საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა თავის შვილებს ქართული ენა შეასწავლა და ილარიონ ქართველის წმინდა ნაწილები თესალონიკიდან მოაპარვინა
გაიოზ მამალაძე


822 წელს კახეთში დაიბადა ქართული და ბერძნული ეკლესიის მომავალი წმინდანი, საკვირველმოქმედი ილარიონ ქართველი.

მისი მამა მდიდარი აზნაური ყოფილა. მართალია ილარიონ ქართველის ცხოვრების არც ერთ რედაქციაში გვარი მითითებული არაა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მათი ოჯახი დონაურთა ცნობილი  გვარიდან ყოფილა. მამამისს სხვა შვილებიც ჰყოლია.

დონაურების გვარი დიდი მეომრები იყვნენ. ამ გვარის წარმომადგენელი, სამუელ დონაური კახეთში ქორეპისკოპოსი გახდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ილარიონი ჭაბუკი გახლდათ. დონაურების მეთაურობით ქართველებმა სოფელ გავაზთან სასტიკად დაამარცხეს არაბთა სარდალი ხალიბ იბნ-იაზიდი, რომელმაც 840-842 წლებში ილაშქრა საქართველოში და ჯავახეთში ჰპოვა სიკვდილი.

შემდეგ დონაურებმა და კახელებმა, წანარებმა, გარდაბნელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ბუღა თურქს და არ შეუშვეს არაგვის ხეობაში და ფეხი არ მოაკიდებინეს კახეთის საქორეპისკოპოში.

მომავალი სიამაყე ქართველი ერისა პატარაობაში ძალიან დიდ ნიჭს ავლენდა თურმე. მამამ 6 წლის ასაკში თავისი დაბის მღვდელს მიაბარა აღსაზრდელად, ვისთანაც ბეჯითად სწავლობდა პატარა ილარიონი. მამა ძალიან კმაყოფილი იყო და გადაწყვიტა შვილი ღმერთისთვის შეეწირა და დაიწყო მონასტრის მშენებლობა. მალე მონასტერში 16 ბერი შეიკრიბა.

მამა ხშირად აკითხავდა  შვილს და აკვირდებოდა როგორ შენდებოდა მონასტერს,.

14–15 წლის ასაკში ილარიონმა გადაწყვიტა გაცლოდა მშობლის ყურადღებას, ქრისტეს მოწოდების შესაბამისად დაეტევებინა მამა, დედა და აეღო ჯვარი და ნამდვილად შედგომოდა ქრისტეს გზას. ამ მიზნით წავიდა გარეჯის მონასტერში და ერთ მღვიმეში დაემკვიდრა.

 გარეჯის მამათა შორის მალე დიდი ავტორიტეტი დაიმკვიდრა და 11 მოწაფე გამოუჩნდა კიდეც.

მისი მადლიანობის შესახებ შეიტყო რუსთავის ეპისკოპოსმა და მოინახულა ახალგაზრდა ბერი. ეპისკოპოსი მოიხიბლა მისი ბერული ცხოვრებისგან გაყვითლებული, დამჭკნარი სახისა და შეურაცხი სამოსის ხილვით და უთხრა:

– „დიდი ხანია მინდოდა შენი ნახვა, შვილო ილარიონ, და აი ღირს ვიქნენი მივიღო შენგან ლოცვა. შემისრულე თხოვნა და გაკურთხებ მღვდლად მე ცოდვილიო“.

– „შენს ხელში ვარ მამაო, როგორც ენებოს ღირსებას შენსას“ – დათანხმდა ახალგაზრდა ნეტარი.   

მამა ილარიონის სიწმინდის შესახებ ცნობილი გახდა და უამრავი ხალხი მიდიოდა მის მოსანახულებლად. ამიტომ, მან თავის მაგიერ თავისი მოწაფე დაადგინა მღვიმის წინამძღვრად და თავის ერთ მოწაფესთან ერთად იერუსალიმს გაემგზავრა, რათა განრიდებოდა დიდებას.

გზაში არა ერთი განსაცდელი გადახდა წმიდა ილარიონს და მის მოწაფეს, მაგრამ ყველას ღვთის მფარველობით გაერიდა და არა ერთი სასწაულიც მოახდინა. ნეტარმა მოილოცა  იერუსალიმი, თაბორის მთა, ბეთლემი, იორდანის უდაბნო, საბაწმინდის მონასტერი და სხვა. გადმოცემით წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მღვიმეშიც  იყო დაყუდებული ერთ ხანს.

ერთხელაც წმინდა ილარიონს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთსმშობელი და თორმეტი ნათლით მოსილი კაცი. ყოვლადწმინდამ უბრძანა სამშობლოში გამომგზავრებულიყო.

სამშობლოში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მისი მამა და ძმა გარდაცვლილიყვნენ. დედამ მამისეული ქონება გადააბარა და უთხრა, როგორც უნდოდა ისე განეკარგა.

მამა ილარიონმა ააშენა დედათა მონასტერი და იქ დამკვიდრდნენ მისი დედა და და. ააშენა მამათა მონასტერიც. ასე შეასრულა ღვთისმშობლის დანაბარები. დარჩენილი ქონება გლახაკებს გაუყო.

მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედის ძმამ, რომელიც ითხოვდა წილს ქონებიდან და ნახშირით შეურაცმყოფელ სიტყვებს წერდა მონასტრის კედლებზე, იმუქრებოდა რომ დაწვავდა მონასტერს, ილარიონს კი მოკლავდა.

ილოცა მამა ილარიონმა ბიძისთვის, რომელიც ხმამაღლა გაჰყვიროდა და მიწაზე გორაობდა.  განიკურნა ნეტარის ბიძა და ფეხებში ჩაუვარდა საამაყო ნათესავს მონანიების სიტყვებით და თავისი ქონებაც მონასტერს შეწირა.

განითქვა წმინდა ილარიონის ამბავი ქართლის ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად. სთხოვდნენ ეპისკოპოსობა მიეღო...

კვლავ გაერიდა დიდებას ნეტარი და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც არავინ იცნობდა, ორ მოწაფესთან ერთად. გზად ულუმბოს მთაზე ავიდნენ მოსალოცად.  პატარა ეკლესია იპოვეს და იქ გაჩერდნენ.

ყველიერის შაბათ დღეს, წმინდა ილარიონმა ეკლესიაში კანდელის ასანთებად მოსულ ბერს სთხოვა სეფისკვერი და ზედაშე. მოართვა ბერმა და აღასრულეს ქართველებმა წმინდა ჟამისწირვა, ქართულ ენაზე.

ეს ამბავი შეიტყო მონასტრის მამასახლისმა, აღშფოთდა და ბრძანა მათი გაძევება, რადგან არ იყო დარწმუნებული მათ მართლმადიდებლობაში.

წმინდა ილარიონი შეპირდა ხვალ წავალთო.

იმ ღამეს მამასახლისს სიზმარში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი:

– „როგორ არ შეიწყნარებ უცხოებს? ქართველები ხომ არიან ამ მთაზე, განა არ იცი? ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერი არის, რადგან ჩემი ძის მიერ ჩემთვის არიან ისინი ჩაბარებულნი, ჩემი წილხვდომილები არიან შეურყეველი მართლმადიდებლობის გამოო“!

ატირებული მამასახლისი გაემართა წმინდა ილარიონისკენ, ფეხებში ჩაუვარდა შენდობის თხოვნით და აფიცებდა, დარჩით აქ, არ წახვიდეთ, რათა ღვთისმშობელს შური არ ეძია მასზე.

– „იყოს ნება შენი, მამაო“! – უთხრა ქართველმა წმინდანმა.

რამდენიმე ხანში ილარიონ ქართველმა კანდელის ზეთის წასმით სასწაულებრივად განკურნა მამასახლისის ნათესავი ბერი, რომელიც სიყრმიდან მარჯვენა ფეხს იტკივებდა, და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მაგრამ განითქვა მისი სასწაულთმოქმედების შესახებ და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად.

მოვიდა სამი ქართველი ბერიც. მამა ილარიონმა ულუმბოს მთაზე ქართველთა მონასტერი დაარსა. თუმცა, ქართველები იქ მანამდეც შეიძლება იყვნენ, როგორც ჩანს მამასახლისის სიზმრისეული გამოცხადების ტექსტიდან. მასთან მოდიოდნენ მოქალაქეებიც და სთავაზობდნენ დახმარებას, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა, ღვთისმშობელი განგვაძღობსო. თვითონ  მუშაობდენ ფიზიკურად და ასე ირჩენდნენ თავს.

ხუთი წელი იყო ნეტარი მამა ულუმბოზე. განითქვა ილარიონ ქართველის სასწაულთმოქმედების, სიწმინდისა და უპოვარების ამბავი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ნახვა.

ილარიონ ქართველმა თავის მოწაფეები დატოვა ულუმბოს ქართველთა მონასტერში, თან იახლა ერთი მოწაფე და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს ძელიცხოველის სახილველად და მოსალოცად. შემდგომ რომში გაემგზავრა, პეტრესა და პავლეს საფლავთა მოსალოცად.

კონსტანტინოპოლიდან 12 დღის სავალზე, ერთ ქალაქთან ახლოს, ნახა ერთი ვენახი, რომლის შესასვლელთან კოჭლი კაცი იჯდა. სთხოვა ქართველმა ერთი მტევანი მომიწყვიტეო. კოჭლმა უპასუხა: – „13 წელია სიარული არ შემიძლია, მას მერე, რაც ფეხები მოვიტეხე. ამ ვენახის პატრონი მარჩენს... მიბრძანდი და მოკრიფე რამდენიც გენებოსო“.

– „უფალი გიბრძანებს, ადექი და მომიტანე მტევანი!“ – განუცხადა ქართველმა წმინდანმა კოჭლს. მართლაც, უმალ განიკურნა მისი ფეხები და სიხარულით გამოუტანა ვენახიდან სასწაულთმოქმედ ბერს მტევანი სრულიად ჯანმრთელმა. მაგრამ ბერი იქ არ დახვდა.

ხელში მტევნით ეძებდა ბედნიერი ადამიანი ქალაქში მის განმკურნებელს. კოჭლის სასწაულებრივმა გამოჯანმრთელებამ კი დიდი სიხარული გამოიწვია მთელ ქალაქში და ერთად ეძებდნენ ბერს,  მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამა ილარიონი სხვა გზით წავიდა.

ორი წელის რომში გაჩერდა წმინდა ილარიონ ქართველი და მოილოცავდა იქაურ სიწმინდეებს, თან უამრავი სასწაული მოახდინა იქ. შემდეგ დიმიტრი თესალონიკელის საფლავის მოსალოცად გაემგზავრა. დიდი ქალაქის თესალონიკის (სალონიკის) მთავრის სასახლის ჭიშკართან იხილა მსახური ქალი, რომელმაც 4 წლის უძლური ბიჭუნა მზეზე დააწვინა.

ქართველმა წმინდანმა სთხოვა მსახურ ქალს, წყალი მომიტანეო. მხევალი წყლის მოსატანად რომ წავიდა, წმინდა ილარიონი მიუბრუნდა პატარა ავადმყოფს, ჯვარი გადასწერა და უთხრა:

– „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა ადექი ჯანმრთელი და წადი შენს დედიკოსთან!“ 

გამოჯანმრთელებული ბავშვი ადგა და გაიქცა. როცა მობრუნდა ბავშვის გადია, პატარას სრულიად განკურნებულს შეხვდა. სიხარულით გაიქცა მხევალი და აუწყა ბავშვის დედას, თესალონიკის მთავარის მეუღლეს, სასწაულის შესახებ.

მთავრის ბრძანებით ქალაქის კარიბჭეები დაკეტეს და სასწაულთმოქმედი ბერის ძებნას შეუდგნენ. ქალაქგარეთ, აღმოსავლეთ კარიბჭესთან იპოვეს ილარიონ ქართველი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმინდანს და აუწყეს მთავარს. მიიჭრა ბერძენი დიდებული ქართველ მწირთან, მუხლებში ჩაუვარდა და ფეხებს უკოცნიდა.

ნეტარმა წამოაყენა და დალოცა ბედნიერი მამა.

თესალონიკის მთავარი ევედრა ილარიონ ქართველს დარჩენილიყო მათთან და შეპირდა, რომ აუშენებდნენ ეკლესიას, სადაც ისურვებდა. წმინდანი დათანხმდა. მხოლოდ ითხოვა ხმელი ორცხობილისა და დამბალი ცერცვის მეტი არაფერი მიეტანათ მისთვის და მისი თაყვანისცემა არ დაეწყოთ.

თესალონიკში კიდევ არა ერთი სასწაული მოახდინა ილარიონ ქართველმა ჯერ სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც.

875 წლის 19 ნოემბერს, 53 წლის ასაკში მიიცვალა დიდი ქართველი წმინდანი თესალონიკში. მთავარმა მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენებინა წმინდანის ცხედარი და დაკრძალეს იმ ეკლესიაში, სადაც მოღვაწეობდა. სნეულები მიდიოდნენ ხოლმე მის საფლავთან და იკურნებოდნენ.

ერთხელ მთავრის ვაჟი ავად გახდა. დაუსივდა სარცხვენელი და მუცელი. მთავარმა ბრძანა და მისი ვაჟი მამა ილარიონის ლუსკუმაში ჩააწვინეს. ღამით, ძილში გამოეცხადა ილარიონ ქართველი ახალგაზრდას და უთხრა:

– „პროკოპი, უნდა აღმითქვა რომ წესიერი ცხოვრებით იცხოვრებ, თორემ ვერ განიკურნები?!“

პროკოპიმ დაიფიცა. მაშინ ქართველმა წმინდანმა მუცელზე დაადო ხელი მთავრის ვაჟს და განკურნა. ილარიონ ქართველის საფლავი სნეულთა განკურნების ადგილად იქცა.

ეს ყველაფერი შეიტყო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი I–მა (867–886) მაკედონელმა. მან მონასტრების მამასახლისებს გამოჰკითხა ილარიონ ქართველის შესახებ. ულუმბოს მამასახლისმა დაუდასტურა მრავალი სასწაული, რაც მოუხდენია ილარიონ ქართველს. ასევე სხვებმაც.

– „არავინ დარჩა მისი მოწაფეებიდან?“ – იკითხა იმპერატორმა. მამასახლისმა ამცნო რომ წმინდანის სამი ქართველი მოწაფე, აწ უკვე მოხუცები, კიდევ მოღვაწეობენ ულუმბოზე.

დიდი მოკრძალებით სთხოვა ბიზანტიის იმპერატორმა სამ ქართველ ბერს მასთან მიბრძანება და გაუგზავნა  საიმპერატორო გემი – დრომონი.  დიდი პატივით მიიღეს ქართველი მონაზვნები კონსტანტინოპოლის სასახლეში. კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქმა ფოტი I-მა (858–867, 877–886) განაცხადა, რომ დიდი მადლი მიიღო ქართველი ბერებისგან.

ბერძენთა მეფეთ–მეფემ შესთავაზა ბერებს აერჩიათ რომელიმე მონასტერი და მათ დაუთმობდა, მაგრამ ქართველებმა არ იკადრეს სხვისი აშენებულის მისაკუთრება. მაშინ კეისარმა მოაძებნინა ქართველებს კარგი ადგილი სამონასტრედ და წამოიწყო ეკლესიის მშენებლობა.

თვითონ ხელმწიფე ეზიდებოდა ქვებს. 7 თვეში გაასრულეს მშენებლობა. პატრიარქმა ფოტიმ აკურთხა ეკლესია და წმინდა ნაწილები გადასცა. კეისარმა კი ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო ნივთები, წმინდა წიგნები, მამულები, ტყეები, სოფლები შეწირა. იქვე ააშენებინა ბერძენთა ხელმწიფემ თავისთვის სენაკი.

ასე დაარსდა კონსტანტინოპოლთან ახლოს რომანას (ჰრომანას) ქართველთა მონასტერი.

იმპერატორმა თავისი ვაჟები მიუყვანა ჰრომანაში ქართველ ბერებს – ლეონი და ალექსანდრე და სთხოვა, ესწავლებინათ მათთვის ქართული წერა–კითხვა და აღეზარდათ. ეს მოხდა, ალბათ, 879 წლის მერე, რადგან ამ დროს უფროსი ვაჟი იმპერატორისა, კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი ჩანს.

შემდგომში, 886 წელს ლეონი იმპერატორი გახდა და ეწოდება ლეონ IV ბრძენი. მის მერე, ტახტზე მისი ძმა, ალექსანდრეც ავიდა (912–913).

ბასილი I მაკედონელს ცოდვები აწუხებდა და ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებას ცდილობდა. მან მისწერა თესალონიკის მმართველ ეპარხოზს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში გადმოესვენებინათ ნეტარი ილარიონ ქართველის წმინდა ნაწილები.

კეისარმა წმინდა ილარიონ ქართველსაც მისწერა წერილი:

„ბასილი, ცოდვილი მეფე, მონა ღვთისა, გევედრები მამაო ილარიონ, მოდი დედაქალაქში. არ მეღირსა შენი ნახვა, მაგრამ მომეცი ნება ვეამბორო შენს წმინდა ძვლებს და გაიხაროს სამეფო ქალაქმა, კონსტანტინოპოლმაო“!

როცა იმპერატორის ბრძანება წაიკითხეს თესალონიკში, ადგილობრივებმა ამბოხი დაიწყეს და გადაწყვიტეს მეფის წარგზავნილების ქვებით ჩაქოლვა, რადგან არ ემეტებოდათ მამა ილარიონის წმინდა ნაწილები. მეფის შეშინებულმა  ანთიპატრიკიოსმა  აღუთქვა არ შესრულება მეფეთ–მეფის ბრძანებისა, თავის ხალხთან ერთად გავიდა ქალაქიდან. მერე კი ღონე იხმარა, ერთ ღამეს ამოათხრევინა წმინდა ილარიონის ნაწილები საფლავიდან, ჩაასვენა ლუსკუმაში და წამოიღო, ხოლო საფლავი ისევ ისე დაახურვინა.

მეორე დღეს მაინც შეიტყვეს თესალონიკელებმა მომხდარის შესახებ და გლოვას მიეცნენ.

დიდი სიხარულით შეეგება კონსტანტინოპოლში იმპერატორი ილარიონ ქართველის წმინდა ნაწილებს. სამეფო სასახლეში დაასვენებინა ერთ ეკვდერში და ფიქრობდა აეშენებინა მისთვის სანაწილე.

მესამე ღამეს ნელსურნელება იგრძნეს იმპერატორმა და მისმა მსახურებმა. როცა  მიერულა კეისარს, გამოეცხადა ილარიონ ქართველი და აუწყა ბიზანტიის მეფეს, რომ გადაესვენებინათ ქალაქგარეთ.

ასეც მოიქცა ბერძენთა მეფე,  ილარიონ ქართველის წმინდა ნაწილები ლიტანიობით გადაასვენეს ჰრომანას მონასტერში.

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-17
დიდმოწამისა ბარბარესი და მოწამისა იულიანასი (დაახ. 306); ღირსისა იოანე დამასკელისა, ოქრონეკტრად სახელდებულისა (დაახ. 780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა (VIII).
ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
4 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი, ვისი ხსენების დღეც არის 17 დეკემბერს, სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
gaq