საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ორბელების აჯანყების შემდეგ გიორგი მესამეს საქართველოსთვის უპრეცედენტო იდეა დაებადა - ტახტზე აეყვანა ქალი, თავისი ასული, თამარი
გაიოზ მამალაძე

1177 წელს დიდი საქართველო შეარყია დემნა უფლისწულის აჯანყებამ.

გიორგი მესამეს ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ, დემნა იყო ტახტის მემკვიდრე, მისი უფროსი ძმის, უდროოდ გარდაცვლილი მეფე დავით მეხუთის შვილი. მაშინ ქალის ტახტზე ასვლა წარმოუდგენი იყო საქართველოში. და არა მარტო საქართველოში. აზიაში ამგვარი პრეცედენტები არ არსებობდა.

ბიზანტიაში არსებობდა რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც სამეფო დინასტიას ვაჟი არ ჰყავდა, იმპერატორის ქალიშვილი გათხოვდებოდა რომელიმე დიდებულზე და სამეფო წყვილი იკავებდა ტახტს. ქალის პირდაპირი მმართველობა მხოლოდ ორიოდეჯერ იყო ბიზანტიაში, მაკედონელების დინასტიის დროს, ცოტა ხნით, იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულები - ზოია და თეოდორა ისხდნენ ტახტზე. ზოია გათხოვდა სამჯერ და მისი ქმრები გამოცხადდნენ იმპერატორებად. მაგრამ ქალის გამეფებამ ბიზანტიაში კანონის სახე ვერ მიიღო.

საქართველოში ფიქრობდნენ, რომ მეფე უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ მამაკაცი - მეომარი, მთავარსარდალი. ამაში ვერანაირად ვერ დავინახავთ ქალის უფლებების შელახვას. ძველ დროში ქალი ვერ გაუძღვებოდა წინ არმიას, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალი მღვდლად ვერ ეკურთხება, მაგრამ ეს სულაც არ არის ქალების შეურაცხოფა.

1155 წელს დიმიტრი პირველი უფროსმა ვაჟმა, დავითმა მეფობიდან გადააყენა, ბერად აღკვეცა და თვითონ გამეფდა. 6 თვეში დავით მეფე მოკვდა. დიმიტრი (აწ უკვე ბერი დამიანე

) დაბრუნდა ტახტზე და თანამეფედ მეორე ძე, გიორგი აკურთხა. გიორგი მესამემ უფროს ძმას, დავით მეხუთეს სიკვდილის წინ სიტყვა მისცა, რომ სრულწლოვანების მიღწევისას დემნას დაუთმობდა ტახტს. არც ვაჟი ჰყავდა, რომ გაეტეხა სიტყვა და ტახტის თავის ძისათვის გადაცემაზე ეზრუნა.

ლეგიტმიზმის საკითხებს და სამხედრო საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ, დემნას ყველა ტახტის მემკვიდრედ თვლიდა.

გიორგი მესამე დროებითი მეფე გამოდის, მისი ძმის, დავით მეხუთის ანდერძის მიხედვით, ფაქტობრივად - რეგენტი.

მაგრამ უძლეველი მეფე გიორგი მესამე როგორ შეურიგდებოდა დროებით მეფის, რეგენტის სტატუს. ის თავისი დიდების ზენიტში იყო, როცა დემნა სრულწლოვანი შეიქმნა. მილიტარისტი ხელმწიფე მიიჩნევდა, რომ მეფობისთვის იყო დაბადებული. თუ დავაკვირდებით მის მონეტას, სადაც ის გამოსახულია მიმინოთი ხელში, მივხვდებით, მორჭმულობა მისი ცხოვრების სტილი გახლდათ. მეფე თვლიდა, საქართველოს სამეფოს მასზე უკეთესი ხელმწიფე, მტერთა მმუსრავი მთავარსარდალი ვერ ეყოლებოდა. ძალაუფლებამ, წარმატებულმა პოლიტიკამ და სამხედრო გამარჯვებებმა ასე იცის. ამიტომ, გიორგი მესამე არ აპირებდა ტახტის დათმობას დემნასთვის, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილამდე.

გიორგი დიმიტრის ძე მკაცრი მმართველი იყო, სამეფოსათვის მოღვაწე. მან, როგორც თვითონ თვლიდა, სამეფოს ინტერესების გამო, ეკლესიაც კი შეზღუდა და შეუვალობა ჩამოართვა

. საეკლესიო მიწები მეფის ხელში გადავიდა, ეს შემოსავალსაც უზრდიდა სახელმწიფოს და დამსახურებული მსახურებისთვის დასასაჩუქრებელი საშუალებაც იყო.

დემნა აჯანყდა. მას მიემხრო სავაზიროს უმრავლესობა, ბევრი დიდებული. თუმცა, გიორგიმ გაიმარჯვა.

დემნა დასაჯეს ისე, რომ ტახტსაც კარგავდა, რადგან თვალები დაწვეს, და შთამომავლობის გაგრძელებასაც ვერ შეძლებდა, რადგან დაასაჭურისეს.

გარდაიცვალა უიღბლო უფლისწული, ქართველი მილიტარისტებისა და ლეგიტიმისტების იმედი, რომელთაც ახალი დაპყრობები, სახელმწიფოს გაფართოება ჰქონდათ ჩაფიქრებული.

გიორგი მესამემ კი გაიმარჯვა, მაგრამ, ქვეყანა უკვე შერყეული იყო. ზოგიერთი დიდებული, ვაზირები, ცნობილი სარდალი სიკვდილით დასაჯეს ან ქვეყნიდან გაიქცა. ეკლესიაშიც კრიზისული მდგომარეობა იყო. მცხეთის კათალიკოსი და საქართველოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე გადადგა და იერუსალიმს გაემგზავრა.

გამარჯვებულ მეფე გიორგის ხელში შერჩა დიდი პოლიტიკური და სახელმწიფობრივი კრიზისი.

გიორგი მეფეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი თამარი და მომდევნო რუსუდანი მას ბურდუხან დედოფალთან შეეძინა. მეფეს ჰყავდა კიდევ ერთი ასული, ქორწინების გარეშე შობილი, რომელსაც სამეფო კარი მეფის ასულად თვლიდა, და რომელიც სამეფო ღირსებით გაათხოვეს შემდეგში. სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცით.

არის ვარაუდი, რომ გიორგი მესამე ცოლის მო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ღალატე ადამიანი კი არ იყო, უბრალოდ, რადგან დედოფალთან არ შეეძინა ვაჟი, ცდილობდა სხვასთან მაინც გაეჩინა, რათა მემკვიდრე ჰყოლოდა.

როდის დაებადა მეფე გიორგის უპრეცედენტო იდეა ტახტზე აეყვანა ქალი, თავისი ასული, თამარი ძნელი სათქმელია.

შეიძლება იყოს რამდენიმე ვერსია:

პირველი, შესაძლოა, მეფე ფიქრობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იმეფებდა, მერე კი მეფობას გადაულოცავდა თავის ძმისწულს, დემნას, და მეფის ასულებს მას ჩააბარებდა. მაგრამ, დემნას აჯანყებას არ შეეძლო არ გაეშმაგებინა კავკასიის სუზერენი. არ მოელოდა ძმისწულისაგან და დემნას მომხრე ქვეშევრდომებისაგან ამგვარ რამეს. ამის მერე შეუძლებელი იყო დემნა არ დაესაჯა აჯანყებული უფლისწულებისთვის განკუთვნილი სასჯელით, და ამგვარად, გინდა თუ არა, თამარი გახდა პრეტენდენტი ტახტისა, რადგან სამეფო დინასტიას ვაჟი აღარ ჰყავდა.

მეორე. შეიძლება მეფე გიორგი ადრეც ფიქრობდა თამარის გამეფებაზე, მაგრამ, არ იცოდა  როგორ უნდა მოეწყო საქმე ისე, რომ მილიტარისტული ქვეყნის სათავეში მოეყვანა ქალი, იმ დროში, კავკასიაში, აზიის მეზობლად, ვერაგი და დაუნდობელი მეზობლების გარემოცვაში. ტრადიციული კანონებით ეს შეუძლებელი იყო. თანაც იმ ვითარებაში, როდესაც სამეფო ოჯახს ჰყავდა უფლისწული, მეფის ვაჟი, დემეტრე (დემნა).

მესამე. შეიძლება გიორგი მეფე ფიქრობდა მოეძებნა შესაფერისი სასიძო, როგორც ამას აკეთებდნენ ხოლმე ბიზანტ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იის იმპერატორები. სიძე იქნებოდა მეფე-კონსორტი, ხოლო მეფეთ-მეფე, ანუ მმართველი კი თამარი.

დემნას აჯანყებამ ყველაფერი გადაწყვიტა. დემნას ნდობა მეფეს ვეღარ ექნებოდა. მკაცრი მმართველი ფიქრობდა, თუ არ გაანადგურებდა აჯანყებულებს, მას გაანადგურებდნენ, მეორე ცდისას მაინც. პოლიტიკაში და საფრთხეებში კარგად ერკვეოდა გიორგი მეფე. იმ დროს ჰუმანიზმი არ გამოდგებოდა ქვეყნის მმართვაში, უფრო სწორად ტახტის შენარჩუნების საქმეში.

დემნას მიუსაჯეს თვალების დათხრა და დაკოდვა.

როგორც ვთქვით, ამან გამოიწვია კიდევ ერთი კრიზისი. გადადგა ქართლის კათალიკოსი და საქართველოს პატრიარქი ნიკოლოზ პირველი  გულაბერისძე, მწერალი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი ოჯახიდან, ერთ-ერთი მისი წინამორბედი პატრიარქი, სვიმონ მეოთხე გულაბერისძე, მისი ბიძა, მამის ძმა გახლდათ. იგი ეკლესიას მართავდა უკვე დიდი ხანი, 1150 წლებიდან. ნიკოლოზ პირველის დაწერილია "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა".

პატრიარქ ნიკოლოზს დიდი ავტორტეტი ჰქონდა ეკლესიაში. როგორც ჩანს მანამდეც იყო აზრთა სხვაასხვაობა მეფესა და კათალოკოს ნიკოლოზს შორის, რადგან, მეფის დამოკიდებულება ეკლესიისადმი, შეუვალობის გაუქმება, არ შეიძლებოდა მოსწონობოდა პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ კათალიკოსი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ.

თამარის ერთ-

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „პატრიარქი სიმდაბლის გამო გადადგა ქართლის კათალოკოსობიდანო“.

თუმცა, მომდევნო მოვლენები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, ცოტა სხვა მიზეზების გამო გადადგა პატრიარქი. მის მაგიერ საკათალიკოსო ტახტზე მიქელ მირიანის ძე ავიდა, რამაც მერე კიდევ სხვა კრიზისი გამოიწვია; გარდა ამისა, მხოლოდ თავმდაბლობაში არ იყო საქმე, პოლიტიკაში და სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობა აინტერესებდა ნიკოლოზ გულაბერიძეს, შემდეგში დაბრუნდა საქართველოში და თამარს ეხმარებოდა მოქმედი კათალიკოსის გადაყენებაში, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი აზრით, ალბათ, კათალიკოსის გადადგომა გამოიწვია დემნა უფლისწულის სიკვდილით დასჯამ. ის ყველა ვარიანტში, როგორც პატრიარქი და როგორც სახელმწიფო მოღვაწე, წინააღმდეგი იქნებოდა უფლისწულის, ტახტის მემკვიდრის (ზოგადად ადამიანის) ასე მკაცრად დასჯისა, რადგან სამეფო დინასტიას მემკვიდრე ვაჟი აღარ რჩებოდა.

აჯანყებისა და კათალიკოსის გადადგომის მერე მეფე გიორგი მესამე დათმობებზე წავიდა, შეუვალობა აღუდგინა ეკლესიას. ხოლო თავისი მიზნის მისაღწევად, ეკლესიის დასაშოშმინებლად და თამარის გასამეფებლად. საკათალიკოსო ტახტზე აიყვანა მიქაელ მირიანისძე.

ახალი ერა იწყებოდა საქართველოში.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-05-27
სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე; წმ. მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV)*; მოწამისა ისიდორესი (251); მოწამისა მაქსიმესი (დაახ. 250); ღირსისა სერაპიონ სინდონიტისა (V); წმ. ლეონტისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (1175).
27 მაისი - ხსენება წმიდა მოწამე მაქსიმესი (+250)
წმიდა მოწამე მაქსიმე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
27 მაისი - ხსენება წმიდა მოწამე ისიდორესი (251)
წმიდა მოწამე ისიდორე ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას.
gaq