საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სამშობლოს ბედით შეძრული საოცარი ყმაწვილი – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი
ზურაბ ქართველაძე

(პირველი პუბლიკაცია: “დრონი”25.02.2012)

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მატიანეში ინახება ლექსები და წარმომდგენის თანდართული ბარათი შემდეგი შინაარსისა:

 „33–ე შრომის სკოლის (დიღომში) მე–7 ჯგუფის მოწაფე – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი, 12 წლისა. იცის ქართული და რუსული, ბევრს კითხულობს. სწერს ქართულად ლექსსა და პროზას (124 ლექსი და დანარჩენი მოთხრობებია), მოიყვანა თამარ ხუციშვილისამ. ამავე დღეს წერილი მივსწერე კ.მაყაშვილს და ორი ლექსის პირი სანიმუშოდ გავუგზავნე (№№1 და 7)“

 თავისთავად თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი ნიჭიერი ბავშვის შემოქმედებითად დაკვალიანებაში, რომ არა ორი გარემოება – ისტორიის პერიოდი და ლექსების პათოსი – და თუ არის გასაკვირი, მხოლოდ ის, რომ ლექსები 12 წლის ასაკის ავტორის ნაწერებს სრულიად არა ჰგავს – ეს არის 1921 წლის თებერვლით ადრე დაბრძენებული მოზარდის პოეზია; და მეორეც – ბოლშევიკური რეაქციის ამ სასტიკ დროებაში, წარმდგენელი ან ვერ ხვდება ყმაწვილის ლექსებში მოძალადე მტრისადმი გამოხატულ წინააღმდეგობრივ საზრისს, ან ხვდება და, მოდარაჯე თვალთაგან ასარიდებლად, პოეტური მიმდინარეობის – რომანტიზმის საბურველით სურს დაფაროს; ან შეფარვით უნდა, რომ ახაროს თანამოაზრეებს – კოლეგებიდან დაწყებული მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, თავად თებერვლის დიდ ტკივილგამოვლილი კოტე მაყაშვილის ჩათვლით – საქართველო სულმთლად არ დაღუპულა და არც დაიღუპება მანამ, ვიდრე ასეთი ბავშვები იბადებიან საქრთველოში!

 ჩვენს ლიტერატურის მატიანეს არ შემორჩენია ცნობა – ვინ იყო ნიკო თარხნიშვილი–სეგალი. საინტერესოა ის გარემოებაც, თუ რატომ ატარებდა იგი ორ გვარს. პირველი გვარით ის უცილობლად დიდი მოურავის შორეული შთამომავალია; მეორე გვარი კი კეთილშობილ ებრაულ მემკვიდრეობითობას ამჟღავნებს – ლევიტელთა მუხლიდან არიან სეგალები. სავარაუდოდ ორი დიდი ერის შთამომავალი უნდა ყოფილიყო; მაგრამ ის, რაც ყოველგვარ ვარაუდზე მაღლა დგას, გახლავთ ამ ყმაწვილის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოს მიმართ და კიდევ უფრო უსაზღვრო სევდა ამ სამშობლოს დამხობითა და იავარქმნით გამოწვეული!

 პირველი ლექსები იმ რვეულიდან 1922 წელს განეკუთვნება და, თუ წარდგინებით ვიმსჯელებთ, ამ დროს ის მხოლოდ 11 წლისაა. ამ პერიოდის თითქმის ყველა ლექსში „ოცნებაა“ ნახსენები, მაგრამ არც ერთ მათგანში ეს ოცნება არ არის ცისასარტყელას ფერებით დახატული – 11 წლის ბიჭი ადრე დასამარებულ ოცნებაზე წერს! მაშინაც კი, როდესაც ვერ ელევა ყვავილების დედოფლისა და პოეტური ზეშთაგონების გამომხატველ მეტაფორებს და ეპითეტებს, მის ლექსებში ოცნებასთან შენივთებული თვით ვარდიც დამჭკნარია და უსიცოცხლო:

„შავად გარდმექმნა ზეცა ლაჟვარდი,

ბედის ვარსკვლავი აღარ ენთება,

დამრჩა ბრძოლაში ოცნების ვარდი

და მასთან ჩემი ოცნებაც ჭკნება“.

 

 ქვემოთ ნიკოს რამდენიმე ლექსს სრულად შემოგთავაზებთ. ამ დანარჩენ ლექსებზე არაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ორი მათგანი 12 წლის ასაკშია დაწერილი (1923 წელს) და სამიც 16 წლისას დაუწერია(1927 წელს –ეს ბოლო ლექსები საოჯახო არქივიდან მოხვედრილა არქივში).

 ნიკოს შემოქმედების ღირსებაზე თავად მკითხველმა იმსჯელოს. ვიტყვით მხოლოდ ერთს, ნიკოს მსგავსი გულმხურვალე მამულიშვილები ძნელად რომ გადარჩენოდნენ რეპრესიების მრისხანე წლებს – მათ დაუნდობლად იწირავდა ბოლშევიზმის ცოდვიანი კალო. ამდენად, ჩვენთვის უცნობია ამ ყნაწვილის შემდგომი ბედისწერა და, რადგან არ ვუწყით, მივმართავთ მკითხველს, გამოგვეხმაუროს – ვინ იცით რამე ნიკო თარხნიშვილ–სეგალზე?

 

 

ოცნების გედი

 

კვლავ შენსკენ ვილტვი ბედით ეული,

კვლავ შენსკენ ვილტვი, შენით ვარ მთვრალი,

მიმიღე მოძმევ, ძმა ღირსეული,

მიმიღე მოძმევ, გრძნობით მაშვრალი.

 

მიმიღე... ამ დროს ოცნების გედი

ოცნების კარებს სიფრთხილით აღებს,

ბედმა მომპარა მე ოქრომკედი,

მანვე გაუყო სოფლის ყაჩაღებს.

 

მიმიღე, გრძნობა თვალს აღარ ნაბამს,

მიმიღე, გედო, ოცნების ბაღებს,

ოცნება გულში იმედს ჩააბამს

და ეს იმედი იმედს აჩაღებს.

                                                     1923 წ. თებერვალი

 

 

ქეთევან

 (სონეტი)

 

მას მრისხანებით შეექცია შაჰისთვის გვერდი,

კოჭებამდისინ ჩამოშლოდა კავ–ნაწნავები,

მარგალიტ კბილებს უმშვენებდა ბაგე ხავერდი

და რძისფერ ტბაში დაცურავდნენ გიშრის ნავები.

 

როგორც ედემში მოწყვეტილი ყურძნის მტევანი,

ისე ნარნარად ცახცახებდნენ ბროლის თითები,

ადის კოცონზე ფეხაკრეფით თვით ქეთევანი,

გააფთრდნენ სპარსნი, გაალმასდნენ, როგორც სკვითები.

 

როგორც გაცვეთილ–გახუნებულ მგოსნის რითმაში

შეიპარება ხოლმე ხავსი, ხავსი სიძველის,

ისე ქეთევანს შეეპარა ჯერ კვამლი თმაში

 

და განკიცხვის წუთს ის სულგრძელად ელის და ელის.

ჰა, ქეთევანიც გაეხვია ავარდნილ კვამლში

დაიწვა, დადნა, როგორც ტანი თაფლის სანთელის.

                                                                                       1923 წ. იანვარი

 

 

 ზამთარი

 

ბამბისფერ თოვლით დაიფარა ლურჯი მწვერვალი,

თებერვლის სუსხში გაეხვია მთათა გრეხილი,

და ჩემი სულიც სუსხიანი, ვით თებერვალი

დაჰქროდა ისე, ვით გრიგალი და ქარტეხილი.

 

თეთრი საბანი გადეფარა: მინდვრებს, მთებს, ტყეებს,

ყინვა შეიქმნა ქვეყანაზე ბრძანების მცემი:

ყინვის მეფობა დაობლებულ ჩემს გულს ატყვევებს;

და აღარა ჰყავს ჩემს გრძნობასაც დღეს ხმის გამცემი.

                                                                                              1927

 

ელეგია

მიაპობს ტალღებს ცხოვრების გემი,

ირგვლივ ლურჯია ზღვისა სამთავრო,

უკან ჩამორჩა ბედის ედემი,

და სიცოცხლე მსურს აქ დავამთავრო.

 

ჰოი, ობოლო, სულის აკვანო!

მოგწყინდა ფუჭი – უღვთო წამება?!

ჩვენთვის შორს არის დრო სათაყვანო,

და არაფერი არ გვიამება!

 

მხოლოდ ოცნება ატყუებს თვალსა,

ნამდვილი ჩვენთვის შეიქმნა უცხო

და წარსულმა კი ტკბილ მომავალსა

ჯერ ბედისკვერი ვერ გამოუცხო.

                                                                 1927

 

 

კონსტანტინე ლორთქიფანიძეს

 

როცა სიცოცხლეს შენ უმღერ ჰიმნებს,

მომავლის იმედს ეალერსები

სევდა ამძიმებს მაშინ ჩემს სიმებს,

და სიკვდილს უმღერს ჩემი ლექსები.

 

ყველგან სიცოცხლის სიმბოლოს ხედავ,

არსებობისთვის თავ–დადებული...

მე ყველაფერში ვიხილე სევდა

და დავრჩი ობლად აცრემლებული.

 

როცა ვკითხულობ შენს მხნე სტრიქონებს,

სადაც ძახილი ბრძოლის ქარია,

გამარჯვებისკენ მოუხმობ მონებს...

ვკითხულობ: ვსტირი და მიხარიან.

 

როცა სიცოცხლე შენ გიხარიან,

სამოთხეთა მწამს ქვეყნიერება;

ჩემი თვალები მაშინ ცრემლს ღვრიან

 და მშურს მე შენი ბედნიერება.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq