საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2017 - თავისუფლების დღესასწაული

მალე 31 მარტი დადგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდია 78 წლის გახდებოდა!

დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2017.

კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.

საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ დღესასწაულზე, 26 მაისს, ასევე უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული. მერაბ კოსტავაც 78 წლის გახდებოდა.

ეს ორი დღესასწაული უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართველი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-18
მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (დაახ. 362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა და პამბონესი (305-311); ღირსისა თეოდორე საკვირველთმოქმედისა (დაახ. VI); ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა დოროთესი, აბბა სერიდის სავანის მკვიდრისა (დაახლ 620).
უებრო დამრიგებელი სულიერ ღვაწლზე შემდგართათვის (ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან)
ღირსი აბბა დოროთე (VI) სურიდის სავანიდან, ვისი ხსენების დღეც არის 18 ივნისი, წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში. სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსაგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა.
მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი
წმიდა მღვდელმოწამე დოროთე ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10,23), მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 21 მაისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს.
gaq