საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ფრიდრიხ შილერის "სიყვარულის ზეიმი"
გია მამალაძე
ამა წლის 9 მაისს დიდი ფრიდრიხ შილერის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ წერილი დიდ გერმანელზე და მისი სამი ლექსი. მოკლედ ვისაუბრეთ მის შესახებ, ვახსენეთ დაკარგული, "გასაიდუმლოებული" საფლავების ამბებიც.

მანამდე, გოეთეს გარდაცვალების თარიღისადმი მიძღვნილ წერილში მკითხველს შევახსენეთ, რომ სიკვდილის წინ დიდმა გოეთემ შილერი ახსენა, ის ხომ მისი ჯუფთი გენია იყო გერმანულ ლიტერატურაში.

მაგრამ შილერი ძალიან დიდია და მხოლოდ ეს არ კმარა მის გასახსენებლად. შილერის შემოქმედებას დიდი ადგილი უკავია ქართულ კულტურაში. მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ, წერდნენ მის შესახებ, მის პიესებს დგამდნენ ქართულ სცენაზე...

დღეს მინდა მკითხველს შევახსენო შილერის "სიყვარულის ზეიმი", ლექსი-ჰიმნი, შილერის ლირიკის ერთ-ერთი შედევრი (ფრიდრიხ შილერი, ბალადები / ლირიკა, თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა, გვ. 65-71, თბილისი, 1956).

შენიშვნებიდან: "სიყვარულის ზეიმი (1781). - მე-2 სტროფი: "სალი კლდისაგან გაჩნდა ქვეყანა და ქვებისაგან ადამიანი" - აქ შილერს მხედველობაში აქვს შემდეგი ბერძნული მითი: კაცთა სიავით განრისხებულმა ზევსმა ადამიანის მოდგმის განახლება განიზრახა და ქვეყანას წარღვნა მოუვლინა. სასტიკ სტიქიონს მხოლოდ ორი ადამიანი გადაურჩა: თესალიის მეფე დევკალიონი და მისი მეუღლე პირა, რომელნიც ნავმა პარნასის მთაზე გარიყა. ამის შემდეგ ზევსის ჩაგონებით მისანმა ურჩია ცოლ-ქმარს ზურგს უკან ქვები ესროლათ. მითი მოგვითხრობს: დევკალიონის მიერ გასროლილი ქვები მამაკაცებად გადაიქცნენ, ხოლო პირას ქვები - დედაკაცებადო" (გვ. 153.). შენიშვნების ავტორია გ. ნადირაძე.

როგორც აღინიშნა, "სიყვარულის ზეიმი" გერმანულიდან თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. ხარიტონ ვარდოშვილისათვის შილერის ლექსების გამოცემის გამო ლექსიც კი აქვს მიძღვნილი ჩვენს შესანიშნავ ცისფერყანწელს ვალერიან გაფრინდაშვილს. ამ ლექსს სხვა დროს წარმოგიდგენთ.

ახლა კი დავტკბეთ ფრიდრიხ შილერის "სიყვარულის ზეიმით".

სიყვარულის ზეიმი

ჰიმნი

სიყვარულით მარტოოდენ 
ღმერთნი ნეტარ არიან,
სიყვარულითვე კაცი
ღმერთთა თანაბარია.
სიყვარულით მარადჟამს
ზეცა ცოცხლობს და ხარობს,
სიყვარული ჰქმნის მიწას,
ნათელ ზეცის სამყაროდ!

* * *

წინათ, ოდესღაც, ვით ადასტურებს
ბრძენი მგოსანი, სიტყვამზიანი,
სალი კლდისაგან გაჩნდა ქვეყანა
და ქვებისაგან ადამიანი.

და მისი გულიც ქვა იყო ტინი,
სული - ბეჩავი, მოცული ბნელით,
ციურ კელაპტრის ელვარე შუქით
მოუნათლავი, გაუთბობელი.

თვალისწარმტაცი თაიგულებით
ვერ იზიდავდა მათ გულს სრულებით,
მხიბვლელ ამურთა გუნდი ფრთამალი
და ვერც მუზების სიმთა წკრიალი,
ტკბილი სიმღერა იმედიანი
სულს ვერ უნთებდათ სიამის ალით.

შეყვარებულის თავს არ ამკობდა
ტურფა გვირგვინი, იმედის მფენი,
რბოდნენ მოწყენით და უფერულად
ლურჯ გაზაფხულის ნანატრი დღენი.

