საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მოვეფეროთ დედა ენას
კობა ჭუმბურიძე
პოეტი კობა ბაბუ ბავშვებთან

რა ჰქვიათ პატარებს


მოდით ბავშვებო, ჩემოვყვეთ,
რომელ პატარას რა ჰქვია, 
დათვი რომ დაიბადება, 
განა მაშინაც დათვია. 
პატარა დათვი ბელია, 
ლეკვი - პატარა მგელია, 
ლიფსიტა თევზის შვილია, 
ნუკრი - პატარა შველია. 
კურდღლის შვილია ბაჭია, 
ბაცაცა - ციცქნა ბოცვერი,
პატარა ღორი გოჭია, 
პატარა ლომი - ბოკვერი, 
კამეჩის პირმშო - ყოყინა, 
პატარა ბატი - ჭუჭული, 
პატარა თაგვი - წრუწუნა, 
პატარა ვირი - ჩოჩორი, 
ძროხის ნაშიერს ხბო ჰქვია,
კატის შვილი კი კნუტია, 
პატარა ცხვარი - კრავია
პატარა მტრედი - ხუნდია, 
პატარა ცხენი - კვიცია, 
ხოხბის პატარა -- ლაპია, 
არწივის შვილი - მართვეა, 
ზაზუნას შვილი - ღლაპია, 
წიწილა ქათმის შვილია,
ფოთრი - პატარა ჯიხვია, 
პატარა სპილო - სპლიყვია,
ბჟიტი - პატარა იხვია. 
შევარდნის შვილი - ქულაა, 
ფარშევანგისა - ნამლევი, 
ინდაურისა - ჭუკია,
კოზაკი - ნორჩი აქლემი, 
პატარა თხაა ციკანი, 
ბარტყი - პატარა შაშვია, 
ყვავის შვილია ბახალა, 
ადამიანის - ბავშვია,
უჰ! დავიღალე, ამდენი
არც კი მახსოვდა, თუ იყო.
ნეტავი კუს შვილს რა ჰქვია, 
კუსუსუნა თუ კუიკო ?

 

***

მიდის ცეკვის გაკვეთილი,

გადასძახებს კახას დიტო -

 ამდენ ომში ქართველები

 ნეტავ როგორ გადავრჩითო.

 

სანამ კახა უპასუხებს,

დოლის დაკვრას იწყებს თვითონ -

რიმტაუტამ დამტიტატო,

დამტაუტამ დიმტიტიტო.

 

გოგმანობენ გოგონები,

ცერზე დგანან ვაჟკაცები,

ცეკვავს კახა და თან ფიქრობს,

პასუხი აქვს გასაცემი.

 

ცოტა კიდევ იფიქრა და -

ხმალაობით გადავრჩითო!

დიტოს დოლი არა ცხრება -

დიმპი დუმპი დამტატიტო.

 

ეღიმება მასწავლებელს -

ჩემო კახა, ჩემო დიტო,

ენის, რწმენის და მამულის

ერთგულებით გადავრჩითო.

 

*** 


გეხუტუნეთ პატარებო, 
სადარებო გაზაფხულის, 
ჩემი თვალის ჩინებო და 
სალბუნებო ჩემი სულის, 

რომ გიცქერით ასე ლაღებს 
და სიცოცხლით ასე მჩქეფარს, 
მჯერა ფრთები შეესხმება 
წინაპართა ნაოცნებარს. 

სწავლითა და წარმატებით
გვასახელეთ შინ და გარეთ, 
ბაბუს გული გაუმრთელეთ, 
მამულს - გული გაუხარეთ. 

ავს გარიდოთ, მოყვრისათვის
მუდამ სუფრა გაგეშალოთ, 
გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ, 
ასე მტერი დაგეცალოთ!

 

წვიმის ლექსი


მოდით, ქებით შევამკოთ 
ჩვენი სიტყვა, ქართული, 
დედა ენის კაბადონს 
ვარსკვლავებად დართული. 

თუნდაც წვიმა ავიღოთ, 
ციდან ცვართა დინება, 
სიტყვა ნაირ-ნაირი 
როგორ ეფოფინება, 

როგორ ესხარტულება 
და როგორ ეფერება, 
თურმე ასზე მეტი გვაქვს 
წვიმის დასახელება. 

როცა მზეა და თან წვიმს, 
ვამბობთ - მზე პირს იბანსო, 
როცა წვრილად წამოწვიმს, 
მაშინ ვიტყვით - წინწკლავსო. 

ვამბობთ - წამოშხუმფლაო, 
მეჩხერად თუ გვაწვიმა, 
ღვაფი - მსხვილი წვეთია, 
ნიჟი - სულ პაწაწინა. 

თქორი, ფრუტი, მანანა, 
არის რბილი წვიმები, 
ციდან ჩამოცვენილი 
მარგალიტის მძივები. 

ზოგი აბეზარია, 
გულისგამაწვრილები,
ჟანტია და ჟიჟმატი
ამნაირი წვიმები. 

დახეთ, რა დაწვრილებით 
არის ჩამოწერილი, 
ხანგრძლივია - ლელეხი, 
ხანმოკლეა - გერილი.

ნელი წვიმა - ჟუჟუნა, 
ჩქარი წვიმა – ისხარი, 
ხოლო თუ გაავდარდა
და მოირღვა ცის კარი, 

ასეთ წვიმებს დავარქვით 
სიტყვა ნაირფერადი, 
რეში, თქეში, ღვართქაფი, 
დელგმა, ცაიერადი,

ჩქაფი, კოკისპირული, 
ნავერღვენა, ქაშანი, 
ჟგეთა, თოროხაპანი,
თავსხმა და არაზანი. 

კიდევ დიდხანს იქნები 
ჩამოთვლაში გართული...
აი ასე მდიდარი 
არის ენა ქართული.

 

ღრუბლის ლექსი 

როდესაც ზეცას ავცქერით 
ვარსკვლავით გაჩახჩახებულს, 
ასეთ უღრუბლო კაბადონს
ვეძახით მოკარკაცებულს. 

ღრუბელაშლილი დღე თუა, 
ამ ამინდს ჰქვია ცრიატი, 
მცირე ხნით გამოდარებას 
ენამ უწოდა ჭიატი. 

ღრუბელს, რომელსაც ქარები
წეწავენ, არ ასვენებენ, 
წეროს ფრთასავით გაწოწილს
ფრთა ღრუბლად მოიხსენებენ. 

ხან პულა ჰქვია, ხან ქულა
ბაჭიასავით ღუნღულას. 
სულ მაღლა როა ღრუბელი, 
იმას ვეძახით ბუმბულას. 

თუ ზეცა მთლად გადაფარა 
და გაქურუხდა ამავ დროს, 
ამნაირ ღრუბელს, ოდითგან, 
ხალხი ეძახის საავდროს. 

ხოლო თუ არის მეჩხერი, 
ცვარს დანატრული მიწა კი 
წვიმას ამაოდ მოელის, 
ამ ღრუბელს ჰქვია ციცაგი. 

აქა-იქ თუა ღრუბელი, 
გარიყული და ტიალი, 
ამნაირ მოღრუბლულობას
დაერქვა იალკიალი. 

ცას სიფრიფანად მოდებულს
სახელად ჰქვია მარაგი... 
ხოლო ეს ლექსი, ნამდვილი, 
არვის გეგონოთ არაკი.

 

ქარის ლექსი

ქარი მრავალნაირია: 
ცივი, ცხელი, ქვენა, ზენა, 
ვნახოთ, როგორ განასხვავებს 
ქარებს ჩვენი დედა ენა. 

