საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის
გაიოზ მამალაძე

 წინამდებარე პრინციპები იწერება 2001 წლიდან... 2010 წელს მიეცა საბოლოო სახე, რადგან უნდა გამოქვეყნებულიყო სახელმწიფო კონსტიტიციის კომისიის მიერ, რომლის მრჩეველთა საბჭოშიც გახლდით, თუმცა ვერ მოხერხდა...რედაქტირება მას მერეც განიცადა....2015 წელს გარკვეული მიზეზების გამო, განმარტებები დროებით წავშალე...

საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ:  royalclubofgeorgia@gmail.com  

 www.georoyal.ge

 

 

ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის (პროექტი)

 

                                                                     საკითხი

 

   საქართველოში მეფობის აღდგენა და კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დამყარება დღეისათვის ბევრს სრულიად წარმოუდგენელად ეჩვენება, მაგრამ, საბოლოოდ რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი მომავალში, შესაძლოა ახლო მომავალშიც, უცნობია. არავის ძალუძს წინასწარ განჭვრიტოს ყველა გამოწვევა, რომლებიც მომავალში დადგება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე და როგორი იქნება ამ გამოწვევებზე პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან.

 

  სახელმწიფოს მართვის ნებისმიერი ფორმა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ავტოქტონი და, ასევე, საუკუნეების მანძილზე ნატურალიზებული მოქალაქეების ინტერესებს, მათ სამომავლო გეგმებსა და გამომდინარე უნდა იყოს ისტორიაში თავს გადამხდარი საამაყო და ღირსეული მემკვიდრეობიდან, რაზეც, ძირითადად არის დაფუძნებული ყველა ქვეყნის საზოგადოების ფსიქოლოგიური და ზოგადად სასიცოცხლო   ინტერესები.

 

  დღეს, საქართველო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, აღსადგენია საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში (1922-1991 წლებში სამხრეთ ოსეთად წოდებულ ტერიტორიაზე1). მანამდე, აღსადგენია ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. პრობლემები ჩვენი და ამ ხალხების ურთიერთობებში შექმნილია გარე მტრების მიერ.

 

   ქვეყანაში დასაძლევია სოციალური სიდუხჭირე, დასამკვიდრებელია სრულფასოვანი დემოკრატია და ა. შ. მაგრამ, რაც უმთავრესია, გასათავისუფლებელია ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. ანუ მისაღწევია სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა.

 

  აქედან გამომდინარე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, როდესაც, სხვა საკითხებთან ერთად წყდება სახელისუფლო მოწყობის, სახელისუფლო მმართველობის მოწყობის საკითხი.

 

  დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს როგორი სახელისუფლო მმართველობა უფრო გამოადგება საქართველოს. ზოგი, გარდამავალი ეტაპის გამო, ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების მომხრეა, ზოგი, დემოკრატიის განვითარების მიზნით, საპარლამენტო მმართველობას გვთავაზობს, ზოგიერთი მხარს უჭერს შერეულ, ნახევრად საპრეზიდენტო-ნახევრად საპარლამენტო მოდელს.

 

  ქვეყნის მოსახლეობის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოსურნეა საქართველოში კონსტიტუციური მონარქი

სამეფო კლუბის გერბი
ა არსებობდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის საკმაო ნაწილი ამ ვარიანტს უჭერს მხარს, ვინაიდან, ქართველთა ტრადიციული სარწმუნოება მეფის ხელისუფლებას ღვთით დადგენილად მიიჩნევს. მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებითაა აღნიშნული საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაში.

 

  უნდა გავიხსენოთ, რომ ანალოგიურად აფასებს მეფის ხელისუფლებას სხვა, ტრადიციული რელიგიებიც: ისლამი, იუდაიზმი, კათოლიციზმი (ეს ყველაფერი, კონსტიტუციური სახალხო მონარქიის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მოქმედ კონსტიტუციაში, პრეამბულა).

 

              კონსტიტუციური (შეზღუდული) ანუ საპარლამენტო მონარქია

 

   კონსტიტუციური სახალხო მონარქია თავისი წყობით თითქმის იგივეა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკა.

 

  საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და მისი მეთაური (პრემიერ-მინისტრი, კანცლერი). სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სხვადასხვა ხელისუფლებებს შორის არბიტრი, მთავარსარდალი გახლავთ პრეზიდენტი, რომელსაც (უფრო მეტად) პირდაპირი არჩევნების მეშვეობით ირჩევენ.

 

  საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს აქვს ხალხის ნდობის მანდატი.

 

  მაგრამ, თუ ჩვენ პრეზიდენტს შევცვლით მეფით, თანაც რეფერენდუმის გზით, მას ექნება როგორც ხალხის, ასევე ისტორიის, წინაპრების ნდობის მანდატიც (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).

 

  საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყო მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ბაგრატოვანთა დინასტია ძალიან ავტორიტეტული გახლდათ თავისი მრავალსაუკუნოვანი მმართველობის მანძილზე.

 

  საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც ვთქვით, არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების სიმბოლო, ერთგვარად ატრიბუტიც კი. ასევე, მეფე არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო. თუმცა მონარქის ინსტიტუტი უფრო მეტად ძველი და ტრადიციულია და ხაზს უსვამს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან არსებობას და დამოუკიდებლობას.

 

  მეფის, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს არსებობა, სრულიად არ ზღუდავს რესპუბლიკურ პრინციპებს, ვინაიდან მისი უფლებები იქნება შეზღუდული. არჩევითი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მუშაობა იქნება მთლიანად დამოუკიდებელი, შესაბამისად რესპუბლიკური იდეალებისა. მეფეს არ ეყოლება პოლიტიკური გუნდი. ამგვარად, ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ ვერ მოხდება ხელისუფლების უზურპაცია. მეფე, სახელმწიფოს პირველი პირი ვერ შეძლებს მოქალაქეებზე პოლიტიკური გავლენის გავცელებას. ის არ დანიშნავს თანამდებობებზე ადამიანებს და სხვა (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით).

 

     ამგვარად, ამ წყობას შეგვიძლია ვუწოდოთ რესპუბლიკური მონარქიაც.

 

               მონარქია - სახელმწიფოებრივი თავისუფლების სიმბოლო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
 

   მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს მხრიდან განცხადებული იქნება, რომ 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის მიერ დაწყებული ოკუპაცია და ანექსია ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, მთლიანად დასრულებულია და სრული, ისტორიული დამოუკიდებლობა აღდგენილია (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).

 

                კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადებითი მხარეები

 

   მეფის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მისი ხარჯებიდან და სხვა თანმდევი მოვლენებიდან.

 

   ძალიან მნიშვნელოვანია “პირველი კაცობის” საკითხი. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

 

   ძალიან ბევრისთვის “პირველკაცობა” არის ცხოვრების მიზანი. ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერ იქნება პირველი. რაც უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც უნდა ძლიერ პოლიტიკოსად გრძნობდეს თავს ნებისმიერი, მას უსათუოდ ეცოდინება, რომ მასზე მაღლა, საერო იერარქიაში, არის მეფე, რომელიც მას განიხილავს, როგორც ზრუნვის ობიექტს (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე).

 

  მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის განგებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია, არჩევნებში მონაწილეობა, პიარი, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მომხრეობა და შესაბამისად, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მოწინააღმდეგეობა მას არ დასჭირვებია. ეს ნებელური არ არის, ეს ფატალურია. იგი, უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და სამეფოდ გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია. მეფე და მისი ოჯახის წევრები არ იქნებიან რომელიმე პარტიის წევრები (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე)

 

   მეფის შენახვა სახელმწიფოსათვის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე პრეზიდენტისა (მით უმეტეს, საპრეზიდენტო საარჩევნო ხარჯებს თუ ჩავთვლით). ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს. მეფეს, დედოფალს, ტახტის მემკვიდრეს აკრძალული ექნებათ საბანკო ანგარიშების, ბიზნესის  და სხვა შემოსავლების ქონა, ასევე მეფის სხვა შვილებსა და მეფის დედმამიშვილებს სრულწლოვანობამდე.

 

  მეფისა და მისი ოჯახის დროებითი ქონება (და ფინანსები) იქნება მხოლოდ ის, რაც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ მეფის მხრიდან სახელმწიფოსათვის აუცილებელი მოვალეობებისა და ცერემონიების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ მეფის ინსტიტუტი გაუქმდება, ქონება დაუბრუნდება სახელმწიფოს (ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში). 

 

  ევროპის სახალხო მონარქიის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთის გარდა, მონარქების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (ბრიტანეთის მონარქია არისტოკრატიული მონარქიის ზოგიერთ ნიშანს ატარებს, თუმცა სახალხო მონარქიის პრინციპები სულ უფრო და უფრო მატულობს ბრიტანეთში). ევროპის სახალხო მონარქიების მაგალითით იხელმძღვანელებს საქართველოც. მაგალითი აქვეც გვაქვს, ჩვენი მეფეები ისტორიულად ფუფუნების მოყვარულობით არ გამოირჩეოდნენ.

 

     &n

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
bsp;           საქართველოს სამეფო და აფხაზებისა და ოსების საკითხი

 

   ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეფის ფიგურა (თუმცა, აფხაზებთან და ოსებთან პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი გარე ძალების მიერ). ისტორიულად ცნობილია, რომ ბაგრატიონები აფხაზთა მეფეებიც იყვნენ (ზოგიერთი დღევანდელ და ისტორიულ აფხაზებს ასხვავებს, ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის, აფხაზებად მთელი მსოფლიოსთვის მოიაზრება ის ხალხი, რომლებიც თავს აფსუას უწოდებს (ქვეყანას კი აფსნის). მთელი მსოფლიოსათვის აფხაზი ერი ქართველთაგან განცალკევებულად არის მიჩნეული, ასეთია რეალობა დღეს). ბაგრატიონების დინასტია იყო აფხაზეთის მეფეთა დინასტია საუკუნეების მანძილზე, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა საქართველოს გაერთიანება.

 

  ასეა თუ ისე, აფხაზეთისა და ასევე ჩრდილო ქართლის მიწა-წყალი არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია. ამას აღიარებს ყველა დინასტია.

 

  სწორედ მთელი პროგრესული მსოფლიოსათვის საკმაოდ დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი იქნება ისეთი სახელისუფლო მოწყობა, სადაც ქვეყნის მეთაური, მეფე, იქნება ორივე ერის, როგორც აფხაზების, ისე ქართველების ისტორიული დინასტიის შთამომავალი, ორივე ერის შვილი, ორივე ერის ინტერესების დამცველი, ერთგვარად, არბიტრიც კი მათ შორის (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე).

 

  საქართველოს მეფისათვის აუცილებელი იქნება ქართული და აფხაზური ენების კარგად ცოდნა. აფხაზეთში, შესაძლოა დაარსდეს მეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეზიდენცია. მეფე, ტახტზე ასვლის წინ, აფხაზი ერის ინტერესების დაცვის გარანტიას მისცემს ჩვენს მოძმე ხალხს, აფხაზეთში (კონსტიტუცია, პრეამბულა და თავი - საქართველოს მეფე).

 

  ასევე, საქართველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვიტომოთა ინტერესების დამცველი ქვეყანაში, როგორც იყო ისტორიულად (კონსტიტუცია, თავი _ საქართველოს მეფე).

 

  შესაძლოა, აფხაზეთი გამოცხადდეს სამთავროდ საქართველოს შემადგენლობაში, რომელსაც ეყოლება თავისი მთავარი - საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მეფის უფროსი ვაჟი (დაახლოებით დიდი ბრიტანეთის მაგალითის მიხედვით, სადაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე არის უელსის პრინცი) ან აფხაზეთის მთავრად ითვლებოდეს თვითონ ხელმწიფე. 

   შესაძლოა ტახტის მემკვიდრე იზრდებოდეს აფხაზეთში. ეს შეიძლება დარეგულირდეს კონსტიტუციით.

  ცნობილია, რომ ბაგრატიონები არიან მემკვიდრე თამარ მეფის დედის, მზეთუნახავი ბურდუხანისა, რომელიც იყო ასული ოსთა მეფის, ხუდანისა. თამარის ქმარი დავით სოსლანი გახლდათ ბაგრატოვანთა ოსეთის (რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიის, რადგან სამხრეთ კავკასიაში ოსეთი არ არსებობდა) შტოს წარმომადგენელი, რომლის ძარღვებში გარდა ბაგრატოვანთა სისხლისა, ოსი მეფეების სისხლიც ჩქეფდა. ამგვარად, ბაგრატიონები ჩვენი ქვეყნის ოსი ეროვნების მოქალაქეებისთვისაც ახლობლები არიან. ბაგრატიონები არიან ასევე სომეხი მეფეების შთამომავლებიც (აგრეთვე ქალთა მხრი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
დან). ასევე ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ ალბანელი (შირვანელი) ხალხის (რომელთა მემკვიდრეები დღეს აზერბაიჯანელები არიან), დინასტიასთან, შარვან-შაჰებთან. ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ კავკასიის სხვა ხალხებთანაც, რომელთა სათვისტომოები არის წარმოდგენილი საქართველოში.

   საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სათვისტომოების წარმომადგენლები საკმაოდ ტრადიციული და რელიგიური პიროვნებები არიან, მათთვის, როგორც აღვნიშნე, მეფის ინსტიტუტი ტრადიციულად და რელიგიურად სავსებით მისაღებია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები, ყოველთვის ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ბაგრატიონების ხელისუფლების მიმართ, რაც მათ მახსოვრობაში კარგადაა შემონახული.

 

  კონსტიტუცია დაარეგულირებს საქართველოს მეფის აღზრდის საკითხს. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური - მეფე, თავისი ქმედებებით უნდა აკმაყოფილებდეს ტრადიციული მორალის, ცივილიზაციურობისა და კულტურის ნორმებს. მეფობა იქნება მსახურება, მოვალეობა და არა ფუფუნების წყარო. ამას დაარეგულირებს კონსტიტუცია.

 

                     კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა

    განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმას.

    საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა, იქნება თანასწორი უფლებებითა და ღირსებით. ქართული სამეფო დაიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმებს განუხრელად და პოლიტკორექტულობას.2

 

   ეს ყველაფერი აღიარებული იქნება კონსტიტუციის მიერ.

 

   სამეფოში იურიდიულად იარსებებს საპატიო წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს დამსახურებულ პიროვნებებს, ოღონდ ისინი არ იქნება არისტოკრატიული შინაარსისა და არ გადავა შთამომავლობით (მაგალითად -  სამეფოს რაინდი, ვარგი, დიდებული, დამსახურებული მანდილოსანი და სხვა).

 

   საკუთარ წრეში და ერთმანეთთან მიმართებაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ეტიკეტით, თუ არ ირღვევა სხვა ადამიანების ღირსება და პოლიტკორექტულობის პრინციპი. თუმცა ეს კონტიტუციურ და იურიდიულ ნორმად ვერ იქცევა მეფისა და სახელმწიფოსათვის. 

   (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით, თავი – საქართველოს მეფე).

 

                                                     საქართველოს მეფე (და ქვეყნის მართვა)

 

   საქართველოს მეფეს საქართველოს პარლამენტი აცხადებს საქართველოს ტახტის მემკვიდრეს ქართული სამეფო მემკვიდრეობის ტრადიციული კანონის მიხედვით.

 

  საქართველოს მეფის უფლებები ძ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ალაში შედის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მისი მეფედ კურთხევის შემდგომ.

 

   საქართველოს სახელმწიფოს მართვა განხორციელდება ჩვეულებრივად, როგორც თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს შეეფერება. საკანონმდებლო მოვალეობას შეასრულებს პარლამენტი, აღმასრულებელ ფუნქციას შეასრულებს პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა.

 

       საქართველოს მეფე იქნება ქვეყნის  სიმბოლური სახელმწიფო მეთაური, ზოგადად სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობისა და დიდი ტრადიციების სიმბოლო. იგი შეასრულებს ცერემონიალურ მოვალეობებს (როგორც პრეზიდენტები საპარლამანტო რესპუბლიკებში (ასევე საპრეზიდენტო რესპუბლიკებშიც): უცხოელი ოფიციალური სტუმრების მიღება, ელჩების მიღება, სახელმწიფოს წარმოჩენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერა, დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოება, საქართველოს მოქალაქეობის მიცემა და სხვა. საზოგადოების წარდგენით დანიშნავს მოსამართლეებს, ასევე შესაძლოა მისი სიმბოლური მოვალეობა იყოს უზენაესი და საკონსტიტუციიო სასამართლოს ხელმძღვანელობა, მათი წევრების დანიშვნა, რათა სასამართლო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი პოლიტიკოსების ინტერესებისგან (ან ეს საქმიანობა შეიძლება ჩაბარდეს ბაგრატიონთა სხვა შტოს  მეთაურს, სიმბოლურად).   

 

   მეფე იქნება სამხედრო ძალების მთავარსარდალი.  

 

   საქართველოს მეფე სპეციალური სამსახურის წარგინებით შეიწყალებს მსჯავრდებულებს. საქართველოს მეფე იქნება ქვეყნის სახე გარე სამყაროსთან.   

 

   საქართველოს მეფე იქნება ხელისუფლების წარმომადგებელი ეკლესიაში და ეკლესიის წარმომადგენელი ხელისუფლებაში.

 

   საქართველოს მეფე, კონსტიტუციის შესაბამისად, დანიშნავს ყველა დონის არჩევნებს, დაამტკიცებს არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე, დაამტკიცებს პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობას, მიიღებს პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ფიცს. პარლამენტის წარდგენით დანიშნავს მოსამართლეებს, მთავრობის წარდგინებით დანიშნავს შეიარაღებული ძალების სარდლობას. მიანიჭებს ჩინებს სამხედროებსა და შინაგანი ძალების წარმომადგენლებს. საქართველოს მეფე იღებს ქვეყნის ჯარისკაცების ფიცს.

 

   საქართველოს მეფე პარლამენტის დადგენილებით აცხადებს ომს ან საგანგებო მდგომარეობას, ქვეყნის მასშტაბით ან ტერიტორიის ნაწილში.

 

  საქართველოს მეფემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენები, ქართული და აფხაზური, ასევე ქართული სალიტერატურო ენისა და მისი განშტოებების საფუძვლები.

     იმ შემთხვევაში, თუ მეფე ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე ვითარების გამო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას დროებით ცვლის ტახტის მემკიდრე, ტახტის მემკვიდრის მცირეწლოვნობის შემთხვევაში - დედოფალი, დედოფლის არარსებობის შემთხვევაში დედა-დედოფალი, ან მეფის მომდევნო ძმა ან უახლოესი ნათესავი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ შეიძლება გაგრძელდეს სამ თვეზე მეტი. თუ მეფე ამ ვადაში ვერ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, პარლამენტს შეუძლია ახალი მეფის გამოცხადება,ლეგიტიმიზმის საფუძველზე.

   თუ მეფე ჩაიდენს სისხლის სამართლი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ს დანაშაულს ან დაარღვევს მორალურ ნორმებს, რაც მიუღებელი იქნება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესდება და ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას, პარლამენტს შეუძლია ახალი მეფის გამოცხადება, რომელსაც მეფედ აკურთხებს საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი. 

   ეს ყველაფერი დარეგულირდება კონსტიტუციით.

 

                  საქართველოს მეფე და პოლიტიკური პარტიები

 

  საქართველოს მეფეს და მისი ოჯახის წევრებს არ ექნებათ უფლება გახდნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან სიმპატია გამოხატონ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

 

             ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში

 

   სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადის უფროს ვაჟზე, ან თუ მეფის ოჯახს არ ჰყავს ვაჟი, უახლოეს ნათესავ ვაჟზე. სამეფო დინასტიის გვარი გადადის მხოლოდ მამრობითი ხაზით. ასეთია ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი პირობა საუკუნეების მანძილზე და ამ პრინციპის შეცვლა შეუძლებელია.

 

    საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის მხოლოდ მამრობითი ხაზით გადაცემა არის უცვლელი რელიგიურ-სახელმწიფოებრივი ტრადიცია და არა ქალთა უფლებების დისკრიმინაცია.3


    იმ შემთხვევაში, თუ მეფეს მხოლოდ ქალიშვილი ეყოლა, მაგრამ თუ გათხოვდება ბაგრატიონთა, სხვა შტოს წარმომადგენელზე, შიძლება ის გამოცხადდეს ტახტის მემკვიდრედ და ტახტზეც ავიდეს, როგორც მონარქი, და შემდეგ ტახტის მემკვიდრეობა გადაეცემა მის ვაჟს, რომელიც შეეძინება ბაგრატიონისგან. შესაძლოა, შემოვიღოთ ნორმა, რომ ასეთ შემთხვევაში დედამ ტახტი უნდა დაუთმოს თავის ვაჟს მას შემდეგ, რაც მას შეუსრულდება 21 წელი.

 

  ქართული ლეგიტიმიზმის კანონები უცვლელად უნდა გადავიდეს კონსტიტუციაში თავი -  საქართველოს მეფე.

 

                       საქართველოს მეფის დინასტიის გვარი

 

   ჩვენი აზრით, იმ პიროვნებამ, რომელიც ავა აღდგენილ სამეფო ტახტზე, და მისმა პირდაპირმა მემკვიდრეებმა, უნდა მიიღონ გვარის სხვა, დანარჩენი ბაგრატიონებისაგან განსხვავებული ფორმა, რათა გამოირჩეოდეს განახლებული სამეფო დინასტია. ეს აუცილებელია როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორით, ასევე სხვა მიზეზებითაც. 

 

   გადმოცემის მიხედვით, ბაგრატიონები, რომლებიც ითვლებოდნენ წმიდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველის შთამომავალებად, დაუნათესავდნენ ქართლის სამეფოს ფუძემდებლის, ფარნავაზის ჩამომავლებს, ფარნავაზიანებს. 

 

   ტრადიციის მიხედვით, ფარნავაზიანები იყვნენ ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის (ქარდუს, ქალდის) პირდაპირი მემკვიდრეები.

 

   ვ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ფიქრობთ, საქართველოს მომავალი მეფეები შეიძლება იყვნენ გვარად ბაგრატიონ-ფარნავაზიანები, ამაში გამოიხატება ჩვენი სამშობლოს უძველესი ისტორიაც.

 

  შესაძლოა მხოლოდ სამეფო ოჯახისათვის გამოიყენებოდეს გვარის ასეთი ფორმა _ ბაგრატოვანი.

 

 ასევე შეიძლება გვარი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, თუ მომავალ მეფეს და მის შთამომავლობას ბაგრატიონთა ორი შტოს მემკვიდრეობა ექნებათ.

 

  განსხვავებული, განახლებული სამეფო გვარი შეიძლება ატაროს მეფის ძმამ, და მისმა შთამომავალმა ერთი თაობა, რათა არ წარმოიქმნას რამენაირი, თუნდაც ფსიქოლოგიური პრივილეგია (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით, თავი _ საქართველოს მეფე).

 

                                     საქართველოს მეფის ტიტული

 

  მეფის ტიტული უნდა აისახოს კონსტიტუციაში. საქართველოს მეფეს შეიძლება ეწოდოს: 

    „მეფეთ-მეფე აფხაზთა და ქართველთა, სრულიად საქართველოს ხელმწიფე, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონ-ფარნავაზიანი (ან ბაგრატიონ-ბაგრატიონ-ფარნავაზიანი), კავკასიის მცველი და მეგობარი კავკასიელი ხალხებისა”;  

 

 ან „იესიან, დავითიან, სოლომონიან-ფარნავაზიანი, ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მეფე აფხაზთა და  ქართველთა და სხვათა, სრულიად საქართველოს მეფეთა-მეფე და კავკასიის მცველი“;    

 

   ან  „მთავარი აფხაზეთისა, სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფე და კავკასიის მცველი“;    

 

 ან „მთავარი აფხაზეთისა, სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფე და კავკასიის ხალხთა მეგობარი (ან ნათესავი)“;    

 

  ან „მთავარი აფხაზეთისა, სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფე, კავკასიის ხალხთა მეგობარი (ან ნათესავი) და უფლის საფლავის მცველი“;    

 

   ან „„მთავარი აფხაზეთისა, მთავარი იმიერ და ამიერ ოვსთა, სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფე, კავკასიის ხალხთა მეგობარი (ან ნათესავი) და უფლის საფლავის მცველი“;    

 

   შემოკლებით - „საქართველოს მეფე“ („აფხაზთა და ქართველთა მეფე“).      

 

   ამგვარად ხაზი გაესმება ძველ ტრადიციებს. შესაძლოა გამოყენებულ იქნას სახელწოდება ივერიაც სრულ ტიტულში. შესაძლოა სხვა ვარიანტებიც..

 

  ისევ ვიმეორებ, რომ დღეს თვითწოდებით აფსუა (аҧсуаа) ხალხს, მთელი მსოფლიო, მათ შორის ოფიციალური ქართული იდეოლოგია, აფხაზებად მიიჩნევს. ჩვენ, ქართველი მეფისათვის ასეთი ტიტულის დადგენით, შეიძლება დიდი სამსახური გავუწიოთ საქართველოს ერთიანობის საქმეს.       

                         

                   &n

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
bsp;    საქართველოს მეფის მეუღლე - საქართველოს დედოფალი

 

   ამ საკითხზე სპეციალურად უნდა შევჩერდეთ ორიოდე სიტყვით.

 

  დაქორწინებისას საქართველოს მეფე ან ტახტის მემკვიდრე უნდა იყოს სრულიად თავისუფალი არჩევანში. მას ვერავინ შეუზღუდავს სიყვარულის უფლებას. მხოლოდ შეიძლება იყოს დაცული ზოგიერთი ნორმა, როგორც ეს არის მიღებული ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში. მაგალითად, საქართველოს დედოფალმა ქორწინების წინ უნდა აღიაროს მეფის (მართლმადიდებლური) სარწმუნოება, საქართველოს დედოფალი უნდა იყოს მორალურად შესაბამისი მაღალი პატივისა და რთული მოვალეობებისა.

 

   მეფისა და მეფის ოჯახის წარმომადგენელთა ქორწინებაზე კურთხევას მისცემს პატრიარქი და თანხმობას პარლამენტი. ამგვარი ნორმის გარეშე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კარგავენ ტახტის მემკვიდრეობის უფლებას. ასეთი პრეცედენტი არა ერთია, თუმცა ეს მათი ნებაა.

 

  ამგვარი ნორმები თითქმის ყველა კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში მოქმედებს (ამას ყველაფერს დაარეგულირებს კონსტიტუცია, თავი – საქართველოს მეფე).

 

         საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხი დღეს4

 

  დღეისათვის ყველაზე წინ სამეფო ტახტის მემკვიდრეობაში დგას დავით გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ნუგზარის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსის ვაჟი – გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი.5

                                                                 გარდამავალი პერიოდი

 

  მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ისეთის ქვეყანა, სადაც იქნებოდა პრეზიდენტი და მეფე ერთდოულად.

 

  მაგრამ, შესაძლოა, ასეთი ვარიანტი: ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადგენის შესახებ, მაგრამ, საკითხის მომზადებამდე, მემკვიდრის გაზრდამდე, შესაბამისი პირობების შექმნამდე, ქვეყანაში არსებობდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

 

   თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს და საქართველოში აღადგენს მონარქიას და დაადგენს სახალხო კონსტიტუციური სახით, და ამ დრიოსათვის მეფობის კანდიდატი (მეფე) იქნება არასრულწლოვანი, მაშინ შესაძლოა შეიქმნას რეგენტობის ინსტიტუტი.6

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

   ჩვენ ყველაფრისათვის უნდა ვიყოთ მზად.


სამეფო (მონარქისტული) კლუბის სპიკერი

გია მამალაძე

 

განმარტებანი -------------

 

1 – “1922-1991 წლებში სამხრეთ ოსეთად წოდებულ ტერიტორიაზე” – ეს ფორმულირება, რომელიც ნოდარ ნათაძეს ეკუთვნის, ძალიან მომეწონა. ჩემი წინადადებაა ცხინვალის რეგიონს ვუწოდოთ, - ჩრდილო ქართლი, ხანდახან კიკონტექსტის მიხედვით, ნოდარ ნათაძისეული ფორმულირებით მოვიხსენიოთ.

 

2 -   კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა

    ამ საკითხს კარგი განმარტება სჭირდება.

  შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ სამეფოს აღდგენის შემთხვევაში ძველი, ფეოდალური  ფორმაციისათვის დამახასიათებელი იერარქიული სისტემა დამყარდება (აღდგება) საქართველოში.  იერარქიული სისტემის აღდგენაში იგულისხმება არისტოკრატიული პრივილეგიების აღდგენა, არისტოკრატების შთამომავლებისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომელზეც მათმა წინაპრებმა, კონსტანტინე აფხაზისა და სხვა მამულიშვილების მეთაურობით უარი თქვეს ერის სასარგებლოდ. იერარქიულ სისტემაში, ასევე, იგულისხმება არისტოკრატიული ტიტულების იურიდიული აღდგენაც. ეს გახლავთ კონსტიტუციური არისტოკრატიული მონარქიის ფორმა (აქვე მინდა განვაცხადო, რომ თავად-აზნაურების შთამომავალთა უმრავლესობას (დარწმუნებული ვარ) აზრადაც არ მოსვლია საკუთარ ხალხს წაართვას ქონება, ან რაიმე პრივილეგია შეიძინოს სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში).

  პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ თავადაზნაურობის მიერ თავისი ნებით (კონსტანტინე აფხაზის მეთაურებით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობისას, 1918-1921 წლებში) ერისათვის გადაცემული და, საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაციონალიზებული ქონების დაბრუნება ძველი მეპატრონეებისათვის, თავადაზნაურობის შთამომავლებისა თუ სხვადასხვა ეროვნების, შინაური თუ უცხო, ბურჟუაზიის მემკვიდრეებისათვის, ყოვლად გამორიცხულია.

  სახელმწიფოს მთელი ქონების ერთადერთი, სრული იურიდიული პატრონი, სუზერენი, ქართული სამეფოს არსებობის დროს იყო მეფე. ყველანაირი ქონება, იურიდიულად, მას ეკუთვნოდა, ანუ სახელმწიფოს (ის გასცემდა და აბრუნებდა უკან საჭიროების შემთხვევაში). სხვა იურიდიული მფლობელობები (საერისთავოები, სათავადოები თუ სხვა) განპირობებული იყო ფორმაციისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ვითარებით, თუმცა სრული იურიდიული სუვერენიტეტი და, რაღა თქმა უნდა, სუზერენიტეტი, პატრონობა, ამ ქონებაზე, სხვა მფლობელებს არ ჰქონდათ.

  რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებისთანავე უკანონოდ გაუქმდა (და აირია) სამართლებრივ-იურიდიული სუზერენიტეტი, მფლობელობა მეფისა ანუ ქართული სახელმწიფოსი საქართველოს მთელ ქონებაზე. ეს იყო არასამართლიანი და ნაძალადევი აქტი.

  შესაბამისად, ყველანაირი სახელმწიფოებრივი მმართველობა, რომელიც არის დღეს, რეფერენდუმის შესაბამისად, და შესაძლოა დამყარ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
დეს მომავალში, რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, არის და იქნება ყოფილი ქართული სახელმწიფოს, ქართული სამეფოს სრული სუზერენის, პატრონის, მეფის, სრულუფლებიანი მემკვიდრეობა. და ქართული სამეფოს სრული სუზერენის, პატრონის, მეფის მთელი ქონება, შესაბამისად, ეკუთვნის მხოლოდდამხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს. სხვა ყველანაირი პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს (მათ შორის მონარქისტულსაც) და შეიძლება დამყარებულ იქნეს, მხოლოდ, საკითხის ძირფესვიანად შეუსწავლელობაზე. ეს რაც შეეხება ქონებას.

  ახლა წოდებრივ იერარქიაზე.

  ჩემი აზრით, იერარქიული სისტემა, არისტოკრატიული კონსტიტუციური მონარქია გამორიცხული უნდა იყოს. თუმცა, თუ საჭირო იქნება, საქართველოს მოსახლეობა მონარქიის აღდგენის საკითხის გადაწყვეტისას, რეფერენდუმზე, დააყენებს კითხვას არისტოკრატიული ტიტულების აღდგენაზეც და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ მოისურვებს, კვლავ დააკანონებს ქვეყანაში თავადაზნაურული წოდების არსებობას, ან ჩამოაყალიბებს ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ და დახვეწილ სახალხო მონარქიის ფორმას, რომელიც შეესაბამება ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს, თანამედროვეობას.

  ვფიქრობ, ეროვნული ერთობისათვის აუცილებელია მაქსიმალური სოციალური თანასწორობა, თანასწორობა კანონის წინაშე და, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ღირსების თანასწორობა.

  ოცდამეერთე საუკუნეში თითოეული ქართველი (საქართველოს მოქალაქე) თანაბარია ყოველგვარი ღირსებით ყოველი თავისი თანამოქალაქისა, მიუხედავად იმისა, მის წინაპრებს როგორი სოციალური საფეხური ეკავათ ფეოდალურ, გვიანფეოდალურ და კოლონიალურ საქართველოში.

   მიმაჩნია, რომ მემკვიდრეული არისტოკრატიული იურიდიული წოდების აღდგენა ქართულ სახელმწიფოს არაფრით გამოადგება. და ამას ვერც სევძლებთ. განსაკუთრებით ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც სამართლებრივად, ოფიციალურად არისტოკრატული წოდებების არსებობაჩაითვლება დემოკრატიის პრინციპების დარღვევად, როგორც შინ, და ამის გამო საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხმას არ მისცემს მონარქისტულ წყობილებას რეფერენდუმში. და თავადაზნაურობაც ვერ შეასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ვერ დააკომპლექტებს, სხვა ფენების წარმომადგენელთა გარეშე, ქართული არმიის ოფიცერთა შემადგენლობას. თავადაზნაურთა ძირითადი ფუნქცია (ოფიცრობა, სათავადოებისა და საერისთავოების გამგებლობა) დიდი ხანია დასრულდა საქართველოში.

  საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ოფიცრები, რომელთაგან ზოგი გლეხთა, ზოგი აზნაურთა შთამომავალია, ისინი კარგად ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინათ წარსულში აზნაურებს, მსახურობენ ქართულ არმიაში ოფიცრებად. 

  უამრავი თავადი და აზნაური ოქროს ასოებით არის შესული საქართველოს ისტორიაში. შეუძლებელია არ აფასებდე, მეტიც, არ გიყვარდეს ისინი _ შალვა და ივანე ახალციხელები, იოათამ ზედგინიძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და სხვა მრავალი (თუმცა ყველაზე ამას ვერ იტყვი). მაგრამ მათი დამსახურება არ არის საკმარისი მათი შთამომავლების გამორჩეულობისათვის (ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენ უსახელო გმირს, რამდენ უცნობ წმინდანს, სამშობლოსათვის, რწმენისათვის თავგანწირულ ადამიანს ჰყავს გლეხური წარმოშობის შთამომავლობა). თანამედროვე ეპოქაში გამორჩეულობას (სახელმწიფოს მხრიდან

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
დაფასებას) სჭირდება პირადი დამსახურება უფლის, ქვეყნისა და ერის წინაშე (ყოველ ეპოქას თავისი ტექნოლოგიური და სოციალური თვისებები აქვს). ამიტომ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოში.

  ასე რომ, საქართველოს სჭირდება არა არისტოკრატიული მონარქია, არამედ დემოკრატიული, თანამედროვე, ცივილიზებული მონარქია. საქართველოს სჭირდება სახალხო მონარქია.

   ძველად, საქართველოში, ქვეყნის ძლიერების ჟამს, გამორჩეულ პიროვნებას ვარგს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, ის აზნაურული წრიდან იყო თუ გლეხთა ფენიდან (ვარგი უფრო ძველია, ვიდრე არისტოკრატია).

  საქართველოში თითქმის ყოველ გვარს, თავადური წარმოშობის იქნება თუ გლეხური, ჰყავს თითო გმირი მაინც წინაპართაგან (იხილეთ ქართული ფოლკლორი). აღსანიშნავია ისიც, რომ თავადაზნაურული და გლეხური წარმოშობის თანამედროვე ადამიანები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გვიან შუა საუკუნეებში მწერლები და მეცნიერები მხოლოდ არისტოკრატიული წრიდან გამოსული ადამიანები იყვნენ, ასევე იყო, თითქმის, მეცხრამეტე საუკუნეშიც (სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, და სხვები). ასე იმიტომ ხდებოდა, რომ იმ დროს სრულფასოვანი განათლების მიღება მხოლოდ თავადებს შეეძლოთ.

  უფრო ადრეულ საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ბერების უმეტესობა, რომლებიც ბრწყინვალე ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ თუ შესანიშნავად თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურას, არ ვიცით, მაინდამაინც, აზნაურიშვილები იყვნენ თუ არა. მონასტერში ხშირად მცირეწლოვნობიდან მოღვაწეობდნენ წმიდა მამები, მათ შორის იქნებოდნენ სხვადასხვა ფენიდან გამოსულებიც (მაგალითად, ვიცით, რომ წმიდა სერაპიონ ზარზმელი მიწის მუშაკთა, ანუ გლეხთა შვილი იყო).

  მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან აზნაურებმაც შეძლეს შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა და შედეგიც ბრწყინვალეა: დავით კლდიაშვილი, ლეო ქიაჩელი (შენგელაია), კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.

  გლეხთა (ყმათა) შთამომავალთაგან გავიხსენოთ სოლომონ დოდაშვილი. როგორც კი გათავისუფლდა გლეხთა ერთი, მცირე ნაწილი ყმობიდან (რუსეთის მეფის მიერ) და მიეცა შანსი განათლებისა, შესაბამისად აღიზარდა ს. დოდაშვილიც, პირველივე თაობაში. ის არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელ თავადებს განათლებით და ინტელექტით.

  1864 წელს საქართველოში ბატონყმობის გაუქმების (და საერთოდ გლეხთა და მიწის რეფორმის) მერე გლეხების შვილებსაც მიეცათ განათლების მიღების საშუალება. მას შემდეგ დრომ დაამტკიცა, რომ ქართველთა ნებისმიერი ფენის თუ წარმომავლობის ადამიანები, კარგი განათლებისა და შესაბამისი პირობების შემთხვევაში, შეძლებენ გახდნენ ბრწყინვალე საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები თუ მწერლები, მათ შორის არაარისტოკრატიული გვარების შთამომავლებიც (ვაჟა ფშაველა, ნიკო მარი, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, შალვა ნუცუბიძე, ილია ვეკუა, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, რევაზ ბარამიძე, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, შალვა მაღლაკელიძე, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვა მრავალი და

მრავალი. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქები: წმიდა კირიონ II (საძაგლიშვილი), წმიდა ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე II (ციცქიშვილი), კალისტრატე (ცინცაძე), მელქისედეკ III (ფხალაძე). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქიც არაარისტოკრატიული წარმომავლობისაა). ეს მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში.

  ნურავინ იფიქრებს, თითქოს ძველი დროის თავდადებულ თავადებს და აზნაურებს ვინმე უკარგავს დამსახურებას. არც მათი შთამომავლებისადმი გვაქვს პრეტენზია, მეტიც, ვაფასებთ მათ, მაგრამ, ქვეყანაში არისტოკრატიული მემკვიდრეული ტიტულების არსებობაც ფსიქოლოგიური პრივილეგიაა და საზოგადოებაში განსხვავების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

   ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველი ადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციურად, არისტოკრატიული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსების მიხედვით. არისტოკრატი ნიშნავს კეთილშობილს, სხვა კი ამ იდეოლოგიით მდაბიორია, ნაკლები ღირსებისაა.

  დღეს ტერმინი "გლეხი" არ წარმოადგენს დაბალი ღირსების სოციალური ფენის აღმნიშვნელ სიტყვას. მაგრამ, თუ გაცოცხლდება იურიდიულად ტერმინი თავადი, ტერმინი გლეხი კვლავ ასოცირებული გახდება დაბალი სოციალური ფენის (თუ წარმოშობის) მქონე ადამიანთან. ყველა, ასეთ შემთხვევაში, არათავადი და არააზნაური (უაზნო) სამართლებრივი დატვირთვით ფსიქოლოგიურად გაიგივებული იქნება ნაკლები ღირსების მქონე ადამიანთა ფენასთან.

  ქართველი ხალხი, არც ერთი იდეოლოგიით (მით უმეტეს, კონსტიტუციით), არ უნდა დაიყოს თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და მდაბიორებად, ცისფერსისხლიანებად და წითელსისხლიანებად, აღმატებული ღირსებისებად და ნაკლები ღირსებისებად. საისტორიო წყაროებში (და ცხოვრებაში, ძველად, რა თქმა უნდა) ეს ასე გამოიხატებოდა: აზნაური - უაზნო, დიდებული - მდაბიორი, შერაცხილი - შეურაცხი, პატიოსანი - უპატიო, და ა. შ.

  აზნაურის შესატყვისი ბერძნულად იყო "კეთილშობილი", ლათინურად "ცნობილი", სომხურად "წარჩინებული", სირიულად - "დიდი სახლის შვილი". "ხოლო "უაზნოს" არაკეთილშობილად გააზრებას მხარს უჭერს I კორინთელთას I. 28-ში დამოწმებული "უაზნოს" შესატყვისი უცხოური ტერმინები: ბერძ. "არაკეთილშობილი", ლათ. "უცნობი", არაკეთილშობილი, სომხური "უტომო", არაკეთილშობილი, სირ. "მცირე გვარის" კაცი, არაკეთილშობილი (ტარასი ახალაია, "შერაცხილის სოციალური ისტორია", საქ. სსრ მეცნ. მაცნე, 1987, 4, გვ. 69).  

  ეს ყველაფერი ასოცირდება, სამწუხაროდ, მოვლენებთან, როგორიც არის ერთი ადამიანის (ერთი სოციალური წრის) უფლება სხვა ადამიანის (სხვა სოციალური წრის წარმომადგენლის) გაყიდვასთან, გაჩუქებასთან, დასჯასთან... განსაკუთრებით, რუსული მმართველობის დამყარების მერე.  

  ამასვე, სამწუხაროდ, უკავშირდება, ქართულ ფოლკლორში, ბევრი არაარისტოკრატიული გვარის გადმოცემებში არსებული სიუჟეტები: `ბატონი მოგვიკლავს და გადავსახლებულვართ~, `ბატონი მოუკლავს და გაყაჩაღებულა~ და ა. შ.

  მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს პოლიტკორექტულობის (POLITICAL CORRECTNESS, შემოკლებით PC) აუცილებლობას. ანუ ნებისმიერი საჯარო გამონათქვამები, გამოსვლა და ქცევა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა და კონს

ტიტუციის პრინციპებიც, უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო თანასწორობის აღიარებას, ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტში. მიუღებელია ისეთი გამოთქმებიც კი, რომლებიც რაიმე ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფის რაიმე ფორმასთან იყო დაკავშირებული ოდესღაც (მაგალითად, მონა, და გამომდინარე აქედან ტერმინები, პლანტატორების შთამომავალი, ზანგი, შავკანიანი,  წითელკანიანი, კეთილშობილი, არაკეთილშობილი, და სხვაც, რა თქმა უნდა), რათა ადამიანებმა არ აწყენინონ ერთმანეთს. გლეხი და ყმა რომ გვიან ფეოდალურ ხანაში, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების მერე, დისკრიმინაციას განიცდიდა საქართველოში, ამას ლაპარაკი არ უნდა. მართალია, ყველა გლეხი არ ყოფილა ყმა, არათავისუფალი, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით ისინი მაინც არაარისტოკრატიულ, `უაზნოთა~ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ. 

  პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავადაზნაურებად და გლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტიც მოსდის, უცხოეთშიც და საქართველოშიც.

  ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის სახალხო მონარქიის ქვეყნებში, აკრძალულია ოფიციალურ დოკუმენტებში არისტოკრატიული ტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულების გამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში.

  თავად-აზნაურთა შთამომავლებს, რა საკვირველია, აქვთ უფლება, კანონისა და პოლიტკორექტულობის ფარგლებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში დააწესონ საკუთარი ნორმები, შეიკრიბონ და ა. შ. მაგრამ, როგორც უამრავ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, კანონებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში და ა. შ.), ჩემი აზრით, არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმა წოდებებმა. საქართველოში ისედაც ყველამ იცის რომელი გვარი იყო თავადებისა თუ სხვა. ვფიქრობ, მაგალითად, გვარ ჩოლოყაშვილს არაფრად სჭიდება წინ ტერმინ (თუ ტიტულ) თავადის დამატება.

  თუ გვსურს, კონსტიტუციური მონარქიის (ნებისმიერი მმართველობის) შემთხვევაში საქართველო იყოს ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო, თანაბარი უნდა იყოს ყველა და ყველას უნდა შეეძლოს დამსახურებისამებრ მეფისგან (სახელმწიფოსგან) ერის წინაშე დამსახურებისათვის ჯილდოს _ წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით. ასეთი წოდება შეიძლება იყოს, ვთქვათ, "საქართველოს სამეფოს რაინდი" (ქალებისათვის "საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი"). ასევე, შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად, "ვარგი", „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა. ჩემი აზრით, საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად თავადის, აზნაურის და სხვა არისტოკრატიული ტიტულები. რათა ახალი "თავადის" ან "აზნაურის" წოდებებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია, მათთან მიმართებაში. 

  მეფეს შეეძლება სხვა ტიტულების მინიჭება.

 


 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq