საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რუსეთის უჩინარი, სასიკვდილო იარაღი საქართველოს წინააღმდეგ
ბაქარ ცერცვაძე
ჩვენი დედა ეკლესია, ქართული კინომატოგრაფია და ქორეოგრაფია... და აქაც ჰომოსექსუალიზმის თემით მანიპულირება.

ჯერ პატრიარქი შეურაცხყვეს... ახლა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”...

იმის გარდა, რომ მავთულხლართებს ყოველდღე წევენ, რუსეთი აქტიურად და მიზანმიმართულად გვებრძვის, გვასუსტებს და იმიჯს გვილახავს აბსოლიტურად ყველას თვალში. არანაირ ბინძურ მეთოდს არ ერიდება და ერთ-ერთი აქტიური, უკვე საკმაოდ კარგად ნაცადი იარაღი არის ჰომოსექსუალიზმის თემა.

რუსეთი კარგად ხედავს თუ რა იოლია არეულობის, დესტაბილიზაციის გამოწვევა საქართველოში და თუ ამ თემის წამოჭრისთანავე, როგორ იყოფა ქართული საზოგადოება ორ ნაწილად: 1. ჰომოფობები და მოძალადე ტრადიციონალები 2. ჰომოსექსუალები და მათ მიმართ ლიბერალურად განწყობილები, (ყოველ შემთხვევაში ცდილობს ასე წარმოაჩინოს და გამოსდის კიდეც... და მესამე ძალა, ვინც არ ურიგდება ამ უმსგავსობას, თუმცა ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგია, მას არ აწყობს არანაირად. ეს მესამე ძალა, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეკლესია და ჭეშმარიტი ქრისტიანული მრევლია)

ჩემი აზრით, ერთდროულად რამოდენიმე მიზანს აღწევს ამ ყველაფრით რუსეთი:

1. ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაცია და ქაოსი, (რაც ზემოთ ვთქვი: საზოგადოების გახლეჩა 2 ნაწილად, არეულობა, კონფლიქტები, ჩვენი დასუსტება და ცნობიერების შელახვა);

2. ჩვენი ევროინტეგრაციის შეჩერება ჰომოფობებით. (რათა მთელმა დასავლეთმა დაინახოს, რომ ჯერ მზად არ ვართ იმისთვის, რომ კარი ბოლომდე გაგვიღონ და “გულში ჩაგვიხუტონ”);

3. აფხაზებთან და ოსებთან შესარიგებელი გზების მოჭრა ჰომოსექსუალებით, მთლიანად კავკასიის ხალხების თვალში ქართველების ცუდად წარმოჩენა. (იუთუბიზე და ინსტაგრამში კომენტარებში რუსულად ვწერ ხოლმე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა და ა. შ. და აფხაზების, ჩერქეზების, ოსების, ჩეჩენების და სხვა. პასუხებიდან ჩანს თუ რა კარგად მუშაობს რუსული პროპაგანდა, “ამერიკოსებს” აღარ სჯერდებიან, გეიების ქვეყანას გვეძახიან, გეიპარადებს აწყობთ, რა გვაქვს ქართველებთან საერთოო, რომელ შერიგებაზეა ლაპარაკიო, წერენ აფხაზები...
 ჩვენი ცეკვით აღფრთოვანებულები არიან კავკასიელები, საკმაოდ დიდი ხალხის მასაა. ქართულ ცეკვებში, ალბათ საერთო წარსულს და ისტორიას კითხულობენ. ცეკვაღა ახსენებთ, რომ ჩვენი მონათესავე ხალხები არიან და რომ ინგუშებს, ჩეჩნებს დაღესტნელებს თუ ბალყარელებს ჩვენ ყოველთვის ძმურად ჩავიკრავთ, რომ ქართველებთან ბევრი რამ აკავშირებთ და აქაც ჰომოსექსუალიზმის თემა, ფილმი: “და ჩვენ ვიცეკვეთ”. სად ქართული ქორეოგრაფია და სად ჰომოსექსუალიზმი, მაგრამ ჩირქს რომ მოგცხებენ, მერე ძნელია ჩამორეცხვა და შედეგიც მიიღწევა: უფრო დავშორდებით ერთმანეთს, (აფხაზებს და ოსებს პირველ რიგში). 

თუ ამის უკან რუსეთი არ დგას და ეს მის მიერ არაა გათვლილი იმისათვის, რომ ხალხის იმ მასასაც შეაძულოს ქართველები, რომლებსაც ჯერ გული არ გასციებიათ ჩვენს მიმართ და თუ უბრალო დამთხვევაა, რომ რამოდენიმე დღე გავიდა პატრიარქის შეურაცხყოფის და ცილისწამების შემდეგ და ახლა მეორე ტალღა აგორდა: კინოთეატრებში ამ მარაზმული ფილმის ჩვენება მოინდომეს, თუ რუსეთი არაფერ შუაშია (რაც ძალიან მეეჭვება), მაინც ნებით თუ უნებლიედ ზუსტად რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. პატრიარქის და ქართველი მოცეკვავის (და ზოგადად ქართული ქორეოგრაფიის) შეურაცხყოფა კი შეურაცხყოფად რჩება, მიუხედავად იმისა, ეს გარედანაა თავს მოხვეული თუ სხვის დაუვალებლად ჩვენივე უმეცრებით გაკეთებული).
P. S. მტერმა იცის, რომ ჩვენთვის ძვირფასია: “ენა, მამული, სარწმუნოება” და ჩვენ ვერ შევიგნეთ.

დასავლეთს მსხვერპლად ვწირავთ ჩვენს ღირსებას და ტრადიციებს. გვავიწყდდბა, რომ შესაძლებელია ტრადიციული ქვეყანა ამავე დროს განვითარებული და ძლიერი იყოს.
დაე ამერიკამაც, ევროპამაც და რუსეთმაც დაიმეგობროს და მიიღოს: ტრადიციების და რწმენის ერთგული, პროგრესული, შრომისმოყვარე, ღირსეული და უნიკალური ქართველი ხალხი. არავის არ უნდა მივცეთ უფლება თავს მოგვახვიოს ის, რაც არ შეგვეფერება, თორემ თავისი ინტერესებისთვის გამოგვიყენებენ და ამ ვითომ ლიბერალობით, ვაიდემოკრატიულობით და “წვრილ-წვრილი” დათმობებით ორივე კურდღელი გაგვექცევა. განვითარებისა და გამთლიანების ნაცვლად კი მშიერი, უზნეო, ღირსებააყრილი ბრბო დავრჩებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq