საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დაგობერტ I
დაგობერტ I (ფრანგ. Dagobert I; დ. დაახ. 605 — გ. 19 იანვარი, 639, სენ-დენის სააბატო) — ფრანკთა მეფე 629—634 და ბურგუნდიის მეფე 629—639 წლებში, ხლოთარ II-ის ძე. 
მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც რეალური ხელისუფლება ეპყრა. თავდაპირველად (623-დან) ფლობდა მხოლოდ ავსტრაზიას, შემდეგ დაიმორჩილა ფრანკთა სამეფოს თითქმის მთელი ტერიტორია. წარმატებით ებრძოდა საერო და სასულიერო მაგნატებს, რომლებიც პრეტენზიებს აცხადებდნენ სამეფო დომენზე. 629 წელს დააწესა ბაზრობა პარიზის ახლოს. ერეოდა ვესტგუთების სახელმწიფოს და ლანგობარდების სამეფოს საქმეებში. შეიჭრა სამოს სახელმწიფოში, მაგრამ დამარცხდა (631).

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq