რუსეთის ცარიზმის მიერ ორსაუკუნოვანი
ანექსიის პერიოდში, როდესაც ქართველ კაცს
თავისუფლებაზე ფიქრიც კი აკრძალული ჰქონდა, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს
ქარაგმებით უხდებოდათ წერა, რომლებიც იდუმალ ამხელდნენ მათ გულისნადებს. სწორედ ამ
სახით გადაჰქონდათ ქაღალდზე დაკარგულ სამეფო
ტახტზე და გვირგვინზე ფიქრიც,
ილიას „იანიჩარში“ პოეტი
გულდაწყვეტილია ქართველი ყმაწვილის უცხოთა
ჯარში სამსახურით და სინანულით წარმოთქვამს:
„შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..“
ხაზდასმული სტრიქონები თავისთავად გვიმხელენ ილიასაგან დაკარგული სამეფო ხელისუფლების აღდგენის მოსურნეობის
ფარულ ნატვრასაც.
როდესაც კონსტანტინე განსახურდია „ლანდებთან ლაციცში“
განუმარტავს გერმანელებს, თუ რატომ არ მონაწილეობენ ომში ქართველები და აუწყებს, რომ
მათ ჭკვიანი მეფე ჰყავთ, ამას მოსდევს შეკითხვა :
„ყმაწვილო, სად ცხოვრობს თქვენი მეფე?“ და პასუხი:
"მცხეთაში, ჩემო ბატონო".
ეს პასუხი არც მეტი, არც ნაკლები მიუთითებს ავტორის
პოზიციაზე საოცნებოს რეალობად გაცხადებით!
მიხეილ ჯავახიშვილის
„თეთრ საყელოში“ ხევსური ჯურხა ამბობს: „ბაგრატიონ
უნდა
მავიდას
და
მცხეთას
უნდა
იგვირგვინოს!“
რამდენად შეესატყვისება
ნაწარმოების გმირის პოზიცია მიხეილ ჯავახიშვილის თვალსაზრისს, ამას იქვე ავტორის სიტყვები
სცემენ პასუხს:
„მაინც
მშურს
თქვენი,
ხევსურებო!
ჰოი,
ხირჩლებო,
დათვიებო,
ჯურხებო!
ნეტა
თქვენ,
რამეთუ
ბავშვივით
გრწმენისთ!
ნეტა
თქვენ,
რამეთუ
გული
თქვენი
უხავსოა
და
სული
თქვენი
უბზარი!
ნეტავი
თქვენ,
ჩემო
ძმადნაფიცებო,
რამეთუ
თვალი
თქვენი
უჩინოა
და
ყური
თქვენი
უსმენო!“
იოსებ გრიშაშვილის ლექსში
პოეტი
მიმართავს
ინტერვენტთა
ხელისუფლებას:
"განა
ჩვენ
აქ გვქონდა
ტახტი
ან
ზედ
დავსვით
ვინმე
მეფედ,
რომ
ქართველთა
წმინდა
სისხლი
დაღვარეთ
და
ააშხეფეთ?"
ავტორი გმობს სისხლიანი ტერორის გამოყენებას იმათ მიმართ, ვინც არ "გაურბოდნენ დროშას წითელს".
ამ "წითელი დროშის" ნაცვლად ქართველებს თავისი მეფე რომ მოეთხოვათ, ეს - რეალური ეროვნული სუვერენიტეტის აღმნიშვნელი იქნებოდა
და
ლექსის სათანადო სტრიქონებიც შემდეგი ვარაუდის საშუალებას გვაძლევს: პოეტი სინანულით აღნიშნავს - თუ ქართველთა წმინდა სისხლი მაინც დაიღვრებოდა, იგი ჭეშმარიტად
თავისუფალი
და
დამოუკიდებელი
საქართველოს
სამსხვერპლოზე იქნებოდა მიტანილი, რაც იქნებოდა პირობადებული ტახტის აღდგენით.
ილია ჭავჭავაძე
იანიჩარი
აგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა
გაჰფანტა
თრთოლით
ხმა
მისმა
რახტისა
ჟღერამა...
მიჰქრის,
მიფრინავს,
მიჭექავს,
უკან
მისდევს
მტვრისა
ბუქი,
მასზედ
ჰზის
ივერიელი
ჭაბუკი
ვინმე
ჩაუქი.
აგერ უეცრად
რაღაცამ
ჰაერში
გაიკრიალა,
თურმე,
მან
თოფი
თავისი
შეაგდო,
შეატრიალა,
მერე ლამაზად
ხან
მარცხნივ,
ხან
მარჯვნივ
გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა
ხტებოდა,
ხან
ზედვე
შეჰფრინდებოდა.
შვენოდა
იგი
ჭაბუკი
ცხენზედა,
ვით
ალვა
რგული,
მაგრამ
მე,
მის
მჭვრეტელს,
ნაღვლით
ამერია
სული,
გული...
ვსთქვი
თუ,
ვისთვის
შენ
კისკასობ,
ვისთვის
იჩენ
სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ
შენს
დამღუპველს
ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს,
სიჩაუქეს
ქართლი
შენი
არ
დაჰყურებს,
მეფე შენი* თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..
კონსტანტინე გამსახურდია
ლანდებთან ლაციცი
(ნაწყვეტი)
"კაიზერ ვილჰელმი სკანდინავიიდან დაბრუნდა, ომი გამოცხადდა. მე მთელი დღე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი,
ხოლო
საღამო
ჟამს
ჩემს
ძაღლს,
შნუკის
ვასეირნებდი
სამეფო
პარკში.
ერთხელ მწვანე სკამზე ვიჯექი.
სამი დაჯღანული მოხუცი ჩამოსხდა იქვე. ერთმა, სათვალიანმა მითხრა:
"ყმაწვილო, თქვენ ფრანგი ხომ არა ხართ?"
"არა, უფალო".
"არც ინგლისელი?"
"არც ეგა".
"არც რუსი?"
"არც ეგა, უფალო".
"მაშ ვინღა ბრძანდებით?"
"ქართველი გახლავართ".
მოხუცები ვერ გაერკვნენ, თუ რას ნიშნავდა ქართველი.
ახლა მეორე მოხუცმა მკითხა:
"ჰო, მაგრამ თქვენ ქართველები ომში არ მონაწილეობთ?"
"არა, უფალო".
"რატომ?"
"ჩვენი მეფე ჭკვიანია".
ახლა მეორე დაინტერესდა:
"თქვენი მეფე რა გვარისაა?"
"ბაგრატიონი".
ეს ვთქვი და თავად შემეშინდა: ვაითუ, პეტრე ბაგრატიონი მაინც გაახსენდეთ-მეთქი.
ახლა მესამე მეკითხება:
"ყმაწვილო, სად ცხოვრობს თქვენი მეფე?"
"მცხეთაში, ჩემო ბატონო".
მიხეილ ჯავახიშვილი
წიქა მეხუთე დღეს დაბრუნდა. თურმე ჩემი წერილი თიანელ ნათლიმამას გაატანა ქალაქში. უკეთესი! იმასაც ვერ გაიგებენ, რომელ მხარეში ვარ - თუშეთსა და საინგილოში, აფხაზეთსა თუ ჯავახეთში.
არც გაზეთი მოუტანია და არც წიგნი. მადლობა უფალსა!
რამდენიმე ამბავი მაინც შეგვატყობინა:
- ფრანგი და ინგლისი ძმადნაფიცნი გამხდარან. ჯარი თურმე შაიყრივ და აქად მოდიან... გერმანიაც მიუმხრავ... ერთი ყუმბარა გამაუგონავ, რაც ქალაქში სახლ ას, ის ერთი ყუმბარა სრუ დაახრჩობს.
- კიდევ რას უბნობენ? - ეკითხება ჯურხა.
- კიდევ უბნობენ: თათარიც და რუსიც ძმადნაფიცი გამხდარავ.
- მაშ დავიღუპებით. კიდევ რა?
- კიდევ უბნობენ: უცხოეთჩი ახალი ბატონიშვილი გამოჩენილ ნამდვილი ბაგრატიონი, ნეფის ერეკლეს შვილიშვილიო.
ბორბალოს მთასავით უვნებო ჯურხა ახლა კი ზე წამოიჭრა:
- ის ას, ის! თეიმურაზ ბატონიშვილი უთქვამთ, თეიმურაზი!
ვიცნობ თუ არა თეიმურაზ ბატონიშვილს?
- არა, არ ვიცნობ. არც გამიგია. ბაგრატიონები ბევრნი არიან, მაგრამ ერეკლეს შვილიშვილები ყველანი დაიხოცნენ.
არ დახოცილან! - ჰკივის ჯურხა.
- დაიხოცნენ-მეთქი.
- მაშ შვილის-შვილის-შვილ იქნების.
- მერმე, თუნდ ეგრეც იყოს, მერმე?
როგორ თუ მერმე? - უკვირს ჯურხას. - არ მესმის? რაკი მე ეგრე ადვილად შევურიგდი "პირობის წიგნის'' გაფუჭებას,
მაშ
მე
ქართველი
არა
ვყოფილვარ!
- რომელი წიგნისა, ჯურხა?
- იმ წიგნისა, ნეფე ერეკლემ რო დაუდვა რუს ხელმწიფესა.
- ჰო, მაგრამ...
- ბაგრატიონ უნდა მავიდას და მცხეთას უნდა იგვირგვინოს! - გადასჭრა ჯურხამ
და
სხვებმაც
ყაყანით
დაუდასტურეს.
- მავას! მავას!
- იგვირგვინებს! იგვირგვინებს!
იქნებ კვლავ აღსგეს ძველი სიონი,
მაგრამ ვერ ვნახოთ ბაგრატიონი. -
მოვაგონე მე პოეტის ნათქვამი.
ჯურხამ ჯერ ვერ გაიგო. მერმე მიხვდა და აჯანყდა. ტყუილია, ტყუილი, ვითომ უბაგრატიონოდ სიონმა წამოიწიოს!
- აკი წამაიწივ, მაგრამ ისევ დაინგრა. ახლა ბაგრატიონთა ჯერი ას, ბაგრატიონთაი!
კიდევ დიდხანს შფოთავს ჯურხა, დიდხანს ცანცარებს მისი ლომური თავი და ბოხი ბუკივით ხრიალებს მისი განიერი ყანყრატო.
ხევსურები სიამით უგდებენ ყურს. ზოგნი ყალიონებს აბოლებენ, ზოგნი თამბაქოს ჰღეჭავენ, ზოგნი კიდევ "ხანჯრებით" სთლიან ჩხირებს
და
თავიანთ
ბელადს
წამდაუწუმ
უკრავენ
კვერს:
- აგრე ას, აგრე!... მართალს უბნობს ჯურხაი, მართალს!.. მავას! მავას! მცხეთას იგვირგვინებს, მცხეთასა!
აღარც მე ვედავები. ან რა ჩემი საქმეა! პოლიტგანათლებისთვის კი არ დავრჩი
ამ
ბუნაგში,
არამედ
განკურნებისთვის
და
განდგომისთვის.
მაინც მშურს თქვენი, ხევსურებო! ჰოი, ხირჩლებო, დათვიებო, ჯურხებო! ნეტა თქვენ, რამეთუ ბავშვივით გრწმენისთ! ნეტა თქვენ, რამეთუ გული თქვენი უხავსოა და სული თქვენი უბზარი! ნეტავი თქვენ, ჩემო ძმადნაფიცებო, რამეთუ თვალი
თქვენი
უჩინოა
და
ყური
თქვენი
უსმენო!
იოსებ გრიშაშვილი
მართალია, დღეს ეს ლექსი
ბევრ კომუნისტს გააჯავრებს,
მაგრამ მაინც თამამ სიტყვას
მოვახსენებ ახალ მთავრებს:
თქვენ ამბობდით: საქართველომ,
რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს
დიდ რუსეთის კომუნისტად
გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჰა, აღსრულდა! თქვენ მოხვედით,
ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით,
მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ,
რომ სხვის ხიშტით შემოხვედით.
განა ჩვენ აქ გვქონდა ტახტი
ან ზედ დავსვით ვინმე მეფედ,
რომ ქართველთა წმინდა სისხლი
დაღვარეთ და ააშხეფეთ?
განა ჩვენი არწივები
გაურბოდნენ დროშას წითელს,
რომ დღეს ჩვენზე ახარხარებთ
ყველა ბილწს და ყველა სკვითელს?
ო, ჩვენ ისე შევეჩვიეთ
ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ფერს, ჩვენს ხმას,
რომ ვერასდროს ვერ ავიტანთ
გამარჯვებულ რუსულ ჩექმას.
ზეინაბად გადვიქცევით,
გულს ჩავიკლავთ აღთქმას შმაგურს
და უსისხლოდ მტერს არ მივცემთ
არცერთ კუთხეს, არცერთ აგურს.
...მაგრამ თქვენში თუ ვიპოვით
ჩვენზე კარგს და ჩვენზე ძლიერს:
უანგარო მამულიშვილს,
სასახელო ივერიელს,
თუ დაიცავთ ჩვენი ერის
სილამაზეს, ენას, დოვლათს,
თუ ჩვენს ცხელ მზეს არ გარდაქმნით
ჩრდილოეთის მსუსხავ თოვლად,
თუ აღადგენთ საქართველოს
ისტორიულ - მთლიან ხაზად,
მაშინ ჩვენს გულს ქვეშევრდომულს
თქვენ დაგიფენთ ფიანდაზად.
ხოლო, ვინმემ თუ გაჰბედა,
რომ მოგვსპოს და გადაგვთელოს -
ვიტყვი: მოკვდა საქართველო?
გაუმარჯოს საქართველოს!
ტფილისი 1921 წ.
25 თებერვალი |