საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ორი ვერსია ლაშა-გიორგის სიყვარულის შესახებ
გაიოზ მამალაძე

 

ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ ლაშა-გიორგი ვერ დაარწმუნეს ცოლი მოეყვანა. კახეთში, სოფელ ველისციხეში მისულს მოეწონა ერთი ლამაზი ქალი, აჰყვა გულისთქმას, წამოიყვანა და ძალიან შეიყვარა. დაფეხმძიმდა ის ქალი და გაუჩინა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს დავითი.

მეფემ არ ისურვა დაქორწინება. ამის გამო შეიკრიბნენ კათალიკოსები (ქართლისა და აფხაზეთის), ეპისკოპოსები, ვეზირები და მოახსენებდნენ: არ შეიძლება მხევალი გყავდეს და არ გყავდეს ცოლი. მაგრამ მეფემ არ ინება, არც უსმინა. ამიტომ, წაჰგვარეს ის ქალი, დავითის დედა და ქმარს დაუბრუნეს. მაინც არ მოიყვანა ცოლი და დარჩა დაუქორწინებელი.

ვახუშტი ბატონიშვილის  მიხედვით, მეფემ ცოლი არ მოიყვანა, აიძულებდნენ წარჩინებულები, მაგრამ არ ქნა. კახეთში, ველისციხეში მყოფმა ნახა ერთი ქალი, მოეწონა, წაართვა ქმარს და მასთან შეეძინა ვაჟი, სახელად დავითი. ამის მხილველი დიდებულები, კათალიკოსები, ეპისკოპოსები არიგებდნენ არ ექნა მასე. წაჰგვარეს დავითის დედა, რათა სხვაზე ექორწინა, ან იმავე ქალზე ექორწინა და უქორწინებლად არ დარჩენილიყო, გაშორებოდა უჯერო ცხოვრებას. მეფემ აღუთქვა, რომ მათ გარეშე არაფერს მოიმოქმედებდა. მაგრამ ცოლის მოყვანა ვერ დაარწმუნეს, დაუბრუნეს დავითის დედა, მაგრამ არც მასზე იქორწინა.

კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი, თავის ნაშრომში, „ისტორია ქართლისა“ (რომელიც „კალმასობის“ ნაწილია და ეს ნაწილი არ არის გამოცემული), ძველი, უკვე დაკარგული გადმოცემების საფუძველზე, სულ სხვაგვარად მოგვითხრობს ლაშა-გიორგის სიყვარულის ამბავს.

ერთხელ მეფემ ინება ჭერემობას დასწრებოდა და მცირე ამალით ჭერემში მისულა. ჭერემობის დღესასწაულზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მთელი კახეთიდან მიემგზავრებოდნენ ხოლმე.

ეკლესიის მოლოცვის მერე მეფე გაერია ხალხში და აკვირდებოდა ლხინს. ასეთ დროს სუფრები იშლებოდა და ხალხი ილხენდა. ლაშამ შეამჩნია მშვენიერი ქალი, რომელიც დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა ჭაბუკ ხელმწიფეს. უბრძანა თამარის ძემ თავის ერთ მსახურს, გაერკვია, ვინ იყო ის ქალი, ვისი შვილი და  იყო თუ არა გათხოვილი.

მეფის მსახურმა მეზობელ სუფრასთან გამოიკითხა ყველაფერი და გაარკვია, რომ ის ქალწული იყო და მისი მშობლები სოფელ ახაშენიდან ყოფილან. ქალის მამა წარმოშობით გაღარიბებული დიდაზნაურების, კლდეკარის ერისთავთა გვარის შთამომავალი ყოფილა, გვარად მიწობელიძე, რომლებიც არშაკუნიანების (ფარნავაზიანების) დროიდან გადმოსულან კახეთში და იმ მომენტისთვის გლეხად ცხოვრობდნენ.

მამამისს ქალიშვილის ხელს ველიციხელი გლეხი სთხოვს თავისი ვაჟისთვის ცოლადო. ქალწულის დედ-მამას თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული, არ სდომებიათ, რატომღაც. ჯერ მხოლოდ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ლაპარაკია ამაზე. ველისციხელი გლეხები ამბობენ, ნიშანი აქვს უკვე ქალს მიცემული ჩვენგანო.

