საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მეტი სინათლე გოეთესათვის
გაიოზ (გია) მამალაძე

1832 წლის 22 მარტს ვაიმარში გარდაიცვალა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, მწერალი და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.

Johann Wolfgang von Goethe დაიბადა 1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში. "1749 წლის აგვისტოს 28-ს, შუადღეს, 12-ჯერ დაჰკრა კედლის საათმა და მეც მოვევლინე ქვეყანას მაინის ფრანკფურტში" - წერდა დიდი პოეტი.

 

"ქარიშხლისა და შეტევის" წარმომადგენელზე და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავკაცზე საუბარი ძალიან ბევრი შეიძლება, მაგრამ, ვინაიდან დღეს მისი გარდაცვალების დღეა, მისი გარდაცვალების დრო და ვითარება გავიხსენოთ.

 

1831-1832 წლების ზამთარში ბევრი უშრომია. თან აგრძელებდა თავის მდივანთან, ეკერმანთან საუბრებს. დიდი საქმე გააკეთა ეკერმანმა, რომელმაც თავის წიგნში "გოეთეს საუბრები ეკერმანთან", გამოაქვეყნა გოეთეს მსჯელობანი სხვადასხვა, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

გოეთეს გენიალური ნაწარმოებნი, ისევე როგორც სხვა დიდი გენიოსების შედევრები, ძალიან ბევრს და საინტერესოს გვეუბნება, მაგრამ რაც მეტად და მეტად ხარ გატაცებული ლიტერატურის სიღრმეებით და, რაც მეტად, ეცნობი უკვდავ ქმნილებებს, ხშირად, მით მეტი კითხვები გიჩნდება. ბევრ ასეთ კითხვას გასცა პასუხი გოეთემ ეკერმანთან საუბრებისას, ხოლო ეკერმანმა შემოგვინახა (თარგმნა და გამოსცა აკაკი გელოვანმა). საინტერესოა, თვალი მივადევნოთ გოეთეს უკანასკნელ თემებს, რო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მლებზეც ისაუბრა და სიტყვებს, რომლებიც თქვა..

 

1832 წლი 11 მარტს მათ შორის, ფაქტიურად, მათი უკანასკნელი საუბარი გაიმართა.

 

"საოცარი კითხვებია, ნამდვილია თუ არა ბიბლიის ცალკეული წიგნები. რა უნდა იყოს იმაზე ნამდვილი და საოცარი, რასაც წარმოადგენს სრულყოფილი მშვენიერება, უსპეტაკეს ბუნებასა და გონებასთან რომ სრულ ჰარმონიას ქმნის, დღემდე რომ ჩვენს უზენაეს განვითარებას ემსახურება! ან რა უნდა იყოს ქვეყნად უფრო არანამდვილი, ვიდრე აბსურდი, სიცარიელე და სისულელე, რაც არ ქმნის ხელოვნებას, არ იღებს ნაყოფს და ყოველ შემთხვევაში კარგს არაფერს გვაძლევს!

 

ოთხსავე სახარებას ნამდვილად ვრაცხ, რამეთუ მიმაჩნია მაინც უმაღლესობის გამოსხივებად, რაც ქრისტეს პიროვნებიდან გამომდინარეობს; უზენაესი სულიერი ძალისხმევის პირმშოა და იმდენად ღვთაებრივი ხასიათისაა, რამდენადაც საერთოდ დედამიწაზე რაიმე ყოფილა. თუ ვინმე მკითხავს, შეგიძლია თუ არა მის წინაშე კრძალვით მუხლი მოიყაროო, ვიტყვი: სავსებით! მე მუხლს ვიყრი მის წინაშე, როგორც თავისთავად ზნეობის უზენაესი პრინციპის გამოცხადების წინაშე.

 

თუ ვინმე მკითხავს, არისო თუ არა შენს ბუნებაში მზის თაყვანისცემა, ვუპასუხებ: სავსებით და უდავოდ! რამეთუ ესეცაა უზენაესის თავისებური გამოცხადება, ყოველ სხვა არსზე ძლიერი და დიადი, რაიც მიწის შვილებს მოგვევლინა შუქის სახით. მე მზეში თაყვანს ვცემ შუქს და უზენაესის შე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მოქმედ ძალას, რომლის წყალობითაც სიცოცხლე გვენიჭება ჩვენ, და ჩვენთან ერთად ყველა მცენარესა თუ ცხოველს. ხოლო თუ მკითხავენ, გაქვსო, თუ არა სურვილი ემთხვიო პეტრე მოციქულის ან პავლეს თითის ძვალს, მე ვიტყვი: მომაშორეთ და დამიხსენით ასეთი აბსურდისგან-თქო!.."

 

.."თუ ადამიანებს ვერწმუნებით, - თქვა გოეთემ, - კაცმა უნდა დაიჯეროს, რომ ღმერთი ძველადვე თავის მყუდრო სავანეში წავიდა, ადამიანები სავსებით თავიანთი თავის ანაბარა არიან მიტოვებული, საკუთარ ფეხზე დგანან და თავიანთი საქმეებიც თვითონვე უნდა განაგონ, უხილავი ღმერთის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. სარწმუნოებისა და ზნეობის საქმეებში ღმერთის ჩარევა, ეტყობა, ჯერ კიდევ დასაშვებია, ხელოვნებასა და მეცნიერებაში კი - არავითარი: ეს ხომ მიწიერი, წმინდა ადამიანური ძალმოსილების ნაყოფია!

 

მაგრამ ერთი სცადოს ვინმემ და ადამიანის ძალმოსილებით ახსნას ისეთი მოვლენები, რომელთა უკანაც დგანან რაფაელი, მოცარტი, შექსპირი! ბრწყინვალედ ვიცი, რომ ამ სამი უკვდავის გარდა ხელოვნებაში იყვნენ სხვა გენიალური ადამიანებიც, რომელთაც არანაკლებ დიდებული ქმნილებები დატოვეს. არა, ნიჭის სიდიადით იმ სამ ხსენებულს არ ჩამოუვარდებოდნენ, ჩვეულებრივ ადამიანთა ბუნებას დიდად აღემატნენ და ისევე ღვთაებრივი ნიჭით იყვნენ შთაგონებულნი, როგორც ის სამი.

 

ანდა, საერთოდ, რასა ვხედავთ ყველგან ყოველთვის? რას უნდა ნიშნავდეს ასეთი რამ? - ჩანს, ღმ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ერთს იმ შექმნათა ცნობილი ექვსი დღის შემდეგ სულაც არ აუღია ხელი თავის საქმიანობაზე. პირიქით, ისეთივე დაუცხრომელია, როგორც შექმნათა პირველ დღეს იყო. უმარტივესი მასალისაგან ამ ტლანქი ქვეყნიერების შექმნა და დაძვრა, რომ წლიდან წლამდე მზის სხივებზე იტრიალოს, - არა მგონია ძლიერ სახალისო საქმედ ჩაეთვალა, რომ ამ მატერიალურ ნიადაგზე სულთა დიდი სანერგე ბაღის შექმნაც არ ჰქონოდა ჩაფიქრებული. ჰოდა, ეს მსოფლიო სული დღემდე ბინადრობს ამაღლებულ ადამიანთა ბუნებაში, რათა ჩვეულებრივნიც თავის დონეზე აამაღლონ.”

 

რამდენიმე დღის მერე გოეთემ ეკერმანთან მოკლედ ისაუბრა პატრიოტიზმის თემაზე, ასევე პოლიტიკაზე და პოეტის გაპოლიტიკოსების მიუღებლობაზე.

 

15 მარტს გაცივდა. იმედი ჰქონდა გამოვჯანმრთელდები, ავდგები და სამუშაოს განვაგრძობო. თუმცა, კატარული ციება ჰქონია, ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ. გავიდა რამდენიმე დღე.

 

22 მარტს, დილის 6 საათზე მოითხოვა ამყენეთო და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. სისუსტე იგრძნო და დააწვინეს. მაინც იმედს არ კარგავდა, გაზაფხულდა და კარგად ვიქნებიო. მზის ამისვლისას უფრო და უფრო დასუსტდა. ექიმის განკარგულებით ფარდებით დააბმნელეს ოთახი. ალბათ, მზემ არ შეაწუხოს, დაისვენოსო.

 

"შემოუშვით მეტი სინათლე” - წამოიძახა.

 

მერე წყალგანარევი ღვინო მოითხოვა. შემდეგ ჩასთვლიმა. რომ გაიღვიძა ოდნავ წაიხემსა, ისევ წყალგანარევი

ღვინო მიართვეს.

 

მერე შილერი ახსენა, თავისნაირი გენიოსი, უკვე გარდაცვლილი. შემდეგ მიუბრუნდა მსახურს და უთხრა: "დარაბა გამოაღეთ, მეტი სინათლე შემოვიდეს”! ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, რაც წარსმოთქვა. ენა ჩაუვარდა. ამის მერე ჰაერში თითს ავლებდა, წერდა რაღაცას. ხელი დაეღალა და საბანზე განაგრძო წერა თითით. როგორც თვითმხილველები მერე ყვებოდნენ, თვით სასვენ ნიშნებსაც კი არ ტოვებდა. როგორც ჩანს გონზე იყო უკანასკნელ ამისუნთქვამდე და კაცობრიობისთვის უნდოდა დაეწერა, ეცნობებინა, როგორ მივიდა მასთან უზენაესის თავისებური გამოცხადება - სინათლე და როგორ მიიწვია თავისთან...

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
gaq