საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ქართველობის საიდუმლო არსი და მზიურობის შეგნება გრიგოლ რობაქიძის ’’გრაალის მცველის ’’ მიხედვით
ლალი ბარძიმაშვილი


ეპოქა  წარსულს  დასავიწყებლად  წირავდა.  ქართველთა  არსებობას  საფუძველი ერღვეოდა და  გრაალის მცველობას – ’’საქართველოს გულის’’ გადარჩენას მწერლობა კისრულობდა. სიბნელე  სინათლეს უფრთხოდა  და მზიანი სტრიქონები  მსხვერპლადქცეული გულით იქმნებოდა.  გარემო თავის თავში სიკვდილს დაატარებდა.  ყველა სასიცოცხლო მუხტის ჩაკვლას ეშურებოდნენ.  სიყვარულის გარეშე უძლურია სამყარო, ამადაც მწერლობა იღებს ღვთაებრივი გადარჩენის მისიას და სიყვარულის ქურუმობას თავის თავზე.  გონიერთაგანს არავის სურდა საპყარი საქართველო.  გრაალის მცველობა –  ეს მთლიანქართველობაა, ჯიშის  აპოლოგია. საგანგებო  თქმა  – ’’ახლა კი საქართველოს ფუძე აქვს გადატეხილი.’’ მარადიულ საქართველოს თანამედროვეობისგან საფრთხე  ემუქრება, შეუჩერებელი და უწყვეტი სიცოცხლის შეჩერება გადაწყვეტილია, პროტესტი ღვივის ნაწერებში. სულში შეთვისებული ’’ზეციური თვალი პატიოსანი’’ უსხივოდქმნილი,  „ახლა დამსხვრეულიყო“. იმატა ისეთთა დიდკაცობა–გავლენამ , რომლის  „სისხლსაც მზის ერთი წვეთიც არ გააჩნდა“. ერთი დიდი საიდუმლოთაგანი  ყოფისა სტრიქონთა შორის გახსნა ავტორმა – „ რაც უფრო დაშორდები უფალს,  ის მოგიახლოვდება თავად.“ არ არსებობს შორს მიმავალი ადამიანის გზა, მას გზას თავად უფალი უჭრის.  წიგნში ყველა ალეგორიულობა სიცხადეა.  სრული არსებობა დაატარებს მხოლოდ თავის თავში გადარჩენის შესაძლებლობას  – „ არსებობს შინაგანი სიმწიფის ისეთი ზღვარი, რომლის მიღმაც ადამიანი ნებისმიერ ქმედებას  უკადრისობს’’, ეს უკვე ღირებული ადამიანობის განსაზღვრებაა, რომლის დანაწევრება–მოშლასაც მახვილაღმართული უკეთურობა  ცდილობდა. ყველაზე დიდი სათქმელი  და შეცნობილი მისია საქართველოსი –„ჭეშმარიტად მზის ნი

შნულია საქართველო!.. მზის ნიშნით აღბეჭდილი სიცოცხლე ისეთ არსებობას ნიშნავს, როცა ყოველწუთს მზად ხარ საკუთარი თავი გასწირო და გააჩუქო მზესავით... ჩვენში „ანგარიში“ „ანგარებას“ ეხმიანება, ვინც მზითა და მისი ძალით სულდგმულობს, იმას ცივი გათვლა არ ეხერხება. მზე არ ანგარიშობს, ულევად გასცემს... მზე ხომ თვით სიხარულია.“ ქართველთა წიაღში – დედაბუნებაში, მზეს შეეღწია, ეს იყო ქართველობის მარადშვილობის საიდუმლო. ეს გენია ცხადდებოდა ყველაფერში. ქართველი თავის თავსაც არ ეკუთვნოდა ბოლომდე, ის წარმოადგენდა  ერთგვარ მისიას ღვთაებრივის სრულად გამოვლენის, მისტიკურობის ფლობის,  ერთმანეთის გამოხატვისა სხვადასხა დროში –„ მივცეთ ჩვენით საკუთარი არსის გამოთქმის საშუალება“. ეს უწყვეტ ნაკადს ქმნიდა „ აპოკალიფსის სუნთქვით გამსჭვალულ ადამიანთა’’, რომელნიც მხოლოდ უკანასკნელი მოვლენებისადმი იჩენენ სულსწრაფობას, ყოველდღიურობაში კი უდრეკად დგანანო.  გამძლეობაც ამაში მდგომარეობდა.  

                    

      პერსონაჟთა საგულისხმო დიალოგი: – ნუთუ ხორცი მართლაც ასე ცოდვილია?  – მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მზიურ ძალასაა მოკლებული. „ამ ფუძის გატეხვასაც“ ცდილობდნენ. სამშობლო უფლის ხატიაო და აქვე, ძირეული ხაზგასმა – ”რწმენას მაშინ ვკარგავთ, როდესაც მიწის, ჩვენი მარადიული დედის, წაბილწვას ვიწყებთ ... აი, უკვე ვიგემეთ ჩვენი ცოდვის მწარე ნაყოფი: დავჩლუნგდით, დავბეჩავდით, ღირსნი აღარ ვართ, ღვთისშვილებად ვიწოდებოდეთ.“   ბოლშევიკთა და უცხო ძალის ლოზუნგი ასეთია – „სადაც ღმერთია, იქ თავისუფლება ვერ დამკვიდრდება’’  ანუ მხოლოდ უღმერთო ქაოტურობა ნებავთ; (სადაც „ყველაფერი ნებადართულია“, დოსტოევსკი)...  „ქედდამსხვრე

ული სული’’ გამთლიანებას უნდა ესწრაფოდეს –„ეს ცხოვრება არ გვეძლევა ოდენ საჩუქრად, ის აგრეთვე დავალებაცაა... შეიძლება ვერ შესრულდეს, ანდა შესრულდეს მცდარად.“ არც ევროპაზეა ურიგოდ თქმული – ევროპას კარგად ვიცნობ, ის ჩვენთვის თითსაც კი არ დაძრავსო.. განწირული დრო ლამობდა ამ „პიროვნული ხატის’’ წაშლას, ცუდის გათავისება– შეჩვევას.      წითური ბოლშევიკის სრული ანტიპოდია თავადი გიორგი, დარბაისელი ქართველი და ქიშპობაც – „ თავადი გიორგი იმიტომ სძულდა, რომ თავად არ იყო თავადი გიორგი.’’  ამით ყველაფერია ახსნილიც...  ბნელი ბნელის გარეშე ვერ მკვიდრობს, თუმცა ნათელიც მოსდევს. ხოლო სიბმელეშიც სუფევს ღვთაებრივი სხივი. იქვე, ზუსტი ფორმულა ხსნისა –„როდესაც ერი ქედს უხრის დამპყრობელს, მისი სულიერი სიმრთელე სასიკვდილოდ ზიანდება. ხოლო თუ ვინმე ერთი მაინც არ დანებდა , ამით ერის სასიცოცხლო დვრიტა გადარჩება.’’ ეს გმირებიც –  ყველა,  „საქართველოს პატარა ნაწილია.’’ და, რაოდენ დიდია ძალა სიყვარულით კავშირის, ერთმთლიანობის, რომ „სამყარო დედის გაცივებულ სხეულად შეიგრძნო’’  მისი სულხდომილებისას...    უცხოეთს შეხიზნულნი კი  ასე ნატრობენ შორეულ თბილ საქართველოს – „ რა წარმტაცია იქ საღამოს ლბილი ბინდი და ქლიავისფერი ჩრდილები.’’ ამით ყოველივეა  გამოხატული, განუმეორებლობაც, სადაც სხვა ღვთაებრივი სუნთქვა შეიგრძნობა.



 ტექსტისეული უჩვეულო  სიტყვებითვე დავასრულებ – „ იყუჩე გულო, მოიშუშე ჭრილობა მწველი მზიურ ტალღებში“...  ამ მზიურ ტალღებში კი წიგნთასიბრძნე ირწეოდა, როგორც ნიჟარაში შეყუჟული მარგალიტი. 


      მზიანი არსებობა ახალ გაგრძელებასა და თავის მესვეურებს ელოდა... დღესაც ელოდება უცვლელ– შეუმცდარი  მზიანი გულით!!!


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq