საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლეგენდა თამარისა და მისი ვაჟის განსაკუთრებულობაზე
გაიოზ (გია) მამალაძე


თამარ მეფის შესახებ მის ცხოვრებაშივე ვრცელდებოდა ლეგენდები. ამას ხელს უწყობდა ეპოქა. იმ ეპოქაში ინფორმაცია, ძირითადად, ზეპირად ვრცელდებოდა და ინფორმაციის გადამტანები, ხშირად, რაღაცას უმატებდნენ ამბავს, ხანდახან ზღაპრულ სიუჟეტებსაც. იმ პერიოდის ადამიანებს ეოცნებებოდათ სიკეთის, ჰუმანურობის გავრცელება ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც, სიკეთის მატარებელი ადამიანები განსაკუთრებულ, სასწაულმოქმედ პიროვნებებად მიაჩნდათ.

თამარ მეფის შესახებ ლეგენდების გავრცელებას ხელი შეუწყო მისმა სქესმაც. იმდროინდელ მსოფლიოში ქალებს სამეფო ტახტზე ასვლა არ შეეძლოთ, მეტიც, პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ, საქართველოში მეფე-ქალის არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ხელმწიფე ქალის პიროვნება შარავანდედით შეიმოსა ადამიანთა წარმოდგენებში. ქალებისთვის საამაყო და სასურველი, მამაკაცებისათვის აღმატებულად სასიყვარულო და საოცნებო პერსონა გამოჩნდა განვითარებულ შუა საუკუნეებში. კურტუაზიული ლიტერატურისათვის საინტერესო, სარაინდო რომანებისთვის სანიმუშო და ლეგენდებისა და ზღაპრებისთვის მისწრება იყო სუზერენი ქალის პროტოტიპი.

ვრცელდებოდა ინფორმაცია თამარის ჯარის გამარჯვებებისა და ჩვენი ქვეყნის წარმეტებების შესახებ. განსაკუთრებით მომხიბლავი გახლდათა მეფის ქრისტიანული სიწმინდე, ჰუმანიზმი და ქველმოქმედება.

თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერდა (თანამედროვე ქართულად თარგმნა ნ. ნიკოლოზიშვილმა):

 თამარის სიცოცხლეშივე.. „პირზე მხოლოდ თამარის სახელი ეკერათ: სახლის კედლებზე აკროსტიხით მის შესხმას წერდნენ, ბეჭდებს, დანებსა და ჯოხებსაც თამარის საქებარი სიტყვებით ამკობდნენ; ყველას ბაგე მუდამ მზად იყო, რათა თამარის სახოტბო სიტყვა აღმოეთქვა: ხნულის გაკვეთისას მეორნატე ყრმები თამარის საქებარ ლექსებს ამბობდნენ; ერაყში მყოფი მუსიკოსები, ებანზე თუ ჩანგზე დამკვრელნი, თამარის შესასხმელ ჰანგებს გამოსცემდნენ; ფრანგი და ბერძენი მენავეები, ზღვაში მშვიდი ამინდის დროს მცურავნი, თამარს აქებდნენ. ამგვარად, მთელი ქვეყანა სავსე იყო მისი ქებით – ყველა ენაზე, სადაც კი ოდესმე მისი სახელი ჰქონდათ გაგონილი, თამარს ადიდებდნენ“... ისტორიკოსის თქმით, კიდით-კიდემდე იყო მისი სახელი ცნობილი.

ბასილი ეზოსმოზღვრის მიხედვით, ჩვენს ხელმწიფეს ახასიათებდა: „უზომო თავმდაბლობა, ენით აუწერელი ამაღლებულობა, საქები სიმშვიდე, ზომიერი სიხისტე, თანამგრძნობი ლმობიერება და მოწყალება, უზადო უმანკოება, გულწრფელობა, ყოვლისმომცველი სიკეთე, უზომო სიუხვე და, ყველაფრის თავი და თავი, ღვთის შიში და მისი ერთგული მსახურება“...

თამარის სხვა ისტორიკოსი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, თამარისა და მისი დედის შესახებ უჩვეულო მეტაფორებს იყენებდა. ის, თამარ მეფის მიერ ლაშა-გიორგის დაბადებას, ბეთლემში მაცხოვრის შობას ადარებდა: „ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა". მანამდე, აღნიშნული უცნობი ავტორი, თამარ მეფის დედის შესახებ წერდა: იყოო „სწორი ძისა ღმრთისა დედისა“ ანუ ღვთისმშობელს მიმსგავსებული. ეს, მართალია, მეტაფორა უნდა იყოს, თუმცა, განღმრთობის თეორიები სწორედ, ასე იბადება.

„ისტორიანისა და აზმანის“ ცნობით, მეფეს არ უნდოდა გათხოვება, „უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ხსნა ქმროსნობისაგან“. მაგრამ, სახელმწიფო ინტერესების გამო აიძულეს გათხოვილიყო. ამისთვის საეკლესიო კრებაზეც კი მიუღიათ გადაწყვეტილება. მეორეჯერ გათხოვებაც მეფისა, სახელმწიფო ინტერესებიდან იყო გამომდინარე, ქვეყანას სჭირდებოდა მემკვიდრე. მემკვიდრის დაბადება სახელმწიფოს არსებობის გაგრძელებას ნიშნავდა. დროთა განმავლობაში, ხალხურ შემოქმედებაში, ეს ამბები, გადასხვაფერდა და ლეგენდის სახე მიიღო, რომელსაც ჰქვია „თამარ მეფის ვაჟი“:

„თამარ მეფეს, ამ ბრძენ ხელმწიფეს, შვილი არ ჰყავდა. თვითონაც გვარში ობლად ობოლი იყო. მის შემდეგ სამეფოს უმეფოდ დარჩენა მოელოდა. ეს აწუხებდა ყველას, დიდსა და პატარას. შეიყარნენ სახელმწიფოს თავი კაცები. იბჭეს და გადაწყვიტეს:

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

-          სამეფო ტახტი მოითხოვს, მეფემ ქმარი შეირთოს.

 გადაწყვიტეს. მაგრამ გადაწყვეტილების მოხსენება მეფისათვის ვერც ერთმა ვერ იკისრა ეგ.

-         მიდის დავავალოთ იმ სულიწმიდით შემოსილი ბერს, რომელიც განდეგილად მოღვაწეობს სტეფანწმიდის გამოქვაბულში და თამარივით, სიწმინდის გამო, ჰაერ-ჰაერ დადისო.

ერთ საღამოს ბერი ეწვია თამარს,  დალოცა და ჯვარი გადასახა. მეფე ხელზე ეამბორა მთიდან ჩამოსულულ ასწლოვან მოხუცს. თან მოწიწებით მოიკითხა და უჩვეულო წვევის მიზეზი ჰკითხა. ბერმა ხელმწიფეს მიერთვა ეტრატი, რომელზედაც დაწერილი იყო დიდებულთა გადაწყვეტილება. მეფე ამოიკითხა ფსალმუნის სიტყვები ნაყოფიერი და უნაყოფო ხის შესახებ და მყის იგრძნო, რომ დაორსულდა. შეწუხდა ძალიან მეფე ქალი, ეს რა მომივიდა, როგორღა ვეჩვენო ხალხს, როგორ ვიმართლო თავი წინაშე ღვთისა, რომელსაც ქალწულობის აღთქმა მივეციო.

ჩაწვა ლოგინში და ფიქრებში გართულს ტკბილად ჩაეძინა. ძილში გამოეცხადა ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი და მოახსენა:

- მიდგომილხარ ერის შენის სულის მობერვით. ჰშობ ძეს, რომელსაც აღზრდის ნუკრის დედა. ხმა ერისა - ხმა ღვთისა არს და ამიტომ შვილის გაჩენით ქალწულობა არ მიგეღებაო.

მეცხრე თვეზე ეყოლა ვაჟი, დაბადებითვე მსგავსი ბრწინვალე ვარსკვლავისა. ერი ძალზე გაახარა მისმა დაბადებამ, ეკლესიებმა მრავალი წირვა გადაიხადეს მის ასაღორძინებლად. წლის განმავლობაში შვება, ლხენა არ დალეულა სასახლეში. არც მთელს სამეფოში.

ყრმას უკვე გამოევლო სიჩჩოების ხანა. უკვე ფეხი აედგა, რომ გადიამ ჟინვნის სამეფო ბაღში წაიყვანა სასეირნოდ.

ხეივნების ბოლოს ფართო ჯურღმული იყო. იქ ამოჩუხჩუხებდა ცივი, ანკარა წყარო. გადიამ ყრმა ზევით დატოვა და თვითონ ჩავიდა წყლის დასალევად. წუთიც არ გასულა, წყურვილი მოიკლა და ამოირბინა, მაგრამ ელდა ეცა: აღარსად იყო მეფე ყმაწვილი.

გადიოდა დღეები და თვეები, დაკარგულს ეძებდა ხალხი ტყესა და ღრეში, მაგრამ სანუგეშო ამბავი არავის მოჰქონდა. თამარი კი მაინც ჰსასოებდა, რომ მისი საყვარელი შვილი დაღუპული არა იყო და ამ სასოებას უორკეცებდა ის ხმა, რომელმაც სიზმარში გაანდო - შენს ნაშობს ნუკრის დედა გაზრდისო.

 წელიწადი მიწურულიყო, რომ თვით თამარი თავისი დიდებულებით წაბრძანდა ყმის საძებნელად. გზა-გზა ბევრ ნადირს ხოცავდნენ. თამარსაც თან ახლდა კარის მონადირე, განთქმული ვაჟკაცობით. იარეს საკმაოდ ამ ტყეში.

 უცბად თამარის მხლებელმა მონადირემ ირემს მოჰკრა თვალი და მყის მოიმარჯვა მშვილდ-ისარი. ის იყო უნდა ეტყორცნა, რომ თამარმა აუკრა ხელი. მისმა თვალმა კარგად გაარჩია, რომ დედა ირემს სწოვდა მოჩიტული ყმაწვილი. დაიჭირეს ორივე და მიჰგვარეს თამარს. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

მეფემ შვილი დიდებულებს გადასახა აღსაზრდელად. ხოლო ირემი დააბინავა თავის წალკოტში და გასცა ბრძანება: ჩემი მეფობის დასასრულამდე ჩემს სამეფოში არა კაცს არ  შეეძლოს ირემზე ნადირობა და ირმის მოკვლაო“.

ირმის კულტი გავრცელებული იყო ძველ დროში. ზღაპრებში ირმის რძით გამოკვება განსაკუთრებული ნიშან-თვისების მიმცემი იყო ადამიანისთვის. ირმის რძით გამოკვება არ გახლდათ უცხო ჰაგიოგრაფიისთვისაც. დავით გარეჯელს და მის მოწაფე ლუკიანეს, უდაბნოში, სადაც სხვა საკვები არ იყო, სამი ირემი (ყოვლადწმინდა სამების სიმბოლო) კვებავდა რძით, მარხვის დღეების, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. სხვა ხალხების ჰაგიოგრაფიაშიცაა მსგავსი სიუჟეტი. 41-ე ფსალმუნის მიხედვით, ირმის წყურვილი სიმბოლოა საღვთის ჭეშმარიტების მიღების წყურვილისა. ირმის რქები უფალთან მისასვლელი კიბეა და ა. შ.

ასეთი ლეგენდა წარმოიშვა ხალხში თამარ მეფის სიწმინდისა და ლაშა-გიორგი განსაკუთრებულობის შესახებ.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq