საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მიხეილ კედია - საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანელთა რიგებში მებრძოლთა ლიდერი კაცი, რომლის მიღწევები ჰიტლერის კარზე, შეუძლებელს უტოლდება
მამუკა გიორგაძე


ჯერ კიდევ არ არის ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიტიური ან ნეგატიური აზრი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის დროშის ქვეშ მებრძოლი ქართველებისა და მათი ლიდერების მოღვაწეობის შესახებ, რომელთა შორის მთავარ ფიგურას, უდავოდ, ემიგრაციაში მყოფი სოციალ-დემოკრატი მიხელ კედია წარმოადგენდა.

იმისათვის, რომ სწორად გაგებული და შეფასებული იყოს ქართველ ემიგრანტთა ამგვარი ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, გააზრებულ უნდა იქნას გუშინდელი პოლიტიკური ვითარება და მოტივაცია, რამაც განაპირობა მათი ეს გადაწყვეტილება.

საამისოდ ერთ-ერთ მნიშნელოვან ნიმუშს წარმოადგენს თვალსაჩინო ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, პუბლიცისტსა და პატრიოტის, ალექსანდრე ცომაიას შეხედულება ამ საკითხისადმი. ალექსანდრე ცომაიას, რომლის პირადი არქივი პროფესორმა გურამ შარაძემ ჩამოიტანა საქართველოში და სადაც ბევრ საგულისხმო ცნობებს აღმოაჩენს ადამიანი.

ვითარება, რამაც აიძულა ქართველი ემიგრანტები მიერთებოდნენ ნაცისტთა რიგებს - 1924 წლის აჯანყება - სისხლში იქნა ჩახშობილი: ათასობით დაიხვრიტა და ათეულ ათასობით ქართველი კიდევ რუსეთის ბანაკებში სასიკვდილოდ განწირულნი, ციმბირისა და ჩრდილოეთის რაიონებში იქნა გადასახლებული.

ამ აჯანყებას წინ უძღოდა 1921 წელს მაღალმთიან სვანეთში ამტყდარი აჯანყება: 1921 წელს მსგავსი აჯანყება მოხდა მეორე მთიან რეგიონში - ხევსურეთში, მაგრამ საბოლოოდ, ყველა აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი რუსეთის არმიის მიერ.

აქედან გამიმდინარე, ქართველი ლიდერების შემდგომ მოქმედებას ალექსანდრე ცომაია ასე აღწერს:

„ქართველი ლიდერები იძულებულნი გახდნენ ტაქტიკა შეეცვალათ. ქართველმა ერმა გაიცნობიერა, რომ საკუთარი ძალებით თავისუფლებას ვერ მოიპოვებდა და ეს ფუჭი აჯანყება მხლოდ საბაბს მისცემდა კომუნისტებს, მთლიანად აღეგავათ პირისაგან მიწისა მთელი ქართველი ერი. ერის ძალების კონსერვაციის პერიოდი დაიწყო. ყველა იმედი მიპყრობილი იყო შესაძლებელ ცვლილებებზე საერთაშორისო არენაზე.

ჩვენი ვარაუდით, მსოფლიოს დაპყრობისა და დომინირების კომუნისტური გეგმები და ამბიციები გარდაუვლად გამოიწვევდა მსოფლიო ომს და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ომი საბჭოთა რეჟიმის სრული განადგურებით უნდა დამთავრებულიყო.

ასეთი იყო საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ქართველთა აზრი და ამ რწმენიდან გამომდინარე, თავისუფლებისათვის ბრძოლის ახალი ტაქტიკა იქნა შემუშავებული.

მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1939 წელს, ომის პირველ ფაზაში გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეებს წარმოადგენდნენ. ევროპაში ემიგრირებული ქართველები პირნათლად იხდიდნენ თავიანთ ვალს და იბრძოდნენ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების არმიის რიგებში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის წინაღმდეგ;

საფრანგეთში ქართველებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური სამხედრო დანაყოფი; პოლონეთში ქართველმა მებრძოლებმა თავი გამოიჩინეს და მშობლიური ქვეყნის სამხედრო ტრადიციები ასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში დიდი ქართული კოლონია არსებობდა, არცერთი ქართველი არ გაერთიანებულა გერმანიის არმიის რიგებში.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ ომის პირველ პერიოდში, ესე იგი, მაშინ, როცა დემოკრატიული დასავლეთი ებრძოდა გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ნაცისტურ-კომუნისტურ ალიანსს, ქართველები მთელი გულით დასავლეთის მხარეს იჭერდნენ.

ხოლო 1941 წელს, გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და ომის მეორე პერიოდიც დაიწყო. ამ დროისათვის გერმანიას თითქმის მთელი ევროპა ჰქონდა დაპყრობილი - ნორვეგიიდან საბერძნეთამდე და რუსეთზე მის გამარჯვებაში არავის ეპარებოდა ეჭვი.

ქართული პოლიტიკური ემიგრაცია სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა - უნდა დაეჭირათ მხარი ქართველებს მათი მშობლიური ქვეყნის თავისუფლების გამანადგურებლისათვის

, ხელი აეღოთ ბრძოლაზე და სამშობლოს დაბრუნების იმედზე მხლოდ იმიტომ, რომ მათ ჰიტლერის რეჟიმი სძულდათ?

რა გარანტია არსებობდა იმისა, რომ ნაცისტები კომუნისტებზე უარესნი არ გამოდგებოდნენ ქართველებისათვის? ამავე დროს, არ არსებობდა მიზეზი იმის მტკიცედ დაჯერებისა, რომ საბოლოო ჯამში, ჰიტლერი აუცილებლად მოიგებდა ომს.

აშკარა ხდებოდა, რომ ადრე თუ გვიან, შეერთებული შტატები გამოვიდოდა გერმანიის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში გერმანელები ვერ გაიმარჯვებდნენ:

ჩვენი იმედი და მოლოდინი იყო - სანამ აშშ დაამარცხებდა ნაცისტებს, საბჭოთა კავშირი განადგურებული იქნებოდა. აშკარა იყო, რომ იმპერიის დაშლისას ემიგრაციის აქტიური ძალები საქართველოში უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივი მოსახლეობების დასახმარებლად, ქართული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში.

ეს ჰქონდა ყველა იმ ქართველს აზრად, ვინც დაიწყო გერმანიასთან თანამშრომლობა და მათთან ერთად იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ.

ნებისმიერი ერი თავის მოკავშირედ მიიჩნევს იმას, ვინც მის მტერს ეომება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჩერჩილი, სტალინის მოკავშირედ მოგვევლინა, რადგან მისი ქვეყნის ინტერსებმა მოითხოვა ეს ალიანსი.

ისტორიას არაბუნებრივი ალიანსების მრავალი მაგალითი ახსოვს. საფრანგეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და ავტოკრატიული მეფის რუსეთი მოკავშირეები იყვნენ პირველ მსოფლიო ომში.

მაშასადამე, გერმანელი რეჟიმის ბუნების მიუხედავად, ობიექტურად, გერმანია ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მოკავშირედ გამოდიოდა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მუშაობდნენ ქართველები გერმანელებთან ერთად და სხვა მიზეზის ძებნა ფუჭი გარჯა იქნეოდა.

 

ქართველთა წარმომადგენელი მესამე რაიხში

1940 წლის შემოდგომაზე, გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი გაიგზავნა ბერლინიდან პარიზში მთელი ქართველი ემიგრაციის საკითხის გამოძიების ბრძანებით.

აუცილებელი შეიქმნა ისეთი პიროვნების მოძებნა, ვინც ქართული ემიგრაციის ინტერსებს დაიცავდა გერმანიის ხელისუფლების წინაშე. ცხადია, ამ პიროვნებას საფუძვლიანად უნდა სცოდნოდა გერმანული ენა და მენტალიტეტი.

ამ მოთხოვნებს სრულიად პასუხობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, მიხეილ კედია. ამიტომაც ქართულმა ემიგრაციამ (მთავრობის თავმჯდომარემ, ნ. ჟორდანიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ე. გეგეჭკორმა) დაავალა მას ემოქმედა ემიგრაციის სახელით გერმანელებთან ურთიერთობისას.

ასე დაიწყო კედიას მუშაობა გერმანელებთან. როგორც ალექსანდრე ცომაია წერს, - „მან გამოიჩინა ტაქტი, ინტელექტი, საღი აზროვნებისა და ადამიანების გაცნობისა და დამეგობრების შესანიშნავი უნარი.

ამ ადამიანთა დახმარებით, რომელიც ყველა ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა, კედიამ ბევრის მიღწევა მოახერხა. მართლაც, მესამე რაიხის ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომელიც კედიას მიღწევებს გაუტოლდებოდა.

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს დავასახელებთ: ნაცისტები ყველა სოციალ-დემოკრატს თავის მტრად მიიჩნევდნენ და მათ მიერ დაპყრობილ ყველა ქვეყანაში აპატიმრებდნენ არა მარტო ყველა კომუნისტს, არამედ ყველა სოციალ-დემოკრატსაც და მაინც, არცერთი ქართველი სოციალ-დემოკრატი არ იქნა დაპატიმრებული. მათთვის გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ კედიას ძალისხმევით.

სხვა მაგალითი:

როგორ ეპყრობოდნენ ნაცისტები ებრაელებს, ყველასთვის ცნობილია და მაინც, არცერთ ქართველ ებრაელს ისინი არ შეხებიან. კედიამ შეუძლებელს მიაღწია - მან მოახერხა სპეციალური სტატუსის მოპოვება ქართველი ებრაელებისათვის და ასე გადაარჩინა არა მარტო ასობით მათგანის სიცოცხლე, არამედ სხვა ებრაელებიც, რომლებიც თავს ქართველებად აცხადებდნენ.

ამასთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტები, რომლებიც მიხეილ კედიას მიმა

რთ პარიზის დიდი რაბინისა და სხვადასხვა ებრაული ორგანიზაციების სამადლობელი სიტყვებით გაჯერებულ წერილებს შეიცავს.

მინდა ერთი ამონარიდი მოვიტანო ერთი ამგვარი დოკუმენტიდან:

„გმადლობთ თქვენი შეუპოვრობისა და სამართლიანობისათვის, რომელიც ასე დამახასიათებელია კეთილშობილი ქართველი ერის ტრადიციებისათვის.

თქვენ არამარტო დაეხმარეთ თქვენს თანამოძმე ებრაელებს დამამცირებელი რასისტული კანონების თავიდან აცილებაში, რომელსაც ჩვენ ოთხ წელზე მეტია განვიცდით, არამედ ყველაზე მეტად თქვენ გაათავისუფლეთ უამრავი ტყვე საკონცენტრაციო ბანაკებიდან...“

 

კულტურის ასოციაცია

პარიზი, 18 ოქტომბერი, 1944 წელი

1944 წელს, ჰიტლერის გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო შენაერთები ყველა იმ ხალხებისა, რომლებიც გერმანიის მხარეს იბრძოდნენ, უნდა მიერთებოდა გენერალ ვლასოვს, რომელიც რუსულ დანაყოფებს ხელმძღვანელობდა საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რაიხსფურერ ჰიმლერს დაევალა ამ ბრძანების შესრულება. მან, თავის მხრივ შეატყობინა ეს ვლასოვს, რომელმაც შემდეგ გამოსცა მისი ცნობილი „პრაღის მანიფესტი“. მანიფესტში ნახსენებიც არ იყო ხალხთა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება.

ნათელი გახდა, რომ რუსი გენერალი სტალინს ებრძოდა, მაგრამ იმავე დროს, რუსული იმპერიის შენარჩუნებაც ეწადა. ის არ აღიარებდა ფაქტს, რომ ყველა ერს სურს დამოუკიდებლობა.

ჰიმლერის ბრძანებამ და ვლასოვის მანიფესტმა საშინელი გავლენა მოახდინა მიხეილ კედიაზე და დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. ძალიან მალე აშკარა გახდა, რომ არა მარტო ქართველები, არამედ ყველა კავკასიელი, უკრაინელი და თურქმენი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჰიმლერ-ვლასოვის კომბინაციისა.

ჩამოყალიბებულ იქნა ჯგუფი ყველა ამ ეროვნების წარმომადგენლის შემადგენლობით. მიხეილ კედია ერთხმად იქნა არჩეული სპიკერად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის უნდა დაკავშირებოდა ჰიმლერს და დაერწმუნებინა, რომ ბრძანება გაეუქმებინა.

ეს სახიფათო საქმე იყო, რადგან ჰიმლერი ოპოზიციას ვერ ითმენდა. ფაქტობრივად, ეს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ტოლფასი იყო, მაგრამ მიხეილ კედია ამ საშიშროებას არ შეუჩერებია. მას რამდენჯერმე უთქვამს: „მე ამათ ვუჩვენებ, რომ ქართველებმა იციან, როგორ დადონ თავი იდეისთვის“.

დაპატიმრების მოლოდინში მან დაწვა საკუთარი არქივის დიდ ნაწილი. გერმანელებთან საუბრისას თავი ისე ეჭირა, თითქოს მცირე ქართული ემიგრაციის სპიკერი კი არა, რომელიმე ძლევამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენელი ყოფილიყო. გერმანელი ოფიციალური პირები გაოცებული რჩებოდნენ მისი თავდაჭერითა და უნებლიე პატივისცემით იმსჭვალებოდნენ.

მიხეილ კედია პირადად შეხვდა გენერალ ვლასოვს და აუხსნა ქართველთა და სხვა არარუსი ეროვნების ხალხთა პოზიცია. ამის შემდეგ ჰიმლერის ბრძანებით იგი წარსდგა ესეს-ის გენერალ კრეგერის წინაშე, რომელიც ვლასოვის მოძრაობის ფაქტიური ლიდერი იყო.

ორი საათის განმავლობაში კედია მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და კრეგერის მცდელობებისა და განრისხების მიუხედავად, იოტისოდენადაც არ დაუხევია უკან.

მისი პოზიცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ არარუსული ფორმირებები არ უნდა გაერთიანებულიყო ვლასოვის რუსულ არმიაში. საბოლოდ, კრეგერი დანებდა.

ზუსტად ომის დამთავრებისა და გერმანიის საბოლოო დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, მიხეილ კედიამ მოახერხა შვეიცარიაში გაქცევა, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლის დახმარებით.

იგი სიკვდილამდე ჟენევაში ცხოვრობდა, სადაც თვითმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე. მეორე მსოფლიო ომის გარემოებებმა აიძულა იგი, ეთამაშა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი ემიგრაციაში მყოფ ქართველთა საქმეებში.


გადმობეჭდილია გაზეთიდან "ჯორჯიან ტაიმსი" 24-31.10.2002

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq