საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

Ulus Moscovia Capta
დავით კლდიაშვილი
   1993 წლიდან ჩვენს მხარეზე იბრძოდნენ უკრაინელები და მუდამ ასე ამბობდნენ: თუ რუსები აქ არ შევაჩერეთ, მაშინ მათი შეჩერება დნეპრზე მოგვიწევსო...

გავყვეთ ისტორიას... მას შემდეგ, რაც დსთ-ს შეთანხმების რატიფიცირება მოხდა, 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი, როგორც კომუნისტური უტოპიის იდეოლოგიის მქონე ქვეყანა, ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა. მაშინ პრეზიდენტმა ელცინმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა, რის შემდეგაც ამერიკელი ექსპერტებიც ჩავიდნენ რუსეთში სამხედრო ბაზების შესამოწმებლად (ვფიქრობ, დღეს ყველა ხვდება, თუ რატომაც). პოლიტიკური პოლარობის შენარჩუნების მიზნით, ამაზე ამერიკელებმა უარი თქვეს, თუმცა მაშინდელი ელცინის რუსეთის მთავრობა ოფიციალურად ხელფასებს მაინც ამერიკიდან იღებდა (NATO-ში გაწევრიანების სურვილი შემდეგ პრეზიდენტობის დასაწისში პუტინმაც გამოთქვა). საერთოდ, დსთ-ს შექმნის იდეა ამერიკელებს ეკუთვნით, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობის მსგავსი უნდა ყოფილიყო. 

ვიტყვი, რომ სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროებს (ქვეყნებს) შორის დაპირისპირება და ე.წ. гонка вооружении უმთავრესად კოსმოსური მიმართულებით წარმოებდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. ნებისმიერი სახის დაპირისპირება კი, მოგეხსენებათ, პროგრესის წარმართველია და ორივე მხარისათვის პრაქტიკულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც იყო, რომ ორივე მხარე დახმარებას უწევდა ერთმანეთს. მაგ.: ამერიკული კოსმოსური ხომალდები საბჭოთა ძრავებს იყენებდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის [გეგმიურ] ეკონომიკას კი ამერიკელები უმაგრებდნენ ზურგს (პოლიტიკის პირველი დაუწერელი კანონია, _ ერთად რომ არ ვეგონოთ,
ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ). სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის ლუგანსკის რაიონის კრიზისს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად, რადგან სარაკეტო ძრავების ქარხანა ამ ქალაქში იყო განთავსებული, რის გამოც პოლარობის მთავარი ბერკეტი უკრაინის ხელში აღმოჩნდა (ამიტომ ხომ არა თქვა უკრაინამ მაშინ უარი ბირთვულ (ატომურ) იარაღზე?!), რასაც არ დაუშვებდა რუსეთი (დღეს ეს ქარხანა გატანილი აქვთ რუსებს).

ხშირად გვესმის, რომ დღეს მსოფლიო ახალი გადანაწილება მიმდინარეობს... არა ბატონებო... გეოპოლიტიკის ცვლილება ხდება და ეს აბსოლუტურად სხვა განზომილებაა. მოკლედ, მსოფლიო გეოპოლიტიკამ მიმართულების ცვლილება მოითხოვა და აშშ-მ და ევროპის წამყვანმა ქვეყნებმაც [ასევე კომუნისტური] ჩინეთის მიმართულებით გააკეთეს არჩევანი, რაც რუსეთისათვის ეკონომიკური დახმარების ჯერ შემცირებას, შემდეგ კი სრულ შეწყვეტას ნიშნავს. მას მერე, რაც ამერიკელებმა ნომერ პირველ მტრად ჩინეთი [და არა რუსეთი] გამოაცხადეს, ეს რუსეთისათვის პირდაპირი მინიშნება იყო და მანაც აგრესიული საგარეო პოლიტიკა გააძლიერა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით, რათა საკუთარი გავლენის არეალი გააფართოვოს/აღადგინოს და პოლარობის ერთ მხარედ დარჩეს.

თუ გახსოვთ, გეოპოლიტიკის ძველ ყაიდაზე დატოვების მცდელობა პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა, როცა ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს ჩინეთიდან გასვლისაკენ მოუწოდა და როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, დღეს კარგადაა ცნობილი... მაშინ პუტინმა ტრამპს სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვა, რაც ტრამპმა ვერ შეძლო. (გაიხსენეთ, როგორ განცხადებებს აკეთებდა ტრამპი რუსეთ-უკრაინის კომფლიქტის პირველ დღეებში, ანუ რომელ მხარეს დადგა).

ასე
რომ, უკრაინასთან ომის ნებისმიერი შედეგით დასრულების მიუხედავად (ამას ჭადრაკში ცუგცვანგი ჰქვია), რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად სავალალო იქნება, რომ მარტო ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, სრული დატვირთვითაც რომ იმუშავოს, ვერ აჭარბებს თუნდაც შვეიცარიის მიერ მხოლოდ სამედიცინო იარაღების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს (გაზს და ნავთობს საბჭოთა კავშირიც ჰყიდდა და უფრო მეტი მყიდველიც კი ჰყავდა, მაგრამ ეს, როგორც უკვე ვიცით, მის ეკონომიკას ვერ წაადგა). აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა ფერადი ლითონებისაგან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც რუსეთისათვის კიდევ უფრო მცირეა. ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი სანქციების შემდეგ, რუსებმა განაცხადეს, _ აწი, ამერიკელებს საკუთარი ‘ბანდურკით’ მოუწევთ კოსმოსში ფრენაო, რაზეც მათ (ამერიკელებმა) შეახსენეს, რომ _ ძრავები კოსმოსური ხომალდებისათვის მათ (10 ცალი _ დ.კ.) უკვე ნაყიდი აქვთ და ასევე, ძრავების შესაქმნელად [ილონ მასკს] მუშაობაც დაწყებული ჰქონდა.

ერთი სიტყვით, უკრაინასთან წარმოებული ომი აჩვენებს, რომ რუსეთს უკვე პოლარობის მხარედ აღარ მიიჩნევენ, ამიტომაც რუსეთმა ნარატივი შეარბილა (უკრაინას თავს არ დავსხმივარ, მაიძულეს; არ ვბომბავ და ა.შ.) და ალბათ, მალე ჩინეთი [და სხვა ქვეყნებიც] რუსეთს ტერიტორიულ პრეტენზიებსაც წამოუყენებს. ყოველივე ამის მიუხედავად, დასავლეთში მაინც არსებობს პოლიტიკოსთა ჯგუფები, რომელთაც რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში დაჩაგრულად მიაჩნიათ, ალბათ უფრო ‘შეჩვეული ჭირის’ პრინციპით. რუსეთიდან გასული დასავლური კომერციული ორგანიზაციები, რომელთა ხვედრითი წილი რუსეთის ეკონომიკაში ისეთაც მიზერული იყო, დიდი ალბათობით, აზიის ან, უფრო მეტად, უკვ
ე ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადანაწილდება (არ გამოვრიცხავ ჩინეთსაც)... საბოლოოდ, [სოციალური გარანტიების მქონე] ცივილიზებულ სამყაროსთან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდება ჩინეთი (დასავლეთის მიერ ეკონომიკური გამაგრებული ზურგით), რუსეთი, ინდოეთი და ის ქვეყნები, რომელთა ჩამოთვლაც ზედმეტად მიმაჩნია...მოკლედ, გეოპოლიტიკის ცვლილება სახეზეა და სწორედ ამიტომაც არის ‘გაბრაზებული’ პუტინი დასავლეთზე. მისი განცხადებით, რუსეთს სანქციები იმაში წაადგება, რომ საკუთარი ტექნოლოგიების შექმნას დავიწყებთო, რაზეც, ჩემი მხრიდან, ასე ვიტყვი, _ ‘მაშინ სხვა ტრენერი იყო’... და აღარც ლ. პ. ბერია ჰყავთ, რომ დასავლეთში ‘აწაპნილი’ მოწინავე ტექნოლოგიების ნახაზები ჩამოუტანოს...

რაც შეეხება უკრაინას, თავდადება დაუფასდება და ევროპის სრულფასოვანი წევრიც გახდება. მოლდოვა, ბოლო-ბოლო შეუერთდება რუმინეთს და ასე გახდება ევროკავშირის წევრი. ხოლო საქართველო კი... ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გახსოვთ, ქართული ფილმი ‘ცისფერი მთები’?! როდესაც ფილმის მთავარი გმირი სოსო ლიფტში გაჭედილ ბატონ ვასოს ეუბნება, _ ხელნაწერი წაიკითხეს და მოეწონათო, რაზეც ასეთ პასუსხ იღებს, _ მოეწონათ... რა, ვერ გადათქვავს თუ რა!.. (ეს დიპლომატიაა _ დ.კ.). სხვათა შორის, ჩვენი სიტყვა იწერება (ეს კი პოლიტიკაა _ დ.კ.)... ასე რომ, სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა იმ დოკუმენტებში აისახება, რაზეც ხელს აწერს ოფიციოზი.

P.S. ანტიკურ ათენში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ლიკურგმა, ყველა ვინც ამ ბრძოლაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ათენიდან გააძევა...
დიდება უკრაინას!...
Long live UKRAINE!...

/11.03.2022/

მამული, ენა, სარწმუნოება

24 მარტი - ხსენება წმიდა სოფრონ იერუსალიმელისა (+638-644)
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ.
20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
gaq