და ალიონი ესტუმრებოდა
მიწას გულცივად და უსალამოდ,
უსიხარულოდ მზე ჩადიოდა
ზღვათა წიაღში ყოველ საღამოს.

სახემწუხარე და ნაღვლიანი
ეხეტებოდა ადამიანი
ველურ ტყეებში, ნადირის დარად.
გასცქერდა ზეცას იდუმალებით,
ღმერთს არ ეძებდა მისი თვალები,
რკინის უღელში ცრემლს ღვრიდა მარად.

* * *

მაგრამ უეცრად, ვით ნატვრის თვალი,
ზეცის ასული ზღვიდან ამოვა,
ნაპირისაკენ გაემართება,
ნორჩ ნიადების თან ახლავს გროვა.

ვით განთიადის შუქი პირველი,
მაისის სუნთქვა გამსჭვალავს არეს,
აელვარდება ქვეყანა ბნელი,
ახალ სიცოცხლის ცეცხლით მგზნებარე.

ღვთის სიახლოვეს იგრძნობს ბუნება,
დღე უბრწყინვალეს სხივით ინთება
ტყე საამურად დაიწყებს შრიალს,
მდელო ყვავილით აბიბინდება.

და აღმოხდება იადონს გულით
სასიყვარულო ჰანგი პირველი,
წყაროსაც ეშხით ააბუტბუტებს
ტრფიალის ჯადო გასაკვირველი.

ო, პიგმალიონ, უნეტარესო, 
შენს მარმარილოს სიცოცხლე შვენის,
ღმერთო ამურო, მძლეთა მძლეველო,
გულში ჩაიკარ შვილები შენი!

* * *

სიყვარულით მარტოოდენ 
ღმერთნი ნეტარ არიან,
სიყვარულითვე კაცი
ღმერთთა თანაბარია.
სიყვარულით მარადჟამს
ზეცა ცოცხლობს და ხარობს,
სიყვარული ჰქმნის მიწას,
ნათელ ზეცის სამყაროდ!
 
ვნებიან დილის სიზმრით ნაბური
აჟღერებული სიამით, ლხენით,
დამათრობელი ნექტარით სავსე
მიჰქრიან დიად ღმ

ერთების დღენი.

მაგრამ უეცრად კრონოსი მწყრალი
დააფრქვევს ელვის ალს უზოგველად,
და თვით ოლიმპი, უდიადესი,
ზარდაცემული კანკალებს, ღელავს.

და მიატოვებს თავის ტახტს ზევსი,
იწყებს ჭალებში მწყემსივით წუხილს,
და დადუმდება სტიქია მძაფრი,
მყის შეწყვეტს ზეცას ჭექას და ქუხილს.
იძინებს ზევსი - ტიტანთ მმუსვრელი - 
ამშვიდებს ლედას ამბორი მწველი.

და გამოჩნდება ფებუსის ეტლი,
ნათელ სივრცეში მზის რაშით მსრბოლი,
ხალხს ანადგურებს, თავს ატეხს ძრწოლას
ისარი მისგან რისხვით ნასროლი.

მაგრამ უეცრად სისხლს აუთრთოლებს
ტრფიალის ცეცხლი, გულში გზნებული,
და დაივიწყებს რაშსა და ისარს
ღმერთი უსაზღვროდ განრისხებული.

თავს ხრიან კრძალვით და მორიდებით
ჰერას წინაშე ურანიდები.
ოქროს გვირგვინით თმები უელავს
ღმერთქალს აღსავსეს ციურ განგებით,
ზის მბრძანებელი და მის ტახტის წინ
ყელს იღერებენ ფარშევანგები.

მაგრამ დედოფალს არ ეკარება
სიყვარულის მზე, შუქმოელვარე,
გასცქერის ზეცას მაღალ ტახტიდან
არსთა მპყრობელი, სულით მღელვარე. 
სილამაზის ღმერთს ემუდარება,
ისმინოს კვნესა მისი გულისა,
მისცეს სარტყელი სიყვარულისა.

* * *

სიყვარულით მარტოოდენ 
ღმერთნი ნეტარ არიან,
სიყვარულითვე კაცი
ღმერთთა თანაბარია.
სიყვარულით მარადჟამს
ზეცა ცოცხლობს და ხარობს,
სიყვარული ჰქმნის მიწას,
ნათელ ზეცის სამყაროდ!

* * *

ქვესკნელს ანათებს მზე სიყვარულის,
ვით ჯადოსნური ძალა ფარული,
ის ღმერთსაც ხიბლავს და შმაგს ამგვანებს!
თვითონ ორკუსი სიამით ბრწყინავს,
როცა უღიმის მას პროზეპინა;
სიყვარულის მზე ანათებს ღამეს!
ორფეოს, შენი ჰანგი ციური,
ჩანგის წკრიალი მელოდიური
თვით ჯოჯოხეთის გახდა მძლეველი,
მინოსს ცრემლებითYაევსო თვალი
და შეანელა წამების ალი.
დაცხრნენ გველები მეჰერას თმებში,
იწყეს ერთურთის კოცნა-ალერსი.
აღარ ისმოდა შოლტების ცემა,
პრომეთეს მკერდით აფრინდა ძერა,
შორს გაიტაცა ტკბილმა სიმღერამ;
მიწყნარდა მყისვე ხმაური დიდი
შმაგი ლეთასი, ავი კოციტის.
ორფეოს, ჯადო თრთოდა შენს ხმაში
და ყურს გიგდებდა ყოველი არსი.
შენ სიყვარულზე მღეროდი მაშინ!

* * *

სიყვარულით მარტოოდენ 
ღმერთნი ნეტარ არიან,
სიყვარულითვე კაცი
ღმერთთა თანაბარია.
სიყვარულით მარადჟამს
ზეცა ცოცხლობს და ხარობს,
სიყვარული ჰქმინს მიწას,
ნათელ ზეცის სამყაროდ!

* * *

ტრფობის ყვავილებს ზრდის და ახარებს
და მის ოქროს ფრთებს აქროლებს ბარად,
მხოლოდ ბუნება უკვდავი მარად!
მთვარის სხივებით სავსე ღამეში
გულს არ იტაცებს ვენერას ეშხი.
ვარსკვლავთა ზღვიდან,
არც მზის მწვერვალით
მე არ მიღიმის ტრფობის ღმერთქალი.
სულს არ მიღელვებს, არ მიგზნებს იმედს
ნათელ მთიებით ცა მოციმციმე.
მხოლოდ სიყვარულს ვხედავ ჩემს ირგვლივ
აფერადებულ ბუნების თვალით,
იგი მიღიმის ნაზი ციალით.

ტრფობით დამთვრალი ხშირად ხმაურობს,
ხან კი მშვიდდება წყარო გიჟმაჟი,
თვით სიყვარულის გოდება ისმის
ნაზი ბულბულის სევდიან ხმაში.
ლაღი ბუნების ჩანგი ფარული
ჟღერს მხოლოდ ტრფობით და სიყვარულით.

სიბრძნევ, მზიური სახით შემკულო, 
დიდო ღმერთქალო, უკვდავო სულო,
სიყვარულის წილ გმართებს დათმობა!
დამპყრობ მეფეებს მარადჟამს სძლევდი,
არ მოგიხრია მონურად ქედი,
მაგრამ აწ გიჯობს დანებდე ტრფობას!

ვინ მიგვიძღოდა წინ გმირულ სრბოლით
ვარსკვლავთ ციცაბო ბილიკებს შორის
სამყოფელისკენ დიადი ღვთისა?
და ვინ შემუსრა მუნ კრეტსაბმელი,
ვინ გაარღვია სამარე ბნელი,
გვიჩვენა სხივი თვით სამოთხისა?
და უკვდავების ტაძარს დიდებულს
ვინ აელვარებს ციური ალით,
სულმა სივრცეში მოხეტიალემ
ვის მეოხებით ჰპოვა უფალი?
სიყვარულმა ჰქმნა ყოველივე ეს
სასწაულთმოქმედ მაგიურ ძალით!

* * *

სიყვარულით მარტოოდენ 
ღმერთნი ნეტარ არიან,
სიყვარულითვე კაცი
ღმერთთა თანაბარია.
სიყვარულით მარადჟამს
ზეცა ცოცხლობს და ხარობს,
სიყვარული ჰქმნის მიწას,
ნათელ ზეცის სამყაროდ!

1781

გადმობეჭდილია https://presa.ge/new/?m=lit&AID=6353 (პირდაპირ ლინკზე, გაუგებარი მიზეზით, ვერ გადახვალთ, უნდა მონიშნოთ, დაამახსოვრებინოთ, და მერე მოძებნოთ მისამართით)

 13:36 22.06.2011


მამული, ენა, სარწმუნოება

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422).
ღირსი ათანასე ათონელი
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ათანასე ათონელის (+1000) ხსენების დღეს.
gaq