მსახურმა დაადგინა ქალწულის სახელიც – სუსანა რქმევია. ყოველივე აუწყა მეფეს. მეფემ თავის მოძღვარს, რომელიც, თან ახლდა, უთხრა ყველაფერი და დააფიცა, არავისთან გამთქვაო. გააგზავნა მღვდელი სუსანას დედ-მამასთან და შეუთვალა, ცოლად მიეთხოვებინათ მისთვის ქალიშვილი.

გაუკვირდათ სუსანას მშობლებს და თქვეს: „ჩვენ თითქმის გლეხებად ვარ შერაცხილნი და როგორ შეიძლება ჩვენმა ხელმწიფემ გლეხის ასული ითხოვოს ცოლადო“.

ლაშამ ისევ მიუგზავნა მღვდელი, მაინც წამოიყვანა სუსანა და ყველასგან ფარულად,  ჯვარი დაიწერა მასზე. მაგრამ, დედოფლად არ გამოაცხადა, რადგან იცოდა, დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა სამეფო კარზე. ბევრ დიდებულს უნდოდა მეფისთვის თავისი ასული ან და მიეთხოვებინა. ასეთი სურვილი ჰქონიათ ივანე მხარგრძელს, შალვა ახალციხელს და ვარდანისძეს. თვითონ მეფე დაბრუნდა ტფილისში. სუსანა დატოვა თიანეთში. ეს მოხდა 1205 წელსო (თუ ეს ამბავი მართალია, იმ წელს  ვერ მოხდებოდა, რადგან ჯერ თამარ მეფე გარდაცვლილი არ იყო და ლაშა კი – გამეფებული).

მეფის დამ, რუსუდანმა, ეს რომ გაიგო, განრისხდა, თავის, დიდებულებისა და მათი ცოლებისთვის შეურაცხყოფად მიიღო. ამბობდა: როგორ შეიძლება, თამარ მეფის ძეს ცოლად ჰყავდეს გლეხის ასული, ვიყოთ მის ხელქვეით და დედოფლად გვეჯდეს? შეკრიბა რუსუდანმა დიდებულები და თავის მომხრედ აქცია. მოსთხოვეს მეფეს, მიეტოვებინა ცოლი. მაგრამ, თამარის ძე არაფერს პასუხობდა დას და დიდებულებს. ისინი კი აიძულებდნენ მიეტოვებინა სუსანა და თავისი ტოლი და სწორი მოეყვანა ცოლად. საყვედურებით გადაღლილი მეფე პირდებოდა, მაცადეთ და ისე ვიზამ, როგორც თქვენ გინდათო.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აირია მთაში საქმეები. მეფემ მისწერა დედოფალ სუსანას და სთხოვა, გადასულიყო და დაემშვიდებინა ისინი. წავიდა დედოფალი, მიეგებნენ სრულიად ფშავ-ხევსურები და დიდი პატივითა და სიხარულით მიიღეს. ყველა დაემორჩილა მის ბრძანებას. გახარებულმა მეფემ დედოფალს ჯილდოდ უბოძა პირიქითა ფშავის ერთი სოფელი, რომელიც ინახავდა დედოფლის საჯოგე ულაყ ცხენს. ეს გაუჩინა ხარკად დედოფალმა სოფელს. სამი თვე დაჰყო სუსანამ ფშავში. ქვეითად დადიოდა, თურმე, ვიწრო და კლდიან ადგილებში, სადაც ცხენი ვერ გაივლიდა, ამიტომ, ერთ ღამეს, გაოფლიანებული დედოფალი გაცივებულა და ძალიან ავად გამხდარა. წამოიყვანეს საკაცით. ვერ უშველა მკურნალმა. აღმართში, მთაზე ასვლისას, თიანეთისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მეფის გულისსწორი. იქ მდგარა ცხრა თუ თერთმეტი არყის ხე. ყოველ წელს ფშაველები მიდიოდნენ იმ ადგილას საკლავით. კლავდნენ საკლავს, სადილობდნენ, აღაპს იხდიდნენ, ღვინოსა და ლუდს დალევდნენ და ღმერთს შეავედრებდნენ დ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ედოფლის სულს.

იოანე ბაგრატიონის შენიშვნების მიხედვით, მის დროს ფშაველები ჯერ კიდევ დადიოდნენ დედოფლის მოსახსენიებლად არყის ხეებთან. ანუ, ეს ამბავი, ლეგენდა თუ სინამდვილე, მეცხრამეტე საუკუნეში, ჯერ კიდევ ცნობილი იყო ფშავში.

აცნობეს მეფეს სუსანას გარდაცვალების შესახებ. ძალიან დამწუხრდა ლაშა, მივიდა თიანეთში და ბრძანა მისი დამარხვა „ხარჭოის“ (ხარჭაშოს) ეკლესიაში, 1207 წლის 20 აგვისტოს (ეს თარიღიც არ უნდა იყოს სწორი). პატარა დავით უფლისწული წამოიყვანა და მიაბარა თავის დას, რუსუდანს. ამის შემდგომაც ევედრებოდნენ დიდებულები ცოლი მოეყვანა, მაგრამ აღარ ინება გულდაწყვეტილმა მეფემ და დარჩა უცოლოდ.

იოანე ბატონიშვილი ასე ასაბუთებს ლაშა-გიორგის მიერ იმ ქალის ცოლად მოყვანას და არა მხევლად დასმას: „კვალად ამტკიცებს სჯულიერსა ქორწინებასა მეფისასა კათალიკოზი ევთვიმი, აგრეთვე მოძღუარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, აგრეთვე დავით-საულიანშიაც მოიხსენებს ლაშას სჯულიერსა ცოლსა. აგრეთვე კათალიკოზი ანტონი იტყვის თვისსა „წყობილ-სიტყუასა“ შინა“...

ლაშა-გიორგის მეფობის ბოლო წლებში, ქართლში იყო კათალიკოსი ექვთიმე მეორე. იოანე ბაგრატიონის თქმით, ის ლაშას ქორწინების მომსწრე და დამადასტურებელია თავისი თხზულებით – „წყობილ-ლექსობა“, რომელიც ახლა დაკარგულია.

კორნელი კეკელიძე წერდა: „მეფის „სჯულიერი ქორწინების“ მოწმე ყოფილა იგივე ზემოთ მოხსენებული ექვთიმე კათოლიკოზი და მოძღვარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, რომელმაც ჯვარი დასწერა მას. ხარჭაშოს გუნბათიანსა და კეთილშენ ეკლესიას თიანეთში უჩვენებს ვახუშტიც თავის გეოგრაფიაში, აქ შემდეგში ისხდნენ ხარჭაშნელები. არც ამ გიორგი ხარჭაშოელის შესახებ მოგვეპოვება ცნობები. მეფის „სჯულიერი“ ცოლი მოხსენებული ყოფილა აგრეთვე „დავით-საულიანშიც“.  რა არის ეს „დავითსაულიანი“? უეჭველია, ეს ისეთი თხზულებაა, რომელსაც სახელწოდება მიუღია ებრაელთა მეფეების დავითისა და საულისაგან. ასეთი თხზულება დღეს არსადა ჩანს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ის ჯერ კიდევ არსებობდა“...

ასეთია იოანე ბაგრატიონის მიერ გადმოცემული, ლაშა-გიორგის სიყვარულის ისტორია, რომელიც ეფუძნება მეფის თანამედროვე კათალიკოსის მიერ დაწერილ  თხზულებას და სხვა გადმოცემებს. ამ ვერსიით, ლაშა-გიორგის ჰყოლია არა ხარჭა, არამედ კანონიერი ცოლი და მისი გარდაცვალების მერე აღარ უქორწინია. მართალია, ერთიანი საქართველოს სამეფო ტრადიციით, მეფეს არ უნდა მოეყვანა ცოლად ქვეშევრდომი (დიდებულის, ერისთავის, დიდაზნაურის (თავადის), აზნაურის თუ გლეხის ასული), არამედ უნდა ექორწინა თანაბარი ღორსების ქალზე, რომელიმე ქვეყნის მეფის ან მთავრის ასულზე, მაგრამ მაინც, მას არ წაურთმევია სხვისთვის ცოლი, დანაშაული არ ჩაუდენია და არ უ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მრუშნია. მისი ვაჟი, მომავალი მეფე დავით მეშვიდე ულუ, უკანონოდ შობილი კი არ გამოდის, არამედ, ჯვარდაწერილი მშობლების შვილია.

ეს ვერსია ძალიან განსხვავდება ჟამთააღმწერლისა და ვახუშტი ბაგრატიონის ვერსიებისგან (ვახუშტი ჟამთააღმწერლის თხზულებას ეყრდნობა), რომლის მიხედვითაც, ლაშა-გიორგიმ ჩაიდინა დანაშაული, როგორც მეფემ და ცოდვა, როგორც კაცმა – სხვას წაართვა ცოლი, დაისვა ხარჭად და ქვეყანას ასე მოევლინა უკანონოდ შობილი მეფისწული. 

შესაძლოა, ჟამთააღმწერელი, მეცამეტე საუკუნის მოღვაწე, და ალბათ, დიდი საქართველოს დაცემით გულმოკლული, მისი თანამედროვეები თუ შემდეგდროინდელი მემატიანეები, იმიტომ აზვიადებდნენ მეფის ქმედებების უარყოფით მხარეებს, რომ მას, ლაშას და მის დას, რუსუდანს, მათ უზნეობას, აბრალებდნენ ჩვენი დიდი სახელმწიფოს დაცემას. ჟამთააღმწერელი ლაშა-გიორგის გარდაცვალებიდან დაახლოებით საუკუნის მერე ცხოვრობდა და სხვების გადმოცემების მიხედვით წერდა თავის თხზულებას. შესაძლოა, წყაროები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა, საქართველოს დაცემის, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, სამეფო ოჯახზე განაწყენებული პირების მიერ იყო დაწერილი და გაზვიადებული. ძნელი სათქმელია.

მართალია, იოანე ბაგრატიონის მიერ მოთხრობილი ვერსიის მიხედვით, მეფეს ცოდვა და დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ, აკლდა მეფური თავშეკავება, ემოციებს ვერ უმკლავდებოდა, არ იქორწინა პოლიტიკურად გამართლებული ქორწინებით და ამით არ მოუმატა ქვეყანას პოლიტიკური მოკავშირე, არ მოუტანა პოლიტიკური, სამხედრო და სხვა დივიდენდები, როგორც, მაგალითად, მისმა პაპამ. გიორგი მესამემ, იქორწინა ოსთა მეფის ასულზე და მერე იყენებდა ოსურ სამხედრო რესურს ომებში, ან მისმა პაპის პაპამ, დავით აღმაშენებელმა, იქორწინა ყივჩაღთა მთავრის ასულზე და მერე ყივჩაღთა ჯარს იყენებდა ბრძოლებში. მეორე მხრივ, ლაშა-გიორგიმ სისუსტე გამოიჩინა, ვერ გადალახა დისა და დიდებულების წინააღმდეგობა და ვერ მიიყვანა სასახლეში დაბალი წარმოშობის, თუმცა, ჯვარდაწერილი, კანონიერი ცოლი.

მაგრამ, ამ მეორე ვერსიით, კარგად ჩანს, ლაშა-გიორგის რომანტიული ბუნება, მის საქციელში რენესანსის ეპოქისა და მეტიც, თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი სიყვარულისა და ადამიანური გრძნობებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მიცემა. რაც ისევე ნაადრევი იყო, როგორც მისი წმინდა დედის, დიდი თამარის ჰუმანიზმი იმ დროინდელ დაუნდობელ სამყაროში.

ლაშას მხრიდან მოვალეობებზე უარის თქმამ და გულისთქმის აყოლამ, მიუხედავად იმისა, რომელი ვერსიაა მართალი, შემდეგში, კრიზისი გამოიწვია სახელმწიფოში. მაგრამ, ადამიანი ადამიანია (მათ შორის მეფეც) და ადამიანური გრძნობები ჰქონდა ყველა ეპოქაში.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq