საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საპრეზიდენტო ინსტიტუტი ანაწევრებს, მონარქია – აერთიანებს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
ეს წერილი დაიწერა უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს, 2004 წელს.
ავტორი

საპრეზიდენტო ინსტიტუტი ანაწევრებს, მონარქია – აერთიანებს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)

  უკრაინაში მიმდინარე პროცესები არა მარტო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, არამედ ჭკუის სასწავლიც არის.     ამ ქვეყანაში რაც ხდება, გადამწყვეტია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ალბათ ყველა ხვდება, რომ ბრძოლა მიმდინარეობს რამდენიმე ასპექტში. 

   გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლეთს (ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს) სურს მაქსიმალურად მიუახლოვოს თავისი გავლენის სფერო მოსკოვეთის სახელმწიფოს. გამოსტაცოს მას გავლენის სფეროდან უმნიშვნელოვანესი რეგიონის ერთ-ერთი ჩამკეტი - უკრაინა და ააშენოს იქ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დასაყრდენი, პლაცდარმი იქნება ანტიიმპერიული, დემოკრატიული ძალებისათვის.

   უკრაინელებისათვის ეს არის ბრძოლა უკრაინისათვის. პრეზიდენტობის კანდიდატ იუშენკოს მომხრეთა დიდი ნაწილი ნაციონალისტია და კარგად იცის, თუ რუსეთს არ გამოსტაცეს უკრაინა, მათ ნაციას ჩამორჩენილი რუსული ეკონომიკის გავლენა, ეთნიკურ-კულტურული დეგრადაცია და გარუსება ელის.   
    უკრაინის ლიბერალურ-დემოკრატიულ წრეებს სურთ ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, ეს კი რუსეთისაგან მოწყვეტის გარეშე შეუძლებელია. 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
; ნაციონალისტების და ლიბერალების ინტერესები დღეს ერთმანეთს ემთხვევა. თუ იუშენკო გაიმარჯვებს, მომავალში ნაციონალისტები და ლიბერალები ერთმანეთს დაეჯახებიან, ეს დაჯახება ყველაზე მწვავე იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.თავისთავად ცხადია, იუშენკოს მომხრეთა მოძრაობას მხარს უჭერს დასავლეთი.

    უკრაინელ ნაციონალისტებს ამჯერად აწყობთ დასავლეთის ფინანსები და აღნიშნული გეგმის განხორციელება.     იანუკოვიჩის და პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში რუსული ენა გამოცხადდება მეორე სახელმწიფო ენად, მოსკოვის საპატრიარქოს კიევის სამიტროპოლიტო გაძლიერდება. გაძლიერება გაუჭირდება უკრაინული მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ავტოკეფალიისთვის იბრძვის (მას ავტოკეფალია ეკუთვნის, კიევში ნამყოფია მოციქული ანდრია პირველწოდებული. წმიდა ანდრიას კიევში ქადაგება გამოყენებული აქვს მოსკოვის საპატრიარქოს თავისი ავტოკეფალიისთვის და არა უკრაინულ ეკლესიას, რაც უსამართლობაა). 

    უკრაინელი ნაციონალისტების ტაქტიკა და სტრატეგია სწორად არის გათვლილი. რუსეთმა უკვე მოახერხა უკრაინაში მცხოვრები რუსების, გარუსებული უკრაინელების და სხვათა მობილიზება თავისი კანდიდატის, უფრო სწორად, თავისი ინტერესების გარშემო. 

     დაკვირვების გარეშე შეიძლება ძნელი შესამჩნევია, მაგრამ უკრაინა გახლეჩის, სამოქალაქო ომის, კატასტროფის წინაშე დგას.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იანუკოვიჩის მომხრეთა წრეებში გაჩნდა იდეა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეების `ავტონომიზაციის~ შესახებ. ეს იდეა დამუშავებულია მოსკოვში. იგი ხორციელდება პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეთა მეშვეობით. რასაკვირველია, იანუკოვიჩს გაყალბების საშუალებით არჩევნებში ხმები მოუმატეს, რაღაც პროცენტი, მაგრამ მისი მომხრეების რიცხვი მაინც ბევრია, მილიონობითაა. რაც მეტად ხდება იუშენკოს მომხრეთა ეგზალტაცია, მით მეტად მწარდებიან იანუკოვიჩის მომხრეები. რაც მეტ და მეტ წარმატებას მიაღწევს იუშენკო, მით მეტად დაიძაბება სიტუაცია უკრაინაში. 

    ყველაფერი გადაეჯაჭვა ერთმანეთს. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უკრაინულ ნაციონალიზმსა და რუსულ შოვინიზმს შორის; უკრაინის თავისუფლების იდეასა და რუსულ იმპერიალისტურ იდეას შორის; კიევურ-ბიზანტიურ კულტურასა და მასკალურ-მონღოლურ კულტურას შორის; ასევე, ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ამერიკასა და რუსეთს შორის უკრაინის ტერიტორიაზე.   კიდევ კარგი, უკრაინელები არ არიან ჩვენსავით სამხრეთული ტემპერამენტის, ჩვენსავით ფიცხები, თორემ აქამდე სამოქალაქო ომი დაიწყებოდა უკრაინაში. 

   ჩემი წერილის მიზანი არის ყურადღება მივაქციოთ ერთ-ერთ იმ საშუალებას, რომლითაც უცხოეთის სპეცსამსახურები ახერხებენ ქვეყნებზე ზემოქმედებას და ჭკუა ვისწავლოთ.    
    ეს საშუალება არის საპრეზიდენტო ინსტიტუტი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში უკვე დაიწყეს ფიქრი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებაზე. ახლა ეს შეუძლებელია, გვიანია. აღარავინ დათმობს, არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი, არც უკრაინის ამბიციური წრეები. არადა ეს გამოსავალია.    თავის დროზე უკრაინაში საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღება აღქმულ იქნა, როგორც დამოუკიდებლობის კიდევ ერთ-ერთი ატრიბუტი და ბერკეტი. მაგრამ დრომ დაამტკიცა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიუღებელია.

   საპრეზიდენტო პოსტი ამართლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც გეოპოლიტიკური ბაგირები აქეთ-იქით არ არის გადასაწევი, სადაც ხალხის ეროვნულ-ეთნიკური თავისუფლება სრულია ან არ არის საჭირო. სადაც სახელმწიფო რესურსი არ გამოიყენება არჩევნების გაყალბებისათვის, სადაც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს გავლენა არა აქვთ, და ა. შ. და ა. შ. ასეთი ქვეყანა კი თითქმის ერთადერთია - ამერიკის შეერთებული შტატები.

  თუ დავაკვირდებით ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ ქვეყნებს, იქ ძირითადად კონსტიტუციური მონარქია ან საპარლამენტო რესპუბლიკებია. 
  საპრეზიდენტო ქვეყნებში, ძირითადად ერთი კაცის არჩევა წყვეტს ყველაფერს: საგარეო, საშინაო, სოციალურ, ეთნიკურ, კულტურულ, და რაც მთავარია, გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კურსს. ამიტომ, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ამ გადამწყვეტი პოსტის ერთ-ერთ კანდიდატზე და გაიყვანონ იგი პრეზიდენტად. 

&nbs
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
p;   გარედან ზემოქმედება პრეზიდენტზე (გაყვანილზე) უფრო ადვილია, ვიდრე პარლამენტზე და განსაკუთრებით მეფეზე. მეფე ისედაც დაბადებულია მეფედ, პირველ კაცად და არ სჭირდება ფული და პიარი, უცხოელების დახმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. იგი ტრადიციულ წრეებში (სამეფო ოჯახი, ეკლესია, ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული სამხედრო აკადემია) იზრდება და, ამგვარად, სისხლში მოსდგამს ეთნიკურ-კულტურული ინტერესების დაცვა ნაციისა, ღიად თუ ფარულად. თან მისი ხელისუფლება შეზღუდულია, კონსტიტუციურია.

   საპრეზიდენტო მმართველობასთან შედარებით კონსტიტუციური მონარქიის და საპარლამენტო წყობის შემთხვევაში ქვეყანაზე ზემოქმედება უცხოეთის სპეცსამსახურებს უძნელდებათ. პარლამენტს ძირითადად აკომპლექტებს სამი, ოთხი პოლიტიკური ძალა. რაც გამორიცხავს მხოლოდ ორის, ანუ რადიკალურად დაპირისპირებულების, შეჯახებას და ნაციის გახლეჩას. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლება (პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი) უმეტეს წილად დაკომპლექტებული არის ხოლმე კოალიციურად, ანუ პარლამენტში შესულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ერთობლიობით. პრემიერის (და მისი გუნდის) ხელისუფლებაში ყოფნის ვადა არ არის განსაზღვრული მაინცდამაინც რაიმე ვადით, განსხვავებით პრეზიდენტისაგან. პრემიერის გადაყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მისი ადგილი ყოველ წუთს შეუძლია დაიკავოს მისივე პარტიის თუ კოალიციის სხვა წევრმა. პრეზიდენტი კი ა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
რჩეული ვადის განმავლობაში ფაქტიურად ხელშეუხებელია, რაც არ უნდა შეცდომა დაუშვას და დანაშაული ჩაიდინოს.

    უცხოეთის სპეცსამსახურებს ერთ კაცზე და ერთ გუნდზე უადვილდებათ ზემოქმედება, ხოლო პარლამენტზე და მეფეზე ზემოქმედება ძნელია. განსაკუთრებით ეს ითქმის მეფეზე, რომელსაც არავითარი ვალდებულება არა აქვს უცხოური სპეცსამსახურების წინაშე.

    შევარდნაძეს გაცილებით ადვილად და ადრე `მოვიშორებდით~, იგი რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და საქართველოში რომ არ არსებობდეს პრეზიდენტის პოსტი (ე. ი. საქართველო ნაკლებად დაინგრეოდა). დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში საშიშია. 

    სააკაშვილი შეეცდება შეინარჩუნოს პოსტი ათი წელი 2014 წლამდე. 2008 წელს, განსხვავებით 2004 წლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ ექნება მსგავსი რეიტინგი. მას არჩევნებში დაუპირისპირდება რადიკალური მოწინააღმდეგე. ქართველი ხალხის ნაწილი ისევ დაუპირისპირდება ერთმანეთს (ან ასე წარმოაჩენენ), ამუშავდება სხვადასხვა ქვეყნების ინტერესები და ა. შ. ან მსგავსი რამ მოხდება 2014 წელს, როცა ამოიწურება სააკაშვილის პრეზიდენტობის ორი კონსტიტუციური ვადა. მის მემკვიდრესთან გააფთრებული ბრძოლა გაიმართება.

    თუ გვინდა, ჩვენი მოსახლეობა კვლავ არ გაიყოს ორად, ისევე როგორც ადრე ჩვენთან და ახლა უკრაინაში; თუ გვინდა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ნაკლები გავლენა ჰქონდეთ საქართვ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ელოზე; თუ გვინდა ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა; უნდა დავიწყოთ ზრუნვა სახიფათო პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებაზე და დავიწყოთ ფიქრი საქართველოში სამეფოს აღდგენასა და მის დამკვიდრებაზე კონსტიტუციური, სახალხო მონარქიის სახით.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
წიგნის

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq