საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ქართველთა ერთობა გააძლიერეთ, რომ მესამე პოლუსად ამაღლდეს და მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსები ქვეყნის სამსახურში გაერთიანოს
ბესარიონ ბოჭორიშვილი
"ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ"("ქართველთა ერთობამ") მთხოვა განმემარტა ამომრჩევლისთვის მემარჯვენეობა-მემარცხენეობის არსი არჩევნებში მონაწილე ძირითადი ფიგურანტების ფონზე.
 
ფსიქოტიპის მიხედვით დახასიათება ასეთია:
 
მემარცხენეობას ქმნიან ცვალებადობის მომხრეები, რევოლუციონერები, ნეოლიბერალები. მაგ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები.

ხოლო მემარჯვენეობას ქმნიან მუდმივობის მომხრეები, სისტემისტები, კონსერვატორები, მაგალითად, დღევანდელი ქართული ოცნება, როგორც აცხადებს და ზოგი სხვა, როგორც აცხადებენ.
 
სოციალურობის მიხედვით თუ დავახასიათებთ მემარცხენეები არიან კოლექტივისტები, მაგალითად პატრიოტთა ალიანსი, ხოლო მემარჯვენეები არიან ინდივიდუალუსტები, მაგალითად გირჩი.
 
ასე რომ, იკვეთება ფსიქოტიპური და სოციალური მემარცხენეობა-მემარჯვენეობა.
 
მემარცხენეობა-მემარჯვენეობის ამ ორ პოლუსს აქვს შუალედური წერტილი, რომელსაც ცენტრიზმს ეძახიან და რომლის მიმართაც პოლუსები ან ერთმანეთისკენ იხრებიან ან ერთმანეთს შორდებიან.
 
თუმცა საკითხავია სადაა წონასწორობის ცენტრი?
 
პასუხი ასეთია, მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსებს შორის შუაში.
 
შესაბამიასად, ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში მემარცხენეობა თუ გადახრილია მემარჯვენეობის დახასიათებისკენ, ცენტრისტის გაშუალებული წონასწორობის წერტილიც გადანაცვლდე
ბა უფრო მარჯვნევ და ა.შ.
 
ამ ნიშნების მიხედვით თქვენი არჩევანი დაგანახებთ, უპირველეს ყოვლისა თქვენს პოლიტიკურ გემოვნებას და არჩევანსაც გააკეთებთ გემოვნების მიხედვით, მაგრამ არა ქვეყნის ობიექტური საჭიროებების მიხედვით.
ობიექტურობისთვის საჭიროა ისეთი მესამე პოლუსი, რომელიც მემარცხენეობასაც და მემარჯვენეობასაც აერთიანებს და ალაგებს ერთი საერთო, საქვეყნო ინტერესის ქვეშ. მაგ. "ქართველთა ერთობა".
 
ამის განსახორციელებლად ამ მესამე პოლუსს ჭირდება ძალის გამოვლენა, ძალისხმევა რაც შეიძლება განხორციელდეს კანონიერების განუხრელი დაცვით.
 
მესამე პოლუსს თუ მემარცხენეობა, მემარჯვენეობას შორის დაპირისპირების აღკვეთის და ორივე პოლუსის ქვეყნისა და ერის სამსახურში ჩაყენების ძალა არ აქვს, მაშინ იგი ეშვება ამ ორ პოლუსს შორის შუაში და იქცევა თანხმობის მახვეწარ ცენტრისტად.

ხოლო მესამე პოლუსს თუ საკმარისი თუნდაც თვითდისციპლინა და სახალხო (ეროვნულობა) აქვს, იგი აუცილებლად მოიპოვებს ძალმოსილებასაც.
 
ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ პირამიდის სახით, სადაც პირამიდის ფუძის მარცხენა და მარჯვენა წვეროებზე, მემარცხენე და მემარჯვენე ძალებს განვათავსებთ. მათ შორის შუა წერტილი პირამიდის ფუძეზე იქნება ცენტრისტული წონაასწორობის ლოზუნგებისა და პოზიციების წარმოშობის ადგილი.
 
ხოლო პირამიდის წვერი კი არის მესამე პოლუსი, საერთო ეროვნულ-ინდივიდუალისტური
გამაერთიანებელი პირამიდის ფუძის წვეროებისა.
 
ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე დააკვირდით: სოციალური თვალსაზრისით პოლიტიკური ძალა მემარცხენეა თუ მემარჯვენეა? ანუ მისგან რა სტრატეგიაა მოსალოდნელი: ინდივიდუალუზმს მისცემს გასაქანს თუ კოლექტივიზმს? ადამიანის უფლებებს, თუ საერთო უსაფრთხოებას? თუ მესამე პოლუსია და ადამიანის უფლებებს და საერთო უსაფრთხოებას ერთიან ეროვნულ-ინდივიდუალურ საკითხად წარმოაჩენს?
 
შემდეგ დავაკვირდეთ მათი ფსიქოტიპიდან გამომდინარე ტაქტიკას: რევოლუციონერ-რეფორმისტია, თუ სისტემურობის დამცველია? თუ აქაც მესამე პოლუსია? და ეროვნული ფასეულობების დამცველობასთან ერთად ერისა და თვითეული ინდივიდის ეროვნულ-ინდივიდუალური განვითარებისთვის საჭირო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია?
 
თუ მესამე პოლუსია მხარი დაუჭირეთ, ხოლო თუ ეროვნული ცენტრისტია გააძლიერეთ, რომ მესამე პოლუსად ამაღლდეს და მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსები ეროვნულ-ინდივიდუალურ მესამე პოლუსს დაექვემდებაროს და ქვეყნის სამსახურში გაერთიანდეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq