|
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე georoyal.ge
| Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze | გია მამალაძე დაიბადა 1964 წლის 6 მარტს თბილისში, საქართველოში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
იყო „თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიის” თავმჯდომარე.
1991 წელს აირჩიეს თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის საკრებულოს წევრად.
1991 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა „ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი“ (ქსეკი);
1991 წელს დაარსა პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული რენესანსის კავშირი“; 1992 წელს „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”;
იყო პოლიტიკური კოალიცია „ნაციონალისტების“ ლიდერი, გაზეთ „ნაციონალისტის” რედაქტორ-გამომცემელი.
მეგობრებთან ერთად დაარსა „გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრი”;
იყო რამდენიმე გაზეთის იდეოლოგიურ–პუბლიცისტური დამატების ავტორი. სხვადასხვა ელექტრონულ გამოცემებში მიჰყავდა ლიტერატურის, ისტორიის, თანამედროვე მუსიკის გვერდები და ბლოგები.
სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებს იდეოლოგიური, პუბლიცისტური და პოლიტიკურ–ანალიტიკური ხასიათის წერილებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსები და ესეები.
2004 წელს, მისი ინიციატივით დაარსდა „საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბი”. აირჩიეს სამეფო კლუბის სპიკერად.
2
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | 006–2007 საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ მიჰყავდა საავტორო გადაცემა „სახალხო მონარქიისათვის“.
2007 წელს გამოვიდა გია მამალაძის წიგნი „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“. გამოცემულია მისი რამდენიმე ელექტრონული წიგნი.
2007 წელს გადაიღო ისტორიულ–დოკუმენტური ფილმი „დაბრუნების დასაწყისი“, რომელიც გადმოგვცემს საბჭოთა კავშირში ბაგრატიონ–მუხრანელების დინასტიის მეთაური ოჯახის რეპრესიების, მათი იძულებითი ემიგრაციის, ევროპის სამეფო ოჯახებთან დანათესავებისა და სამშობლოში დაბრუნების ისტორიას.
2008 წელს ფილმმა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარი“ აიღო სიგელი. ფესტივალში მონაწილეობისთვის პირადად გ. მამალაძეც პერსონალური სიგელით დაჯილდოვდა.
არის სამეფო კლუბის საიტის www.georoya.ge–ს მთავარი რედაქტორი. ჰყავს მეუღლე, ნატო გიორგაძე და ქალიშვილი ნონა
|
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |

| Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze |
|