საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

მეფე ბაქარი - გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი
ბაქარი (დ. 7 აპრილი, 1699 ან 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716-1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. 

1724 მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან (ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.
 1734 მამუკა ბარათაშვილმა დაწერა ოდა "ქება მეფისა ბაქარისა",  სადაც მეფე ბაქარი, ვახტანგ VI-ის ძე, შექებულია, როგორც ღირსეული მეფე, დიდი პიროვნება და გონიერი მხედარმთავარი, ხაზგასმულია მეფე ბაქარის კეთილშობილური ადამიანური თვისებები.

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს დავით გურამიშვილის "დავთიანიდან"

მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება

ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი;რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,იმისთვის
მიხეილ ბარათაშვილის წიგნიდან
ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.
ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთი-სოფელ:წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნად გრძლად სამყოფელი;მით სევდა ვახტანგ მეფესა, გონების დასაყოფელი,სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.
ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო - გული სტკიოდა;თავისას, თავის ქვეყნისას უბედურობას ჩიოდა:გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა ვსთქვა, რა ვარჩიო, და?
ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გარდამწდომარე,ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუცდომარე,გეირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.
მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრვმლით ღაწვნი დანასველა,მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიერი, არც შიშველა.ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.
მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას ჩემი ჯარი;მუნ მიბრძანდი: საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებობ, მაიხმარი!
მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ, ასის-თავთა;თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;თავს საკვდავად არ ზოგვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!
მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ენით ჩემზე, არა ძვირად;ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.
წინ წადგა და ტახტზე მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა;ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა დაულოცა:"ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა.ნსადღეგრძელო დაულივა, თვით ბრძანა და მასაც მოსცა.
წამოვიდა პეტრებუხით, მეფე მოსკოს ჩამოვიდა.მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა ვინ და,წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: ნექვსი ნავი გვინდან...შექნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.
ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,ხინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით,ჩვვნი ავად სიარული სამს თვეს უკან შევიტყევით!
ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა საბრუნავითა:წინ სვიმონ აბრამის-შვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,აღავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!
მოახსენა: "შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!ნმეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა;ასრეთ მოთქვა: "ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!
ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული.ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული; ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.
დღეს რაც საზარ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა ბაყაყურმა!პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულ-ღვიძლ დანაყულმა?
- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?თუ წავიდე დარუბანდსა, მე ვიქნები რიღას მქნელი?ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინი საქმე ძნელი,.სულ სიცოფედ შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!ნ
კვლავ ბრძანა: ნგავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხვაგან დგომასა,იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს შამადგომასა;რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!ნ
გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს, გარდმოჰკიდესა,რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი მოუკიდესა.
ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა:არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა. 
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq