საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

"ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს ’’ ანუ დიდი ილიას უკეთ გააზრებისთვის
ლალი ბარძიმაშვილი


რუბრიკის სტუმარია ელბერდ ბატიაშვილი, პოლიტოლოგიის პროფესორი, დოქტორი,  თსუ ‘’ილიოლოგთა კლუბის’’ დამფუძნებელი და ილიას საფუძვლიანად მკვლევარი. ილიას შესახებ გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია და ასზე მეტი სტატია, რისთვისაც მინიჭებული აქვს ‘’ინტელექტუალური საკუთრების სერთიფიკატი’’. არის ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი.

ბატონო ელბერდ, დიდია თქვენი ღვაწლი ილიას კვლევის საქმეში, გამოეცით – ‘’საუბრები ილია მართალზე’’, რასაც თქვენი პოეზიაც ამშვენებს – ‘’ღმერთო, სად არის აქ სამართალი: ერთმა არ იცის რა გააკეთოს, რაზე იფიქროს, სხვას კი რამდენი აქვს საფიქრალი.’’ რას გვეტყოდით ამაზე?

- ამ ციკლის ეპიგრაფია: – ‘’რანი ვიყავით, რანი ვართ, რა შეიძლება ვიქმნეთ.’’ ‘’ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს’’ –ესაა საფიქრალი. ‘’კაცი’’-‘’კაცობრიობა’’, ‘’დედა’’-‘’მიწა’’, ‘’ქვეყანა’’-‘’ქვეყნიერება’’ და სხვ. მსგავსნი თვითონ ლაპარაკობენ ქართველი კაცის მსოფლგაგებაზე. ‘’სოფელიც’’ რომ ავიღოთ, ორგვარი სემანტიკური გაგება კაცის ერთ საცხოვრისსაც აღნიშნავს და გლობალურად საწუთისოფლო-საამქვეყნოსაც. პოეზიასაც ილია განიხილავდა-‘’ცით სულის გახსნას’’. გავიხსენოთ, ილიასეული კაცის ხუთი ტიპი: 1. ‘’ზოგად-კაცი’’. 2.’’ერის-კაცი’’. 3.’’თემის-კაცი’’. 4.’’გვარის-კაცი.’’ 5. ‘’ოჯახის-კაცი’’…მას ‘’ქართული კულტურის სწორუპოვარი ბელადი’’ უწოდა ივ. ჯავახიშვილმა. ამ სულიერების გარეშე მხოლოდ დარჩენილი სხეულიღა ვართ.   ‘’ –‘’რას სჩადიხართ, ილია ვარ’’ შემოგვძახა უკანასკნელად; ‘’რას სჩადიხართ, ილია ვარ!’’ მოგვძახის კვლავაც’’...

ერთგან წერთ- ‘’კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და ილიას კარგი გამგონე არ გამოსჩენია დღემდე’’ (ივ. ჯავახიშვილი). სამაგიეროდ, სხვა ღონე ჭრიდა- ‘’უქმი ჭკუის უქმი ვარჯიში.’’ რა არის დღევანდელობის ამოცანა?

 -მისი ‘’საერთო ნიადაგის’’ თეორიის არსი ეროვნული ერთიანობის მიღწევაა. ‘’ოქროს ხანის საქართველოს’’  გიორგი ათონელისეული ‘’ერთნებაობა-თანადგომის’’ დიდი იდეის ხორცშესხმაა ილიას ცდა. სამწუხაროდ, კვლავ ‘’განყოფითა და ძნელბედობით’’ შეიცვალა დიდი ერთობა. მხოლოდ ილიას საერთო ნიადაგი დაგვიბრუნებს ამ ერთობას. ‘’მიწას გაუფრთხილდითო’’ –მას ეს ლაკონური სიტყვა-გაფრთხილება სოხუმში უთქვამს. ილიას  ‘’აჩრდილი’’ ‘’საერთო ნიადაგის’’ მხატვრული გამოხატულებაა.  

 საინტერესო  გააზრება გაქვთ – `გიორგი-საქართველო” და ახალი ქართველები-არჩილი და კესო? რა უნდა იყოს ამ ახლის მიზანი? ერთიანი ცნობიერების გათიშულობის პრობლემა დღესაც დგას.  მხატვრულ ნაწარმოებებშიც ყოველთვის კანონზომიერ გადაწყვეტილებებს  იძლევა...

_კაცობრიობის ხსნა და მომავალი დაპირისპირებულ ძალთა ბედნიერ მორიგებაშია საძიებელი. ეს დიდი, ზნეობრივი მნიშვნელობის თემა `ოთარაანთ ქვრივში` დააყენა მან. ინგლისელი ნობელიანტის ბერტრან რასელის კალამბურია: ‘’თუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ცხოვრება, მაშინ ჩვენ მოგველის ერთად სიკვდილი.’’ ნობელიანტის, ნილს ბორის შეგონებაა -‘’დაპირისპირებულნი ურთიერთგამომრიცხავნი კი არა, ურთიერთშემავსებელნი არიან’’. Eეს დიდი იდეა გაშალა ილიამაც, მისი ფორმულირებაა – ‘’ბედნიერად მორიგდნენ ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად’’. გლობალიზაციის პირობებში ეს მთავარ ფორმულად რჩება... ოთარაანთ ქვრივი კვდება, მაგრამ მის სახლში ‘’ვიღაცა’’ რჩება. ‘’იმ ვეებერთელა სოფელ წაბლიანში’’ ვიღაცა ‘’მძინარე რჩება’’. აი, ავტორის ეს დიდი სიმბოლიკა... ჩატეხილი ხიდის გარდა, ბევრი  ნიუანსია იქ.

- ლექსად წერთ –‘’რაცკი ამქვეყნად მოვდივართ, სულ მუდამ ვაბარებთ ათასგვარ გამოცდას... მართლად თქმის, მართლად სვლის ვაბარებთ გამოცდას’’, მაგრამ მთავარი ბოლო გამოცდაა –‘’აქ რომ იყავი, აბა, მითხარი.…რა აკეთე, რისთვის იყავი, რა არგე კაცსა ან ქვეყანასა, აქ რომ იყავი, აბა, მითხარი’’. ამ მოვალეობაზე რას გვეტყვით, ან ილიას გზა და იდეა როგორ უნდა იქნას გააზრებული დღესაც, რას ნიშნავს ილიელობა?

-‘’ილია მართალი- საქართველოს მომავლის გზისგამკვალავი!’’

 დროების გამოცდას უნდა გავუძლოთ... ‘’ასეთი არის გენიის ბედიც: ძალიან გვიან, ძალი

ან გვიან თუ გვახსენდებით.’’ ერთი ‘’დიდი ტკივილი’’, რომელსაც ილია უსვამს ხაზს, ადამიანის მორალი და ზნეობა, მისი ‘’სულის ღონე’’ მატერიალურის საპირისპიროდ სულ უფრო ‘’საშიშრად ეცემა’’. ‘’მეცნიერების გასარწმუნოება და სარწმუნოების გამეცნიერება’’-აი, მთავარი ანდერძი და გზავნილი ჩვენთვისაც და დანარჩენი კაცობრიობისთვისაც. ‘’ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდგან არეგაწამდე’’ გადაჭიმული საქართველო კავკასიის ყველა ხალხს აერთიანებდა. მარცვლეული ექსპორტზეც გაჰქონდა – ‘’მთელი კავკასია ქართულ პურს ჭამდა.’’ პოემაში –‘’ქართლის დედა’’, რომელიც შამილის აჯანყების ფონზეა გაშლილი და ‘’კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა მთელი კავკასიის თავისუფლების’’ იდეით არის გაჟღენთილი, ილიამ დიდი ემოციური ძალით დამუხტული ჰიმნი მიუძღვნა ამას: ‘’თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავსაყუდარი... შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.’’  ილიამ წამოაყენა ლოზუნგი: ‘’კავკასია კავკასიელებისთვის’’ და წერილებში გაშალა ეს თემა. გვახსოვდეს, ‘’თუ კაცი გონიერია, სოფელიც ღონიერია’’- ძველი, მაგრამ მარად ახალი სიბრძნეა. ილია ‘’დემეტრე თავდადებულში’’ წერდა – ‘’რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ, რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით.’’ შეიძლება ჰარმონიული თანაცხოვრების მიღწევა ‘’ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.’’ მისი ‘’სახრჩობელაზედ’’ ხომ ნამდვილი შედევრია.  ‘’ვითომცდა, ყველა ‘’ილიელები’’ გავხდით, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ სიტყვით. საქმით ისევ მესამედასური ნოეს საქართველო ვართ’’ –ეს ლევან სანიკიძის სიტყვებია, რედაქტორი გახლდათ ჩემი წიგნისა.                                                                        

- თქვენ ხალხურ ეპოსს იმოწმებთ ამ წიგნში: ‘’ვერ გაგიგია ამირან, არ გამარჯვების ნიშანი, ისევ იმ ადგილს მოვედით სადაც დავკარი ისარი.’’ ილია ამბობდა –‘’წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის... ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მიიტანოს… თვითონ უნდა გამოაცხოს თავისი არსებითი პური.’’  რას გვეტყოდით.                         

-ვინც ილიას პუბლიცისტიკას იცნობს, მას უთუოდ გაახსენდება, რომ დიდი ისტორიული პიროვნების დასახასიათებლად ხშირად იყენებს გამოთქმას- ‘’დიდბუნებოვანი კაცი.’’ აგრეთვე, მის სინონიმსაც -‘’ზოგად-კაცი.’’  ამ უკანასკნელს იგი თვით ცნება ‘’ერისკაცზე’’ მაღლაც კი აყენებს და ამით სურს დაგვანახოს, რომ ზოგადკაცობრიული მასშტაბით მოღვაწე კაცი ერისა და ქვეყნისათვის ‘’აღმატებულის მაჩვენებელია.’’ 

 ‘’საუბრების’’ ერთ ციკლს მუხის სიმბოლიკით ასრულებთ...

– ამის  მომსწრეც ბავშვობაში თავად გავხდი _ალაზნის ველზე, ვენახებს შორის, ერთ ავდრიან დღეს ვეება მუხას მეხი დაეცა და ნაცარ-ტუტად აქცია. მთელი სოფელი გლოვობდა დამაშვრალთა ამ ერთგულ თავშესაფარს. გამოჩნდა ერთი ჭკვიანი შორსმჭვრეტელი კაცი: - ხალხო, რას გლოვობთ, მუხა არ მომკვდარა, ფესვები ხომ გადაურჩა. შემოუბარა, დანაცრული მიწა დააწყლულა, ძეძვით შემოღობა და იფეთქა მუხის ახალმა სიცოცხლემ ხალხის გასახარად. დღესაც ხარობს ის. საქართველოც ამ მეხდაცემულ მუხას ჰგავს, დანაცრებული, მაგრამ ღვთის მადლით, ფესვებგადარჩენილი... მასაც ფესვების მოძიება-გათავისება, მოვლა-პატრონობა და გამოცოცხლება სჭირდება, სანამ ეს ფესვები ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშანწყალს იძლევიან... ერთგან ლექსში მაქვს –‘’დღეს აქ სტუმრად ხარ, ხვალ კი შინ წახვალ’’, ღირსეული სტუმრობა გაგვეწიოს და ‘’შინაც’’- უფალთანაც ღირსეულად მიგვესვლებოდეს!

ესაუბრა  ჟურნალისტი  – ლალი ბარძიმაშვილი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq