საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რას გაჰყვიროდა შალვა ახალციხელი გარნისის ბრძოლაში და რას ვერ მალავდა სპარსელი ისტორიკოსი მისი დახასიათებისას
გაიოზ გია მამალაძე
 ირანელი ისტორიკოსის – ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად ჯუვეინის (1226-1283) წინაპრები ჯერ აბასიდ ხალიფებს, მერე სელჩუკიანთა სულთნებს ემსახურებოდნენ. ჯუვეინის პაპას ხორეზმშაჰის – მუჰამედისა და მისი ვაჟის, ჯალალედინის – კარზე დიდი თანამდებობა ეკავა. ჯუვეინიც ემსახურობოდა მონღოლ დამპყრობლებს და საკმაოდ დიდ თანამდებობები მიიღო. როგორც ჩანს, კარგი ჩინოვნიკებიც იყვნენ, კარგი ფინანსისტებიც, სწავლულებიც, მმართველებიც და ახალ-ახალ პატრონებთან ლიქნით საუბარიც ეხერხებოდათ.
ათა მალიქ ჯუვეინს აღწერილი აქვს მონღოლების მიერ „ქვეყნიერების დაპყრობის ისტორია“ („თარიხ-ე ჯაჰან-გოშა?“). მის ნაშრომში არის ცნობები საქართველოს შესახებაც. სამწუხაროდ, ჯუვეინის მიერ აღწერილ ეპოქაში, ჩვენი დიდი სახელმწიფო დაეცა. ცნობები ჩვენთვის არასასიამოვნო და სამწუხაროა. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ავტორის მაჰმადიანობის გამო – ტენდენციური. ზოგიც არაა ზუსტი. მაგრამ, ზოგიერთი საკითხი საინტერესოა.  
  საინტერესოა, რას გვიამბობს ჯუვეინი ჩვენი დიდი გმირის, შალვა ახალციხელის შესახებ. იგი ვერ მალავს ახალციხელის კეთილშობილურ დიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე არააკადემიურად მოიხსენიებს, რაც მიუღებელია ისტორიკოსისთვის.
ჯუვეინი წერს (თარგმნა რ. კიკნაძემ):
  „როცა განგებამ, როგორც მისი ადათი და წესია, ათაბეგის სახელმწიფო გაანადგურა და მისი სამფლობელო სულთან ჯალალ ად-დინს გადასცა, ხოლო ახლ
ობლებმა და მსახურებმა ყოველი მხრიდან მისკენ იბრუნეს პირი, უგვანო და ურწმუნო ქართველებმა განიმტკიცეს ხარბი სურვილი ვილაიეთის დასაკუთრებისა, რათა პირველ რიგში, სულთანი განედევნათ და თავრიზის მხარე დაეპყროთ, შემდეგ ბაღდადს წასულიყვნენ, კათალიკოსი დაესვათ ხალიფას ადგილზე, მეჩეთები ეკლესიებით და ჭეშმარიტება სიცრუით შეეცვალათ. ამ პატივმოყვარე სურვილისა და ამპარტავანი უგუნურების გამო, თავისი ხალხის სიმამაცისა და ბასრი შუბებისა და მახვილების იმედით, ჯარი შეკრიბეს, ოცდაათ ათასზე მეტი კაცი გაამზადეს და დაიძრნენ.“
  ჯალალედინის მაქებარი და გამართლების მსურველი პროპაგანდისტია ჯუვეინი. ისე წარმოადგენს საქმეს, თითქოს, ჩვენი წინაპრები დაესხნენ თავს ჯალალედინს და მის ჯარს. სინამდვილეში კი პირიქით იყო. ჯალალედინს საქართველოს დაპყრობა და გაძარცვა უნდოდა, თუმცა, მაჰმადიანთა აყოლიების მიზნით, მან საღმრთო ომის სახე მისცა ჩვენს ტერიტორიაზე, სომხეთში ჯალალედინის შემოჭრას.
ჯუვეინი განაგრძობს:
  „სულთანს რომ ეს ამბავი მიუვიდა, თუმცა მისი რაზმი ჯერ მრავალრიცხოვანი არ იყო და მისი აწეწილი საქმეებიც ჯერ არ იყო გამოსწორებული, იმ რაზმით, რაც ჰყავდა, ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე ქართველებისკენ დაიძრა. იმ დროს, როცა განთიადის შუქი ღამის წყვდიადს სდევნიდა, ჯალალ ად-დინმა ქართველთა ბანაკს მიაღწია გარნისის ხეობაში, სადაც ისინი ღვინით მთვრალები და გალეშილები იყვნენ.“
  ისლამის იდეოლოგ
ჯუვეინს ქართველი მეომრები ლოთები გამოჰყავს, რაც სიმართლე არ არის. სამხედრო ლაშქრობაში ამდენი ღვინის წაღება შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი სამხედრო უწყება იმ დროს რომ დასუსტებული იყო და დისციპლინა და ერთსულოვნება – მოშლილი, ფაქტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ჩანს, ქართველთა სამხედრო უწყების მეთაურობა, ივანე მხარგრძელის სახით, არასერიოზულად, არაშესაბამისად, არაადეკვატურად მიუდგა ჯალალედინის შემოჭრის ფაქტს. მხარგრძელს და მის გარემოცვას, ალბათ, ეგონათ, მონღოლებისგან დევნილი ჯალალედინი სუსტი იქნებოდა. სიფხიზლე მოდუნებული იყო საქართველოში.
  ჯუვეინის ცნობით, ჯალალედინს მოულოდნელი საომარი ხრიკები უხმარია:
„სანამ ქართველები ხელს აღმართავდნენ საომრად, სულთანი თავს დაესხა და კარგი გამარჯვება მოიპოვა მათზე. გარნისის ვიწრო ხეობაში ერთი გამოქვაბული იყო, ბრძენის ფიქრებივით ღრმა. ქართველები როგორც იყვნენ, ისევე ცხენდაცხენ გარბოდნენ და იმ გამოქვაბულს აფარებდნენ თავს.“
შემდეგ ქრისტიანთა მტერი ჯუვეინი, შალვასა და ივანე ახალციხელებზე წერს:
„ეპოქის ყოველგვარი არეულობისა და შფოთის ამტეხთა მეთაურები, შალვა და ივანე სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად შეიპყრეს, ბორკილებში ჩასვეს და სულთანს მიჰგვარეს“.
  ჯუვეინი ცდება, ივანე ახალციხელი გარნისის ბრძოლაში დაიღუპა. ალბათ, ამ მცდარ ცნობაში სხვა რომელიმე ქართველი დიდებული უნდა ვიგულისხმოთ. არც არეულობების ამტეხნი ჩვენი წინაპრები არ ყოფილან. არ
ეულობა და ბატონობა მაჰმადიან დამპყობლებს უნდოდათ კავკასიაში.
ჯუვეინი ვერ მალავს შალვა ახალციხელის კეთილშობილებასა და ღირსებებს:
„შალვა ადის ტომის (ძველარაბული ამაყი ტომი) მამაკაცს ჰგავდა ტანის სიდიდითა და წარმოსადეგობით, კეთილშობილი ღირსებითა და ძლიერებით“.
ჯუვეინის შემდეგ ცნობაში კარგად ჩანს, როგორი მეომარი იყო შალვა ახალცხელი. როცა დატყვევებული, დაბორკილი ჩვენი გმირი წინაპარი მიუყვანეს ჯალალედინს, მას უკითხავს შალვასთვის:
  „რა იქნა შენი მძვინვარება, რომ გაიძახოდი, სად არის ზულფაყარის  პატრონი, რომ ჩემი ბასრი ხმლის დარტყმა იხილოსო“.
ჯუვეინის თქმით, თუ ეს მართალია, ბრძოლის დროს დააჭენებდა შალვა ახალციხელი ცხენს და გაჰყვიროდა, სად არის ხმალ ზულფაყარის პატრონი, აქ მოვიდეს, შემებრძოლოსო.
  იგულისხმება მაჰმადიანთა წინასწარმეტყველი მუჰამედის ლეგენდარული ხმალი, რომელიც მან ნადავლის სახით მოიპოვა 623-624 წლებში, როცა ბადრის ბრძოლაში დაამარცხა ისლამის მოწინააღმდეგეები, კურაიშების ტომიდან, მექელები. ხმალმა მუჰამედის ხელში შეიძინა ჯადოსნური თვისებები. მუჰამედის მერე მისი ბიძაშვილისა და თან ქალიშვილის ქმრის, მეოთხე ხალიფა ალის მფლობელობაში გადავიდა. მერე მის მემკვიდრეებს ჰქონდათ. აღნიშნულ ხმალს მიაწერდნენ განსაკუთრებულ თვისებებს და უწოდებდნენ ხერხემლის გამკვეთს, მაჰმადიანთა საზღვრების დამცველს, თითქოს ჰაერში ჩერდებოდა და სხვა. შიიტები თვლიდნენ, რომ ზულფაყარ
ი ფარულ, უხილავ იმამს, ალის შთამომავალს აქვს, რომელიც უნდა მოვიდესო. სუნიტები თვლიდნენ, რომ თურქთა სულთნებთან არისო. მოკლედ, ზულფაყარი დიდი ძალაუფლების სიმბოლო იყო. შესაძლოა, ჯალალედინი უბირ მაჰმადიანებში ავრცელებდა  ლეგენდას, თითქოს, მუჰამედის ხმალი მას ჰქონდა და ამიტომ, ყველგან გაიმარჯვებდა.
შალვა ახალციხელს უპასუხია: „ეს საქმე სულთნის იღბლიანობამ გადაწყვიტაო“.
  ამ პასუხში ჩანს – ხალიფას დროშის დამამხობელი შალვა ახალციხელი ბრძოლაში გამარჯვებას სულთნის იღბლიანობას აბრალებდა და არა მის ნიჭსა თუ სიდიდეს. იცოდა გმირმა, რომ არა ღალატი და შური, ჯალალედინი ვერ გაიმარჯვებდა ქართველებთან. არ იყო ჯალალედინი დაუმარცხებელი, მონღოლებმაც და თურქებმაც რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს.წინ კიდევ დიდი სარწმუნოებრივი გამოცდა ელოდა სწორუპოვარ შალვა ახალციხელს...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
gaq