აფრებიან გემს პირქარი
შეაფერხებს, დააბრკოლებს, 
ზურგის ქარი თუ დაჰბერავს, 
მიზნისაკენ გააქროლებს. 

ზღვაური კი ის ქარია, 
სურნელი რომ მოაქვს ზღვისა. 
რასა – ჩრდილოეთის არის,
არავი კი სამხრეთისა. 

ქვენაქარი - დასავლეთის 
ფიონი კი ცისკრეთისა,
კიდევ არის ჭალიკონი, 
ამქოჩრავი ზვირთებისა.

ხეობის ქარს შხივს უხმობენ, 
ბარის ქარს კი - საბარულას,
ორპირ ქარებს ეძახიან 
გამჭოლს, გამკრავს და შურშულას. 

მაღლა მთიდან უბერავენ 
ზეკარა და ზენაქარი, 
ხოლო შმაგი ქარშეთი კი 
არის ქარი უეცარი.

ხორშაკი და ქარშოშინი 
ცხელია და გამომშრალი, 
ხოლო ცეცხლაქარი არის
ყველა ქარზე ცხელი ქარი.

ქსინი – ზამთრის ცივი ქარი, 
ერეკება თოვლის ფანტელს, 
თუმც ამაში ტოლს ვერ უდებს
წინწილას და კორიანტელს.

ავი ქარნი - ქარტეხილი,
ქარაშოტი და გრიგალი, 
ქარბუქი და ბობოქარი, 
ქარბორბალა, ქარიშხალი.

ზეფირონი თბილია და 
ქიზი – მსუბუქი და გრილი, 
თელხი, სიო, ნიავქარი, 
სალამუნოდ მობერილი,

აი ასე ეფერება 
დედა ენა ნიავ-ქარებს, 
დაეწაფეთ ყმაწვილებო 
მის სურნელს და სიანკარეს.

 

მთის ლექსი 

საქართველოს მწვერვალნო, 
გშვენით ნისლის ფაფარი, 
ბროლეულად ელვარებს
თქვენი თოვლის საფარი. 

ჰეი, მთაო, ტებულო, 
ცაში ატოტებულო, 
მთაო ბანგურიანო, 
ალმასქიმებიანო, 

დაკბილულო ჭაუხო, 
სავარცხელო ღრუბლისა, 
მყინვარწვერო, გერგეტო, 
მისადგომო უფლისა,

ზეცის ბიჯგო - ბორბალო
და ზვავებით მძვინვარო
დევის ფარო დარაკავ - 
დევდარაკის მყინვარო, 

შხელდავ, ელდავ თვალისა,
ბუბავ, მთავ კრისტალისა,
გოლიათო გისტოლავ,
სიმაღლეში ცის ტოლავ, 

დიდო მთაო ადიშო, 
ტიტანების ბადიშო 
და მწვერვალო ჭანჭახო, 
ლამის ცას დანაჯახო.

შენ კი, მთაო ლაჰილო, 
მაღლით ჩამოძახილო, 
ბუმბერაზო ჯანღაო, 
ჯანღი აგეყალყაო, 

ნუთუ ცდილობ ნაკრაო, 
მთვარეს ეშვი გაკრაო, 
მთაო, მთაო ჯიმარა, 
გშვენის თავი ქიმარა, 

კოხტა მთაო, ბურჟულა, 
ვარსკვლავებთან ჩურჩულა, 
ბუნიკივით სპეროზა, 
ვაშა შენს კენწეროსა, 

დიკლოვ, თოთო, თეთნულდო,
ნისლთა შემომჯარველო, 
უჩახარხო, შანის მთავ, 
ლაბოდავ და ლალვერო, 

უშბავ, დევო ორთავავ, 
შხარავ, ცხრათავიანო, 
დადიაშო, ზვიადო,
კალთასადაფიანო, 

მთებო კავკასიისა, 
გოროზად შემართულო, 
მარად მოსაფრებო 
ცისქვეშეთო ქართულო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq