საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

"მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა“
გაიოზ მამალაძე

როგორც ჩანს, 1184 წელს, მეფე გიორგი მესამე მოულოდნელად გარდაიცვალა და ვერ მოასწრო თავისი თანამოსაყდრე ასულის, თამარის გათხოვება. მემკვიდრე ქალის გათხოვება მხოლოდ დაქორწინებას არ ნიშნავდა, არამედ, მისთვის ძლიერი მხარდამჭერის მოძებნას, რომელსაც მომავალში, როგორც ქმარსა და თანამმართველს, უნდა დაყრდნობოდა მეფე-ქალი.

გიორგი მეფის გარდაცვალებამ კრიზისი გამოიწვია ქვეყანაში. თამარს ჯერ მეფედ არც აღიქვამდნენ, მისი სქესისა და ასაკის გამო. მანამდე, აღმოსავლეთში, და არც აღმოსავლეთ ქრისტიანულ ქვეყნებში, ქალი მეფე არ ყოფილა.

ბიზანტიის იმპერიაში იყო რამდენჯერმე პრეცედენტი, იმპერატორის ასული ვისზეც გათხოვდებოდა, ის ცხადდებოდა იმპერატორად, ანუ სიძე ხდებოდა კეისარი. ბიზანტიაში ასეთ იმპერატორად, ანუ დედოფლის ქმრად ხდებოდნენ ადგილობრივი დიდებულები.

საქართველოში ბიზანტიის მაგალითი ვერ განმეორდებოდა. თუ ბიზანტიაში ტახტზე, ხანდახან, ადიოდნენ გლეხური წარმოშობის ადამიანებიც კი. საქართველოში ეს შეუძლებელი იყო, არა მარტო გლეხებისთვის, არამედ დიდაზნაურებისთვის (თავადებისთვის). ჩვენთან მხოლოდ მეფის საგვარეულოს წევრი შეიძლება გამხდარიყო ხელმწიფე. შუა საუკუნეებში, საქართველოში ვერც ერთი დიდებული, დიდაზნაური (თავადი) ვერ გაბედავდა ტახტზე ასვლას, იმდენად დიდი მოკრძალება ჰქონდათ სამეფო გვარისა. გარდა ამისა, საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო უბრალო ადამიანის დაწინაურება. ეს გამოიწვია, იმან, რომ, საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვარის დიდებულებას, ბიზანტიაში კი ნიჭს და პოლიტიკას.

ყველა იმპერია, სადაც ნიჭიერი, თუნდაც, დაბალი წარმოშობის ადამიანების დაწინაურება შესაძლებელი გახლდათ, განვითარდა და გაძლიერდა. საქართველოში კი არისტოკრატიამ სხვებს არ მისცა გასაქანი და ამიტომ საქართველო ვერ განვითარდა, ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ, ნამდვილ იმპერიად.

ასეთი რამ დამახასიათებელია ფეოდალიზმისთვის, თუმცა, დიდმა იმპერიებმა გადააბიჯეს ფეოდალიზმისა და არისტოკრატიზმის კომპლექსებს და დიდი სახელმწიფოები შექმნეს, საქართველომ კი ვერ გადააბიჯა და ვერ შექმნა დიდი სახელმწიფო. ეს მხოლოდ დიდი დამპყრობლების ბრალი არ არის და არც გეოგრაფიული მდებარეობის, არამედ ჩვენი წინაპრების ფსიქოლოგიის, რომლის დამსხვრევაც სცადა დავით აღმაშენებელმა. მისმა ვაჟმა ვერ შეძლო გაეგრძელებინა მამის პოლიტიკა. გიორგი მესამემ შეძლო, ისიც, მხოლოდ აჯანყების მერე. თამარმაც ვერ შეძლო. ამიტომ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მალე დაეცა კიდეც ჩვენი პატარა, კავკასიური იმპერია.

თამარ მეფის მამიდა რუსუდანი,-  რომელიც, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, დიდი გავლენით სარგებლობდა, - ძალაუფლების წყურვილით ანთებული კათალიკოსი, საკუთარი ინტერესების გატარების მოსურნე სხვა წარჩინებულებთან ერთად, რომლებთა შორისაც უსათუოდ იქნებოდა არაერთი პატრიოტი, თამარის უკითხავად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოეწვიათ უცხოელი ქმარი თამარისთვის, მისი ტოლი და სწორი, მეფური (მთავრული) წარმოშობის, მართლმადიდებელი. ამ გადაწყვეტილებას მიესადაგა ქართლისა და ტფილისის ამირა აბულასანის განცხადება, რომ იგი იცნობდა ასეთს, რუსთა დიდი მთავრის შვილს, იმჟამად ყივღაღებთან დევნილობაში მყოფ უფლისწულს.

სხვაგან, „თბილისელების“ მკითხველს ვუამბე თუ როგორი წარმოშობის იყო თამარის პირველი ქმარი, გიორგი რიურიკევიჩი, რამდენი წმინდანი ჰყავდა წინაპართა შორის და ოჯახში და ახლა აღარ გავიმეორებ.

აფრინეს კაცი ყივჩაღებთან, სწრაფი სვლით ჩამოაყვანინეს ბიძისგან დევნილი ბოგოლიუბსკი ტფილისში და სასწრაფოთ გადაიხადეს ქორწილი. არც კი დაუჯერეს თამარს, რომელიც ითხოვდა, ჯერ გავიცნოთ ეს კაცი, გავიგოთ როგორი ადამიანი არისო.

კარგი მეომარი აღმოჩნდა რიურიკის შთამომავალი. როგორც წერს თამარის პირველი ისტორიკოსი, ქორწილიდან მალე, აღმართეს დროშა სვიანი და ბრძოლებში ძლევამოსილი, წინ წარუძღვანეს მეფეთა სკიპტრის მფარველი ძელი ცხოვრებისა და ტფლისი

დან სალაშქროდ გავიდა „მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა“. იმ დროს რუსთა მეთაურებს მთავრებს (князь) უწოდებდნენ და არა მეფეს (царь). ქართულ მატიანეში რიურიკევიჩების წარმომადგენელი პირველადაა მოხსენიებული მეფედ.

პირველად გაილაშქრეს კარისა (ყარსის) და კარნიფორის მხარეში, მოარბიეს ბასიანამდე და გამარჯვებულები დაბრუნდნენ მბრძანებელთან, თამართან.

ცოტა ადრე, არანისა და გელაქუნის თურქებმა შეუტიეს პალაკაციოს (ჩრდილის მხარეს) და ძაღლის ხევს, მაგრამ გამრეკელ კახას ძე დაესხა მათ თავს, გააქცია, ამოსწყვიტა, დიდი ნადავლი წაართვა და მიართვა თამარ მეფეს.

მალე კარნუქალაქელები (არზრუმელები), შამელები (სირიელები) და გარმიანის თურქები შემოიჭრნენ და აავსო მათმა ჯარმა შავშეთი და კლარჯეთი. შეებრძოლნენ მათ გუზან აბუსალანის ძე ტაოელი თავის ლაშქრით, ბოცო ჯაყელი და მესხები და სასტიკად დაამარცხეს. თამარის იღბლიანობა ხელს უწყობდა ჩვენს ჯარისკაცებს. ურიცხვი ტყვე და ცხენი მოართვეს მეფე თამარს.

შემდეგ, გიორგი მესამის დროს სამეფო კარზე დაწინაურებული სარგის და ზაქარია მზარგრძელების ძეებმა, უფროსებმა, ზაქარიამ და ზაქარიამ, სამეფო კარზე მიღებულებმა უკვე და მეფისგან დალოცვილებმა, და უმცროსებმა, სარგისმა და ივანემ, ჯერ სამეფო კარზე დაულოცავებმა, ახალგაზრდობის გამო, ილაშქრეს დვინის ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სომხეთში, რომელიც იმ დროს მაჰმადიანების ხელში იყო. ლაშქრობა და ნადავლი ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი შემოსავლის წყარო და საზღვრების გაფართოებისთვის წარმოებული პოლიტიკა გახლდათ. ალაფით დატვირთულ მხარგრძელთა ჯარს წამოეწია დვინელთა და სურმანელთა ჯარი და სასტიკი შეტაკება მოხდა. გაიმარჯვეს ქართველებმა და დიდი ალაფით მივიდნენ მეფესთან.

შემდეგ, ქვემონი ლაშქრობდნენ ქვემოთ, ზემონი - ზემოთ, შუანი - შუა და მუდამ გამარჯვებულნი რჩებოდნენ ქართველნი.

მეფე თამარის ბრძანებით, სიძე-კონსორტმა, გიორგი რუსმა, შეკრიბა ლაშქარი და გაემართა დვინისკენ. მოაოხრა იქაურობა, რომელსაც ისტორიანი და აზმანის ავტორი პართელთა ქვეყანას უწოდებს. აიღო ქალაქი დვინი, წამოიღო დიდი განძეულობა, წამოიყვანა ტყვეები და გამარჯვებული დაბრუნდა სანატრელ მეუღლესთან.

ლხინსა და ნადირობასაც არ იკლებდნენ. ზოგჯერ შირვანის საზღვრამდე მიდიოდნენ. სადაც შირვანშა დიდი საჩუქრებით ეახლებოდა თავის სუზერენ თამარს. ერთად ნადირობდნენ და ნადიმობდნენ. ჩვენი ხელმწიფეც დიდი საჩუქრებს უბოძებდა და ძმური პატივით გაისტუმრებდა ხოლმე ერთგულ ყმას.

ერთხელაც, დიდძალი ჯარით გაემართნენ ჩვენი წინაპრები გელაქუნისკენ, იქ უამრავი თურქმანი იდგა. თავს დაესხნენ მათ, დახოცეს და დიდი ნადავლი და მრავალი ტყვე იგდეს ხელთ.

უკან დაბრუნებულ ჩვენს ჯარს წამოეწია შამელთა (სირიელთა) ლაშქარი დიდებულების, როსტომისა და  იალღუზ-ალფესის, წინამძღოლობით, რომლებიც იმ დროს სამსახურში ჰყავდა ადაბადაგანის ათაბაგ ყიზილ-არსლანს. დიდი ბრძოლა გაიმართა. თამარის მეომრებმა დიდი ვაჟკაცობა აჩვენეს მტერს, მოხუცი ახალგაზრდას უსწრებდა და ახალგაზრდა კი - მოხუცებულს, პატრონი - ყმას და ყმა - კი პატრონს. გააქციეს, ამოწყვიტეს და დახოცეს. გამარჯვებულნი დაბრუნდნენ მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფისა და დედოფლის, თამარის წინაშე.

შემდეგ, ასათ გრიგოლის ძის რჩევით ილაშქრეს განჯის ქვემოთ ბელაქნისკენ. შემდეგ კი არაქსის პირას მასისამდე. იმ ლაშქრობაში, მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ჩვენი სამეფოს ბუმბერაზებმა: მსახურთუხუცესმა ვარდან დადიანმა, ოთხივე მხარგრძელმა და სხვა დიდებულებმა, აზნაურებმა და სხვა მეომრებმა, თითონ მეფის, გიორგი რუსის თანდასწრებით, დიდი და მძიმე ომი გადაიხადეს, გააქციეს და გამარჯვებულნი და გახარებულნი დაბრუნდნენ.

ამ გამარჯვებების მიუხედავად თავი იჩინა უბედურებამ, რისი შესაძლებლობის თავიდან აცილებაც უნდოდა თამარს, სანამ იჩქარებდნენ და დააქორწინებდნენ რუსზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-19
ღირსისა ბესარიონ საკვირველთმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293).
ღირსი ილარიონ ახალი
6 (19) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ილარიონ ახლის (+845) ხსენების დღეს.
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი
6 (19) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ხსენების დღეს.
gaq