საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალის კვალი ნაპოვნია!
georoyal.ge
ნიკოლოზის დედა, ეკატერინე თარხან-მოურავი - 1905 წლის ევროპის არისტოკრატთა შორის სილამაზის კონკურსში გამარჯვებული.

სექტემბრის დამლევს ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა წერილი, სათაურით: ”სამშობლოს ბედით შეძრული საოცარი ყმაწვილი – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი”. მასში მკითხველს ვაცნობდით თითქმის საუკუნის წინ, საოცარი ნიჭიერებითა და პატრიოტიზმით გამორჩეული ყმაწვილის დაწერილ ლექსებს.  წერილი მთავრდებოდა თხოვნით - გამოგვხმაურებოდა, თუ ვინმემ უწყოდა ამ ყმაწვილის მომავალი ბედის შესახებ.

ჩვენდა სასიხარულოდ მივიღეთ ასეთი გამოხმაურება ნიკოლოზ ცინცაძისაგან, ვისი დიდი პაპაც აღმოჩნდა ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი - ბებიის მამა. აი, რა ინფორმაცია მოგვაწოდა მან:

 

“ნიკოლოზის დედა - ეკატერინე თარხან-მოურავი იყო 1905 წლის ევროპის არისტოკრატთა შორის სილამაზის კონკურსში გამარჯვებული.

ეკატერინე ცოლად გაჰყოლია მიხეილ სეგალს, ასე რომ,  თარხან-მოურავი , იგივე თარხნიშვილი, დედის გვარი ყოფილა,  ხოლო მამა - დიდგვაროვნული ებრაული წარმოშობისა ჰყავდა (სეგალები არიან აარონის - მოსეს ძმის - პირდაპირი შთამომავლები მამრობითი ხაზით, ანუ ლევიტელები. როცა იმყოფებოდნენ გერმანიაში, იქ სეგალ ლევის შთამომავლები გახდნენ სეგალები).

ეკატერინეს მამა იყო თავადი პოლკოვნიკი, მისი მაღალკეთილშობილება და ბრწყინვალება გრიგოლ თარხან-მოურავი, ხოლო მისი მეუღლე - იაკობ მანსვეტაშვილის და.

გრიგოლმა მოითხოვა ქალიშვილის განქორწინება , რადგანაც ქართველი სიძე უნდოდა.

ნიკოლოზ თარხან-მოურავი

ეს იყო ნიკოლოზის ბავშვობისას, როცა ის 2-3 წლის იქნებოდა.

მას შემდეგ ნიკოლოზს მამა არ უნახავს. მისი (უფრო სწორად ძმის) შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს საფრანგეთში და მათთან თარხნიშვილ-სეგალებს შენარჩუნებული აქვთ ურთიერთობა.

გრიგოლმა მიანიჭებინა ნიკოლოზისთვის თავადობა, პაპის ხაზით.

ბედის ირონიაა ალბათ, რომ ეკატერინეს მეორე ქმარი რუსული წარმოშობის იყო.

თავად ნიკოლოზი დაიბადა 1909 წლის 19 დეკემბერს, თბილისში.

1926 წელს დაამთავრა თბილისის 33-ე სკოლა.

პირველი ნაწარმოები დაწერა 7-8 წლის ასაკში -  დედაზე, რომელმაც იმოგზაურა საფრანგეთში (თარხან-მოურავების ოჯახი ხშირად დადიოდა საფრანგეთში). აქ აღწერილია, როგორ გაიმარჯვა დედამ ევროპის არისტოკრატთა შორის სილამაზის კონკურსში.

ნიკოლოზი 1927-31 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე

საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე გამოცხადებულ კონკურსში 1934 წელს მიიღო მეორე ხარისხის პრემია

პირველი ხარისხის პრემია არ მიუღია არც ერთ ნაწარმოებს.

პიესა იყო ”მეჯლისი” (უფრო სწორად, პიესად დაწერილი პოემა), რომელიც ეხებოდა 1908-11 წლის ირანის რევოლუციას.

სკოლის ასაკიდანვე აქვს დაწერილი ნაწარმოებები: "ცხოვრების მეზღვაურნი", "ორი მწვერვალი", "მადანი","უკანასკნელი ამქარი", "ტექსელი" რომელიც ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მომხ

მწერალთა კავშირის ეზოში, ნიკოლოზი დგას მარცხნიდან მეორე
დარ ქართულ აჯანყებას ეძღვნება. ეს დაიწერა 1957 წელს პიესად.

ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას -  თარგმნა ალ.პუშკინის მოთხრობები : "ძუნწი რაინდი" "ქვის სტუმარი" "მოცარტი და სალიერი" და ა.შ., შტეფან ცვაიგის მოთხრობები; რა თქმა უნდა თარგმნიდა იურიდიულ ლიტერატურას.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის, დაიჭრა ელხოტოვთან.

დაჯილდოებული იყო მედლებით და ორდენით. 1952-53 იყო ქალაქის მთავარი პროკურორის მოადგილე.

იოლი მისახვედრია, რომ საქართველოს ანექსიასთან დაკავშირებულ მის ლექსებს საბჭოთა პერიოდში არავინ დაბეჭდავდა...

შთამომავალთა ცნობით, ”როცა სხვა ქალაქის პროკურორები და მასზე დაბლა მდგომი პირები ძალიან დიდი სიმდიდრეში ცხოვრობდნენ, ნიკოლოზს, ქალაქის მთავარი პროკურორის მოადგილეს, ხშირად მისი საყვარელი ტკბილეული ენატრებოდა, და ერთად 200 გრამზე მეტის ყიდვა არ შეეძლო”. 

1960 წელს გარდაიცვალა, 26 მარტს;  54 წელი არ შესრულებოდა.

იყო მწერალთა კავშირის და თეატრალური საზოგადოების წევრი.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq