საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ბერქა ყაენის სიკვდილი საქართველოში
გაიოზ მამალაძე


ჩინგიზ ყაენს და მის საყვარელ ცოლს, ბორტეს ჰყავდათ ოთხი ვაჟი: ჯუჩი, ჩაღატა, უგედეი და თოლუი. ამ ოთხი უფლისწულის მემკვიდრეობის მიხედვით ოთხ ნაწილად, ოთხ ულუსად, ოთხ ურდოდ დაიყო ჩინგიზ ყაენის იმპერია. ასეთი იყო ნება ჩინგიზ ყაენისა.

ჩინგიზ ყაენის მერე დიდი ყაენი, ყაენთა ყაენი, ხაკანი, გახდა მესამე ვაჟი უგედეი. უგედეისა და მისი მემკვიდრეების სამფლობელო უნდა ყოფილიყო მონღოლეთი, ცენტრით ყარაყორუმი და ჩინეთი. დიდ ყაენს უნდა დამორჩილებოდნენ სხვა სამი უფლისწული და მათი მემკვიდრეებიც, რომელთაც თავ-თავისი საუფლისწულო სამთავროები, ულუსები, ურდოები, საყაენოები ექნებოდათ. უგედეის მერე მისი ვაჟი, გუიუქი ავიდა ტახტზე, შემდეგ კი თოლუის ვაჟი, მუნქე (მანგუ).

ჩაღატა უფლისწულმა, შუა აზიაში, დაარსა ჩაღატას ულუსი, საუფლისწულო, სამთავრო, საყაენო.

ჩინგიზ ყაენისა და ბორტეს უფროს ვაჟის, ჯუჩის მემკვიდრეობის საფუძველზე, ჯუჩის უფროსმა ძემ, ბათო ყაენმა, დაარსა ჯუჩის ულუსი, საუფლისწულო, სამთავრო, რომელსაც ოქროს ურდოს უწოდებდნენ.

ჩინგიზ ყაენისა და ბორტეს მეოთხე ძის, თოლუის მესამე ვაჟმა, ჰულაგუმ, თოლუის მემკვიდრეობის საფუძველზე, ირანსა და მის მომიჯნავე ტეროტორიებზე დაარსა თავისი სამთავრო. ჰულაგუს ილხანი უწოდეს, რაც ნიშნავს ხალხების ხანს, ყაენს. მის სამფლობელოს საილხანოდ მოიხსენიებდნენ.

1265 წელი იდგა. მონღოლთა დიდი იმპერიის ფორმალური ერთიანობა ირღვეოდა. ირანსა და ჩვენს რეგიონში არსებული მონღოლური სახელმწიფოს, საილხანოს პირველი ილხანი, ჰულაგუ ახალი გარდაცვლილი იყო და  ტახტზე მისი ვაჟი, აბაღა იჯდა. ჩინგის ყაენის სხვა შვილიშვილის, ბათო ყაენის მიერ ჩრდილო კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილის, რუსეთისა და მომიჯნავე ტერიტორიებზე დაარსებულ სხვა სახელმწიფოს, ოქროს ურდოს, განაგებდა ბათო ყაენის ძმა, ბერქა. ბერქა იყო ჯუჩის ძე. იგი ულუსის, ურდოს წინამძღოლი, ყაენი გახდა ბათოს, მისი ვაჟისა და შვილიშვილის (თუ მეორე ვაჟის) გარდაცვალების შემდეგ.

რამდენიმე წლით ადრე ბერქასა და ჰულაგუს შორის დიდი ბრძოლები გაიმართა, შირვანში და ჩრდილო კავკასიაში, სადაც თავი ისახელეს ქართველთა მეფე დავით მეშვიდე ულუმ, სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა და სხვებმა. მრავალი ქართველი შეიწირა შირვანში, დარუბანდში და თერგის პირას მონღოლთა შორის გამართულმა ბრძოლებმა.

ბერქა და აბაღა ყაენებს შორის თავიდან კარგი ურთიერთობა ყოფილა. საილხანოს დედაქალაქში, თავრიზში მეჩეთიც კი აუშენებიათ ბერქას სახელზე. განახლებულა ვაჭრობა ორ ურდოს შორის. შემდეგ ურთიერთობა ისევ დაიძაბა. 

აბაღა ყაენს მონღოლთა დროინდელი ქართული მატიანეს უცნობი ავტორი ასე ახასიათებს: „კაცი კეთილი, უხვი, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის  მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემდნდობი“. ჟამთააღმწერლის თქმით, აბაღა ხაზინის ქურდებსაც კი არ სჯიდა თურმე, რადგან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ქონებას.

ტახტზე ასვლისას აბაღას ეახლა ჩვენი მეფე, დავით მეშვიდე ულუ და მორჩილება გამოუცხადა, როგორც ვასალმა. აბაღამ დიდი პატივისცემით მიიღო ლაშას ძე.

ამბობენ, სმა ჰყვარებია აბაღას. თუ ეს მართალია, არ შეიძლება მას ქართველები არ ჰყვარებოდა, რომლებიც კარგ ღვინოსაც მიართმევდნენ, ალბათ, და კარგ თანამეინახეობასაც გაუწევდნენ. აბაღა ყაენი ცდილობდა საილხანოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მაჰამადიანებსა და ქრისტიანებს. მფარველობდა ქრისტიანებს. მისი ილხანობის დროს საქართველოში აბაღას სახელით მოჭრილ ვერცხლის ფულზე, დირჰემზე, ქართველები ჯვარს გამოსახავდნენ და არაბულად აწერდნენ: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, უფლისა ერთარსებისათა“.

ბერქა ყაენი, როგორც ვთქვით, მაჰმადიანი იყო. ისლამის აღიარებით, იგი ფიქრობდა ოქროს ურდოში შემავალი მაჰმადიანების გულის მოგებას. გარდა ამისა, სურდა ეგვიპტელი მაჰმაადიანები გამოეყენებინა საილხანოს წინააღმდეგ ბრძოლებში და მათთან დიპლომატიურ ურთი

ერთობის დამყარებას ცდილობდა.

1265 წელს, გაზაფხულზე, დარუბანდის გავლით სამხრეთ კავკასიაში ისევ შემოიჭრა ბერქა ყაენის არმია. ავანგარდს მისი ძმის შვილიშვილი, ნოღაი სარდლობდა. უკან, ძირითადი ნაწილებით, მოჰყვებოდა ბერქა. ახლა უკეთ მომზადებულიყო ჯუჩის ძე, მეტი ჯარისკაცი შეეგროვებინა, მთელი ოქროს ურდო წამოეყვანა, თავისი ვასალებით. მოტივაციაც მეტი ჰქონდა ბერქას. გამწარებული იყო ჰულაგუიანების ოჯახზე ჯუჩიდი ბერქა. სურდა თავისი ძმების შვილების, ხუთარის (თუთარის), ბალაღასა (ბალახანის) და ყულის მკვლელობის გამო შური ეძია. ასევე ამბობენ, მაჰმადიან ბერქას უნდოდა ჰულაგუიანებისათვის სამაგიერო გადაეხადა მათ მიერ ბაღდადის განადგურებისა და ხალიფას მკვლელობისთვისო. ეს იყო, ფაქტობრივი, ჯიხადი საილხანოს წინააღმდეგ.

მთავარი მიზანი, კი, ალბათ, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთის დაპატრონება გახლდათ, ახალი ტერიტორიების დასაკუთრება, აბაღა ყაენისთვის წართმევა. ბერქა ჯუჩის ულუსის საკუთრებად თვლიდა შირვანსა და ადარბადაგანს. საიდანაც პერსპექტივები გაეშლებოდა საქართველოსკენ, ერაყისა და მცირე აზიისკენ.

აბაღა ყაენმა ჩვენი მეფე, დავით ულუ მიიწვია დამხმარედ. სხვა გზა არ ჰქონდა ლაშას ძეს, აბაღა ყაენის ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდა, ქართულ ჯართან ერთად, მის სამხედრო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.

იმ წელს, ორ საყაენოს შორის, პირველი შეტაკებები მოხდა შირვანში. ოქროს ურდოს ავანგარდს სარდლობდა, როგორც ვთქვით, ნოღაი, ბერქას ძმის შვილიშვილი, ხოლო საილხანოს ავანგარდს აბაღა ყაენის ძმა, იუშუმუთი მეთაურობდა. ნოღაი დამარცხდა და თვალიც დაკარგა (სხვა ვარიანტით, მას თვალი, რამდენიმე წლით ადრე, თერგის ბრძოლაში დაუკარგავს). იგი იძულებული გახდა უკან დაეხია. ამ დროისათვის ბერქა შემოვიდა შირვანში, ძირითადი ძალებით.

შირვანში შევიდა საილხანოს არმიის ძირითადი ნაწილიც. აბაღას ჯარმა გადალახა მტკვარი და მის მარცხენა ნაპირზე აპირებდა ბრძოლის გამართვას. მაგრამ, ცნობები მოუვიდა, ბერქას ძალიან დიდი ძალები ჰყავსო. ილხანმა გასცა ბრძანება, უკან გადმოელახათ მდინარე. ხიდი დაანგრევინა აბაღამ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაბანაკდა. მოადგა ბერქა მტკვარს აურაცხელი ჯარით. აბაღა ყაენი შებრძოლებას მოერიდა, გააგზავნა სპეციალური ნაწილები მტკვრის აღმა და ხიდები დაანგრევინა. 14 დღე მთავარი ჯარები პირისპირ იდგნენ, მტკვრის გაღმა-გამოღმა და ისრებს უშენდნენ ერთმანეთს. მტკვარი ძალიან ადიდებული იყო და მდინარეზე გადმოსვლა ვერ შეძლო ბერქამ.

მერე, ბერქა ყაენი ამოჰყვა მტკვარს ამოღმა და მოაოხრა შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირი მცხეთამდე. ტფილისში უამრავი ქრისტიანი მოკლეს. დაინგრა არაერთი ქალაქი: ხორნაბუჯი, ხუნანი, რუსთავი, უფლისციხე... შემდეგ ბერქას ჯარი დაიძრა გარეჯისკენ. გაანადგურეს გარეჯის მონასტერთან არსებული დასახლებები.

დიდი საფრთხე მოელოდა მონღოლთაშორის საომარ ტერიტორიად ქცეული საქართველოს სხვა მხარეებსაც, მაგრამ, როგორც მემატიანე წერს: მოჰხედა ღმერთმა წყალობით ჩვენს ქვეყანას და ბერქა ყაენს რაღაც სენი შეყარა. არაბული წყაროთი ცნობილია, რომ ბერქას ფეხების ტკივილები აწუხებდა თურმე. ებრაული წარმოშობის, ირანელი მაჰმადიანი ისტორიკოსისა და მონღოლთა ვეზირის, რაშიდ ად-დინის ცნობით, მსგავსი დაავადება ასევე აწუხებდა, თურმე, ბერქას უფროს ძმას ბათოს, და ბიძას, ჩინგიზ-ყაენის მესამე შვილსა და მემკვიდრეს, დიდ ყაენ უგედეის. აღნიშნული გენეტიკური დაავადება ჩინგიზ-ყაენის პირველი და საყვარელი ცოლისგან, ბორტესგან გადასცემოდათ, მემკვიდრეობით. შესაძლოა, სხვა რაიმე ავადმყოფობა შეეყარა ყაენ ბერქას. მაშინ გავრცელებული იყო მუცლის სენი, ტიფი.

ყველასათვის მოულოდნელად ბერქა ყაენი საქართველოში მოკვდა. მისმა ჯარისკაცებმა წაიღეს ყაენის გვამი, გაიარეს დარუბანდის კარი და გადავიდნენ ჩრდილოეთში, თავის ურდოში.

„ესრეთ დამშვიდნა ქვეყანა ესე“.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq