთის ლაშქრობებში. ამ ლაშქრობებში მეფე გიორგი მოკლული იქნა, ამასთან იცავდნენ რა მეფეს, ქართველი რაინდები ყველანი დაიღუპნენ, თუმცა, შესაძლოა, ვინმე კიდეც გადარჩა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. და, ბოლოს, XIX საუკუნის დასაწყისში რაინდები იგერიებენ რუსეთის იმპერათორის ჯარს დასავლეთ საქართველოში სხვა აჯანყებულებთან ერტად „საეკლესიო ბუნტის" დროს და მათ კვლავ უხდებათ საეკლესიო რელიკვიების სვანეთში ევაკუირება.ყველა ეს მოგონებები ტაძრელების შესახებ ქართულ ისტორიაში არ არის შემთხვევითი. 

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, ფილოლოგი და სამხედრო ისტორიკოსი მერაბ სურგულაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq